იქმნება კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია თბილისის მერობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ნიკა ივანიშვილი პარტიას ქმნის. როგორც ივანიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, პარტიის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. რაც შეეხება პარტიის სახელწოდებას, ივანიშვილის თქმით, ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ‘’ყველაფერი პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პარტიაში საზოგადოებისთვის ცნობილი პირები გაწევრიანდებიან, თუმცა, მათი ვინაობის დასახელებისგან ივანიშვილმა თავი შეიკავა. ნიკა ივანიშვილი შს ექსმინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიცისს უფროსი იყო. შემდეგ გაწევრიანებული იყო “მრეწველებშიც”. ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის აქციებში ამას რაღა უნდა??? აჰა, კიდევ გაქვთ რამის იმედი ოპოზიციის გულშემატკივარნო???