სალამი.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ესეთ საიტზე მომიწევდა მსგავსი შინაარსის განცხადების დადება მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ სანაცნობო წრის სიმწირის გამო.მოკლედ ვარ ერთი ჩვეულებრივი გოგო,არც მაგარი ნაშა ითქმის ჩემზე და არც ფულიანი მამიკოს გოგო, უფრო მეტიც, მამა საერთოდ არ მყავს და არც არაფერი გამაჩნია სისხლი და ხორცის შვილის გარდა რომელიც მასულდგმულებს. დიახ. 22 წლის გოგო ბავშვით ხელში უშედეგოდ ვებრძვი ამ ცხოვრებას და ქართველ ამ გაუნათლებელ ერს, სადაც ფიქრობენ რომ განათხოვარი გოგო ბოზია, იოლად დასაკერია და რათქმაუნდა ქართველი კაცი ვერ წავა მშობლების აზრის წინააღმდეგ და ეგეთს ოჯახში ვერ მიიყვანს, მოგმართავთ ეგეთებს და გეტყვით რომ ბევრ დედას გაუზრდია მარტოს შვილი მათშორის შეიძლება თქვენც იყოთ ვინც მაგ აზრს ეთანხმებით ამიტომ სანამ ვინმეს შეურაწყოფას მიაყენებთ დაფიქრდით ცოტა. ეხლა კი გადავალ მთავარ სათქმელზე. ავღნიშნე რომ არაფერი გამაჩნია გარდა სუფთა, წრფელი გულისა და მზრუნველი ხელებისა. ვისაც სერიოზული ურთიერთობა ენდომება ჩემნაირი მდგომარეობის გოგოსთან მომწერეთ თქვენს შესახებ. გასართობად ნამდვილად არ მცალია ჩემს დროს შვილის აღზრდას ვუთმობ, არც ვეწევი და არც სასმელი მიყვარს. ნუ მოკლედ ესეთი ვარ. პატარა გოგო დიდი პრობლემებით. იმედია ღმერთი არ გამწირავს ბოლომდე და გამოჩნდება ადამიანი ვის გვერდითაც არაფრის შემეშინდება გარდა სიკვდილისა.