David Gilmour http://s42.radikal.ru/i096/1001/d6/d9954d396633.jpg დევიდ გილმორი, 2009 წელი, ორგანიზაციის Crisis მიერ მოწყობილ გასაიდუმლოებულ კონცერტზე. ბიოგრაფია: ნამდვილი სახელი: დევიდ ჯონ გილმორი დაიბადა: კემბრიჯი, ინგლისი ჟანრი/ები: პროგრესული როკი ფსიქოდელიური როკი სპეის როკი არტ როკი ბლუზ როკი საქმიანობა/ები: გიტარისტი ვოკალისტი ინსტრუმენტი/ები: გიტარა ლეიბლი/ები: Capitol Records Columbia Records Sony Records EMI ვებგვერდი: www.davidgilmour.com დევიდ ჯონ გილმორი (6მარტი, 1946) უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968 - დღემდე). მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.სექციების სია ცხოვრება პინკ ფლოიდამდე გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა. მან დატოვა ეს ჯგუფი 1966 წელს და დადიოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მდინარეში საბანაოდ (დაუშვებელ ადგილებში).მისივე თქმით, ის დაბრუნდა მეგობრებთან ერთად მანქანით, რომელშიც ესხა მოპარული საწვავი. პინკ ფლოიდში: დევიდი შეუერთდა პინკ ფლოიდს 1967 წლის ბოლოს.ამრიგად, ჯგუფი ხუთკაციანი გახდა.თავდაპირველად იგი გამოდიოდა სცენაზე და უკრავდა სიდ ბარეტის პარტიებს.სიდის წასვლის შემდეგ, გილმორი გახდა ჯგუფის მთავარი გიტარისტი და როჯერ უოტერსთან/რიჩარდ რაიტთან ერთად ასრულებდა სიდის ვოკალურ პარტიებს.მისი გიტარაზე დაკვრის მანერა და ტექნიკა დაიხვეწა 70-იან წლებში და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. ალბომების Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატების შემდეგ, უოტერსი სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ალბომის დაწერისა და ჩაწერის პროცესს.მას სურდა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ტექსტებზე, რაც გილმორს არ მოსწონდა, მას უფრო მეტად მუსიკალური მხარე ადარდებდა.წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებმაც როჯერს დაატოვებინეს ჯგუფი ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ. 1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი ისტორია დასრულებულია, თუმცა 1986 წელს გილმორმა და ნიკ მეისონმა გამოსცეს პრეს-რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კვლავაც იმუშავებენ, ოღონდ როჯერის გარეშე.გილმორმა ითავა ჯგუფის ლიდერობა, დააბრუნა მასში უოტერსის მიერ გაგდებული რიჩარდ რაიტი (კლავიშები) და სამეულთან (სესიურ მუსიკოსებთან ერთად) ჩაწერა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომი და მოაწყო ორი დიდი მსოფლიო ტური. 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსი შეუერთდა ჯგუფს ჰაიდ პარკში, კონცერტზე Live 8.მან და გილმორმა დაივიწყეს ძველი კონფლიქტები და შერიგდნენ.ამჟამად გილმორის მომავალი ჯგუფთან მიმართებაში უცნობია. სოლო-კარიერა: პინკ ფლოიდში ალბომების ჩაწერის გარდა, დევიდს აქვს პროდიუსერად, ხმის ინჟინრად და სოლო-კარიერის გამოცდილება.1978 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი David Gilmour, ხოლო 1984-ში - About Face (პირველი ალბომის მხარდასაჭერი ტური არ გამართულა, ხოლო მეორე ალბომს მოჰყვა საკმაოდ შთამბეჭდავი საკონცერტო ტური). 2001 და 2002 წელს მან გამართა რამდენიმე ნახევრად აკუსტიკური სოლო-კონცერტი ლონდონსა და პარიზში, რომელიც ასევე გამოიცა ვიდეოფილმის სახით.მისი მესამე სოლო-ალბომი, On An Island გამოვიდა 2006 წლის 6 მარტს, მუსიკოსის 60-ე დაბადების დღეზე.ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად და მოჰყვა გრანდიოზული კონცერტების სერია - თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ - შტატებში, შემდეგ კი კვლავ ევროპაში.კონცერტებზე მასთან ერთად ასევე უკრავდა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის წინა ტურებში, რიჩარდ რაიტთან ერთად. სხვა მუსიკოსებთან სოლო და პინკ ფლოიდთან მოღვაწეობასთან ერთად, დევიდ გილმორი არის წარმატებული პროდიუსერიც.იგი უკრავდა და პროდიუსერობას უწევდა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, როგორებიც არიან კეიტ ბუში, გრეის ჯონსი, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, ბი ბი კინგი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, სემ ბრაუნი, ჯულს ჰოლანდი, ბობ დილანი, პიტ ტაუნშენდი, The Who, სუპეტრემპი, ლევონ ჰელმი, ალან პარსონსი, Duran Duran და სხვები. მუსიკალური სტილი: გილმორს აქვს ძალიან სპეციფიური შესრულების ტექნიკა და სტილი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ბლიუზს.მისი სოლოები ითვლება კომპოზიციურად სრულყოფილ და ემოციურ ნამუშევრებად.ინტერვიუებში იგი ამბობს, რომ თავად მიაღწია ამ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ წლებში სურდა უფრო მეტად "ჰარისონობა" ან "კლეპტონობა".იგი აგრეთვე იყენებს უამრავ საინტერესო სპეც-ეფექტს. სხვადასხვა სოლოს შესრულებისას იგი ხშირად იცვლის გიტარებს.მისი საყვარელი გიტარაა "ფენდერი", თუმცა, მის ხელში ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ორიგინალური ჟღერადობა აქვს და ეს უფრო მეტად თავად მუსიკოსის დამსახურებაა. იგი აგრეთვე უკრავს სხვა ინსტრუმენტებზეც - კლავიშებზე, დასარტყამებზე და საქსოფონზე.პინკ ფლოიდის სხვადასხვა სიმღერაში მან დაუკრა ბას გიტარაზეც. 1996 წელს დევიდ გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა როკ'ენ'როლის დიდების დარბაზში. 2006 წლის აგვისტოში მისი სოლო სიმღერიდან "Comfortably Numb" ჟურნალის "Planet Rock" მკითხველებმა დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო სოლოდ. ოჯახი: პირველი ქორწინებისგან გილმორს ჰყავს ოთხი შვილი: ელისი (დ. 1976), კლერი (დ. 1980), სარა (დ. 1982) და მეტიუ (დ. 1985).ისინი დადიოდნენ ვალდორფის სკოლაში, მაგრამ, მუსიკოსის თქმით, განათლების პროცესი საშინელი იყო.მეორე ქორწინებისაგან, ჟურნალისტ პოლი სემსონთან ერთად, მას ჰყავს ოთხი შვილი.ერთ-ერთი მათგანი, ჩარლი, პოლის წინა ქორწინებისაგან ჰყავდა.მისი ხმა ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერის "High Hopes" ფინალში. ფილანტროპი გილმორი 2003 წლის მაისში დევიდმა მიჰყიდა ლონდონის სახლი ერლ სპენსერს (ლედი დიანას ძმას) და გადარიცხა £3.6 მილიონი (დაახლოებით 5.9 მილიონი დოლარი) უსახლკარო და ფსიქიურად ავადმყოფი ხალხის დახმარების ფონდში.იგი აგრეთვე ეხმარება ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა დახმარების ევროპულ ორგანიზაციას, "გრინპისს", "ემნესტი ინტერნეშენელს" და სხვა ფონდებს. 2003 წლის ნოემბერში, ფილანტროპიისათვის და მუსიკაში წვლილის შეტანისათვის მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენი სხვა ჰობი დევიდ გილმორი აგრეთვე არის გამოცდილი პილოტი.მისი კომპანიის, Intrepid Aviation ეგიდით, მან შეაგროვა ისტორიული თვითმფრინავების კოლექცია.შემდგომში მან გადაწყვიტა ამ კომპანიის გაყიდვა და დაიტოვა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავი. დეივი თუ დევიდი: მიუხედავად რბილი ხასიათისა, დევიდი ღიზიანდება, როდესაც მას უწოდებენ "დეივს".მისივე თქმით, იგი არასოდეს იყენებდა ამ ზედმეტსახელს.მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის დანარჩენი სამი წევრი მას ხშირად უწოდებდა "დეივს".ალბომებზე "Meddle" და "David Gilmour" იგი ნახსენებია, როგორც "დეივი". საგულისხმოა, რომ 2001 წელს, ცნობილი მწერლის, დუგლას ადამსის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანისადმი მიძღნილ ინტერნეტ ფორუმზე დევიდმა გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც იგი ხელს აწერს: "შენი მეგობარი და ფანი, დეივი". http://s39.radikal.ru/i086/1001/57/8fb227ca688d.jpg http://s51.radikal.ru/i134/1001/6b/4826e767f482.jpg http://i082.radikal.ru/1001/cf/8d18b0ff0045.jpg ალბომები: http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/2/26/David-Gilmour-David-Gilmour---G-72022.jpg 25 მაისი, 1978 David Gilmour http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/4/46/David-Gilmour-About-Face-329323.jpg 27 მარტი, 1984 About Face http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/2/2f/Island2.jpg 6 მარტი, 2006 On an Island http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/1/19/Live_in_gdansk.jpg სექტემბერი, 2008 Live in Gdańsk ვიდეოფილმები: http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/3/39/Davidhamc.jpg სექტემბერი, 1984 David Gilmour Live 1984 http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/f/fc/Davidinconcert.jpg ოქტომბერი, 2002 David Gilmour in Concert http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/9/92/Rememberthatnight.jpg სექტემბერი, 2007 Remember That Night თუ ვინმეს რამე დააინტერესებს კიდე მკითხოს)) By Gilmour / Cocaine!