ის მაინც თუ ვიცით, რა წერია ამ სახელმძღვანელოებში? - დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აზერბაიჯანულ სკოლებში ასწავლიან, თქვენი დედაქალაქი ბაქოაო(!). არაქართულენოვან სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა. ახალქალაქში მაჩვენეს საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელო, სადაც ნაწილი მასალა რუსულ ენაზეა, ნაწილი - სომხურზე და ნაწილი - აზერბაიჯანულზე. ასეთი წიგნით სწავლა წარმოუდგენელია. აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოაქვთ და საჩუქრად ურიგებენ ბავშვებს(!). ბუნებრივია, ამ სახელმძღვანელოებით საქართველოს ისტორიას კი არა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიას ასწავლიან. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში მოცემულია შუა საუკუნეების ისტორია, მეათე-მეთერთმეტე საუკუნემდე, და მთელი აქემენიდების და სასანიდების პერიოდი აზერბაიჯანის ისტორიად არის გამოცხადებული. ასევეა ალბანეთის ისტორიაც. წიგნში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა. თურმე თბილისი აზერბაიჯანული ქალაქი ყოფილა! http://www.ambebi.ge/sazogadoeba/7550-qshe...atsukhebsq.html