სამშობლო - დიდი ბრიტანეთი ჯიშის გაჩენის დრო - მე-19 საუკუნე გამოყენება - მეცხვარე, მოდარაჯე, კომპანიონი სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12-13 წელი კოლის ელეგანტურმა გარეგნობამ ჯერ ძაღლების მოშენებით დაკავებული ადამიანების ყურადღება მიიპყრო და მხოლოდ ამის შემდეგ - ფართო პუბლიკისა. მას შემდეგ, რაც დედოფალმა ვიქტორიამ სახლში აიყვანა ეს ძაღლი, კოლის პოპულარობა გაიზარდა, თუმცა საერთაშორისო ყურადღება კოლიმ უფრო გვიან, მას შემდეგ მიიპყრო, რაც ჰოლივუდში გადაიღეს კინოფილმი ლესიზე. კოლის გაწვრთნა ადვილია, იგი დამჯერია, ბავშვების საიმედო დამცველი და კარგი მოდარაჯეა. კოლის ცხვირი ადვილად ზიანდება მზეზე. აქვს ნუშისებრი თვალები და გრძელი, ხშირი ბალანი, რომლის ფერი შეიძლება იყოს სიასამურისფერი თეთრით, მარმარილოსფერი თეთრით ან სამფეროვანი. ბალანს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ძალიან ლამაზი ძაღლია :love3: http://www.pedigreedatabase.com/dogs/i/rough_collie.jpg