Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Vadinia წესჩვეულებებით და ენით პ.ს. გავაკეთოთო ქვეფორუმი? მმიხედავთ?!
  2. lasha_alo იმედი ვიქონიოთ, სხვა რა დაგვრჩენია ისეთი ოპოზიციაა საჭირო, რმელიც ამათზე სუფთა და ძლიერი იქნება და ხალხს ალტერნატივას შესთავაზებს
  3. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქართველებიც დიდი სიამოვნებით იღებენ რუსულ პასპორტებს.... აი ტუ რატომ, ეგ არის ალბათ ფუნდამენტური კითხვა!
  4. რუსეთში ავიაშოუს „МАКС-2009“ მოსამზადებელ რეპეტიციაზე ორი გამანადგურებლის შეჯახებისას რუსეთის დამსახურებული მფრინავი იგორ ტკაჩენკო დაიღუპა. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, მფრინავის დაღუპვის ფაქტი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის თანაშემწე ვლადიმერ დრიკმა დაადასტურა. გვარდიის დაღუპული პოლკოვნიკის ოჯახს თანაგრძნობა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოუცხადა. მოსკოვთან ახლოს, ჟუკოვსკის თავზე „МАКС-2009“ მოსამზადებელ რეპეტიციაზე დღეს ერთმანეთს ორი გამადანგურებელი Су-27 შეეჯეხა. ორი მფრინავი მაშველებმა ცოცხლები იპოვეს. შეჯახების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. რავი მე სულ წვერგაუპარსავი დავდივარ და გოგოებთან პრობლემა არ მქონია, თუ არ მოსწონთ თავის თავს დააბრალონ
  6. Vadinia იმ კონკრეტულ ისტორიულ რეალობას მეტნაკლებას შეესაბამება Vadinia ჯერ ერთი დურძუკები არასდროს ცხოვრობდნენ ქედს გამოღმა, მერე მეორეც ესენი როგორც მინიმუმ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხია და არის მოსაზრებები რომ სულაც ხევსურების ბიძაშვილები არიან...ვეცდები მოვიძიო მასალა
  7. Vadinia და რას ერჩი ამ რუკას?! განსაკუთრებით პირველს?!
  8. Vadinia არადა დურძუკები ქართველური ტომები იყვნენ როგორც მახსოვს დურძუკეთი, ძურძუკეთი, დურძუკებით დასახლებული მხარე. ლეონტი მროველის მიხედვით, დურძუკი კავკასიის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ კალთებზე მოსახლე ტომის ეპონიმია. შემდგომში დურძუკეთი ქართულ წყაროებში იხსენიება თერგსა და დაღესტანს შორის (ვახუშტის მიხედვით - ხევიდან დიდოეთამდე). დურძუკეთს საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი ჰქონდა. ანტიკურ ხანაში დურძუკეთი საქართველოზე დამოკიდებული ქვეყანა იყო. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის II მეფე საურმაგი დედით დურძუკი ყოფილა. როდესაც საურმაგს ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ, იგი დურძუკებთან გაიქცა და სამეფო ტახტი მათი დახმარებით დაიბრუნა. დურძუკეთი შუა საუკუნეებშიც საქართველოს ვასალი იყო, იქ ქრისტიანობაც საქართველოდან გავრცელდა. http://ka.wikipedia.org/wiki/დურძუკეთი ეს ქართული ვიკიპედიის წყარო!
  9. სლავიკა მანდ მძიმე შეიარაღებაა როგორც ჩანს მე რა ვიცი მ4 ხურდაშI მოყვა
  10. სლავიკა სჭირდებოდათ რომ გაბერვა? ასე დავსვათ კითხვა
  11. აფხაზურმა შენაერთებმა კოდორის ხეობიდან ქართული არმიის კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალები 50 სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. ნადავლი იარაღის ჩამონათვალი კი ასეთია: ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნის, „РПГ-7“ ყუმბარტყორცნის 10 ათასი ჭურვი. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ПГ-9-ის 600 ერთეული ჭურვი. ხელის ყუმბარმტყორცნის 1500 ერთეული ჭურვი. 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის 600 ერთეული ნაღმი. С-8 ტიპის (ნურსი) უმართავი 350 ერთეული სარაკეტო ჭურვი. 5,45 მილიმეტრიანი 124 ათასი ტყვია. 43 200 ერთეული ტრასირებული ტყვია. Д-30 ტიპის 122 მილიმეტრიანი ჰაუბუცის 8 ერთეული და მათი 1,5 ათასი სასროლი ერთეული. ამერიკული წარმოების 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის 804 ერთეული ნაღმი. 4 ერთეული მსუბუქად შეჯავშნული გამწევი. ЗУ-23-2 –ს ტიპის 4 საზენიტო დანადგარი. 1 ერთეული 57 მილიმეტრიანი ქვემეხი. ЛАР-ის ტიპის ერთი სარაკეტო სისტემა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. არ ვიცი აფხაზებს რამდენად დაეჯერებათ, მარა უზარმაზარი მარაგი რომ იყო ეგ ხომ ცხადია
  12. მიშა [ 3 ] [8.57%] ოპოზიცია [ 14 ] [40.00%] არცერთს [ 18 ] [51.43%] პ.ს. სადაა 60%?
  13. Sakartwelo ხო მარა ჩვენ ჩვენი უნდა გვეცადა იმჰო!
  14. შემიძლია გითხრათ, რა ხდებოდა სოხუმში 1993 წლის სექტემბერში. ეს არ იყო ომი, ომის კლასიკური გაგებით. მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალას, არადა, ჩვენ გვიპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის უწყება და, პრაქტიკულად, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით შექმნილი მოხალისეთა რაზმები. ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა მედგრად იბრძოლეს წელიწადზე მეტხანს. მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა მოლაპარაკების იმგვარად წარმართვა და აფხაზებთან ისეთ სქემაზე შეთანხმება, რითაც თავიდან ავიცილებდით სამხედრო დაპირისპირებას. - მამაჩემი იმ დროს სოხუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მას თანამდებობრივად იქ ყოფნა პირდაპირ არ ევალებოდა, თუმცა პირადმა ურთიერთობებმა და ჟიული შარტავასთან მეგობრობამ განაპირობა მისი სოხუმში დარჩენა. მთავარი იყო, მიგვეღწია ადამიანური ურთიერთობების განახლებისთვის, ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურული ურთიერთობების აღდგენისთვის აფხაზებსა და ქართველებს შორის. ამ ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო. 2005 წელს აღდგა ქართულ-აფხაზური კომისიის მუშაობა, დელეგაციებმა დაიწყეს თბილისსა და სოხუმს შორის მიმოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი არ გაგრძელდა... მაშინ ჩვენ შევძელით დოკუმენტის ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება, რომელიც ეხებოდა საომარი მოქმედებების განუახლებლობას და დევნილთა დაბრუნების საკითხს. მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტზე ქართულ მხარეს ხელი აუცილებლად უნდა მოეწერა. ეს გააჩენდა ნდობის დამატებით გარანტიებს, რის შედეგადაც მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ, რომ მოგვეხერხებინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობა დარჩებოდა რუსეთის ფედერაციას პროვოკაციების წარმატებით განხორციელებისთვის, სწორედ ამ პრეტენზიას ვუყენებ დღეს სააკაშვილს. მას უფრო მეტი პოლიტიკური ნება რომ გამოეჩინა, მეტი გამბედაობა ჰქონოდა და მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, შესაძლოა, ბევრი უბედურება აგვეცილებინა ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გვეფიქრა არა სწრაფ შედეგზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე. - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს კონფლიქტის განახლება, რისი საფრთხეც არსებობს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ადმინისტრაციულ საზღვრებში მოვახერხოთ საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც შეძლებს სამომავლოდ კონფლიქტის თავიდან აცილებას. ამაზე მეტის მიღწევა უახლოეს პერიოდში ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მით უფრო მანამ, ვიდრე სააკაშვილი იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. დღეს დავინახეთ, რომ რეალურ ცვლილებებს საყოველთაო პროტესტთან ერთად დიალოგის დაწყებაც სჭირდება. ეს დიალოგი დაიწყო, შევთანხმდით იმაზეც, რომ პოლიტიკური დაპატიმრებების გაგრძელების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს დავუკავშირდებით და ინფორმაციას მივაწვდით. - ლაპარაკობდნენ, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლება ოპოზიციას უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას შესთავაზებდა... - არ ყოფილა ასეთი შემოთავაზება, რომც ყოფილიყო, ამას სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავდი, რადგან უშიშროების საბჭო არის სათათბირო ორგანო, სადაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. შესაბამისად, მასში ოპოზიციის მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. http://www.ambebi.ge/politika/8742-irakli-...procesebze.html ალასანიას ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეტები მოვნიშნე..... რეალურად, ალასანია გახდება ოპოზიციის ლოკომოტივი ასე მგონია..იმჰო თქვენ რას ფიქრობთ?!
  15. liliko ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად რუსეთი ძალიან, ძალიან დასუსტებულია!
  16. დღეს ახალგორის რაიონის ოკუპირებიდან ერთი წელი შესრულდა. 2008 წლის 16 აგვისტოს ახალგორი და ახალგორის რაიონის სოფლები რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა და ოსურმა შენაერთებმა დაიკავეს. რუსული ჯარები ახალგორში 18:20 საათზე შევიდნენ და რაიონის ცენტრი დაიკავეს. იმავე დღეს, 20:00 საათზე ახალგორის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, რუსმა ჯარისკაცება ადგილობრივი მოსახლეებისთვის რუსული პასპორტების შეთავაზება დაიწყეს. მოგვიანებით, 21:15 საათზე კი დაახლოებით 60 სამხედრო მანქანა დისლოცირებულ იქნა ახალგორის შესასვლელთან, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით. რუსული ოკუპაციის შედეგად ახალგორის რაიონიდან დღემდე დევნილობაში 5348 ადამიანი რჩება. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები განახორციელა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი – 19381 ცხინვალის რეგიონიდან და 1893 კოდორის ხეობიდან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მაგრამ უიმედო ტირილს, ხომ არ ჯობია რეალურ გამოსავალზე ვიფიქროთ?!
  17. მიშა [ 3 ] [9.68%] ოპოზიცია [ 14 ] [45.16%] არცერთს [ 14 ] [45.16%]
×
×
  • შექმენი...