-
პოსტები
954 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
ინფორმაცია Bexx
- დაბადების დღე 07/01/1992
Profile Information
-
Gender
Male
Contact Methods
-
MSN
PM
-
Yahoo
PM
Bexx'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
მასე ვარ მეც, ლოგინი მეძახის და ვაიგნორებ,არადა 8 საათზე უნდა ავდგე და მაინც მეგეკითხებათ ებიჭო თქვენ მაინც დაამატეთ ნორმალური სმაილები რა
-
ხელოუ სხვისგან უნდა ვიგებდე თქო ამ ამბავს? მეგეკითხებათ ბიჟო :chegesto:
-
მაკიაველი დაჟე ვერც მცნობ ხო? :duel:
-
არ უნდა თქვათ რო გადმობარგდით? ვიღაცეებისგან უნდა ვიგებდე ამ ამბავს? ყოჩაღ რა... აი საღოლ
-
lasha_alo ეგრე რა თქვე კაი ხალხო :| ნუ დიზაინში უამრავი კორექტირებაა საჭირო მაგრამ ჩაატარებთ იმედია წინა ვერსია იყო საზიზღრობა,მაგის გამო აღარ შემოვდიოდი აქ ხოდა დავბრუნდი
-
დღეს,1 ნეომბერს,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა და დაახლოებით საათ ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიძინა ივანიშვილმა როგორც ქართულ,ისე უცხოურ მედიასაშუალებებს გასცა პასუხი სხვადასხვა კითხვებზე. ივანიშვილმა მისი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მძიმე უწოდა და აღნიშნულის მიზეზად მხოლოდ სამშობლოს სიყვარული დაასახელა. მან მის პროგრამაზე ვრცლად არ ისაუბრა,თუმცა მაინც აღნიშნა,რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,მისი გუნდი პირველ რიგში შექმნის დამოუკიდებელ სასამართლოს, მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებებს,რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნება-სურვილის გათვალისწინებით იქნება შექმნილი,მან აღნიშნა რომ საარჩევნო პროგრამაზე შემდეგ ეტაპზე ისაუბრებს. ივანიშვილმა განაცხადა,რომ იგი აფინანსებდა არა ლებედს,არამედ ელცინს ,რათა არ მომხდარიყო კომუნისტური პარტიის დაბრუნება რუსეთის სათავეში, ვინაიდან მათი დაბრუნება პირველ რიგში საქართველოსთვის იქნებოდა ზიანის მომტანი. რუსთავი ორისა და იმედის ჟურნალისტები,ისევე როგორც “დემოკრატიულ” მედიასაშუალებად ცნობილი presa.ge აქტიურად “ატრიალებდნენ” ერთი და იმავე კითხვებს რუსეთის თაობაზე, პრესა.ჯის მიერ დასმულ კითხვაზე,არის თუ არა ივანიშვილი კრემლის აგენტი, ივანიშვილმა შეახსენა საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა ჟურნალისტს და გაახსენა ბენდუქიძე,რომელიც რუსეთშია გამდიდრებულ და გრიგოლ ვაშაძე,რომელმაც მისი კარიერა ფაქტიურად რუსეთში შექმნა და ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრად გვევლინება.ივანიშვილმა განაცხადა,რომ რუსეთთან ნორმალური ფინანსური და ეკომონიკური ურთიერთობა აუცილებელია,ვინაიდან რუსეთის ბაზარი საკმაოდ მომგებიანია ნებისმიერი ქვეყნისათვის , ხოლო სააკაშვილმა ამ ბაზრის საქართველოსთვის ჩაკეტვა “მოახერხა” .ივანიშვილმა განაცხადა,რომ ის აპირებს მოსვლას საქართველოს გასამთლიანებლად და “ქართული ოცნების” ასახდენად,რომელიც ქვეყნის გამთლიანებას , მოქალაქეების აბსულუტური რაოდენობის დასაქმებას და საქართველოს რეალურად დემოკრატიულ ქვეყნად გადასაქცევად. ივანიშვილმა განაცხადა რომ იგი აიძუილებს სააკაშვილს რომ დაუბრუნოს მოქალაქეობა,მაგრამ თუ ეს არ მოხდა,მას და მის გუნდს აქვთ პარალელური გეგმები,რომელსაც ის აუცილებლად განახორციელებს და ღრმადაა დარწმუნებული , რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,რომ მისი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყველა დანაშაული,რომელიც ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა იქნება გამოძიებული და საქართველოში აუცილებლად დადგება სიმართლის დრო. მან ასევე აღნიშნა,რომ აისაპის ოპერაცია გაგრძელდება,თუმცა რა რაოდენობით გაიგზავნება ქართული ჯარი ამ ოპერაციაში, ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს. ივანიშვილმა განაცხადა,რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. პრესკონფერენციის ბოლოს ივანიშვილმა აღნიშნა,რომ მისი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, ის მაქსიმალურად ეცდება რომ მოაგვაროს უმუშევრობის პრობლემა და რომ ერთადერთი მოძალადე დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილია. წყარო : http://gefacts.com/?p=560
-
რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად მიმდინარეობს რეკლამა გვერდისა “გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი”. ერთი შეხედვით ეს გვერდი ბიძინა ივანიშვილის პიარს უნდა ემსახურებოდეს,თუმცა ნურას უკაცრავად ! აღნიშნულ გვერდზე ყველა პოსტი თუ განცხადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებს.შეგიძლიათ ნახოთ ეს გვერდი და თავად განსაჯოთ : http://www.facebook.com/gavicnotivanishvili ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს , რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა მმართველ გუნდს და მის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალი ზეწოლისა თუ ბრძოლის მოწმენი გავხდებით უახლოეს მომავალში. წყარო : http://gefacts.com/
-
Валерия Новодворская და პრაიმტაიმის კიდევ ერთი სიცრუე
Bexx posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
„Prime Time“-მა 24 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც ვალერია ნოვოდვორსკაია ამბობს: „ივანიშვილის პუტინისგან დამოუკიდებლობა? ეს ხომ, უბრალოდ, სასაცილოა. პუტინმა ხოდორკოვსკი ციხეში ჩასვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მორჩილი არ იყო. 150 წელსაც მიუსჯიდა, შესაძლებელი რომ იყოს. რომელ ბიზნესმენთა დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობთ? „კგბ“-ს საცეცები თუ ვინმეს ჩაეჭიდება, აღარასოდეს აღარ გაუშვებს. ყოფილი „კგბ“-ს აგენტები კი არ არსებობენ… გამორიცხულია, ადამიანს რუსეთში მილიარდები ჰქონდეს და პუტინისგან დამოუკიდებლობას ინარჩუნებდეს. ზღაპარია, რომ ვინმეს მისცემენ უფლებას, ქონება გაყიდოს, თუ კრემლის ნებართვა არ იქნება, არავინ იყიდის. მაშასადამე, თუ აძლევენ ნებას, გაყიდოს, ის ფული სხვა მიზნებით უნდა დაიხარჯოს და ეს წინასწარ არის შეთანხმებული.“ რამდენიმე საათის წინ ზემოთ ხსენებულმა ქალბატონმა ,მის “ფეისბუკზე” ამ სტატიასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა : “Странно, я никогда не давала такого интервью про Иванишвили” წყარო : http://gefacts.com -
1992 წლის შემოდგომაზე ქუთაისში ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული მეტად კვიმატი ანეკდოტი გავრცელდა. მერე და მერე, იგი ბევრგან მოვისმინე, მაგრამ ”ორიგინალში”, განუმეორებელ იმერულ კილოზე მაინც სხვა მუღამი აქვს: ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: - რა ქნა, სიმონ, ეგი ამ კაცმა, რო გადაგვასხა ყველას ”პრაიავიტელი” და თვითონ ქე გარეკა გროზნოში..? ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის გამოქვეყნებისა და მავანთა პირველი რეაქციის შემდეგ სწორედ ეს ანეკდოტი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ უკანასკნელს ჯერ არსად გაურეკია და, ისე ჩანს, არც გარეკვას აპირებს. უფრო სწორად, აპირებს, მაგრამ... გააჩნია, ვისას. + + + თუ მეხსიერება არ მღალატობს, ”ქართუ ჯგუფის” ცნობილი განცხადება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა პირველად მოიქნია მათრახი ხელისუფლების მისამართით, მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა. ქვეცნობიერად, მის შემდეგ სულ ველოდი, რომ მილიარდერი, ბოლო-ბოლო, გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდა და გნომებით დასახლებულ ქართულ პოლიტიკაში გულივერივით შემოაბიჯებდა. თავს ვერ დავდებ, რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ რაღაც ჩამოუყალიბებელი, ამორფული მოლოდინი მაინც მქონდა. და აი ნავსი გატყდა. საჩხერელ მონტე-კრისტოდ წოდებული, უჩინარი და უპრეტენზიო ცხოვრების სტილით გამორჩეული მილიარდერი კლდის მწვერვალიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდივით შემოვარდა უსახური ყოველდღიურობით გათანგულ ქართულ რუტინაში და ერთბაშად უკანა პლანზე გადასწია ყველა, გუშინ თუ გუშინწინ აქტუალური სასაუბრო თემა. დღეს მთელი საქართველო ამ ადამიანით სუნთქავს და მის სახელს აბრუნებს ყველა გრამატიკულ ბრუნვაში. ვიღაცას იმედი ჩაესახა, ვიღაცას სკეპტიციზმი გაუძლიერდა, ვიღაცა კონფუზში ჩავარდა, მაგრამ ყველანი ერთად - გაოგნებულები დავრჩით. ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ პირველი განცხადების გავრცელებიდან მხოლოდ ათი დღე გავიდა. ეს ის ათი დღე არაა, რომელმაც შესძრა მსოფლიო, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, უკვე ღირს დაფიქრებად და ანალიზად. უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის ცნობილი წერილები მაქვს მხედველობაში. განსაკუთრებით- მეორე, რომლის ადრესატსაც თანაბრად წარმოადგენს ხელისუფლება, პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და მისი უდიდებულესობა- საქართველოს მოსახლეობა. ყველას, ყველას, ყველას! და, რადგან ამ ყველაში მეც ვიგულისხმები - თქვენი მონა-მორჩილი, შევეცდები, მოკრძალებული ანალიზი შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, რაც ქართული პოლიტიკის კაბადონზე ივანიშვილის ფანტომის გამოჩენამ და მისმა პირველმა ნაბიჯებმა გამოიწვია. + + + ივანიშვილის ღია წერილიც და ყველაფერი ის, რაც მის გამოქვეყნებას მოჰყვა პოლიტიკურ ცირკში, ამ დღეებში ქართული საზოგადოების აქტიური განსჯის საგანია. ბუნებრივია, ისმის კითხვს - რატომ? რით აიხსნება ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის აჟიოტაჟი? მიზეზი ბევრია, მაგრამ უმთავრესი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჩვენ ყველამ პირველად ვიხილეთ ჩრდილიდან სამზეოზე გამოსული მითოსური პერსონაჟის ნამდვილი სახე. ვიხილეთ სახე კაცისა, რომელიც უზარმაზარი ნიჩბით შეიარაღებული შემოვარდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და შემოგვძახა - ავგიას თავლა გასასუფთავებელია, მკლავები დაიკაპიწეთ და მხარში ამომიდექითო. ბევრისთვის, არ დავმალავ - ჩემთვისაც, ღია წერილის ტონი, არქიტექტონიკა და, რაც მთავარია, ზოგადი პათოსი, გამაოგნებელი აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ მასში მიუღებელი რამ წერია. უბრალოდ - მოლოდინი იყო სხვაგვარი, ხილული შედეგი კი - სრულიად საწინააღმდეგო. თავს ვერ დავდებ, რომ ასეთი შთაბეჭდილება მოსახლეობის უმრავლესობასაც გაუჩნდა. უბრალოდ, საკუთარ მოსაზრებებს გთავაზობთ და იგი, ცხადია, ჩემი, როგორც მოქალაქის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს. რატომღაც, ავტორისგან ზედმეტად გაწონასწორებულ, აკადემიურ, დიპლომატიურ უსტარს ველოდი, ნართაულებს, ზოგად მინიშნებებს, პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელ ქვეტექსტებს. ამის ნაცვლად, ხელში შემრჩა წერილი-ნაჯახი, რომელმაც ყურთან ჩამიზუზუნა, გამეტებით ჩაესო მორში და მთელ საქართველოში მიმოაბნია ნაფოტები. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ. ივანიშვილმა სათქმელის საკუთარი ფორმა შეარჩია და გამოხატა კიდეც. არ ვიცი, ეს მას ვინმემ ურჩია, თუ თვითონ გადაწყვიტა, მაგრამ ორივე ვარიანტის გათვალისწინებით, ეფექტი გამაოგნებელი აღმოჩნდა, ამდენად- შედეგი მიღწეული. რაც მთავარია, საზოგადოების წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით წარმოჩინდა მისი ავტორის, როგორც გ უ ლ წ რ ფ ე ლ ი კ ა ც ი ს მონუმენტური ფიგურა. თუ ეს ხერხი ფიარტექნოლოგებმა ურჩიეს, აფერუმ, მართლა ჭკვიანი ხალხისთვის გადაუხდია ფული. თუ პირადად მისი ინიციატივა იყო, კიდევ უფრო აფერუმ! იმაზე მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე გაოცებული. + + + გულწრფელობა სწორედ ის თვისებაა, რაც ასე აკლია დღეს ქართულ პოლიტიკას და, მთლიანად საზოგადოებას. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც ამ სფეროში ტრიალებს, სწორედ გულწრფელობადეფიციტის სინდრომითაა დაავადებული. ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს, აკეთებენ მესამეს და ჰგონიათ, რომ ხალხს ამნეზია სჭირს. იშვიათად მინახავს პოლიტიკოსი, რომელსაც უტიფარი სიფათით არ გადაეთქვას არც თუ დიდი ხნის წინ ნათქვამი სიტყვა, ან მიცემული პირობა. მათგან განსხვავებით, ღია წერილიდან ივანიშვილი წარმოჩინდა ისეთ ადამიანად, რომელმაც წინა პლანზე სწორედ გულწრფელობა წამოსწია და ეს იმდენად ნ ა ი ვ უ რ ი ფორმით გააკეთა, ერთბაშად მოიპოვა ასიათასობით ადამიანის სიმპათია. ალბათ, ბევრი იტყვის, ეგრე სიმართლის მთქმელი ბევრი გვინახავს, მკერდზე მჯიღებს იბრაგუნებენ, ოქროს სასახლის აგებას გვპირდებიან, მაგრამ თავისას რომ გაინაღდებენ, მერე ყველაფერი ავიწყდებათო. სხეულის ყველა უჯრედით, სისხლის ყოველი წვეთით ვგრძნობ, რომ ამჯერად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ადამიანმა, რომელმაც ჭკუით, ალღოთი, შეუპოვრობით, ნებისყოფითა და მუხლჩაუხრელი შრომით შექმნა ხუთ მილიარდად შეფასებული ქონება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველაფერი. მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება... ფუფუნება... სულიერი კომფორტი... გარანტირებული მომავალი... და, ყველაზე მთავარი - არა მხოლოდ საკუთარი, არამედ უახლოესი ადამიანების, ოჯახის წევრების, მისი შვილების უსაფრთხოება. ბიძინა ივანიშვილს ხელისგულზე უდევს არც თუ დიდი ხნის წინ პოლიტიკაში ასევე ხმაურით შემოსული, უზარმაზარი გეგმების მქონე და საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში ტრაგიკულად დაღუპული ბადრი პატარკაციშვილის მწარე გამოცდილება. ერთი სიტყვით, ივანიშვილმა, მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, ”სასწორზე შეაგდო ყველაფერი” და უსულგულო უნდა იყო ადამიანი, ამ გულწრფელობის მიღმა რაიმე ქვეტექსტის ძიება დაიწყო. მე, როგორც მოქალაქეს, დიდი სურვილი და სრული საფუძველი მაქვს, ვირწმუნო მისი სიტყვებისა - ”ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი - არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას”. მჯერა იმიტომ, რომ ეს არა არის მხოლოდ ლიტონი განცხადება, უამრავი ვინმესგან მოსმენილი და მერე უკან წაღებული. ესა არის იმ კაცის ნათქვამი, ვინც უკან დასახევი ხიდი დაწვა, თბილისი-პარიზის რეისზე აღებული ბილეთი დააბრუნა და სამშობლოში დარჩა. ავი თვალისგან ჯვარი სწერია, მაგრამ ეს ტყვიისათვის შუბლის შესაშვერად და მშობლიურ მიწაში დასამარხად მზად მყოფი კაცის სიტყვებია. მშვენივრად მესმის, რომ ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცისგან, რომელმაც ცხოვრებაში არაერთი შეცდომა დაუშვა პოლიტიკოსებისთვის ნდობის გამოცხადების თვალსაზრისით (არადა, ნამდვილად დავუშვი. 2001-2004 წლებში სააკაშვილს ვედექი მხარში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაჩეჩილაძეს მივეცი ხმა), ცოტა არ იყოს, სარისკოა ასეთი კატეგორიული განცხადება. დიახ, ვაცნობიერებ, მაგრამ ვინ ამიკრძალა საკუთარი ინტუიციის კიდევ ერთხელ გამოცდისა და თუნდაც... ახალი შეცდომის დაშვების უფლება. ვინც ცდება, ის სწავლობსო, ნათქვამია. სწავლა სიბერემდეო - ესეც! + + + ბიძინა ივანიშვილი ძალიან გამჭვირვალე და, მე ვიტყოდი, ერთობ რისკიანი გზავნილით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მან ყველას - საზოგადოებას, პარტიებს, პოლიტიკოსებს შესთავაზა გაერთიანება საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამაში უცნაური და ორიგინალური, თითქოსდა, არაფერია. ჯერ ერთი - პოლიტიკური ძალების ერთობა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილოდ განწყობილი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა. მეორეც - ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ გაერთიანებისაკენ მოწოდება მოდურ და გაცვეთილ ლოზუნგად იქცა ნაირნაირი, კიდევ უფრო გაცვეთილი პოლიტიკანის დემაგოგიურ არსენალში. მაშ, რითა არის განსხვავებული ივანიშვილის შეთავაზება? ნუთუ მხოლოდ იმით, რომ მისი ავტორი უმაგალითო მასშტაბის ქველმოქმედებით სახელმოხვეჭილი კაცია და ამის გამო - საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსში მყოფი პიროვნება? ამ ფაქტორს, ცხადია, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა. მთავარი და გამორჩეულია გზა, მეთოდი, რაც მილიარდერმა შესთავაზა ხალხს. ეს მეთოდი ორიოდე სიტყვით შეიძლება ასე დავახასიათოთ - გაერთიანება დაპირისპირებით. თითქოსდა, პარადოქსულად ჟღერს, ხომ? ნამდვილად ჟღერს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სწორედ ამ პარადოქსულობაშია ლოგიკა. ივანიშვილი ყველასთან თანამშრომლობაზე აცხადებს თანხმობას, მხოლოდ ერთი პირობით- ეს ”ყველა” აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სადემარკაციო ხაზის ა ქ ე თ ა მხარეს. ბარიერის ი ქ ი თ ა მხარე მისთვის მიუღებელია, რადგან იქ მყოფთათვის მეორეხარისხოვანი ცნებებია ზნეობა, პოლიტიკური მორალი, სუფთა ხელების პრინციპი, გონივრული კომპრომისი და საქვეყნო ინტერესების პირადულზე მაღლა დაყენების უნარი. ივანიშვილის განცხადება გამორჩეული აღმოჩნდა თავისი უცერემონიობითა და პირდაპირობით. მან თავი აარიდა დიპლომატიურ კეკლუცობას და ღიად თქვა სათქმელი. მილიარდერმა სახელდებით გამოჰყო ის ძალები, ვისთანაც თანამშრომლობას შესაძლებლად თვლის და ისინი, ვინც მისთვის ცალსახად ასოცირდება ფსევდოოპოზიციურობასთან. დიდი პოლიტიკური ამბიციით ასპარეზზე გამოსული და სხვადასხვა მიმართულებიდან დარტყმების მომლოდინე ადამიანი, ლოგიკურად, თითქოსდა, უნდა ცდილობდეს, არ გაიჩინოს ზედმეტი მტერი და მაქსიმალურად მოუწყვლადი გახადოს საკუთარი პოზიცია. ეს პოლიტიკის დაუწერელი კანონია, მაგრამ, ჩანს, არა ყველასთვის. ივანიშვილი გამორჩეულ ფიგურად მოგვევლინა ამ ”არა ყველას” შორის. მან პარტნიორებს შესთავაზა არა უბრალოდ გაერთიანება, არამედ გაერთიანება ზნეობრივი კრიტერიუმების საფუძველზე. ვინც ამ პრინციპებს არ აღიარებს, იგი უზნეოა და მისთვის კოჭის გორება ეფემერული გაერთიანების მიზნით მგლის თავზე სახარების კითხვას ემსგავსება. ივანიშვილისეული კლასიფიკაციით, სადემარკაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა ძალიან ბევრი ვინმე, ვინც ამინდს ქმნის დღევანდელ საქართველოში - მთლიანად ხელისუფლება, მასზე მიტმასნილი თუ მისატმასნად თავგაპოხილი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკანები, მედიატერორის უზარმაზარი მანქანა, ნასუფრალით გამოკვებილი ექსპერტები და ჟურნალისტები... კიდევ ბევრი ვინმე. სისხლით ლაშებდათხვრილი მხეცების მსგავსად, ამ ადამიანების პირუტყვული ჟინი დღეს მთლიანადაა კონცენტრირებული ერთი მიზნის ირგვლივ - როგორმე ლაფი შეასხან და მოსახლეობის თვალში გააშავონ ივანიშვილის სახელი. ოცი წლის წინანდელი მწარე ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ამ უკანასკნელს გაცნობიერებული არ აქვს მის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის რისკ-ფაქტორები, მაგრამ, ჩანს, მაინც ასე ჩათვალა საჭიროდ. როცა ქვეყანაში ზეკრიტიკული ვითარებაა, როცა სასწორზე დგას სახელმწიფოს მომავალი, ეროვნული იდენტობა, წინაპართა მიერ ათას ქარ-ცეცხლში გამოტარებული და დღემდე მოტანილი სარწმუნოება, ცერემონიების დრო აღარაა. დღეს მკაფიოდ უნდა ითქვას სათქმელი. დღეს მკვეთრად უნდა გაიყოს საზოგადოება, ერთ მხარეს კვირიებად და მეორე მხარეს წიწოლებად. დღეს ზუსტად უნდა დაერქვას სახელი თეთრსაც და შავსაც, შადიმანსაც და კახაბერსაც. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ლაშქრის იმედად მივდივართ გადამწყვეტ ომში... ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული სადემარკაციო ხაზის პრინციპი შეიძლება შეფასდეს, როგორც ოქროს გამდიდრების დასაწყისი ქართულ სინამდვილეში. რეალურად, იგი რაიმეს შემატებას და შევსებას კი არა, სრულიად საწინაღმდეგო შინაარსის პროცესს გულისხმობს. გამდიდრების ტექნოლოგიური ციკლის მიზანია მინარევები, ზედმეტი და უსარგებლო წიდა ჩამოაცილოს თვითნაბად ძვირფას ლითონს. მხოლოდ ამ ციკლის დასრულების შემდეგ ვღებულობთ საბოლოო პროდუქტს - ბაჯაღლო ოქროს. ბაჯაღლო მცირეა, მაგრამ სუფთა! ბაჯაღლო - ბაჯაღლოა! არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ლოზუნგი - ”ერთობა დაპირისპირებით” მთლიანად მისაღებია. ესაა უკან დაბრუნება დიდი წინაპრების მიერ ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ შემუშავებული ”ერთიანი ნიადაგის თეორიისა” და ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ მიმავალ გზაზე. ყოველივე ეს ძალიან მაგონებს ოცი წლის წინანდელ რეალობას, როდესაც სადემარკაციო ხაზის პრინციპის პრაქტიკაში დანერგვა გადაწყვიტა ზვიად გამსახურდიამ. სამწუხაროდ, მაშინ ქართული საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა ამ შეთავაზების გასაზიარებლად. საგარეო პოლიტიკური ვითარებაც სხვაგვარი იყო და ქვეყნის შიგნითაც ბევრმა ვერ გაიგო, რის გამოც გამსახურდიას მცდელობა მარცხით დამთავრდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. და, რაც მთავარია - ქართულ საზოგადოებას უკვე დაუგროვდა თეთრი და შავი ტონების ერთ ქოთანში ათქვეფის უპერსპექტივობის მწარე გამოცდილება. ამგვარი კომბინაციით მხოლოდ ნაცრისფერი მიიღება. ნაცრისფერი საქართველო კი მკვდარი საქართველოა! + + + ივანიშვილის გადაწყვეტილება, როგორც თვითონ ამბობს, მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, და არა მხოლოდ მისთვის. პირველი რეაქცია ამის ნათელი დადასტურებაა. სამთავრობო გუნდის ცნობადი წარმომადგენლები შოკირებული არიან. მათი უმეტესობა კომენტარის გაკეთებასაც კი ერიდება. აშკარად ჩანს, რომ პარლამენტისა და კანცელარიის ვირთხები რაღაცის გარკვევას ელიან და მანამდე თავს არიდებენ პოზიციის დაფიქსირებას. რას ელიან? რა აშფოთებთ? ეს ის კითხვებია, რომლებიც ჩინოვნიკების გარდა თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდა და რაზეც გადაჭრილი პასუხი, ბუნდოვანი ვარაუდების გარდა, ჯერჯერობით არ არსებობს. ვინ დგას ივანიშვილის უკან? რას ნიშნავს მისი დემარში? რატომ დაემთხვა ეს ფაქტი საქართველოში სარკოზის ჩამოსვლის დღეს? შეიძლება თუ არა, ყოველივე ეს ჩავთვალოთ ”იქ” შედგენილი დიდი სცენარის ორგანულ ნაწილად, რომელიც 2012-2013 წლებში გამართული არჩევნების შედეგად სააკაშვილის რეჟიმის მცოცავი გრაფიკით ”ჩამოლაბორანტებას” გულისხმობს? თუ ყოველივე ეს ხალხის მხარდაჭერის პერსპექტივაზე გათვლილი, დიდი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პატრიოტის რისკიანი ინიციატივაა. ეჭვგარეშეა, ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შოკი აღმოჩნდა ღია წერილის ის მონაკვეთი, რომელშიც მილიარდერმა პოლიტიკაში შესაძლო პარტნიორებად რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა (არ დავმალავ, ეს ჩემთვისაც სიურპრიზია) რატომ გაამახვილა ივანიშვილმა ყურადღება ამ ორ პარტიაზე? რესპუბლიკელებს, უკეთეს შემთხვევაში, ელექტორატის მხოლოდ სამი პროცენტი უჭერს მხარს. ალასანიას მრევლი, სავარაუდოდ, გაცილებით მრავალრიცხოვანია, მაგრამ არა იმდენი, რომ მისი მოკავშირეობა ამომრჩეველთა გარანტირებული უმრავლესობის მისაზიდად იყოს საკმარისი. ინტელექტუალური ბირთვის გარდა (ამ შეფასებაში ივანიშვილს ბოლომდე ვეთანხმები), რესპუბლიკელები, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი თვითდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ აქვთ პრეტენზია, პარადი წაიყვანონ ყველგან, სადაც მოხვდებიან. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საკმაოდ მკვახე ფორმით, უცერემონიოდ ახდენენ დისტანცირებას და ხმაურით გადიან თამაშიდან. საილუსტრაციოდ, კიდევ ერთხელ შეიძლება გავიხსენოთ მათი ერთი წლის წინანდელი ხანმოკლე ქორწინება თავისუფალ დემოკრატებთან და ის რისხვა, რაც ალასანიას დაატეხეს თავს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ფორუმზე მისვლის შემდეგ. ერთი სიტყვით, რესპუბლიკელები, პრინციპული პოზიციისა და მოსაზრებების გამო, ფრიად პრობლემატური პარტნიორები არიან. თანაც, როგორც გაირკვა, მილიარდერს მათთან ჯერ კიდევ აქვს პასუხგაუცემელი კითხვები. საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ივანიშვილის მიერ ხაზგასმით აღნიშნული ორივე ძალა მკაფიოდ გამოკვეთილი დასავლური ორიენტაციით გამოირჩევა. ისინი არ არიან პროცესების რევოლუციური განვითარების აპოლოგეტები, მაინცდამაინც მხარს არ უჭერენ ხმაურიან აქციებს და აქცენტს ბრძოლის პოლიტიკურ მეთოდებზე ამახვილებენ. აშკარაა - დღემდე დასავლეთის უპირობო მხარდაჭერით მოაპელირე ხელისუფლებას გაუჭირდება რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მონაწილეობით შეკრული ალიანსის მონათვლა პრორუსულ ძალად და ამით მისი კომპრომეტირება იმავე დასავლეთის თვალში. ეს სწორედ ისაა, რისიც ცოფიანი ძაღლივით ეშინია სააკაშვილს და მის გუნდს. ივანიშვილის მხრიდან ამ ორ ძალაზე აქცენტის გამახვილება და მათი მიპატიჟება ჯერ კიდევ მოუწყობელ პოლიტიკურ სამზარეულოში შეიძლება შეფასდეს, როგორც მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, ჭკვიანური სვლა და პრევენცია, რაც მიზნად ისახავს სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანის განიარაღებას. ეს უკანასკნელი, პირველად ოპოზიციასთან ურთიერთობის მანძილზე, ფაქტობრივად, მძიმე არტილერიის გარეშე დარჩა, რომელსაც აქამდე წარმატებით იყენებდა ოპონენტთა კომპრომეტირების მიზნითათვის. მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არის ატლანტური ორიენტაციის ერთადერთი ადეპტი საქართველოში, დაიმსხვრა. მართალია, სახელისუფლებო ელექტრონული და ბეჭდვითი მედია ბოლო დღეებშიც ”წარმატებით” ყბედობს რუსული კვალის შესახებ, მაგრამ - ამაოდ. ოდნავ გონებაგახსნილ ადამიანს არ გაუჭირდება საქმის არსში გარკვევა - სააკაშვილის მედიაპოლკი მხოლოდ ფუჭ ვაზნებს ისვრის და მთავარი მიზანი მიუღწეველი რჩება. სწორედ ეს გახლავთ ხელისუფლების ჭკუისკოლოფა იდეოლოგების დაბნეულობისა და კონფუზის მთავარი მიზეზი. ისინი ორჭოფობენ და გულის სიღრმეში შიშობენ, რაიმე ისეთი არ წამოცდეთ, რის გამოც პოსტსააკაშვილურ ეპოქაში გარანტირებულ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან (ეს - უკეთეს შემთხვევაში). არადა, ამ ეპოქის მკრთალი კონტურები უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე. + + + ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა ივანიშვილის გუნდის (პირობით გამოვიყენებ ამ ტერმინს) ძლიერი და სუსტი მხარეები. ძლიერში ვგულისხმობ იმას, რომ იგი, მეტნაკლებად, დაცული აღმოჩნდა დიდი თვალისა და ყურისაგან. გერმანელი ყმაწვილის, მათიას რუსტის მსგავსად, მილიარდერის თვითმფრინავი ისე დაჯდა ქართული პოლიტიკის აეროდრომზე, რომ მერაბიშვილის რადარებმა არათუ მისი შემოფრენა, არსებობაც ვერ დააფიქსირეს. მეტიც - როგორც ღია წერილიდან გაირკვა, ივანიშვილს თვითონვე ჰყავს ინფორმატორები სახელისუფლებო გუნდში და სწორედ ამ მეთოდით გაშიფრა ”ქართუ ჯგუფში” ჩანერგილი აგენტი, ვინმე გიგა ჩრდილელი. პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა რომ კონსპირაციულად მზადდებოდა, ამას კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. ის პარტიებიც კი, რომლებსაც მან შეთავაზება გაუკეთა პარტნიორობის შესახებ, აბსოლუტურად არ იყვნენ საქმის კურსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ლევან ბერძენიშვილის მიერ ღია წერილის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე მედიის მეშვეობით გავრცელებული კრიტიკული კომენტარი პოლიტიკაში ბიზნესმენების მონაწილეობის მიზანშეუწონელობის შესახებ. ცხადია, მომავალი თანამშრომლობის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული, საკმაოდ მსხვილკალიბრიანი პოლიტიკოსი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა თავს ისეთი განცხადების გაკეთებით, რაც ორი დღის შემდეგ უკან წასაღები და ჩასაფარცხი გაუხდებოდათ მისსავე თანაპარტიელებს. ბანქოს ჟარგონული ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ძნელი მისახვედრი არაა, რატომ ითამაშა ივანიშვილმა ”ტიომნი”. პოლიტიკურ პარტიებთან წინასწარი მოლაპარაკების გამართვა ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი შეეტყოთ შსს-ს მიერ ამ პარტიებში უეჭველად ჩანერგილ მსტოვრებს, შეუძლებელი იქნებოდა. სავარაუდოდ, ხელისუფლება ხელს მაინც ვერ შეუშლიდა ამ ალიანსის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიკარგებოდა ყველაზე მთავარი, რამაც არნახული რეზონანსი შესძინა მილიარდერის დემარშს - მ ო უ ლ ო დ ნ ე ლ ო ბ ი ს ე ფ ე ქ ტ ი. ხელისუფალთა მოღრეცილი სიფათებისა და შეშინებული თვალების ხილვა ნამდვილად ღირდა ამ სიამოვნებად. + + + სისუსტე? ივანიშვილის გამოჩენით დაიმდებული ადამიანებისთვის რაც უნდა არასასიამოვნოდ მოსასმენი იყოს, მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე იგი კვალიფიციური მრჩევლების ნაკლებობას განიცდის. ეს ნათლად დაადასტურა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. ერთი შეხედვით, გასაოცარია, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მილიარდერმა. მისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა პრობლემას ყველაზე მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური იურისტების დაქირავება, რომლებიც დროულად ჩააყენებდნენ საქმის კურსში მოქალაქეობრივ სტატუსთან დაკავშირებული სანმართლებრივი კაზუსის შესახებ. რეალურად, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას გაუჩნდა შედავების კანონიერი საფუძველი და, ცხადია, გამოიყენა კიდეც იგი. საქმე ისაა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ გახდა საფრანგეთის მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს საკმარისი მიზეზია მისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად. რა უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით? ვარიანტი პირველი: ზემოთ განვითარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება საქმის კურსში იყო მილიარდერის პოლიტიკური გეგმების შესახებ და გარემოცვაში ჩანერგილი აგენტურის მეშვეობით მოადუნა მისი ყურადღება. ივანიშვილი არავინ ჩააყენა საქმის კურსში მის მოქალაქეობრივ სტატუსთან დაკავშირებული სამართლებრივი კაზუსის შესახებ და ამით დაიმედებულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ხატოვნად რომ ვთქვათ, იგი ისე გადმოხტა თვითმფრინავიდან, წინასწარ არ შეამოწმა პარაშუტის გამართულობა და შედეგიც სახეზეა: ერთი მხრივ - ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება, მეორე მხრივ - არასახარბიელო რეალობა, კერძოდ ის, რომ იგი მოქალაქეობის უქონლობის გამო მოკლებულია პარტიის შექმნისა და ლეგალურად დაფინანსების შესაძლებლობას (ჯერჯერობით, ასე ჩანს). დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ვარიანტი მეორე: ივანიშვილმა იცოდა ყოველივე ეს და წინასწარ გაითვალისწინა ხელისუფლების მოსალოდნელი ნაბიჯი. ეს რომ ასეა, მისი პირველი განცხადებიდანაც ჩანს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ. ლოგიკურად ისმის კითხვა - მაშინ რატომღა გააკეთა მან ნაადრევად განცხადება? ხომ შეეძლო, მანამდე მიემართა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, დაეტოვებინა ამ ქვეყნის მოქალაქეობა და სამართლებრივად წელგამართული შესულიყო პოლიტიკურ ბატალიებში? კულუარული ინფორმაციის უქონლობის გამო, მეეჭვება, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის გარდა დღეს საქართველოში ვინმემ შეძლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დასაშვებად მიმაჩნია ასეთი ვერსია - ივანიშვილი მიზნად ისახავდა ხელისუფლებისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას და მისთვის ოპონენტთა პოლიტიკური ნიშნით მდევნელის იმიჯის შექმნას. თუ ეს ასეა, მიზანი მიღწეულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის შეწყვეტით ხელისუფლებამ უმძიმესი შეცდომა დაუშვა და მთელმა ქვეყანამ იხილა მისი პანიკური შიში მილიარდერის პერსონის წინაშე. რეალურად, დღეს ასეთი სურათია - ხელისუფლება პინგ-პონგს ეთამაშება ივანიშვილს. მან კანონიერ საფუძველზე მოახერხა თამაშის სამართლებრივ მოედანზე გადატანა. ეკა ბესელიას მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებიდან კი ჩანს, რომ მილიარდერი ცდილობს ისევ პოლიტიკურ მინდორზე დააბრუნოს მოწოდებული ბურთო. ჩოგბურთის ენაზე ტაი ბრეიკია. ერთი სიტყვით - ვინ ვის?! ყველაზე უსიამოვნო რამ, რითაც შეიძლება დასრულდეს ეს ჭიდილი, გახლავთ ივანიშვილის, თუნდაც, დროებითი, მაგრამ მაინც იზოლირება პოლიტიკური პროცესებიდან (იზოლირებაში პირადად მის მონაწილეობას ვგულისხმობ). ცხადია, მას არ გაუჭირდება სამართლებრივი პროცედურების გავლით საქართველოს მოქალაქის სტატუსის აღდგენა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცესის მართვის სადავე მმართველი გუნდის ხელშია. სააკაშვილს შეუძლია კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, მაგრამ რეალურად გაუჯანჯლოს მას პროცედურული საკითხების განხილვა და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ უთხრას დასტური. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილი პერსონალურად დარჩება დროებით თამაშგარე მდგომარეობაში და იძულებული გახდება სხვა, შემოვლითი გზა მონახოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. + + + კიდევ ერთხელ ვუბრუნდები კითხვებს, რომლებიც ზემოთ დავსვი. იყო თუ არა ეს აქცია შეთანხმებული იქ, სადაც რეალურად წყდება საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებასთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხები? შეიძლება თუ არა, მილიარდერის მიერ გადადმული ნაბიჯი ჩავთვალოთ იმედგაცრუებული პატრონების მიერ სააკაშვილისთვის გამოგზავნილ მკაფიო მესიჯად? როგორია ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობის მიმართ რეგიონის მთავარი პოლიტიკური მოთამაშის - რუსეთის დამოკიდებულება, და არის თუ არა ეს მოვლენები კავშირში პუტინის ხელმესამე გაპრეზიდენტებასთან? ერთი სიტყვით, ვისაც (გვ)ესმის, რომ ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი როლის გაუთვალისწინებლად (სამწუხარო რეალობაა, მაგრამ - ფაქტი) საქართველოში ხელისუფლების საკითხი არ/ვერ გადაწყდება, უამრავი მიზეზი გვაქვს თავის სამტვრევად. როგორ განვითარდება მოვლენები და პოლიტიკური სიმწიფის რა ხარისხს გამოამჟღავნებს ქართული საზოგადოება დღეს, ამაზეა დამოკიდებული, რა იქნება ხვალ. მართლა ძალიან ბევრი რამა არის ჩვენზე დამოკიდებული. ივანიშვილს დღეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება მის მიმართ გამოხატული ბოჩოლას აღტაცება, ოდა-ხოტბები, „გვეშველასა“ და „მესიას“ ძახილი. ივანიშვილს დღეს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება ჩვენგან, თანადგომა ს ა ქ მ ი თ და ზურგს უკან მოღერებული წ კ ე პ ე ლ ი. პირველი - იმისათვის რომ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვოს. მეორე - იმისთვის, რომ ფხიზლად იყოს, არ დაუბლაგვდეს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და მუდმივად ჰქონდეს საბედისწერო შეცდომის დაშვების შიში. + + + არ მინდა, პოზიტივის მომლოდინე მკითხველს გული გავუტეხო და წინამდებარე ბლოგტექსტს ოპტიმისტური განწყობით დავასრულებ. ამ ეტაპზე ხელისუფლება, ანუ ზოოპარკის ადმინისტრაცია, ”ზეიმობს”. მან მოახერხა და უკანასკნელ მომენტში ჩარაზა ვოლიერის საგდული. მერე სულაც მიაბოქლომა. ნაადრევია ეს ზეიმი. საქმე ისაა, რომ ლომი გალიაში აღარაა. გგონიათ, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ? არა, ჩემო კარგებო. იმედს ვგულისხმობ, იმ იმედს, რომელიც პოლიტიკაში მისმა შემოსვლამ ჩაუნერგა დაბეჩავებულ, გალახულ, სულში ჩაფურთხებულ და შეგინებულ ხალხს. იმედი კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, არასოდეს კვდება. აღარ ეტევა, გაგრძელება : http://gefacts.com/?p=209
-
ზვიად ბლიაძე შალვა რამიშვილთან ერთად “დარდუბალას” არ გააკეთებს
Bexx replied to Bexx's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშინ საერთოდ არ უნდა ებაქიბუქა არ იცის ან შალვამ ან ზვიომ შსს-ს რა შეუძლია? -
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი,ზვიად ბლიაძის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი , რაც გამოიხატებოდა მისი ახლობლების სამსახურიდან გაშვებასა და სატელეფონო ზარების დახმარებით განხორციელებულ მუქარებში. დღეს გაირკვა,რომ ზვიომ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შალვა რამიშვილის გუნდიდან წავიდა. განცხადება რამიშვილის ფეისბუკიდან : “მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობა გასწია – ზვიო მაინც წავიდა ჩემი პროექტებიდან (“აკრ. გარეშე” “დარდუბალა”) . ძალიან ცუდი ქვეყანაა ეს: მიშა არა მხოლოდ სამსახურს ან თავისუფლებას – ღირსებას ართმევს ამ ნიჭიერ კაცს.” წყარო : http://gefacts.com/
-
11.10.2011 ივანიშვილის ფაქტორი 2010 წლის მაისში საჩხერეში მომიხდა წასვლა სამსახურებრივი მისიით (მაშინ ჯერ კიდევ ”ბედნიერი დასაქმებული” ვიყავი) და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რაიონის გამგებელს შევხვდი რამდენიმე კოლეგასთან ერთად. საქმე ეხებოდა განათლების მუშაკთა მიმართ ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილ ძალადობას და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს. მუნიციპალური თვითმართველობის არჩევნების პერიოდი იყო და დიდი კითხვა-კითხვით გამგებელს ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბში მივაკვლიეთ. ჩვენი პრეტენზიების მოსმენამ იგი გულწრფელად გააოცა. - რას მელაპარაკებით, ძმაო. მემასხრებით, ალბათ. მაგენს თუ კიდევ ვინმე ჩაგრავს… ისედაც წამოცმული აქვთ თავზე ყველაფერი. ჩვენ არაფერს გვიჯერებენ. გარანტირებული ხელფასი რო აქვთ ივანიშვილისგან დანიშნული, არაფრის ეშინიათ. ცვეტში ვიცი, 70% არჩევნებში ხმის მოცემას არ აპირებს. მაგი კიდე არაფერი. ინფორმაცია მაქვს, სამი-ოთხი დირექტორი ჩუმად ოპოზიციასთან დაძვრება. არჩევნებამდე გაჩუმებული ვარ და არაფერს ვეუბნები, მარა არჩევნების მერე შევუსევ უშიშროებას და მოვუ...ავ დედებს. ბიძინას გამო ვერიდებით, ძმაო. აქანა საჩხერეა და ივანიშვილის ფაქტორი მაგრად მუშაობს... თავი დავანებოთ იმას, რომ გამგებლის სრულიად უადგილო გულახდილობის შემხედვარეს გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა (სულ 10 წუთის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი, მაგრამ, ჩანს ”ტავარიშჩ ს ცენტრა”-ს ფაქტორმა იმუშავა). არც იმაზე განვაგრძობ საუბარს, რომ ჩვენს ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია და საბასი არ იყოს, რაც შევიტანეთ, ის გამოვიტანეთ საჩხერის ნაცმოძრაობის რაიონული ვერსალიდან. ამ ისტორიაში საინტერესო და ხაზგასასმელი მასპინძლის შეუნიღბავი აღიარებაა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონში ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს და ამის გამო ისეთი ცხვარივით მორჩილი კატეგორიაც კი, როგორიც განათლების მუსაკები არიან, ანგარიშს არ უწევს ხელისუფლების ნება-სურვილს. ივანიშვილი არც დავით აღმაშენებელია და არც გიორგი ბრწყინვალე. იგი, მოცემულ შემთხვევაში, არის დიდი ფულის წყარო, ვიღაც-ვიღაცეებისთვის ფინანსური დამოუკდებლობის გარანტორი. ეს კი აუცილებელი და საკმარისი პირობაა ამ ვიღაც-ვიღაცეების მიერ დამოუკიდებელი, ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი გადაწყვეტილებების მისაღებად. + + + ალბათ, ხვდებით, რატომაც დავიწყე წინამდებარე ბლოგტექსტი საჩხერული ეპიზოდის გახსენებით. ამ დღეებში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ”საყდრული მყუდროება” მოულოდნელად დაირღვა და მეხის გავარდნის ფუნქცია ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის განცხადებამ შეასრულა- ბიძინა ივანიშვილი პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებსო. ივანიშვილი პარტიას ქმნის? ივანიშვილი პარტიას ქმნის! ივანიშვილი პარტიას ქმნიიიიის... დღეს ეს ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემაა ქვეყანაში. ქართველი მონტე-კრისტოს მოულოდნელ (მოულოდნელ?) გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ, მსჯელობენ და თავს იტეხენ ყველგან, ვერა-ავლაბრის პანოპტიკუმებში, მსხვილფეხა, წვრილფეხა თუ უხელფეხო პარტიათა ოფისებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, შუკებში, ფოლორცებსა და სოფლის ორღობეებში. თუ პირველი რეაქციით ვიმსჯელებთ, ”ქართუ ჯგუფის” განცხადებამ შოკისმომგვრელი ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა ზოგიერთი, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი პოლიტიკოსის კომენტარებში. კარგია თუ ცუდი, რომ ინკოგნიტო ცხოვრების მოყვარულმა მილიარდერმა ღიად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიური გადაწყვეტილების მიმღები და გაურკვეველ ვითარებაში აღსრულებული მისი წინამორბედი, კარგა ხანია, ”არკადიას” მყუდრო სავანეში განისვენებს. ერთმნიშვნელოვნად ვერ გავიზიარებ ვერც იმათ სკეპტიციზმს (რომლის უკანაც ცუდად შენიღბული ბოღმა იმალება), ვინც ამტკიცებს, ბიზნესმენებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათო და ვერც იმათ ბოჩოლასებურ აღტაცებას, რომლებიც მთიდან ბარამდე გაჰყვირიან: „გვე-შვე-ლააა!“ ვერ გავიზიარებ, არა იმიტომ, რომ დანარჩენებისგან განსხვავებულისა და ორიგინალურის მტკიცების იდეა-ფიქსით ვარ შეპყრობილი. უბრალოდ, არის რამდენიმე გარემოება, რაც სიფრთხილისკენ მიბიძგებს, მით უმეტეს - ეიფორიის პირველ საათებსა და დღეებში, როდესაც ხელთ მხოლოდ ცარიელი განცხადება გვაქვს და რეალურად არ ვიცით, რა დგას მის უკან. + + + ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში საზოგადოებრივი განსჯის ზედაპირზე ყოველთვის ამოტივტივდება-ხოლმე ვერსიები, მსგავსიც, განსხვავებულიც და რადიკალურად განსხვავებულიც. პირველ რიგში, პასუხს მოითხოვს კითხვები - რა მიზანს ემსახურება ივანიშვილის განცხადება? რატომ გავრცელდა იგი სწორედ მოცემულ მომენტში? ჰქონდა თუ არა გარკვეული წინაპირობა, თუ გადაწყვეტილება იმპულსურად იქნა მიღებული? რა პოლიტიკური რესურსის გამოყენებას აპირებს აპირებს ივანიშვილი? აქვს თუ არა მას საერთაშორისო მხარდაჭერა, ან ამის იმედი? საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სავარაუდო პოლიტიკური კარიერის მწვერვალია თუ ტრამპლინი კიდევ უფრო მაღალი, თუნდაც, არაპოლიტიკური მწვერვალის დასაპყრობად? და, საერთოდ, გააჩნია თუ არა საკუთარ პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებული მიზნები ბიძინა ივანიშვილს? ვერსიები, ცხადია, არსებობს და ყველა მათგანს აქვს საზოგადოებრივი აზრის ზედაპირზე ტივტივის მეტნაკლებად არგუმენტირებული საფუძველი. მაგალითად: ვერსია #1- ივანიშვილის წამოწყება ცალსახად რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. კრემლი იმედგაცრუებულია საქართველოში პრომოსკოვურად განწყობილი პოლიტსპექტრის სისუსტით და გადაწყვიტა, წვრილფეხობის შემდეგ არენაზე შემოიყვანოს მძიმედ აღჭურვილი გლადიატორი. მილიარდერი, რომელსაც რუსეთში აქვს ნაშოვნი ქონება, ლოგიკურად შეიძლება ასოცირდებოდეს ამ ქვეყნის ინტერესებთან. ვერსია #2- ივანიშვილის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის გარიგების შედეგია, რომლებსაც, კარგა ხანია, ყელში ამოუვიდათ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი პირველი ვიოლინოს წაჯექ-უკუჯექობანი. აშშ დაჰყვა პოლიტიკურ თამაშში მოსკოვს, პოსტსააკაშვილურ საქართველოში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების გარანტიით. ვერსია #3 - ივანიშვილის გამოჩენა სააკაშვილთან შეთანხმებული რუსული პროვოკაციაა, მისი დისკრედიტაციისა და პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში იოლად განეიტრალების მიზნით. ვერსია #4 - ივანიშვილი სააკაშვილის გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სერიოზულად შეაშფოთა ცოტა ხნის წინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ მინდია გულუას თაოსნობით ახალი, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე. საჩხერელი მილიარდერის მეშვეობით მას სურს გულუას თემის გადაფარვა და მისი სავარაუდო ელექტორატის გადაქაჩვა სხვა მიმართულებით. ვერსია # 5 - პირიქით, ივანიშვილის თემის გააქტიურების მიზანია ხელისუფლების ყურადღების ჩამოცილება გულუასგან, რათა ამ უკანასკნელმა მშვიდ ვითარებაში შეძლოს პარტიული სტრუქტურების ფორმირება და უკეთ მომზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის. ვერსია# 6 - ივანიშვილი არის სააკაშვილზე განაწყენებული პიროვნება, რომელიც სერიოზულად შეავიწროვა ხელისუფლებამ და შურისძიების მოტივით გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. ფულნაშოვი ბურჟუას კლასიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მას აღეძრა თავისი მილიარდებისა და ქველმოქმედებით მოხვეჭილი სერიოზული ავტორიტეტის რეალიზაციის სურვილი. იგი იმდენად შეპყრობილია ამ იდეით, რომ დაკარგა რეალობის შეგრძნება და გადადგა საბედისწერო ნაბიჯი. ვერსია # 7- ივანიშვილი სამშობლოს გულმხურვალე პატრიოტია, რომელიც კარგად ხედავს, რა კატასტროფული სიჩქარით მიექანება საქართველო გილიოტინისკენ. მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არის მამულიშვილის განწირული მცდელობა, როგორმე შეაჩეროს დამღუპველი პროცესი და გათვლილია მოსახლეობის გულწრფელ მხარდაჭერაზე. ვერსია # 8 - ივანიშვილმა ბიზნესმენის უტყუარი ალღოთი იგრძნო, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში დიდი განხეთქილება მწიფდება და გადაწყვიტა, ალიანსი შეკრას ჯერ კიდევ ჩრდილში მყოფ ანტისააკაშვილურ ფრთასთან... არ ვიცი, რამდენად გავავარჯიშე ფანტაზია და მოიცვა თუ არა ზემოთ წარმოდგენილმა ნუსხამ ვერსიათა სავარაუდო სპექტრი, მაგარმ ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, ივანიშვილის თემა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განვითარდეს და ეს არც თუ შორეული მომავლის პერსპექტივაა. + + + თითქოს, ზედმეტია, დაისვას კითხვა - რა კაპიტალით აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ბიძინა ივანიშვილი? მე თუ მკითხავთ, თვითონ სიტყვა ”მოსვლაც” უადგილოა მოცემულ კონტექსტში. იყო რამდენიმე მილიარდად შეფასებული აქტივების მფლობელი, უშურველად აფინანსებდე სერიოზულ პროექტებს და ეწეოდე საქართველოსთვის უმაგალითო მასშტაბის ქველმოქმედებას, თავისთავად ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ივანიშვილი ვერბალურ გააქტიურებამდეც იყო ამ სამყაროს შემადგენელი, უზარმაზარი პოტენციალის მქონე ნაწილი, რაც, მნიშვნელოვანწილად, მისი ცხოვრების წესმა განაპირობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე მითოლოგიზებული პერსონა უახლესი პერიოდის საქართველოს ისტორიაში. მას არასოდეს ჭირდებოდა ორგანიზაციული ერთობის შექმნა, სიტყვიერი განცხადებები, აქციები და დემარშები. პირიქით - შეგნებულად არიდებდა თავს ზედმეტ ყურადღებას და სხვათა მხრიდან რაიმე პროვოკაციაში ჩათრევის მცდელობას (თუმცა, ბოლო ხანებში არც უამისობა იყო. მხედველობაში მაქვს ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის მიერ მაისის თვეში გავრცელებული განცხადება). ამდენად, უპრიანია, ვისაუბროთ არა მილიარდერის მოსვლაზე პოლიტიკაში, არამედ მის მიერ ერთი თვისობრივი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შესახებ, რასაც უკვე მოჰყვა ატომური თუ არა, რამდენიმე კილოტონიანი ფუგასური ბომბის აფეთქების ეფექტი. ამან მეყსეულად მოახდინა ზემოქმედება ზედაპირსა და სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე. დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, ”ექვსიანის” დაშლა და მისი შემადგენელი სუბიექტების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები უეჭველად კავშირშია გულივერის გამოჩენასთან ლილიპუტების ქვეყანაში (ივანიშვილის ფანები ნუ მიწყენენ ასეთი შედარებისთვის, რადგან პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს ლილიპუტების მიერ გოლიათის შესაძლო გათოკვის პერსპექტივა). ბიძინა ივანიშვილს, უდავოდ, აქვს სერიოზული რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე - წმინდა ადამიანური, ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელი როლის თამაშზე, გნებავთ - პირველკაცობაზე (სააკაშვილის შემდეგ ამისი სურვილი მილიარდერს კი არა, ყველა კაკუტას და ქუჩარას რომ გაუჩნდეს, რა გასაკვირია?). მაგრამ, არის თუ არა ზემოთ დასახელებული რესურსი საკმარისი დასახული მიზნის განსახორციელებლად? ამის მიღწევა ხომ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია? რა ვითარებაში გააკეთა ივანიშვილმა განცხადება პარტიის შექმნის თაობაზე და, საერთოდ, როგორია პარტიული მშენებლობის პერსპექტივა/გამოცდილება პოლიტიკური ჯოჯოებით, აფთრებითა და ტურა-მგლებით დასახლებულ საქართველოში? არ იქნება ურიგო, თუ მცირე ექსკურსს გავაკეთებთ და მიმოვიხილავთ ზოგად სურათს, რაც პარტიული სტრუქტურების ფორმირებასთან დაკავშირებით დაგროვდა ბოლო წლებში. + + + ვფიქრობ, ჩვენში პარტიული მშენებლობის კულტურა, ოფიციალურად პლურალისტული საზოგადოების უკვე ოცწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ნულოვან დონეზეა. პოლიტიკური საქმიანობის ჟინით აღტყინებული ადამიანები და ჯგუფები ვირტუალურ პოლიტსივრცეში პირად სარგებლიანობაზე დამყარებული პრინციპით გადაადგილდებიან და ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რიგით მოქალაქეებს საბოლოოდ უკლავენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნდობის ნაფლეთებს. სიტყვა "პარტია" და პარტიული საქმიანობა, კარგა ხანია, ცნობიერებაში მედროვეობის. კარიერიზმისა და უპრინციპობის სინონიმად დამკვიდრდა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი შეპყრობილია ყველაზე საშინელი სენით, რაც ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსა და, აქედან გამომდინარე, რეალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას. ეს არის ნიჰილიზმი. არა უბრალოდ უნდობლობა ამა თუ იმ ძალის, ან პერსონის მიმართ (ყოველთვის არსებობს უნდობლობის ნდობით შეცვლის პერსპექტივა), არამედ ტოტალური ნიჰილიზმი. ობივატელური ფსიქოლოგიით, ყველა, ვინც პოლიტიკაში მიდის, მიდის საკუთარი ხეირისთვის და, სულო ცოდვილო, ცნობად პოლიტიკანთა დიდი ნაწილის შემხედვარე, ამგვარი სკეფსისი სრულიად ლოგიკურიცაა. რა ფაქტორები განსაზღვრავენ პოლიტიკური პარტიების სისუსტესა და პოლიტიკოსთა მიმართ ნიჰილისტურ განწყობას? შევეცდები, თეზისურდ ჩამოვაყალიბო პრობლემის არსი: 1) ჩვენში პარტიების შექმნა იწყება უკუღმა. ჯერ იმართება პრეზენტაციები და პომპეზური ხასიათის დამფუძნებელი ყრილობა-კონფერენციები, აირჩევა მმართველი სტრუქტურები, იწყება მკერდზე მჯიღების ბაგუნი ისე, რომ არ არ ჩატარებულა სათანადო სოციოლოგიური კვლევა საზოგადოებაში ამა თუ იმ პოლიტიკური დოქტრინის ერთგული ელექტორატის არსებობის შესახებ. ე.ი. მიწოდება ხდება მოთხოვნილების წინასწარი შესწავლის გარეშე. ეს, დაახლოებით იმას ჰგავს, სივრცეში ვირტუალურად არსებულ შენობას სახურავი დაადგა, როდესაც ჯერ არც ბალავერია ჩაყრილი და არც კედლები ამოყვანილი. 2) მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას არანაირი, უკეთეს შემთხვევაში, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმ პოლიტიკური პლატფორმების შესახებ, რასაც ფორმალურად ეფუძნება (ან, აცხადებს, რომ ეფუძნება) ესა თუ ის პარტია. ეს, შესაძლოა, არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ პრობლემა ნამდვილადაა პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი (უფრო სწორად, გაუნათლებელი) ადამიანების ლტოლვა პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისადმი. 3) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია იდეოლოგიური მხარდამჭერების ბაზაზე შექმნილი მობილური რეგიონული სტრუქტურები. სადაც ასეთები არსებობენ, მათი დაკომპლექტება, ძირითადად, ხდება სანაცნობო-სამეგობრო-სანათესაოს ხარჯზე. იდეოლოგიური დუღაბის გარეშე შექმნილი პარტიული რგოლები, მშრალი წყობით ამოყვანილი კედლის მსგავსად, ვერ უძლებენ საარჩევნო პროცესში განცდილ დარტყმებს და მომენტალურად იშლებიან, რის შემდეგაც მათი წევრები სხვა, უფრო მოდურ და მდიდარ პარტიებში აგრძელებენ "საქმიანობას". 4) ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ამა თუ იმ პარტიას მხარს უჭერს გაუაზრებლად, არჩევნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგის ობიექტური ანალიზის გარეშე. ხშირად, ეს მხარდაჭერა ეფუძნება კონკრეტული ლიდერის, ან ე.წ. ცნობადი სახის პერსონალურ ავტორიტეტს, ვისზეც ავტომატურადაა მიბმული მისი "გუნდი". ოცწლიანმა საარჩევნო პრაქტიკამ ცხადყო, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ამგვარ "პოლიტიკურ ელმავლებს" ხელისუფლებაში მოჰყავს საეჭვო ღირსების მქონე კარიერისტთა დასი, რაც, ზოგადად, განაპირობებს საზოგადოების უნდობლობას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობის მიმართ; 5) ქართული პოლიტიკური სპექტრი გაჯერებულია ე.წ. "პოლიტკალიებით", რომლებსაც არავითარი პრინციპი არ გააჩნიათ პიროვნული სარგებლიანობის გარდა და ხელთათმანივით იცვლიან პარტიულ ორიენტაციას... მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ტიპის პარტიებში მოგზაურობენ ( მაგალითად, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი) და ისეთებიც, რომლებიც უკიდურესი მემარჯვენეობიდან უკიდურეს მემარცხენეობაში გადაბარგდნენ (ასეთი პოლიტტურისტის კლასიკური მაგალითია ყოფილი ეროვნულ-დემოკრატი, მოქკავშირელი, სახალხო-დემოკრატი, ამღორძინებელი და ამჟამად ლეიბორისტი ნესტან კირთაძე). აღნიშნული გარემოება, ასევე, იწვევს ნიჰილიზმსა და უნდობლობას მოსახლეობაში და ამკვიდრებს ინდიფერენტულ განწყობას არჩევნების მიმათ; 6) პარტიების უმრავლესობა არ ზრუნავს მისივე პარტიული აქტივის პოლიტიკური განათლების დონის ასამაღლებლად. მათ არ გააჩნიათ საამისო სურვილი და საჭირო ფინანსური შესაძლებლობა; 7) პარტიულ ცხოვრებაში ფართოდ დამკვიდრდა ისეთი მახინჯი მოვლენა, როგორიცაა უზნეო გარიგებანი მმართველ ძალასა და ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. არცთუ იშვიათია ხელისუფლების მიერ საკუთარი დაფინანსებით მართვადი, ჯიბის ოპოზიციური პარტიების შექმნის ფაქტები; 8) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ხედვა და საქმიანობის პერსპექტიული გეგმა. ისინი მოქმედებენ სიტუაციურად და სპონტანურად, რის გამოც ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ ძალად; 9) პარტიებს შორის ურთიერთობის კულტურა, პოლიტიკური მიზნებისა და იდეოლოგიური ხედვის დროებითი თანხვედრის შემთხვევაშიც კი, შორს დგას ცივილიზებული სტანდარტებისაგან (ამის კლასიკური ნიმუშია ირაკლი ალასანიასა და რესპუბლიკელ-მემარჯვენეთა ერთი წლის წინანდელი ალიანსი და ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ალიანსის ლიდერის მისვლას ჭადრაკის სასახლეში გამართულ ფორუმზე); 10) იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგ.რესპუბლიკელები) პარტიებში, პრაქტიკულად არ ხდება ხელმძღვანელი ბირთვის როტაცია და ლიდერები პოსტებს ინარჩუნებენ არჩევნებში ნაჩვენები კატასტროფულად დაბალი შედეგის მიუხედავადაც კი; 11) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსები, რის გამოც მოკლებული არიან საკუთარი სტრუქტურების მშენებლობისა და სრულყოფის შესაძლებლობას; 12) იდეოლოგიურად მსგავს, მაგრამ მინიატურულ და არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსპექტივის მქონე პარტიულ ჯგუფებში, პრაქტიკულად, არ შეიმჩნევა დაახლოება-გაერთიანებისა და შედარებით მობილურ ძალად ქცევის ტენდენცია (მაგ. არსებობას დღემდე ფორმალურად ინარჩუნებენ ოცი წლის წინანდელ მმართველ ბლოკში -"მრგვალი მაგიდა" - შემავალი ჯგუფები, ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, კოსტავას საზოგადოება და ა.შ.). ლიდერებისადმი გარკვეული პატივისცემის მიუხედავად, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ დამოუკიდებელ არსებობას, მაგალითად ”კონსერვატორები”, ”ხალხის პარტია”, ”საქართველოს გზა”, ”ტრადიციონალისტები”, ”ქალთა პარტია”... აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების მიერ სრულად პრივატიზებულ ისეთ მარგინალურ გაერთიანებებზე, როგორებიცაა ”ედპ”, ”ჩვენ თვითონ”, თორთლაძის მარგინალური ფარა და კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი პარტუკანა. + + + ზემოთქმულის ფონზე კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილს და მისი სახელით დაანონსებულ ინფორმაციას პარტიის შექმნის თაობაზე. ვინც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს იცნობს, მისი ბიოგრაფიის შესახებ წაუკითხავს ან სმენია, ცხადია, იფიქრებს, რომ ეს ადამიანი ჰაიჰარად არც სიტყვებს ისვრის და არც საქმეს უდგება. ეს ლოგიკურიცაა. ცხონებული დუმბაძის არ იყოს, სხვაგვარად თუთუნს მანდარინა არ ისხამს და არც მილიარდები ცვივა ციდან. საზოგადოება ელის, რომ მსხვილი ბიზნესის მართვაში დახელოვნებული, რაციონალურად მოაზროვნე და პრაგმატისტი ივანიშვილი ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ტყუილად არ გადადგამდა და განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა გარკვეული მოლაპარაკება-შეთანხმებანი როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. თუმცა, გარკვეული საფუძველი სკეპსისისთვისაც არსებობს. ბადრი პატარკაციშვილს გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობანი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ, როგორც ვნახეთ, პოლიტიკაში სულაც ვერ გამოიჩინა ისეთი ფხა, როგორც ბიზნესში. სადაა გარანტია, რომ ეს უკანასკნელიც იმავე ტიპის შეცდომას არ გაიმეორებს, მით უმეტეს, მისი განცხადება, 2008 წლისგან განსხვავებით, სახალხო უკმაყოფილების პერიგეას დაემთხვა. ცხადია, მე არ ვფლობ დახურულ ინფორმაციას ივანიშვილის მიერ ღია განცხადებამდე წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთი რამ არც ყოფილა. რომ მომხდარიყო, საზოგადოება აუცილებლად იქნებოდა საქმის კურსში, განსაკუთრებით - მედია, რომელიც მაძებრის გეშით წინასწარ ყნოსავს ხოლმე კულუარულ შეხვედრებს. დღევანდელ საქართველოში ოფიციალური სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებაა ძნელი, თორემ, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ღია და გამჭვირვალე საზოგადოება გვაქვს. უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება, როგორ იქცევა ხოლმე რეალობად თუნდაც ყვითელ, ბულვარულ პრესაში რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ცნობები საკადრო გადაადგილებისა და პარტიული ინტრიგების შესახებ. ქვეყანაში, სადაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმის არ იყოს, ყრმა დედას ვერ აუტირდება ვანოს მსტოვრების შეუტყობლად, ასეთი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ამბავი არ დაიმალებოდა და გახმიანდებოდა. რაკი არ გახმიანებულა, ესე იგი, არც ყოფილა და უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი მოთელვის გარეშე შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე. ასეთი ქმედება კი ხშირად მყესების დაჭიმვით, ან გაცილებით სერიოზული ტრავმით მთავრდება ხოლმე. ბიზნესის დაუწერელი კანონია - პროდუქციის წარმოებამდე მეწარმე ატარებს წინასწარ მარკეტინგულ კვლევას, სწავლობს ბაზარს, მოქმედ კონკურენტებს, მოთხოვნა-მიწოდების რეგულაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ვის ვის და მილიარდერ ბიზნესმენს ეს სხვისგან ნამდვილად არ ესწავლება. თუ ვიხელმძღვანელებთ მოარული სენტენციით, რომ პოლიტიკაც ბიზნესია, ოღონდ - გაცილებით რთული, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილმა უკვე ჩაატარა მარკეტინგული კვლევა. ყოველ შემთხვევაში, რაკი მან საკუთარი ბრენდი შემოგვთავაზა, ალბათ, თვლის, რომ პროდუქციას გასავალი ექნება. ამ თვალსაზრისით, ორ გარემოებაზე მინდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება. ნებისმიერ პიროვნებას, ვინც პარტიის შექმნის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში, საქმე აქვს ორი კატეგორიის ადამიანებთან. პირველ რიგში, ვგულისხმობ მის გუნდს, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ - პარტიულ ფეისებს, შემდეგ კი ელექტორატს - მათ, ვინც არჩევნებზე უნდა გამოხატოს მხარდაჭერა შეთავაზებული პროგრამის მიმართ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ადამიანური რესურსი საკმაოდ მწირია. ნათელ და სუფთა პერსონებს რომ დავანებოთ თავი, უბრალოდ, პოლიტიკაში გამოსადეგი ადამიანების რაოდენობაც კი შეზღუდულია და ვინცაა, ისინიც კარგა ხანია, გადანაწილებული არიან საძმაკაცო-სამეგობროს ნიშნით შექმნილ პარტიებში. მათ შორის, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვინც მყარად დგას პლატფორმაზე და ცხვირსახოცივით არ იცვლის პოზიციას, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. პოლიტიკაში ჩართულთა დიდი ნაწილი საერთოდ ვერ გრძნობს ლანჩებზე ხახუნის ძალის ზემოქმედებას და თავისუფალ რეჟიმში დასრიალებს სივრცეში. ეს ზნეობრივი პრინციპისა და კრიტერიუმებისგან დაცლილი ადამიანები სხვაზე ადრე გრძნობენ ქონიანი დუმის ოხშივარს და მის შესაბამისად იცვლიან ორიენტაციას. ამგვარი პოლიტტურიზმის რამდენიმე მაგალითი ზემოთ უკვე დავასახელე. ნათქვამიდან გამომდინარე, ივანიშვილი უეჭველად დადგება პარტიული რესურსების დეფიციტის წინაშე. ვინც მასთან მოისურვებს მისვლას, მათზე დაყრდობა წასაგებად წინასწარ განწირულ ომში შესვლას ნიშნავს. სხვათა შორის, მხოლოდ პოლიტიკანებს არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ივანიშვილის მსგავსი პოლიტიკური ამბიციების (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) მქონე პიროვნებას გასტროლიორებზე არანაკლები, შესაძლოა მეტიც, საფრთხე ე.წ. ჩინიანი ინტელიგენციისგან მოელის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებამ კარგა ხანია ჩარეცხილებად გამოაცხადა და რომელთა ყველაზე ცნობადი წარმომადგენლები, ბოლო წლებია, მილიარდერის ”კარმუშკაზე” იმყოფებიან. „საფრთხეში“ არ ვგულისხმობ მიზანმიმართულ სარმას, ან გადამწყვეტ მომენტში განზე გადგომას. პირიქით, ზოგიერთების თანადგომა (ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გიგა ლორთქიფანიზე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ა.შ. ) შეიძლება ზურგში მახვილის ჩარტყმაზე უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. მასას ყელში აქვს ამოსული ცხრა მთავრობის სამსახურში გაცვეთილი და უახლოეს წარსულში სამარცხვინო მოქალაქეობრივი პოზიციით სახელგაბახებული ”წითლები”. მათ, ფაქტობრივად, აღარაფერი შერჩათ, ოდესღაც ხმაურიანი სახელის გარდა, რომელიც უკვე აღარავითარ პოლიტიკურ რესურსს აღარ წარმოადგენს, რეალურად კი - კისერზე მობმული ბალასტია, რომელსაც შეუძლია ისეთი კრეისერიც კი დაძიროს, როგორიც ივანიშვილია. ივანიშვილს ჰაერივით სჭირდება ახალი სახეები, ისეთები, ვისთვისაც ხალხს თვალი არ აქვს შეჩვეული ტელეეკრანიდან, არასოდეს უნახავს ტრიბუნაზე ყელმოღერებული, ვინც აქამდე პატიოსნად სჯერდებოდა რიგითი მოქალაქის როლს, იმის მიუხედავად, რომ კარგად გრძნობდა საკუთარ აღმატებულობას მიკროფონის რაინდებთან მიმართებით. ასეთი - დღემდე უჩინარი, შინაგანად აქტიური და მდიდარი შესაძლებლობების მქონე ადამიანები, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან. ფაქტობრივად, ესაა დაკონსერვებული მადანი, რომლისთვისაც აქამდე ზემოდან წაყრილი ჰუმუსური ფენა არ გადაუცლია არცერთ პოლიტიკურ ძალას და ვის მიმართ დამოკიდებულებაც მხოლოდ სამომხმარებლო ხასიათს ატარებდა. არ ვიცი, ადამიანთა რა კატეგორიაზე ექნება გათვლა ივანიშვილს, როდესაც საკუთარი გუნდის ფორმირებას დაიწყებს. არადა, მობილური გუნდი მას ჟანგბადივით სჭირდება. სჭირდება ერთგული, სანდო ადამიანები, რაიონულ ორგანიზაციათა მომავალი ლიდერები, მათ ირგვლივ შემოკრებილი ბირთვი, მოსახლეობასთან პარტიული მუშაობის უნარის მქონე აქტივისტები, მოხალისეები... თუ ის ამ ამოცანის გადაჭრას შეძლებს, დაგვიანების, ცაიტნოტური რეჟიმისა და სახელისუფლებო წნეხის მიუხედავად მაინც მიაღწევს სერიოზულ შედეგს. თუ არა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ძველ სპექტაკლს ახალი დეკორაციითა და მსახიობების მონაწილეობით. ახალი გუნდის შექმნა პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება ეფექტიანად იყენებს ტოტალური თვალთვალისა და დაშინების მექანიზმს, იოლი საქმე არაა. დღევანდლამდე უცნობი პერსონებისგან ბირთვის ჩამოყალიბების დროს დიდია მასში სპეცსამსახურების მიერ დივერსიული მიზნით საკუთარი აგენტურის შეგზავნის საფრთხე. ამის ცოცხალი მაგალითი იყო პატარკაციშვილის შტაბი, რომელიც სავსე გახლდათ ძველი და ახალი თაობის ”შპიკებით”და რამაც განაპირობა ინფორმაციის დაუბრკოლებელი გადინება მოწინააღმდეგე ბანაკში (გავიხსენოთ კოდუასთან ლონდონში გამართული შეხვედრის ჩანაწერის ისტორია). ამგვარი საფრთხისგან არცერთი პოლიტიკური ძალა არაა დაზღვეული, არც ძველი და არც ახალი, არათუ საქართველოში, ბევრად უფრო განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი. ამდენად, ტრაგედიის შექმნა არ ღირს, მით უმეტეს, თვითონ ივანიშვილი, როგორც ამბობენ, უახლოესი გარემოცვის შერჩევის საქმეში პედანტურად ფრთხილი და სკრუპულოზური ადამიანია. ყველა მსხვილი ფინანსური მაგნატის მსგავსად, იგი ეჭვით უყურებს ყველას და ყველაფერს და, ნდობასთან ერთად, დაუნდობელი ანგარიშსწორებაც შეუძლია. არ დავასახელებ უახლოეს წარსულში ცნობილი ერთი მაღალჩინოსნის გვარს (მან შარშანდელ არჩევნებშიც სცადა გააქტიურება, მაგრამ კომიკური შედეგი აჩვენა), რომელიც ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდა და მილიარდერის გამორჩეული ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ფინანსური მაქინაციების გამო მერე ციხეში ამოაყოფინა თავი. რაც შეეხება ელექტორატს, მილიარდერის მითოლოგიზებული პერსონა, მის მიერ გასულ წლებში საქველმოქმედო მიზნით დახარჯული მილიონები და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი საკმარისი ფაქტორია ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილს აქვს ყველა შესაძლებლობა, აამოძრაოს არჩევნების მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი, ჭაობის ფსიქოლოგიის მქონე მასა, მეტი აღარ ეტევა,განაგრძეთ : http://beqex.com/?p=331 დამეთანხმებით ალბათ,ძალიან საინტერესო პოსტია
-
lasha_alo ერთი შეხედე ლაშა რა,რა თემა დამიხურეს პოლიკაში = )) ბრავო
-
dire არა,მარა ალბათ მალე დაიდება