http://s44.radikal.ru/i105/0903/5f/dfb4b56a0275.jpg ჟორჟეტა, სუნანა, მედეა. ამ სამი დიდან ორნი - სუნანა და მედეა მაროს განუყრელი მეგობრები იყვნენ, ხშირად იხსენიებს მათ, განსაკუთრებით მომწონს მაროს დღიურში აღბეჭდილი სცენა, ერთ მხიარულ დღეს, ასე მოიხსენიებს თვითონ პირველ და უკანასკნელ მეჯლისს, როდესაც აუხდა პაოლო იაშვილის გაცნობის ნატვრა - "ლელი ჯაფარიძე დამპირდა პაოლოს გაგაცნობო - მე ველი"… 1918 წლის 30 ივნისი. …ჩემს ერთ-ერთ ნარკვევში, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა "შარავანდედის" შემდეგ, ბედი სასტიკი და ლამაზი" (1990 წ. "ახალგაზრდა ივერიელი"), სწორედ ეს მომხიბვლელი ამბავი გავათამაშე - მართლაც თამაშა გამართულა 1919 წლის 22 თებერვალს პაოლოს სტუმრობით და თამადობით, კოპალასთან (დავით კოპალეიშვილთან) ერთად ლექსაობით, მაროს "ჩაჩნურით" - მე-7 კლასელთა დიდ ბალზე, სტუმრები: ახალგაზრდა ოფიცრები, თანატოლები მე-7 ვაჟთა გიმნაზიიდან, პოეტები, მსახიობები, ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო, მშობლები. ბრწყინავდა გიმნაზია - ლხინით გადაღლილ გიმნაზიელებს დირექტორი სიყვარულიანი სიტყვით მიმართავს, "მერე პაოლომ და კოპალამ დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური. ვიცოდი, რომ მე მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ "კნიაჟნა, კნიაჟნა! სულ ერთია არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ, რა მექნა, მეც დავთანხმდი". ნანა ღვინეფაძე მარო მაყაშვილზე იხილეთ ბლოგი - LINK