სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ყოფილი ბანაკის საერთო საცხოვრებლებში დევნილების 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრის რაიონებიდან და სოხუმიდან, სიღნაღში 1993 წელს ჩამოასახლეს. „შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს ოთახებში იმდენი წყალი ჩამოდის, გუბეები დგება ხოლმე. სინესტისგან კედლები იშლება და გვეშინია შენობა არ ჩამოინგრეს და შიგ არ მოვყვეთ, მაგრამ, წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებულები ვართ აქ დავრჩეთ“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლალი ყურაშვილი. „წყალი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არ არის, ელექტროენერგიის მავთულები ღიად ყრია, ოთახს ფანჯარა არ აქვს ნორმალური და კარი. აუტანელ პირობებში გვიწევს ყოფნა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. სახელმწიფოსგან დახმარებას ვიღებთ, სულზე 22 ლარს. ეს თანხა კვებისთვისაც არ გვყოფნის. არცერთი ჩვენგანი არ არის დასაქმებული. დღიური სამუშაო თუ იქნება სადმე, იქ დავდივართ და არსებობას ძლივს ვახერხებთ“, - აღნიშნავს მარიამ ხარშილავა. დევნილების თქმით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან იყო შეთავაზება საცხოვრებლად საგარეჯოში, რეაბილიტირებულ შენობაში გადასულიყვნენ, რაზედაც თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, იქ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შიდა ქართლიდან დევნილები შეასახლეს და ადგილი აღარ დარჩა. http://ick.ge/ka/photogalleries/2335-2010-08-09-06-47-21.html ამ ლინკზე სურატებსაც ნახავთ...