როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ომში გამარჯვებულია, ასე არ არის. მან ასევე გაფრთხილებით მიმართა აფხაზებსა და ოსებს, თუ ისინი საქართველოს გარეშე დარჩებიან, შესაძლოა, არსებობდეს ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები, მაგრამ იქ აფხაზები და ოსები არ ცხოვრობდნენ და მათთვის ეს ღვთის სასჯელი იქნება. ქადაგებისას უწმინდესი შეეხო რუსეთს და მის კულტურას. ~ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს და მის კულტურას, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას არ შევეგუებით და ამაში ყველანი ერთსულოვნები ვართ~,-აღნიშნა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გამოიჩენს სიბრძნეს, რათა ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. პანაშვიდს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სამების ტაძარში იმყოფებოდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ალასანია თავის გუნდის წევრებთან ერთად, ნინო ბურჯანაძე შვილებთან ერთად. უწმინდესი გაესაუბრა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა სამების ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1