Jump to content
Planeta.Ge

flash

პლანეტელი
  • პოსტები

    46
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი flash -ს მიერ

  1. irusha

    მე ეგ კატა არ წამიკითხავს მარა "The glass menegerie" და"A streetcar named desire" ძალიან მომეწონა..

    მე ორიგინალში მაქვს წაკითხული

    და შენ კატა სახურავზე (ნუ როგორცაა ქართულად არ ვიცი) ქართულად წაიკითხე?

     

    p.s. უი მართლა ტრამვაის ფილმი თუ გინახავ ვივიენ ლის მონაწილეობით?

    ძალიან კარგი ფილმია

  2. "მართლაც იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ,

    მდიდარიცა ხარ,

    კარგი გვარიშვილიც,

    გვარიანი შეხედულებისაც,

    არც განათლება გაკლია,

    არც ჭკუა,

    არცთუ კეთილი გული და ამავე დროს ნიჭი არაფრისა გცხია,

    არაფრით გამოირჩევი,

    უხიაკსაც არავინ გიწოდებს,

    საკუთარი აზრი არ გაგაჩნია,

    ერთი სიტყვით, ხარ ის, "რაც ყველა".

    სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის;

    კარგი გვარი, მაგრამ არა გამოჩენილი;

    შეხედულება გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი;

    განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო;

    ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი "აზრები"-არა,

    გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება-არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ.

    ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინნემ გგონია.

    როგორც ყველა ისინიც 2 თანგირაგ იყოფიან:

    ერთნი საშუალო ჭკუისანი არიან,

    მეორენი "უფრო ჭკვიანნი".

    პირველები უფრო ბენიერნი გახლავან. საშუალო ჭკუის "ჩვეულებრივი" ადამიანისათვის, მაგალითად, იმაზე იოლი არაფერია, თავი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ კაცად წარმოიდგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამით."

  3. Nukriko

    ეს შენი შვილიააა? რამხელა შვილი გყავს, რა ლამაზიაა. ძალიან ლამაზი გოგოა :givi:

     

    არაა მისი :))

    ჩვეულებრივი სურათია

    ჩაუშვი :D :D

    მე არ მყავს მარა მინდა :D

  4. გრიგოლ რობაქიძე ეკატერინე ჭავჭავაძის კარგიო მეგობარი

    ხშირად ჰქონდათ მიწერ მოწერა მას შემდეგ რაც ეკატერინე დედოფალი გახდა.

    სიყრმის მეგობრები

    ეკატერინემ მისი რამოდენიმე ლექსი ზეპირადაც იცოდა.

    ბოლო წუთებში ეკატერინე მას ერთადერთ გულწრფელ და ნამდვილ მეგობრად მიიჩნევდა.

  5. რატომ არ არის გალაქტიონ ტაბიძე ხმის მიცემაში

     

    მომწონს გალაქტიონ ტაბიძე ილია ჭავჭავაძე ლადო ასათიანი

     

    ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა

     

    ხომ ლამაზია ეს საქართველო მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა

     

     

    ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდა როგორც მწყდებოდა გული და მე ავტიდი ვით მეფე ლირი ლირი ყველასგან მიტოვებული

     

    ხუმრობ?

  6. ჩემი ნენე

     

    დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს,

    ჩემი ნენე მჭადზე აცვამს ჯვარებს.

    დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს,

    ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს.

    დედაშენი მერსედესით დადის და

    ჩემი ნენე მიუძღვება გუთანს.

    დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და

    ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

    თქვენთან როცა რიჯრაჯია მაშინ

    ჩვენთან უკვე სულის ორთქლით დგანან,

    ბილბორდები გიშრიალებთ ქარში,

    ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

    დედაშენის ვარცხნილობა_ კარე,

    ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს.

    ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,

    დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს.

    ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,

    დედაშენი ევროპულად ოხრავს,

    თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,

    ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

    დედაშენი ეშმაკის გზავ იბედებს,

    ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,

    დედაშენი 12 აბორტს იკეთებს,

    ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

    ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,

    სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,

    დედაშენი ქართველ ქალის სახე,

    ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს.

     

    როი

  7. "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

     

    რომ მკითხონ ამ მოთხრობიდან რომელია შენი საყვარელი ნაწილიო

    მთელს მოთხრობას დავუციტირებდი

    მთლიანად ძლიერია

     

    "სამოსელი პირველი"

    ძალიან მინდა წაკითხვა თუმცა წიგნი არ მაქვს ..

    ბიბლუსში არ ჰქონდათ

    თუ ვიშოვე აუცილებლად წავიკითხავ

    ყველა აქებს

×
×
  • შექმენი...