Jump to content
Planeta.Ge

king depress

პლანეტელი
  • პოსტები

    280
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    4

პოსტები დაპოსტილი king depress -ს მიერ

  1. როგორც გავიგეთ, სპორტის აკადემია აღდგება, შენობა კი არის, მაგრამ პედაგოგები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რა მდგომარეობაშია. როდიდან შეიძლება აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყოს?
  2. ბატონო მინისტრო, განიხილავთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში კინო და თეატრალური ფესტივალების ჩატარების საკითხებს? და კიდევ, ერთ დროს რაიონულ თეატრებში ისეთი სპექტაკლები იდგმებოდა, ხალხი თბილისიდან დადიოდა...რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?
  3. ბატონო გურამ! რა ხდება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ხომ არ ექნება ადგილი ოშკის აღდგენის პროცესით სპეკულირებას?
  4. მე პირადად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პარლამენტის ქუთაისში გადატანის.

     

    სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზედმეტი ხარჯია.

     

    თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ?

  5. შეკრებითობის პრონციპი რომ გაუქმდება სისხლის სამართალში, როგორ მოხდება საქმეების გადახედვა?
  6. გჯერათ, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 12% უჭერს მხარს?!

     

    რა აზრის ხართ პირველი არხის მიერ გამოცხადებულ ექზიტპოლების ჩატარებაზე, სადაც 25 000 ადამიანი უნდა გამოიკითხოს, იქნება რო სანდო?!

  7. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. პროკურატურის განცხადებიდან

     

    ––

     

    მაინტერესებს, რამდენად სამართლიანია ამის გამო კალაძის ანგარიშების დაყადაღება?!

  8. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტში არაყსა და ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზური განაკვეთების ზრდის შესახებ მითითებები "ტექნიკური ხარვეზია".

    როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიამ დღეს განუცხადა, არც არაყზე და არც ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზის განაკვეთების გაზრდა არ იგეგმება და ეს საკითხი მთავრობას არც განუხილავს.

    პარლამენტში ინიცირებულ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტში წარმოდგენილ ცხრილში კი, აქციზის განაკვეთად 1 ლიტრ არაყზე 3 ლარის ნაცვლად 5 ლარია მითითებული, ხოლო ბუნებრივი აირის კონდესანტზე, 1000 მ/3 –ზე 80 ლარის ნაცვლად, 1 ტონაზე 120 ლარი.

    "ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია, რაც გასწორდება", – განაცხადა რუსუდან კემულარიამ.

    "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა. პროექტი დღეს საფინანასო საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.

     

    ---

     

    ვერ გააპარეს ჩუმად ეს ცვლილებები.. :brr:

  9. ეს თემა სულ ტყუილად ჩაიძირა, ბევრი რამ არის ნიშანდობლივი....

     

    საკითხავი მხოლოდ ის არის, შემთხვევით მოვლენასთან გვაქვს საქმე თუ?! :papa:

  10. ძეგლები ბორბლებზე უნდა შევდგათო.- ლაპარაკია იმაზეც, რომ კიდევ ერთ თქვენს ნამუშევარს - დავით აღმაშენებლის ძეგლს ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობის გამო, შესაძლოა, ადგილი შეუცვალონ...- დავით აღმაშენებლის ძეგლი საოცრად უხდება იმ მოედანს, ბეჭედივით ლამაზად ზის. ამიტომ მისი სხვაგან გადატანის წინააღმდეგი ვიქნები. გაუგონარი ამბავია ის, რაც გასულ წელს სიღნაღში მოხდა - ამირანის ძეგლი, რომლის ავტორები ვახტანგ ონიანი და მე ვართ, 12-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ღამით ნიღბოსნებმა დაჭრეს, დაჩეხეს და იქვე, ტურბაზის ეზოში დაყარეს. ეს ხომ ნამდვილი ვანდალიზმია. და ვითომ დღემდე დამნაშავეებს ვერ მიაგნეს. ამის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ სახსრებს გამონახავდნენ და ძეგლს სხვაგან გადაიტანდნენ, მაგრამ ყველაფერი ძველებურად რჩება. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული, ამასთანავე, ყველამ იცის, ვინ ჭრიდა ძეგლს ან ეს ვისი მითითებით ხდებოდა. ამის შემდეგ საზოგადოების ერთიანობაზე ლაპარაკი ძნელია, თავიდათავი კი პროფესიონალიზმის უგულებელყოფაა. დროა, შევიგნოთ, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, არქიტექტურა კი არქიტექტორებს უნდა დაუბრუნდეს.

     

    http://www.ambebi.ge/sazogadoeba/14412-arq...inaaghmdeg.html

  11. მე მგონი ამ თემას იდეალურად ეხმაურება, საჰაერო მიმოსვლის აღდგენას მიესალმება თურმე ჩვენი ხელისუფლება:

     

    http://planeta.ge/index.php?showtopic=13911&st=0

     

    პ.ს. იმენა მკაფიოდ ჩანს საერთო სურათი...

     

    სრული სვლით:

     

    http://patdollard.com/wp-content/uploads/2009/08/ussr.gif

  12. გამოფენაში სახელწოდებით ``კავკასია – მშენებლობა და რემონტი–2010``, რომელიც ერევანში გაიმართება, მონაწილეობას 30–ზე მეტი თურქული კომპანია მიიღებს.

     

    გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ერევანში მომავალი წლის აპრილის დასაწყისში გაიმართება. თურქულ საგამოფენო კომპანია Turkel Fair Organizations INC–სთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება სომხეთში თურქული კომპანიების წარმომადგენელთა ჩასვლა.

     

    სომხური მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს გამოფენა ორი ქვეყნის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სტიმული იქნება.

     

    ``თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისკენ მიმართულ პოლიტიკურ აქტივობას უკვე მოაქვს თავისი შედეგი`` – ნათქვამია ორგანიზატორი კომპანიის პრეს რელიზში.

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...13945&ct=14

×
×
  • შექმენი...