თანამედროვე მობილური ტელეფონებს გააჩნიათ ფართო შესაძლებლობები, მათ შორის ინტერნეტ სფეროში, თქვენ შეგიძლიათ დააათვალიეროთ ინტერნეტ საიტები, ისაუბროთ სხვადასხვა ტიპის მესენჯერში, ატვირთოთ ან ჩამოთვირთოთ ფაილები, გააგზავნოთ და მიიღოთ ელ. ფოსტა. როგორც ვიცით საქართველოში ტარიფიკაცია ხდება დახარჯული მეგაბაიტების მიხედვით და ფასი შეადგენს 1 მბ = 70 თეთრი (საშუალოდ), ხოდა ყველა შესაძლებლობების გამოყენებისას თქვენ საკმაოდ დიდ ტრაფიკს მოიხმართ, შესაბამისად შეიძლება მალევე დარჩეთ საერთოდ მობილური კავშირის გარეშე ანგარიშის ამოწურვის გამო. გამოსავალი აქედან შემოგვთაზეს ჩვენმა საყვარელმა ოპერატორმა ისინი გვთავაზობენ ტრაფიკის გარკვეული მოცულობის ბითუმად ყიდვას, რაც ჩვენ საკმაოდ იაფი გვიჯდება (იმასთან შედარებით, რაც დაგვიჯდებოდა ინტერნეტის ჩვეულებრივი ტარიფით მოხმარება). ყველა ოპერატორის შემთხვევაში შეძენილი ტრაფიკი შეიძლება გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, გამოუყენებელი ნაწილი გაიყინება, და მხოლოდ მომდევნო ჯერ პაკეტის გააქტიურებისას დაემატება თქვენ ანგარიშს. მაშ ასე ჯეოსელი გვთავაზობს: 15 MB 3 ლარი 500 MB 20 ლარი 1 GB 30 ლარი 5 GB 60 ლარი ბილაინი: 50მბ - 5 ლარი, 100მბ - 8 ლარი, 250მბ - 12 ლარი, 500მბ - 17 ლარი, 1გბ - 25 ლარი. გარდა ამისა ბილაინი გვთავაზობს ტარიფს კლიკი, რომლის პირობებია: GPRS- ინტერნეტი/GPRS-WAP (1მგ): 08:00სთ - 23:59სთ 0,05 ლარი 00:00სთ - 07:59სთ 0,015 ლარი მაგთი: 20 MB – 5 ლარად 100 MB – 10 ლარად 400 MB – 15 ლარად 1000 MB – 30 ლარად 5000 MB – 60 ლარად ულიმიტო – თვეში 100 ლარად (15 GB – უფასოდ, შემდეგ 1 MB - 1 თეთრი)