ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი ბიზნეს-სექტორს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც “პირWელს” ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მუქარითა და ტერორით ითვისებდნენ მათ მიერ შექმნილ ბიზნესებს. ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი ბიზნესმენებს გაერთიანებისა და რეჟიმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ მოუწოდებს. “მივმართავ ბიზნესმენებს, კოლეგებს, მეგობრებს და თავისუფალი ნების ადამიანებს. მოვუწოდებ ყველას! გავერთიანდეთ, გამოვააშკარაოთ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობის ენად ტერორი აირჩია. მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება!”, - განაცხადა ბეგიაშვილმა. http://www.pirweli.com.ge/?menuid=9&id=7460 ეს კი თავად ამ ადამიანის კომპანიის საიტი, თუ ვინმეს დააინტერესებს, საინტერესო ისაა, რომ საქართველოში მოღვაწეობს http://geo.albatrosdeluxe.com/index/prezidenti/0-41