ერთ საღამოს დავწერე... :| ხშირად ვწერ და ეს რატომ დავწერე არ ვიცი :| მახსოვს რას ვგრძნობდი მაშინ... :| რატომღაც წერა გადავწყვიტე, ალბათ იმიტომ რომ მეფეს ვკითხულოობ და მხოლოდ მასზე ფიქრი (იმ ერთადერთზე) თუ შემომიღებს კარს?! დაღუპულად მაინც არ ვთვლი თავს. მიხარია, ალბათ ის რომ მარტო არ ვარ, თუმცა კი გამუდმებით ჩემს მარტოობას და სულის დაუმორჩილებლობას ვჩივი... გუშინ მეტროში საშინელი სუნი მეცა, გაგიკვირდებათ და მას მართლაც აქვს სურნელება, რაღაც საშინელი და მიმზიდველი, თითქოს ნესტოები ვერ ძღებიან და კიდევ უნდაათ. მეტი და მეტი... ისიც მოდის და მოდიის. ვიფიქრე რომელიღაც მგზავრს ასდის ალბათ მისი სუნი თქო და თითოეული მათგანი წარმოვიდგუნე ფიცრებში, მერე ლამაზ ბავშვთან მიმიყვანა ფიქრებმა და შემეშინდა. გავეცალე და სახლში მოსულმა ისევ ვიგრძენი მისი ფრთების შხული, ისევ გავიგე ხმა და დაველაპარაკე... ვთხოვე, ვემუდარე, ვიტირე... გაგიკვირდებათ და მე ყოველ ღამე როცა დაბნელდება ველაპარაკები, ყველაფერი გავიგე მასზე... ის არც ისე ცუდია, როგორც გვგონია... სინამდვილეში ისიც ერთი უბრალო არსებაა, რომელიც ღმერთმა სწორედ იმ წყეულ დღეს შექმნა... ყველას სძულს და ყველას ეზიზღება, მან რა დააშავე... წარმოიდგინეთ ბავშვი რომელიც თანდაყოლილი ავადმყოფობით დაიბადება. სწორედ ასეთIა ისიც და ამისთვის შეიიძულა მთელმა ქვეყანამ... ხშირად უთქვამს ჩემთვის ჩემი რა ბრალია რომ დავიბადე... ასე ინება განგებამო... გუშინ ხელიც კი მთხოვა და მე ვერ გავბედე გავყოლოდი ცოლად, შემეშინდა... ვერც იმას ვხსნი რამით რომ სულ მასზე ვფიქროობ და მე ვხდები ნელ-ნელა უკვდავება... თავს მის ტოლად ვგრძნობ და თან საოცარი სიჩქარით ვბერდები... ვხედავ ბავშვებს როგორ დარბიან და მეშინია რომ წაიყვანს რომელიმეს და მერე ალბათ ჩვენს შვილადაც აკურთხებს, აი მაშინ როცა ცოლად გავყვები... და ეს არ არის შორს, როცა მე გავუმხელ როგორ მიყვასრ და ყოველ ღამე როგორ მათენდება და მამზევდება მასზე ფიქრებში... მერე ისევ მარტო ვრჩები, როცა ვშორები როცა მაწყენინებს და გულს მტკენს... მის მეტი კი მაინც არავინ მყასვ და გამუდმებით ჩემს გვერდით მხოლოდ მას ვგრძნობ, ის ერთადერთია ვინც არ მღალატობს და თავის მოყენებულ ტკივილებს ნელ-ნელა მწმენდს... ის იყო მაშინაც იქ როცა ვტიროდი... ჩემს გვერდზე იჯდა, ხის სკამზე, და ჩემთან ერთად ტიროდა... თავის შემოქმედებას დასტიროდა და ამ პერიოდში მან ბევრჯერ ცადა სუიციდი, მაგრამ ის უსასრულობაა და მან ვერ შეძლო. მას უჭირს და მთხოვს დავეხმარო, აღარ უნდა იქ, სადაც სიბნელეა... მე არ შემიძლია და ვერ ვპოულობ ხიდს მის სამყაროში... დღეები გადის და ჩვენ ერთად მივყვებით "მშვიდ ცურვას", სულ დავანებე თავი უკან მოხედვას... მივსდევ და მომსდევს... და მოვა დრო როდესაც გავსწორდებით ერთ ხაზზე... ხელს ჩავჭიდებთ ერთმანეთს და გადავეშვებით ჩანჩქერში რომელიც არც ისე შორსაა... და მაშინ ის იქნება მე... მე ვიქნები ის და მე გავხდები უსასრულობააა... მენატრება ის და მენატრება მე... მენატრება შენ და მენატრება თქვენ... ''ის'' სიკვდილია... ალბათ ყველა მიხვდა...