http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=261 ყველა გრიპით დაავადებულ ადამიანს პრეპარატი “ტამი-ფლუ” საავადმყოფოში მისვლის შემთხვევაში უფასოდ გადაეცემა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. იმნაძე განმარტავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ, ლაბორატორიული დადასტურების გარეშე, H1N1-ის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის ლაბორატორიული დადასტურების აუცილებლობა მოიხსნა და ყველა პაციენტს, რომლესაც გრიპის რომელიმე სიმპტომი აღმოაჩნდება, საავადმყოფოებში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. “ღორის გრიპის” 292 შემთხვევაა დაფიქსირებული. H1N1-ით დაავადებულებმა, მიუხედავად იმისა, შემთხვევა დადასტურებულია თუ შესაძლო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ნებისმიერი ჩამოთვლილი ნიშნების განვითარებისას: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის ან მოსვენების დროს. გართულებული სუნთქვა. ციანოზი (მოლურჯო ელფერი). სისხლიანი ან შეფერილი ნახველი. ტკივილი გულმკერდში. ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. დაბალი არტერიული წნევა. ბავშვებში სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება გახშირებული ან გართულებული სუნთქვა, აქტივობის შემცირება, გამოფხიზლების გაძნელება, ასევე თამაშის სურვილის დაქვეითება ან არ ქონა. ზოგადად, ვირუსის სიმპტომები მსგავსია ადამიანის ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისა. დაავადებისგან თავის დასაცავად მედიკოსები ხელების სანით დაბანას რაც შეიძლება ხშირად გვირჩევენ, განსაკუთრებით კი ხველებისა და ცემინების შემდეგ. ასევე ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება. არ უნდა მოხდეს შეხება ხელებით თვალების, პირისა და ცხვირის არეში. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ H1N1 ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპი” ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისგან არ განსხვავდება. ვირუსს მაღალი სიცხე და სურდო ახასიათებს. შესაბამისი ორგანოების განმარტებით, პანიკის საფუძველი მოსახლეობაში არ არსებობს, თუმცა ვირუსის ფართოდ გავრცელებას სპეციალისტები სწორედ ამ ეტაპზე პროგნოზირებენ. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=262 H1N1 ვირუსის პანდემიის გამო იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. აღნიშნულ კლინიკაში "ღორის გრიპის" ვირუსის დიაგნოზით 5 ბავშვია მოთავსებული, რის გამოც მთელ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული და შენობაში შესვლა მედიკოსების გარდა აკრძალულია. სხვა დაავადებების მქონე მცირეწლოვანი პაციენტების მიღება კი ჩვეულ რეჟმში ხორციელდება. დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის "ღორის გრიპის" უკვე 292 შემთხვევაა დაფიქსირებული. H1N1 ვირუსის პანდემიის გამო, პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნის უფლება ექიმებს სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების გარეშე მიეცათ. ამას გარდა, საავადმყოფოში მისვლის შემთხვევაში, ყველა გრიპით დაავადებულ ადამიანს პრეპარატი “ტამი-ფლუ” უფასოდ გადაეცემა. H1N1-ით დაავადებულებმა, მიუხედავად იმისა, შემთხვევა დადასტურებულია თუ შესაძლო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ნებისმიერი ჩამოთვლილი ნიშნების განვითარებისას: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის ან მოსვენების დროს. გართულებული სუნთქვა. ციანოზი (მოლურჯო ელფერი). სისხლიანი ან შეფერილი ნახველი. ტკივილი გულმკერდში. ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. დაბალი არტერიული წნევა. ბავშვებში სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება გახშირებული ან გართულებული სუნთქვა, აქტივობის შემცირება, გამოფხიზლების გაძნელება, ასევე თამაშის სურვილის დაქვეითება ან არ ქონა. ზოგადად, ვირუსის სიმპტომები მსგავსია ადამიანის ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისა. დაავადებისგან თავის დასაცავად მედიკოსები ხელების სანით დაბანას რაც შეიძლება ხშირად გვირჩევენ, განსაკუთრებით კი ხველებისა და ცემინების შემდეგ. ასევე ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება. არ უნდა მოხდეს შეხება ხელებით თვალების, პირისა და ცხვირის არეში. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ H1N1 ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპი” ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისგან არ განსხვავდება. ვირუსს მაღალი სიცხე და სურდო ახასიათებს. შესაბამისი ორგანოების განმარტებით, პანიკის საფუძველი მოსახლეობაში არ არსებობს, თუმცა ვირუსის ფართოდ გავრცელებას სპეციალისტები სწორედ ამ ეტაპზე პროგნოზირებენ.