-
პოსტები
39 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Partisan Hideaway'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
რას ფიქრობთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში?
Partisan Hideaway replied to Bexx's თემა in არქივი
ოპოზიციას ასაფლავენებ! მაგრამ ვაი რომ მესაფლავეებიც არ არინ დიდი ეროვნული გმირები!!! -
ნაციონალიზმი - მომავლის იდეოლოგია!
Partisan Hideaway replied to Xogais Mindi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნაციონალიზმს მარტო ხორციელ ახსნას ნუ მოუძებნით ის სულიერი არსიცაა! თვით სამშობლოსადმი ნოსტალგია და პატრიოტიზმის შეგრძნება უკვე ნაციონალიზმია და დამეთანხმებით აქედან არც ერთი არ არის ფიზიკური არსი, ის გრძნობაა! ნაციონალიზმი ამიტომ არის იდეალური რომ მასში თანაბრად არის შერწყმული სულიერი, ღვთაებრივი არსი და ფიზიკური, ხორციელი გამოსახვა რაც მერწმუნეთ არც ერთ იდეოლოგიას არ გააჩნია და საერთოდ პოლიტიკასთან კავშირს თითქმის უარყოფს. ის ზეპოლიტიკური სულიერ-ფიზიკურ იდეათა კრებულია, ის მეტია ვიდრე ტრიბუნაზე გამოსვლა და საუბარი, ის ხალხის გულის თქმაა! ეს ნაციონალიზმია! -
ნაციონალისტური (ეროვნული) ორდენი - კარდუ
Partisan Hideaway posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბევრს მიაჩნია რომ ნაციონალიზიმი და ნაციზმი ერთი და იგივე იდეოლოგიას, ქცევასა და პოლიტიკურ ქმედებებს ეყრდნობა, მაგრამ მინდა თავიდანვე ავღნიშნო, რომ ასეთი შეხედულებები უმეტეს შემთხვევაში მცდარი ან გაუმართლებელია. მინდა დავიწყო იქიდან, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა, არსებობს და იარსებებს ეროვნული (ნაციონალისტური) ორგანიზაციები და პარტიები, ან იქნებ უბრალო ხალხთა ერთობა, რომელთა მიზანიც წარმოადგენდა, ახლაც წარმოადგენს და მომავალშიც წარმოადგენს, ეროვნული სულისკვეთებისა და ინტერესების წინ წამოწევას. თუ ამ მხრიდან შევხვედავთ დავინახავთ, რომ ყველა ჩვენგანი, თავისებური გაგებით (თუ მაინცადა მაინც კოსმოპოლიტი ან აქტიური გლობალისტი/მასონი არ გახლავთ) ეროვნული იდეოლოგიის გამატარებელია... იმას უკვე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ის რეალურად რომელ მოძრაობასა თუ პარტიაშია... მაგრამ მაინც არის ერთი დიდი პრობლემა. რადგან ნაციზმის დამარცხების შემდეგ, ისე გამოვიდა თითქოს ეს უკანასკნელი და ნაციონალიზმი ერთი და იგივეა, მძაფრი ეროვნული იდეოლოგიამ დროთა მანძილზე უკანა პლანზე გადაინაცვლა თითქმის ყველა ქვეყანაში. აი საქართველოში მხოლდო 11 თვე გაძლო მან (ზვიადის მმართველობა რა თქმა უნდა, დიდი ხარვეზებით იყო სავსე მაგრამ უახლოვნდებოდა უშუალოდ ნაციონალიზმის იდეას), მაგრამ რუსეთში ჯერ შოვინისტური შემდეგ კი ნაცისტური სახე მიიღო... სამწუხარო ის ფაქტიც გახლავთ, რომ ასეთი რეჟიმი ამ ქვეყანაში კვლავაც გრძელდება. ამის გამო ისე გამოდის თითქოს ნაციონალიზმი ავტომატურად ნაციზმს უდრის რაც, ადამიანთა გაგებაში ბუნებრივია იწვევს ასეთი იდეების უკუგდებას და დამარხვას... მათი მხრიდან ესეთი შეხედულება სრულიად ბუნებრივი არის კიდეც რადგან ნაციონალიზმის სახე მხოლოდ წიგნებში თუ ცოცხლდება რეალურად. სინამდვილეში კი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (არ ვგულისხმობ ინგლისს ან იტალიას სადაც ნაციონალიზმმა შეინარჩუნა ზომიერი რადიკალურობა და მეტ "წინსვლას" აღარ განაგრძობს) ის მართლაც იქცა ნაცისტთა თავშესაფრად! და ეს დამღუპველად მოქმედებს საქართველოშიც, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მართლაც, რომ ზომიერად რადიკალურ-პატრიოტულ ნაციონალიზმზე... მაგრამ ისევ მინდა მოგმართოთ რომ ნაციონალიზმი, საქართველოში მაინც, უმეტეს ნაწილში მაინც, არ არის ნაციზმი, ის ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებების ერთ-ერთი ფორმაა! მე დღეს გთავაზობთ ნაციონალისტურ საიტსა და მისსავე ფორუმს რომელსაც მინდა გაეცნოთ და ჭეშმარიტად თქვენებური ხედვით გამოთქვათ აზრი. საიტი: www.kardu.ge ფორუმი: www.kardu.ge/forum -
_13_ გაიხარე nesquik შუალედი ალბათ თუ მოინახა... ადამიანთან დაახლოების შემდეგ ჩნდება რამდენიმე გზა: 1. ან უნდა მიყვე მარჯვენა გზას რასაც მუდმივი, საინტერესო აქტიურობა ქვია, ანუ მაგალითად ის შენიშნე რაღაც გაჭირვებაში, მარტო კი არ ჩამოჯდები და კი არ ჩაეხუტები, არამედ დიდსა და საინტერესო რჩევას მისცემ. ან არის ისეთი შემთხვევებიც რომ მის დანახვაზე მუდმივად გაიღიმებ... მუდმივად ეტყვი კომპლიმენტს... ანუ დაახლოებით შეიძლება ამას მოჰყვეს ერთგვარი მობეზრება და გაუცხოება. უბრალოდ იმ გარემოში სადაც ის არის (დაუშვათ სადაც სულ ეწევიან და არადადებით საქციელზე ფიქრობენ და საუბრობენ), შენი თუნდაც ყოველდღიურმა დადებითმა სიტყვებმა შეიძლება მაინც გაამხნევოს და არ მოაბეზროს შენი თავი. მაგრამ ეს ასეა?! 2. და არის მეორე გზა. გაცნობა და შემდეგ დისტანცია. ანუ არ ნახულობ ხშირად, არ აქებ ხშირად, არ აძლევ ხშირ რჩევებს... ამით კი შეიძლება აღიმართოს ერთგვარი კედელიც კი! 3. მესამე გზა არ არსებობს ეს გზა შენ უნდა შექმნა ანუ, იყო საშუალო! და კიდევ ერთი საკითხი - დისტანცია. საერთოდ ურთიერთობის დასამყარებლად კარგი არის სილაღე, თავისუფლება... ახლად გაცნობილი სასიამოვნო განწყობით გხვდება, გიღიმის... ურთიერთობის შემდეგი გაგრძელებისათვის, არის თუ არა საჭირო ახლო დისტანციის დაცვა, ანუ ახლად გაცნობილი ცდილობს მუდმივად დაგიახლოვდეს, გაიგოს შენზე მეტი და მეტი, შენ კი ნელ-ნელა აწვდი მცირე ცოდნას... ინტერესი არასდროს იკარგება ამ დროს... მაგრამ ხომ შეიძლება დისტანციამ გამოიწვიოს ისეთი ფაქტი რომ ახლად გაცნობილი ადამიანი არათუ დაგიახლოვდეს არამედ დაგშორდეს კიდეც...
-
რაზე ამბობ?!
-
ძალიან გთხოვთ თემა წაიკითხოთ ბოლომდე და შემდეგ გამოეხმაუროთ თორემ უშინაარსო და უაზრობა იქნება!!! ახლა მინდა გესაუბროთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ადამიანის განწყობა. და მაინც რატომ გაიხსნა ეს თემა. მოდით აქედან დავიწყოთ. ნაციონალიზმი და ზოგადად პატრიოტულ-სახელმწიფოებრივი საკითხები ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ძალიან მინდა მისი ხალხისათვის მიწოდება, ადამიანთან მასზე საუბარი და ასე შემდეგ. ხშირად ვაწყდები ასეთ შემთხვევებს: მივდივარ ადამიანთან (რომელიც ნაცნობია, ან ახლა უნდა გავიცნო) და მას ვესაუბრები ზოგადად ნაციონალიზმზე (ნაციონალიზმი აქ ზოგადადა მომყავს თორემ ისე შეიძლება ყველაფერზე ესაუბრო, მითუმეტეს ახლად გაცნობილ ადამიანს), ის დიდის გულიყურით მისმენს და ინტერესით ეკიდება ჩემს სიტყვებს. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც, როდესაც მეორე ადამიანი არათუ არ ეკიდება ამ სიტყვებს ინტერესით არამედ საერთოდ არ მისმენს. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი შემთხვევა რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ადამიანთა ის ნაწილი ვისთანაც შეხება მაქვს, არიან ერთი სოციალური, ერთი ეკონომიკური, ერთი პილიტიკური ფენებიდან, აქვთ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ერთნაირი აზრები და იდეალები, უსმენენ ერთნაირ მუსიკას და თითქმის ერთნაირად იცვამენ. ამას ემატება ერთი ფაქტორიც, როდესაც მე დაუშვათ ვესაუბრები იმ გოგოს რომელსაც ჩემი სიტყვები არ აინტერესებს შეიძლება ხვალ თვითონ დამირეკოს და მთხოვოს ამაზე მესაუბრეო! ასეთმა უცნაურმა გარემოებებმა გამაოცა და გამაოგნა კიდეც. მაგრამ უკეთ რომ ამეხსნა ეს მოვლენები დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე, რაც მინდა ახლა წარმოგიდგინოთ. ადამიანი ყოველთვის ერთ განწყობასა და ხასიათზე ვერ იქნება. არსებობს მომენტები როდესაც ერთი პიროვნება არის დაუშვათ და ცუდ ხასიათზე, მისთვის ახლა ყოველი მცირე თუ დიდი კომპლიმენტი, ღიმილია ან რაიმე ჟესტი არა თუ მისაღები არამედ ხასიათის ცვალებადობის მიზეზადაც შეიძლება მოგვევლინოს. მაგალითად ამ დროს ადამიანს რომ უთხრა მისნაირი ლამაზი ცოტა თუ დადის ამ ქვეყნად ან დაუშვათ და მის მიერ დაწერილი თემა საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის და მოუყვანო რაიმე ფილოსოფიური სტატია, მაშინ წარმატება ნათელი და ყველასათვის დასანახი გახდება. მაგრამ იგივე გოგოს ორი დღის შემდეგ რომ გაუმეორო იგივე, ან თუნდაც მხოლოდ შინაარსი გაიმეორო, შეიძლება დაცინვა, ცუდი განწყობა შენს მიმართ და ქილიკი მიიღო... მაგალითად ახლად გაცნობილი მეგობარი სიგარეტს ეწევა (დაუშვათ და ეს მეგობარი არის გოგო), მიდიხარ იმ დროს როდესაც ის არის კარგ ხასიათზე, დგას ეზოში და მიირთმევს ახლად ნაყიდ შოკოლადს, ამ დროს გხედავს შენ, გიღიმის და გკოცნის. შენ თემას უგდებ სიგარეტზე, რომელიც ამ წუთებში მისთვის სულაც არ არის მისაღები, საინტერესო და ეფექტური, ამ დროს მას შენ დააყენებ არაკეთილ განწყობაზე და პლუს წინააღმდეგ განაწყობ შენდამი. მაგრამ ორი დღით ადრე, შენ სკოლის უკან ხედავ იგივე გოგოს რომელიც სიგარეტს ეწევა და უცებ დაგინახა. სიგარეტი მოისროლა მაგრამ, მიხვდა უკვე გვიან იყო. შენ მიდიხარ, მეგობრულად უღიმი, ხელს ადებ მხარზე და ეუბნები, რომ შენთვის და ირგვლივ ბევრისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოწევს თუ არა იგი, მაგრამ რადგან სწორედ შენი მეგობარია მას ურჩევ ნუ დაიზიანებს ჯანმრთელობას, ნუ გაიფუჭებს ხმას და ამასგარდა ნუ გამიოწვევს სხვა ადამიანებას ამ ჩვევის გამო გაღიზიანებას, შენ კი რომ მის გვერდით იქნები მარად და ყველგან. როდესაც გოგონა ხედავ ასეთ განწყობას ის იღიმება, მეგობრულად შეიძლება გკოცნის კიდეც და შესაძლოა ანებებს კიდეც სიგარეტის მოწევას თავს... და კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო რადგან თემა უფრო გასაგები გავხადო. მაგალითად მე ვუსმენ მუსიკას, ამ შემთხვევაში მეტალს, იმიტომ რომ ეს ჩემი განწყობაა, მაგრამ უცებ ჩავრთო რეპი ხომ შევიშლები?! ან პირიქით ვუსმენ რეპს და უცებ მეტას მივუბრუნდე?! ან საერთოდაც ვარ სევდიან ხასიათზე და მოვუსმინო მხიარულ მუსიკას, ეს ჩემი მხრიდან იქნება სულელური საქციელი, რადგან სულაც არ შემიწყობს ეს ხელს ჩემი ხასითის შეცვლაში. და ბოლოს! ვიღაც არის ცუდ ხასიათზე და შენ ცდილობ ნებისმიერი ხერხებით გამოუსწორო ხასიათი, მაგრამ ხვალე თუ ის კარგ ხასიათზეა შენი ხერხები მისდამი უშედეგო, უაზრო და წარუმატებელი იქნება. ამ დროს შეგიძლია თემა მიმართო სასიამოვნო საკითხებზე. და კიდევ ერთი საკითხი - დისტანცია. საერთოდ ურთიერთობის დასამყარებლად კარგი არის სილაღე, თავისუფლება... ახლად გაცნობილი სასიამოვნო განწყობით გხვდება, გიღიმის... ურთიერთობის შემდეგი გაგრძელებისათვის, არის თუ არა საჭირო ახლო დისტანციის დაცვა, ანუ ახლად გაცნობილი ცდილობს მუდმივად დაგიახლოვდეს, გაიგოს შენზე მეტი და მეტი, შენ კი ნელ-ნელა აწვდი მცირე ცოდნას... ინტერესი არასდროს იკარგება ამ დროს... მაგრამ ხომ შეიძლება დისტანციამ გამოიწვიოს ისეთი ფაქტი რომ ახლად გაცნობილი ადამიანი არათუ დაგიახლოვდეს არამედ დაგშორდეს კიდეც... აი ამ საკითხებთან მიმართებაში გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი ურთულესი საკითხის გამოსაკვლევად!
-
აი რა შუაშია ნაციზმი და რაღაც სს-ის მოწოდება?! ეს უტეხს სახელს მომავლის პატრიოტულ იდეოლოგიას - ნაცინალიზმს!
-
Polter საინტერესოა... საბოლოო ვარიანტს როდის შემოგვთავაზებ?!
-
Polter კითხვა მაწუხებდა, მინდოდა გამეგო როგორი არის ლიდერი და მეც მივმართე ხალხს თუ როგორი უნდა იყოს მათი ხედვით დანახული ლიდერი... ისე კი რაც დაწერეთ გენანხმებით.
-
Polter სწორედ ისეთი ლიდერი უნდა შექმნა როგორიც წარმოგიდგენია. ეს კითხვა დავსვი მე. ანუ როგორი გსურთ რომ იყოს ლიდერი?! თუნდაც წარმოსახვაში!
-
ბევრს კამათობენ, პოლიტიკოს ასეთი უნდა იყოს ისეთი უნდა იყოსო! მაგრამ ერთ აზრზე ვერ შეჯერებულან და ბევრსაც იდეაც კი არ გააჩნია! თქვენ რას ფიქრობთ, როგორი არის ლიდერი?!
-
POLTER შენ თუ წერ მიშა პარლამენტის გარეშე არაფერიაო და სასამართლო არ გვაქვსო ესე იგი მიშა დიქტატორი ყოფილა! მაპატიე მაგრამ თუ მიშა დიქტატორია მაშინ რომელ დემოკრატიაზეა საუბარი?!
-
POLTER პრეზიდენტის ოვალეობა თუ მარტო ორატორიაა მაშინ პრეზიდენტად ამირჩიეთ! მითუმეტეს საქართველოში სადაც საპრეზიდენტო მმართველობაა არ შეიძლება თქვა რომ დანარჩენს პარლამენტი გააკეთებს რადგან მთავრი ორგანოცა და აღმასრულებელიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტია! და ზუსტად ამის შემდეგ მოდის შენს მიერ განხსენები საპარლამენტო ანუ საკანონმდებლო ხელისუფლება. მაგრამ გამოგრჩა სასამართლო ხელისუფლება რომელსაც არანაკლები უფლებები აქვს. ამის მიუხედავად მთავარი პრეზიდენტია, ის პრეზიდენტი რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილია! არ შეიძლება პრეზიდენტის მოვალეობა მარტო ორატორია იყოს!
-
polter ძალიან კარგი გემოვნება გქონია! ბრწყინვალე ლექსია! გრიგოლ რობაქიძე მართლაც მეტია ვიდრე მწერალი. ლანდი შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა, ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა... ვზივარ ცეცხლთან, ვდნები ნელა, ცეცხლი ფიქრად იფერფლება, გაჰქრა შენთან ერთად ყველა, მხოლოდ ლანდი მევალება... სუსხი ისხმის, ვუსმენ მუნჯი, ფიქრი შენ ლანდს ეტანება, ეს რა ისმის? ჩიტი ლურჯი ჩემს ფანჯარას თავს აკვდება... შენ ხარ ეგებ? მაგრამ არა: მხოლოდ ელვით შეკრთა გული, ცრემლით გეძებ და ფანჯარა მიცქერს ისევ მოღუშული... შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა, ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
-
არა მონაზვნობა არ ტეხს, მაგრამ ნინო ბურჯანაძეც გაჰკივოდა პატრიარქმა ბრძანა შიმშილობა შეწყვიტეთ, შმშილობა შეწყვიტეთო, გეგონება თვითონ არ ყოფილიყო ეკლესიის დამგრევი! ურთიერთგამომრიცხავი აზრი რომაა ხომ ხვდები?! : რატომ დაგიბრიყვე, ობიექტური კამათი დაბრიყვებაა?! :sorry: არა მე არ ვჩხუბობ, მე ვკამათობ!