ზურაბ აბაშიძის პირველი ინტერვიუ გამოჯანმრთელების შემდეგ: http://www.ambebi.ge/politika/7100-qchemi-...ma-gastsaq.html იქ შეკრებილი ახალგაზრდები უკვე აპირებდნენ აქციის დასრულებას, როდესაც ორი მიმართულებით დაიძრა ხალხი, რომელთა შორის იყვნენ პოლიციისფორმიანებიც და უფორმოებიც. ეს ადამიანები შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებითა და სხვადასხვა სადამსჯელო იარაღით, დაგვერივნენ, გვცემდნენ უმოწყალოდ. პოლიციას არ გავუფრთხილებივართ, არავის უთქვამს, ხელს გვიშლით მუშაობაში ან კანონს არღვევთ და უნდა დაიშალოთო! მოკლედ, შეტევის ტალღამ გადაიარა ჩემზე. წავიქეცი, ერთ მომენტში მოვახერხე და ავდექი, მიუხედავად ტრავმებისა, ყველაფერი კარგად მახსოვს. დამიზიანეს სახე, თავი. იმ დღეს პოლიციელებმა არა მხოლოდ გადაამეტეს უფლებამოსილებას, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს, არამედ მოქმედებდნენ უკანონოდ, ისე, როგორც რიგითი კრიმინალები. არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ვერ მიცნეს. დარწმუნებული ვარ, მათ ნაბრძანები ჰქონდათ ჩვენი ცემა.