Grig ოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძემ ამ ეტაპზე თბილისის მერობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე მხარს არც ~ალიანსის~ კანდიდატს ირაკლი ალასანიას და არც ე.წ პრაიმერისტებს უჭრეს. „მე არ ვიბრძვი სხვისი გამერებისთვის. მე ვიბრძვი სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ ამ მიზნით არც ის არის გამორიცხული, მომავალში პოლიტიკური პარტიაც შექმნას. მანამდე კი, როგორც თავად ამბობს, ბოლო წუთამდე აპირებს ბრძოლას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად. როგორც ~დაიცავი საქართველოს~ ლიდერი აღნიშნავს, ვითარება ძალიან რთულია, რადგან ოპოზიცია გახლეჩილია. ~მალე დადგება ის დრო, როცა ყველა დაინახავს, რომ მე ჩემი პირადი ამბიციებისთვის არ ვიბრძვი, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი და ამისთვის ჩემი ხედვები და რეცეპტები მაქვს~, - განაცხადა გაჩეჩილაძემ ~ბარიერში~. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლება ორ კონვერტს შეიტანს, საიდანაც ერთში გიგი უგულავას კანდიდატურა იქნება, ხოლო მეორე - სხვისი. ბოლო მომენტში კი, როცა ხელისუფლება ოპოზიციის კანდიდატის ვინაობას შეიტყობს, ამის მიხედვით გადაწყვეტს, თავად რომელი კანდიდატი შეარჩიოს.