"მართლაც იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შეხედულებისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არცთუ კეთილი გული და ამავე დროს ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, "რაც ყველა". სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამოჩენილი; შეხედულება გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი "აზრები"-არა, გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება-არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინნემ გგონია. როგორც ყველა ისინიც 2 თანგირაგ იყოფიან: ერთნი საშუალო ჭკუისანი არიან, მეორენი "უფრო ჭკვიანნი". პირველები უფრო ბენიერნი გახლავან. საშუალო ჭკუის "ჩვეულებრივი" ადამიანისათვის, მაგალითად, იმაზე იოლი არაფერია, თავი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ კაცად წარმოიდგინოს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბეს ამით."