Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. აპარლამენტო უმრავლესობას კასპის მაჟორიტარი კობა კურდღელაშვილი ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კობა კურდღელაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს ჰქონდა საუბარი და კასპის მაჟორიტარმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება უმრავლესობის გარეთ ურჩევნია. ამასთან, 11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობიდან ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე გარიცხეს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/192194-saparlamento-umravlesobas-deputati-koba-kurdghelashvili-tovebs.html მიშა ვარდებიიი, მალე გადავარდებიიი
  2. lasha_alo ასე სასტიკად თუ გაყიდდა თვას ქდმ ნაღდად არ მეგონა.. კოლექტიური პანიკა ქვია ამას
  3. კახეთში დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი ხელახალ დაკითხვას ითხოვს - ამის შესახებ „ლიბერალს" ბრალდებულის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, მან ამ შუამდგომლობით პროკურატურას უკვე მიმართა. "ამ მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ პირველი დაკითხვა ადვოკატის გარეშე ჩატარდა", - განმარტავს ნოზაძე. ამასთან ერთად ნიკოლაშვილი მისი საქმის ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოებიდან აცილებას და გიორგი სიბაშვილის მიმართ საქმის აღძვრას ითხოვს, დაკავებული მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს.
  4. dire ეხლა ქდმ–ს ნაცები ჩუქნიან დეპუტატს და ნაცი დეპუტატი იმიტო გააგდეს ფრაქციიდან, რომ ბბ–სთან დაძვრებოდაო და დაასწრეს რა
  5. ვანის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან ხურციძის უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვით უმრავლესობას გარეთ "ლეიბორისტების" ჩათვლით 24 დეპუტატი აღმოჩნდა. მათგან 12 უმცირესობაში შემავალი ფრაქციების - "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ძლიერი საქართველოს" წევრია. დანარჩენი 12 დეპუტატი - ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" 7 წევრი, 4 "ლეიბორისტი" და მათთან ერთად ბეჟან ხურციძე უმცირესობის გარეთ მყოფნი არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა ნახევარზე მეტი აღარ რჩება, რაც უმცირესობას დაშლის საფრთხის წინაშე აყენებს.
  6. mtidan ესეთი იაღლიში თუ მოუვიდოდა ქდმ–ს არ მეგონა
  7. საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების მიზეზები ჯერ არ ხმაურდება. სავარაუდოდ, ხურციძის გარიცხვის თაობაზე ოფიციალური კომენტარი დღესვე გაკეთდება. ბეჟან ხურციძე ვანის მაჟორიტარია. იგი დეპუტატი იყო 1992-1995, 1999-2004, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/192080-saparlamento-umravlesobidan-bezhan-khurcidze-garickhes.html ჯერ თორთლაძეს (ანუ იგივე ნაცებს) გაექცა დეპუტატი , ეხლა ეს.. დაიწყო ვითომ ჩამოშლა?
  8. მანიაკი პოლიციელი წაიკითხეთ კარგად ვინ და რა არის ეს არაკაცი! „ყველა ლამაზი ქალი ჩემია“ - ეს სტატუსი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელმა გიორგი სიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე დაწერა. როგორც ცნობილია, 31 იანვარს შს გურჯაანის სამმართველომ გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი, 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში წაუყენა. სოფიკო ნიკოლაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ გიორგი სიბაშვილის მოკვლა მას შურისძიების გამო უნდოდა. ბრალდებულის თქმით, 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე სამი თვით ადრე გიორგი სიბაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ცნობილია ისიც, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატები ბრალდებულის პირველ ჩვენებას უკანონოს უწოდებენ. მათი განცხადებით, გამომძიებელმა სოფიკო ნიკოლაშვილი ისე დაკითხა, რომ ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, დაკითხვის პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა. ეს არ არის პირველი სკანდალური ფაქტი, რომელიც გიორგი სიბაშვილს უკავშირდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის არქივში მოიძებნა ინფორმაცია 2009 წელს მომხდარი ინციდენტის შესახებ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სიბაშვილმა, 2009 წლის ზაფხულში, გურჯაანის ე.წ. პარკის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიმტან ქალბატონს თავი გაუტეხა. „ინციდენტის თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამართალდამცავსა და მის მეგობრებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციის თანამშრომელი რესტორანში მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველების თქმით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, მან რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს თავი გაუტეხა. დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა, თუმცა პროკურატურას არავინ დაუკავებია. გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი აცხადებდა, რომ სხეულის დაზიანებაში ეჭვმიტანილი იყო მოქალაქე და არა პოლიციის თანამშრომელი“, - იუწყებოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრი. 6 თებერვალს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, გიორგი სიბაშვილს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგონას მშობლები უჩიოდნენ, თუმცა ფაქტზე გამოძიება არც დაუწყიათ, საქმე ისე ჩაფარცხეს. რესპონდენტების ცნობით, მალევე, ნერვიულობის ნიადაგზე გოგონას მამა გარდაიცვალა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კონტაქტზე არც გოგონა და არც მისი ოჯახის წევრები არ გამოვიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ეს ინფორმაცია გოგონას თანასოფლელებთან გადაამოწმა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა საუბარი არ სურთ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გიორგი სიბაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა. 23 წლის გიორგი სიბაშვილი სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ის ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე. http://ick.ge/ka/articles/9737-2012-02-09-14-26-37.html/ http://s59.radikal.ru/i166/1202/3b/a2736077cd70.jpg
  9. laci სამწუხაროდ ავადმყოფები მოგვიმრავლდა!
  10. kisa პატრულის რეფორმის ბაზაც ედიკას დროს მომზადდა , ამათი დამსახურება კი არ არის! Siknadmo კონკრეტულად , ვისი რა საქმეა მე რამდენ გადასახადს ვიხდი? მაგალIთად რაში უნდა აინტერესებდეს ეს განათლების სამინისტროს?!
  11. ა კიდო განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებს 18:06 09-02-2012 ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებს. ამის თაობაზე დამატებით ჩანაწერი, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში კეთდება. laci მართლა აგონიაშI არიან
  12. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა ექნება 17:15 09-02-2012 აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს და საჯარო სამართლის იურდიულ პირებს საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა ექნებათ. შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, საგადასახადო აღრიცხვაზე მისი აყვანის მომენტიდან საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/191900-aghmasrulebeli-khelisuflebis-yvela-organos-sagadasakhado-saidumloebaze-tsvdoma-eqneba.html ყველაფერი თავიდან იქნება გასაკეთებელი ესენი რომ წავლენ
  13. laci ეს უკვე მათრლა დასასრულია.. ესე იგი სწორი გზით მიდის ბბ
  14. "სოფიკო ნიკოლაიშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამ ამბავს სხვაგვარად აღწერს და შინაგან საქმეთა სამხარეო სამმართველოს თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებს. მამუკა ნოზაძე: - სოფიკომ ჩვენებაში დეტალურად აღწერა, რომ 2011 წლის 2 ნოემბერს გიორგი სიბაშვილმა გააუპატიურა გაუკუღმართებული ფორმით. გონდაკარგულ გოგონას ფოტოები გადაუღეს, რის შემდეგაც პოლიცია მუდმივად აშანტაჟებდა, "ვერბოვკას" უკეთებდა. ემუქრებოდნენ, ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთო. რადგან სოფოს მამა დავით ნიკოლაიშვილი ოპოზიციის აქტივისტია, მის საქმიანობაზე ინფორმაციას სთხოვდნენ. იმის შიშით, რომ ფოტოები ოჯახს არ ენახა, გოგონა გიორგი სიბაშვილს ყველა მოთხოვნას უსრულებდა. სწორედ მან გამოატანინა სოფოს მამის სეიფიდან იარაღი. ეს იყო დანაშაულის პროვოცირება. " ეს საქმე არის შეკერილი პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო და დასამალი რა გვაქვს. ისედაც ქვეყანამ გაიგო ყველაფერი. მათ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თქვენ გამოძიება გამოაქვეყნეთ, სოფიკომ კი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა და ახლიდან დაკითხვა მოითხოვა. http://ick.ge/ka/jinvestigation/9700--i.html ––– გარდა ამისა პროლურატურამ ეს საქმე გაასაიდუმლოა! http://ick.ge/ka/articles/9710-2012-02-07-09-51-59.html
  15. lasha_alo და მერე დაიწყებენ, ბათუმში მოსახლეობა მიშას უჭერს მხარსო
  16. The Washington Post] საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს შორის. ”ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე, მან მრისხანედ ჩამოთვალა სხვაობები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში. მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. მან უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ პუტინის მიერ დაპატენტებული მანევრის გამეორებას გეგმავს. სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა – ”მე არ მინდა ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)” – გვითხრა მან. საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა ის თავის რეგიონში, კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანების წამყვან კანდიდატად. მაგრამ აი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის ”ვარდების რევოლუციიდან”, მისი მოკავშირეები შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა – მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს. პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამამ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვერდაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა. http://www.presage.tv/?m=politics&AID=9776
×
×
  • შექმენი...