რატომ არის რომ 20 წელიწადი არაფერი გამოგვდის და ნელნელა წყვდიადში ვიძირებით?! ჩემი აზრით პასუხი მარტივია: სანამ საზოგადოება არ დაანებებს თავს სხვის იმედზე ყოფნას არაფერი გვეშველება. მარტივი მაგალითი, თუ სადმე უკანონობა ხდება, დავუშვათ ყველაზე მარტივი, უკანონოდ ანთავისუფლებენ ადამიანს, ჩუმად კი არ უნდა წამოვიდეს, არამედ ერთი ამბავი უნდა ატეხოს, და თუ კოლეგებიც მხარს დაუჭერენ, მთლად კარგი... თორემ გამოდის ისე, რომ საზოგადოება ითმენს, ითმენს და მერე ვიღაც ლიდერზე ამყარებს იმედს, აი ის იყოჩაღებს, ჩამოაგდებს არსებულ ხელისუფლებას და მერე ყველაფერი კარგად იქნება... და ვტრიალებთ ასე წრეზე...აქციებიდან აქციებზე, შესვენებებში ომი გამოერევა ხოლმე... თქვენ რას იტყვით უზერებო?!