"თავისუფლების ინსტიტუტს" ქვეყნის შტატებად დაყოფის იდეა აქვს. საქართველოს შტატებზე, სავარაუდოდ, იგივე მუნიციპალიტეტებზე საუბარი "თავისუფლების ინსტიტუტის" საკონსტიტუციო პროექტშია, რომელიც ლევან რამიშვილს ეკუთვნის. Pპროექტში არ არის ზუსტად განმარტებული, თუ რა შეიძება იყოს შტატი, მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ "სენატში თითოეული შტატი (მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილია 3-3 სენატორით". ამასთან, პროექტიდან ნათლად არ ჩანს, შტატი მუნიციპალიტეტის იდენტური იქნება თუ სხვა რაიმე პრინციპით მოხდება მისი განსაზღვრა. Aამ იდეის შესახებ "ინტერპრესნიუსმა" ლევან რამიშვილისგან მეტი ინფორმაცია ვერ მიიღო, რადგან მასთან დაკავშირება შეუძლებელია. ქვეყნის შტატებად დაყოფის შესახებ რამიშვილის იდეა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის ცნობილი, თუმცა მიუღებელია და ამ მოსაზრებას, პერსპექტივა არ აქვს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. გავიცინოთ თუ ვიტიროთ უზერებო?