Jump to content
Planeta.Ge

anuki ani

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი anuki ani -ს მიერ

  1. სამწუხაროა...

    არ ვიცი როგორ დაგეხმარო... ყველაზე მეტად შენი შვილი მეცოდება. ნუ დაადანაშაულებ ამ ყველაფერში საკუთარ თავს მთავარი ესაა, ყველაზე დიდი ფსიქოლოგი საკუთარი თავია, უბრალოდ ეცადე სხვანაირად შეხედო ყველაფერს, ვერც იმას გეტყვი რომ შეეგუო ამ ყველაფერს მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი ვარიანტია ხოლო მეორე ის რომ ყველაფერი გარემოს და ცხოვრებას დააბრალო, რაც დამიჯერე კარგს არაფერს მოგიტანს უფრო მეტი სიძულვილის და თვითგანადგურების მეტს. ცხოვრება ყოველთვის ცდილობს რომ დაგანარცხოს მიწაზე ვინც და რაც არ უნდა იყო, ზოგს უმართლებს ზოგს არა მაგრამ ერთადერთი რაც შენ შეგიძლია ისაა რომ გახდე უფრო გამძლე, მდგრადი, პრინციპული და ადეკვატური ყველაფრის მიმართ. ეს რაც შეეხება მორალურ და შინაგან მხარეს, ხოლო მაერიალურს რაც შეეხება არც ესაა მარტივი საქმე რადგან სამსახური რომ ნახო შვილი ვის უნდა დაუტოვო, ეს პრობლემაა, მაგრამ იმედია რამე გამოჩნდება თუ ძიებას არ შეწყვეტ. რავიცი თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი არ მოგერიდოს. :dontknow:

    მადლობა რჩევისთვის
  2. მოგესალმებით...რამდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე ეს საიტი და გავბედე წერილის განთავსება და ნუ გამკიცხავთ გთხოვთ...

     

    ვარ 21 წლის გოგო სამწუხაროდ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი ეგეც მიზეზების გამო და არა იმიტომ რომ რამე მინდოდა არ გამიმართლა და ბავშვით ხელში მარტო დავრჩი ყურადღებასაც კიარ გვაქცევს ჩემი ყოფილი მეუღლე... არავინ მყავს ნათესავი, დედა კი საზღვარგარეთაა რომ გვარჩინოს მაგრამ მალ მალე უწევს ჩამოსვლა და დანაზოგიც არაფერი გვაქვს..სამწუხაროდ არც კარგი მეგობრებით დავიკვეხნი რადგან ბევრ ხალხს არ ვიცნობ და მეგობრებს როგორ შევიძენ.ერთადერთი დაქალი მყავდა და ისიც ეხლა პრობლემებშია და ჩემთვისაც აღარ სცალია და აი ესე დავრჩი სულ მარტო... ვერ ვმუშაობ ბავშვის გამო მაგრამ ვფიქრობდი რამე კოლეჯში შევიდოდი სანამ დედა ცოტახნით მუშაობს რამეს ვისწავლიდი თუმცა არც ეგაა იოლი არც თანხა მაქვს და ბავშვის ბაღიდან გამომყვანიც არ მყავს. მეშინია ხვალინდელი დღის ძალიან რთული ცხოვრება მაქვს...ბავშვიც ხშირად ავადმყოფობს და მაგ დროს უფრო ცუდად ვხდები ხანდახან წამალსაც რომ ვერ ვყიდულობ. ბოლო ხანებია სულ ვწევარ ლოგინში და ვტირივარ, არაფრის სურვილი აღარ მაქვს, დედაც ცუდადარის ჯანმრთელობით და მაგაზეც ვდარდობ, და აი ესე მგონი ვიშლები ჭკუიდან, უკვე მშურს სხვების ვისაც იმაზე მეტი აქ რასაც მე ვოცნებობ არმინდა ბოროტი და შურიანი გავხდე.საკუთარ შვილსაც ვეღარ ვესაუბრები sad.gif იქნებ მირჩიოთ რამე.

    როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან ფსიქოლოგთან მისვლის საშვალებაც არ მაქვს.., მადლობა თქვენ smile.gif)

×
×
  • შექმენი...