სამშობლო - გერმანია ჯიშის გაჩენის დრო - 1850-იანი წლები გამოყენება - ადრე ხარებთან ბრძოლა, დღეს - კომპანიონი, მოდარაჯე სიცოცხლის ხანგრძლივობა - 11-12 წელი ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა. ეს არის აქტიური, ძლიერი და მხიარული ცხოველი. ბოქსიორი იდეალური ძაღლია ოჯახში ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი ლეკვისთვის დამახასიათებელ ყოფაქცევას და შედარებით დიდი ზომების გამო, ზოგჯერ არეულობა შეაქვს სახლში. ეს დაკუნთული, საშისი შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს, ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორი შეიძლება იყოს წითური (თეთრით) ვეფხისებრი. ბალანი მოკლეა, მბზინავი და გლუვი. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადღების შთაბეჭდილებას ტოვებს. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. შავად შეფერილი დრუნჩი საერთო ფონზე მკაფიოდ გამოირჩევა. :rolleyes: http://www.bulldogbreeds.com/boxer/pics/boxer1.jpg