Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. DonCaredo დიდი ალბათობით, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ, ქვეყანაში ასეთი ამბები იყოს და დასასვენებლად წახვიდე... ღალატის სუნი მცემს...
  2. Siknadmo ნებისმიერ შემთხვევაში 5 წელი ძალიან ბევრია, ჩათვალე რომ საზოგადოებისთვის დაკარგული პიროვნებები არიან... და თავს უსამართლოდ დაჩაგრულებად თვლიან... მერე რუსეთის ტანკებს ტაშით თუ შეხვდნენ, არ გაგიკვირდეთ...
  3. რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17 მილიონი ლარი იზარალა. წაგებული საქმე და წამგებიანი ხელშეკრულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლომ თურქული კომპანია tustas industrial plants co. incorporation -ის (”თუსთაში”) სასარგებლოდ 4 782 671 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი გასული წლის ბიუჯეტში ჩაიდო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და დავალიანების დაფარვის ნაცვლად, აჭარის მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო. შეთანხმება, რომელიც ”ბათუმელების” მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ქართული მხარისთვის მომგებიანი ვერ აღმოჩნდა, ”თუსთაშთან” გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. ამ დროისთვის გადასახდელ თანხაზე დარიცხული პროცენტი 2 071 889 დოლარია. აქედან 600 ათას დოლარზე მეტი ძირითად თანხას სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დაერიცხა. მთლიანობაში კომპანიისთვის მისაცემი თანხა კი 6 053 087 დოლარით განისაზღვრა. შეთანხმების აქტით დადგინდა დავალიანების დაფარვის ფორმა და გრაფიკი: აჭარის მთავრობამ აქტის ხელმოწერიდან ერთ თვეში 1,9 მილიონი, ხოლო 2010 წლის 30 ივნისამდე 2,7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იკისრა. დარჩენილი 1 443 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ კი კომპანიისთვის სოფელ გონიოში მიწა უნდა გადაეცათ. გონიოს მიწები ვალის დასაფარად ”თუსთაშს” 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 41 დოლარში ჩაუთვალეს, მაშინ, როცა გონიოში, ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მ მიწის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 150-200, მაქსიმუმ 300 აშშ დოლარია. ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გასხვისებული 35 ათასი კვ/მ ფართობი, რომელიც ზღვისპირა ზოლში მდებარეობს, სულ ცოტა 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს. მიწის ნაკვეთები, რომლებიც ”თუსთაშს” გადაეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გასული წლის გაზაფხულზე, ანუ ფირმასთან მოლაპარაკების პროცესში დარეგისტრირდა. შემდეგ ეს ნაკვეთები გადარეგისტრირდა როგორც აჭარის ქონება, საჯარო რეესტრის იმავე წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით კი, რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი უკვე `თუსთაშის~ საკუთრებაშია. ეს პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ოჯახებმა, რომლებიც ამ ნაკვეთების ნაწილს მართლზომიერად სარგებლობდნენ, არაფერი იცოდნენ. `20 წელია ამ მიწას ვსარგებლობთ. ხელვაჩაურის მიწის კომისიამ რეესტრში გადამამისამართა. რეესტრში კი მითხრეს, რომ ნაკვეთი, რომელსაც მე ვამუშავებდი, თურქული კომპანიის საკუთრებაა~, _ აცხადებს `ბათუმელებთან~ მალხაზ ბარამიძე. მას ამ ეტაპზე პრეტენზია 2 700 კვ/მ ფართობზე აქვს. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ”თუსთაშისთვის” გადაცემული მიწის ნაკვეთები ისტორიული გონიოს ციხის მოპირდაპირედ, საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირამდე მონაკვეთში მდებარეობს. ამ ნაკვეთებს ათობით ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და პირუტყვების საძოვრად 20 წელია იყენებს. კანონის მიზანი დაირღვა 35 000 კვ/მეტრი მიწა გონიოში ”თუსთაშს” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის #156 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. კანონის მიხედვით, `ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობებს”. ამ შემთხვევაში პრივატიზებისთვის რაიმე პირობა არ დაუდგენიათ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ”მყიდველი” ანუ ”თუსთაში” ვალდებულია `განახორციელოს ყველა სახის ქმედება ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით~. ხელშეკრულებით ფირმას ერთადერთი ”ვალდებულება” აქვს - მიიღოს მიწის ნაკვეთი ვალის სანაცვლოდ. გამყიდველი სდუმს რატომ გახდა აუცილებელი მოლაპარაკების დაწყება მაშინ, როცა ”თუსთაშის” ვალის დასაფარად ბიუჯეტში თანხა იყო გათვალისწინებული? რატომ არ გადაუხადეს ფირმას ვალი და რას მოხმარდა ეს თანხა? რამდენად გამართლებულია მიწის გასხვისება ყოველგვარი პირობის გარეშე, მიზერული თანხის სანაცვლოდ? როგორ აღმოჩნდა ეს მიწები აჭარის საკუთრებაში და ხომ არ არღვევს ვარშალომიძე ამ კონკრეტული ბრძანებით პრივატიზების შესახებ კანონს? - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში თავს ვალდებულად არ თვლიან, ამ კითხვებს უპასუხონ. მოპასუხე მხოლოდ აჭარაა ”ბათუმელების” ინფორმაციით, ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი, საქართველოს მთავრობას აჭარისთვის გრანტის სახით უნდა გადმოერიცხა, რაც ასე არ მოხდა. საარბიტრაჟო სასამართლოშიც პირველი მოპასუხე თავიდანვე აჭარის მინისტრთა საბჭო, ხოლო მეორე მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო იყო. სასამართლომ კი ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ აჭარას დააკისრა. `რადგანაც საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია მეორე მოპასუხის მიმართ და არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის დასახელებებზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება და განაჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხისკენ~, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როცა უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ”თუსთაშისთვის” 31 830 კვ/მ მიწა უნდა გადაეცათა, ანუ 3170 კვ/მ-ით ნაკლები. ამ ფართობის მიწა გონიოში ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირს. აჭარის 2010 წლის ბიუჯეტში `თუსთაშისთვის~ მისაცემად 4 725 000 ლარი ჩაიდო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი ”თუსთაშისთვის” 4 760 852 ლარი მიუციათ. ბოლო გადარიცხვა 8 ივლისს განხორციელდა. ესე იგი, სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,5 მილიონი აშშ დოლარის (პროცენტის ჩათვლით) სანაცვლოდ `თუსთაშს~ 8 მილიონამდე ლარი და 9 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. გარდა ამისა, `თუსთაშთან~ წაგებული საქმის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის პროცესში ბიუჯეტიდან 801 472 აშშ დოლარი დაიხარჯა. ”თუსთაში” აჭარიდან სასამართლოში `თუსთაში~ აჭარაში 1997 წელს შემოვიდა. კომპანიას ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი უნდა აეშენებინა. `თუსთაში~ მშენებლობის ვადების დარღვევის გამო გააძევეს. კომპანიამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. 2006 წელს ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ კომპანიის ტექნიკა თანდათანობით ტოვებდა საქართველოს და ის ”თუსთაშის” კონტრაქტორ კომპანიებს გაჰყავდათ. `თუსთაში~ კი ამტკიცებდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები მას სასამართლოში უჩივიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ, რაც საერთო ჯამში 27 მილიონ დოლარს უტოლდება. სასამართლოში ”თუსთაში” საქართველოს 34 855 865 აშშ დოლარს სთხოვდა. ”უმნიშვნელო” დავა საქართველოს მთავრობა ამ საქმეს სერიოზულობით იმთავითვე არ მიუდგა. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ `თუსთაშმა~ ტექნიკა ყველა წესის დარღვევით შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და საამშენებლო სამუშაოებსაც წესების დაღვევით აწარმოებდა: ”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ”(რადიო `თავისუფლება~, 12.01.2006წ.). თუმცა, საქართველოს მთავრობამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოსაგებად იმ დროს 230 ათასი აშშ დოლარი გამოყო და საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული კომპანიაც დაიქირავა. დავა საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება `ბათუმელებმა~ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია (სტატისტიკა და ფინანსები) საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებიდან მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოითხოვა. ერთი თვის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული პასუხი: `საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში დღეისათვის მიმდინარეობს ექვსი საარბიტრაჟო დავა. 2004 წლიდან დღემდე მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა ხუთი საარბიტრაჟო დავა, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ორ დავაზე~. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ამ უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მივმართოთ. უცხოელი ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის საშუალება აღარ არსებობს. ზუსტად ერთი წლის წინ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით ინვესტორს სახელმწიფო ორგანოსთან უთანხმოების შემთხვევაში დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში შეუძლია. http://netgazeti.ge/GE/19/News/2204/ პ.ს. სადაა ოპოზიცია?!
  4. asesino_141 ვერ დააგროვებს ადგილობრივმა არჩევნებმა არ მოგატყუოს 1. ცოტა ხალხი მივიდა 2. თბილისს გარეთ ტრადიციული გაყალბებები იყო 3. თბილისში სერიოზული უბნის გარეთა ზეწოლები...
  5. proletari განცდებში კი არა და დაგვცინიან ლაითათ, თქვე საწ####ბოო..
  6. lasha1997 ხო, ისე დიდი არაფერი ინფო არ ყოფილა.. მარა ორი აბზაცით მოიხსენიეს უცხოურმა სააგენტოებმა და არა მგონია იტყუებოდნენ...
  7. babuagiorgi ოპებისთვის ჯერ არავის გაულაწუნებია საკმარისად...
  8. asesino_141 ასე ზუსტად მე მგონი არავის არასდროს არ უთქვია ამ საკითხზე...ვსიო მიმაქვს სიგნაჩაში
  9. lasha1997 ვერბალურად მაინც გამოხატოს აღშფოთება მართლა ჩხარტტიშვილის იმედად რო დატოვეს ეს გამწარებული ხალხი მე მგონი ჯერ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია უნდა მოიდღნას... და მერე ხელისუფლება...ბოდიში უცონზურობისთვის.. ნერვებზე ვარ...
  10. ადლიაში ნინიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს ვიდეო http://itv.ge/?p=81290 ერთადერთი დავით ზურაბიშვილია მე მგონი თბილისში და ისიც ანეკდოდტებს ყვება ფბ-ზე///
  11. lasha1997 არ არის ფიზიკურად ქვეყანაში სამუშაო... დაზარება ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა..
  12. lasha1997 მე მგონი ამ ტემიდან გააკეთეს ინფო))) მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არ დაბრუნებულა: http://pirweli.com.ge/ :givi:
  13. asds შეიძLება გამომრჩა... მაგრამ ვინც ამას წერდა... შენც იმის დონეზე უნდა იყო?
  14. lasha1997 ტურიზმის დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო შეიქმნება . ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა. მისივე თქმით, ტურიზმის სააგენტო კვლავ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. "ტურიზმის დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული საგენტო, რომელიც კვლავ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება", - განაცხადა ვერა ქობალიამ. )
  15. asds ცოტა კორექტულად, კარდუ აქ არ პოსტავს და ეს ზურგსუკან გინება არაა ლამაზი!/
  16. თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა . მისივე თქმით, აეროპორტში შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ებრაულ-ქართული კომპანია "ტერა 1" უზრუნველყოფს. ზონა ოპერირებას, დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყებს. "საქართველოს ეკონომიკისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც დაახლოებით 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება მოვახდინოთ ექსპორტის დივერსიფიკაცია და გაზრდა. ზონაში რამოდენიმე პროექტი განხორციელდება, მათ შორის ელექტრომოწყობილობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების თვალსაზრისით", – განაცხადა ვერა ქობალიამ. http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/142201-vera-qobalia-thbilisshi-thavisufali-industriuli-zona-sheiqmneba.html თიზ-ის შექმნა საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება შეიძლება პირდაპირ განვიხილოთ როგორც ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. აქედან გამომდინარე, ასეთი ზონის შექმნა მოითხოვს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამ პროცესის განვითარება ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, "ცარიელ ადგილზე" არ მოდიან. ისინი თავისუფალი ზონით ინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკვე არის სათანადო ინფრასტრუქტურა, ან მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯები კი ზოგჯერ მთლიანი ინვესტიციის თითქმის 75%-ს შეადგენს. მოსაზრება, ყველა ხარჯის უცხოელი ინვესტორის მიერ დაფარვის თაობაზე, ყოველთვის არ მართლდება. თიზ-ის შემოღების წინაპირობად უნდა ჩაითვალოს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია სხვა ქვეყნის მტკიცე კურსის მქონე ვალუტის მოზღვავება ეროვნული პროდუქციის გატანის კვალობაზე. გაზრდილი უცხოური ვალუტის რაოდენობა ნიშნავს უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას, რაც გამოიწვევს ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში მის გაუფასურებას და ჩვენი ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. როგორც ცნობილია, ადგილობრივი ვალუტის გამყარება ნიშნავს ადგილობრივი საექსპორტო საქონლის გაძვირებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ექსპორტის მოცულობაზე. მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის შემოსვლა უცხოური ვალუტის რეზერვის გაზრდის საშუალებას იძლევა, რაც ადგილობრივი ვალუტის სტაბილიზაციისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ქვეყანაში არსებულმა სუსტმა ვალუტამ, კარგად გამართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პირობებში, შესაძლებელია ვერ გაუძლოს ძირითად საინვესტიციო ვალუტასთან კონკურენციას და მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს ამ მიმართულებით. კიდევ უფრო საშიშია ინფლაციური ვალუტის შემოჭრა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საშემოსავლო გადასახადი ეკისრება მხოლოდ ადგილობრივ მუშახელს და სხვა ქვეყნიდან შემოსული სამუშაო ძალა თავისუფალია. ეს ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივ დასაქმებაზე. მთავრობის ძირითადი არგუმენტი, თიზ-ების ეფექტიანობასა და საჭიროებასთან დაკავშირებით, არის დასაქმების ხელშეწყობა, თუმცა, როგორც ვხედავთ, არც იმდენად დიდი ეფექტის მომტანი იქნება აღნიშნული პოლიტიკის გამო. ანუ მეწარმეს 100 ლარის გადახდის შემთხვევაში შეუძლია დაიქირავოს 100 ლარის შესაბამისი კვალიფიკაციის უცხოელი მუშა (რადგან იგი საშემოსავლოთი არ იბეგრება), მაშინ, როცა იგივე 100 ლარით მას შეუძლია მხოლოდ 80 ლარის შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი მუშახელის დაქირავება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი ძალიან იაფი მუშახელის არსებობით აპელირებს, თუმცა რამდენად შევალთ ამ მხრივ კონკურენციაში სხვა ქვეყნების იაფ მუშახელთან, საკამათოა. ვერა ძვირფასო ეგ წაიკითხე რა... აგერ მთელი ტექსტის ლინკი: http://banksandfinance.ge/society/1093-industriuli-zonebi.html
  17. lasha1997 არადა არა რის ალასანიას ფული და რა ვუყო ნეტა იყოს... ტაშიი ლიცემერზე ამბობ? :givi:
  18. asds აფხაზეთიდან დევნილი ლიკა შენგელია პოლიციის თანამშრომლებს მისი ახალშობილი შვილის(22 დღის) ცემაში ადანაშაულებს . როგორც ლიკა შენგელიამ "ინტერპრესნიუს" განუცხადა, დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მისულ დევნილებს, პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ხელი სახეში დაარტყეს და ასევე ბავშვსაც მოხვდა. ლიკა შენგელიას განცხადებით, ერთ-ერთი დევნილი რომელიც აქციაზე იმყოფებოდა შეეცადა აღნიშნული ფაქტის გადაღებას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბავშვისთვის ხელის დარტყმის ფაქტს ადასტურებს, ერთ-ერთი დევნილი, ხატია თამლიანი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, დაინახა თუ როგორ დაარტყეს პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვის დედას და ასევე ბავშვს, რომელიც არის 22 დღის.
×
×
  • შექმენი...