ამასობაში გალფის წილიდან კეზერაშვილი მგონი გავიდაა)))) ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა კომპანია "გალფში" საკუთარი წილი გაზარდა, ხოლო დავით კეზერაშვილი კომპანიის აქციონერთა რიგებში ამჟამად არ ირიცხება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, იაკობაშვილი "გალფის" უმსხვილესი აქციონერია. "გალფის" ინფორმაციით, იაკობაშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. "2011 წელს კი რუსეთის ისტორიაში საკვები პროდუქტების სექტორში უმსხვილესი გარიგება შედგა. კომპანია Wimm-Bill-Dann-i PepsiCO Inc-მა შეიძინა. დავით იაკობაშვილი AFK SISTEMA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერია, რომლის სტრუქტურაში არაერთი მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS და სანავთობო კორპორაცია Bashneft-ი. იაკობაშვილი აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტია", - აცხადებენ კომპანიაში. რაც შეეხება "გალფს", კომპანიის ცნობით, 2011 წლიდან დღემდე მის განვითარებაში 62 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1300-ს აღემატება.