~რესპუბლიკური პარტიის~ ჩუღურეთის რაიონის ორგანიზაციის და “ალიანსი საქართველოსთვის” რაიონული შტაბის თავმჯდომარის, მიხეილ გაბუნიას სასამართლო პროცესი დღეს, ბრალდების მოწმეების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. როგორც “ინტერპრესნიუსს~ “რესპუბლიკური პარტიის~ პრესსამსახურიდან აცნობეს, მიხეილ გაბუნიას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება. აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. დღეს ასევე ბრალდების მოწმეების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო ~რესპუბლიკური პარტიის~ ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ცინცაძის სასამართლო პროცესიც. გარდა ამისა, პროკურორის შვებულებაში ყოფნის გამო, ოზურგეთის რაიონის პროკურატურამ საქმეზე ახალი პროკურორი დანიშნა, რომელიც, როგორც პროცესზე აღინიშნა, საქმეს არ იცნობს. მორიგი სხდომა 14 აგვისტოსაა დაგეგმილი. ცინცაძეს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვაში ედება. ~რესპუბლიკური პარტიის~ აქტივისტების სასამართლო პროცესები გასულ დღეებშიც იყო დაგეგმილი, რომლებიც ასევე სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო. კერძოდ, პარტიის ქარელის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგა გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს პროკურორის მოთხოვნით გადაიდო. დღეს პროკურორმა ბრალდებულისთვის 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. პროცესი 12 აგვისტოს გაგრძელდება. გიგა გოგიჩაშვილს ბრალი ქურდობაში ედება და იგი 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 13 აგვისტომდე, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდეა გადადებული ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ~რესპუბლიკური პარტიის~ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრის დავით გუდაძის სასამართლო პროცესი. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვაში ბრალდებული ~რესპუბლიკური პარტიის~ მხარდამჭერის, თამაზ ტლაშაძის სასამართლო პროცესი კი, გორში 14 აგვისტომდე გადაიდო, ხოლო პარტიის მცხეთის ორგანიზაციის აქტივისტის მამუკა ქაშიაშვილის სასამართლო - 14 სექტემბრამდე. ქაშიაშვილს ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვაში ედება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ამდენი სხდომა ერთად რომ გადადებულიყოს, ცოტა საეჭვო ხომ არ არის? წამოვა ხელისუფლება რაიმე დათმობაზე?!