Jump to content
Planeta.Ge

kelevra13

პლანეტელი
  • პოსტები

    5
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი kelevra13 -ს მიერ

  1. Proessor, და რა უნდა ზომბის..?! :)

     

    ხო გაატრაკე საქმე..! ჯერ ისედაც პარანოია მჭირს ხოლმე; როცა ღამით, სიბნელეში კომპის ვუზივარ, მეჩვენება თითქოს ვიღაც ჩემს ზურგს უკან იჩითება. ვიცი, რომ პარანოიაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვიხედები.. ახლა ხო მომწყდა კისერი და ეგაა..! :D

     

    kelevra13, როგორც რუსულად იტყვიან, - "рад что вы с нами" :bye:

    პირველად ვარ აქ და საერთოდ ფორუმზეც :დ ძირითადად ვკითხულობდი ხოლმე, დღეს დავრეგისტრირდი. უსაქმურობამ იმატა და :დდ ვიფიქრე დროს გავიყვავნდი

  2. შენს კითხვებს ნაწილობრივ ლუი დებროილის კორპუსკულკურ-ტალღოვანი დუალიზმის თეორია პასუხობს, რაშიც მან ნობელის პრემია აიღო. ნუ თვითონ სიტყვა კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი ნიშნავს რომ ნებისმიერი მატერია, არამარტო ელექტრონი და ფოტონი(სინათლის ნაწილაკი) ავლენს როგორც ნაწულაკურ(კორპუსკულურ) თვისებას ისე ტალღურს. მოკლედ მატერია ორივე თვისების ერთდორულად მატარებელია. დამკვირვებელი მხოლოდ ახდენს რეალობის ფიქსაციას ანუ კოლაფსირებას თავისი დაკვირვებით და ეს ესე უბრალოდ არ ხდება ამას თავისი მიზეზები აქვს, თუ გაინტერესებს რატომ, ამას ხსნის ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი (квантовая неопределенность). აუცილებელი არ არის რომ ადამიანი აკვიდებოდეს. დაკვირვებას ნებისმიერი ხელსაწყოც ახდენს რომელიც ინფორმაციის გაზომვას ახდენს აგრეთვე ცხოველებიც და ა.შ. ამ თემას საინტერესოდ ხსნის "შრედინგერის კატის" აზრობრივი ექსპერიმენტი... ამ ვიდეოს უყურე და უფრო სხვანაირად დაფირდები ამ ფენომენზე

    https://www.youtube....h?v=blpt4S7ZsNY

     

    ესაც საინტერესოა:

     

    https://www.youtube....h?v=brDT_FkTo_0

    ვნახე ვიდეოები :) ჩემს ზურგს უკან არ შეიძება იდგეს ზომბი, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს, ჩემს გონებაში შეიძება არსებობდეს მაგრამ ბუნებაში არ არის. არ შეიძება დგეს დევი, არ შეიძება ჩემს ზურგს უკან ატომური ბომბი აფეთქდეს და მე ეს ვერ ვიგრძნო. ზემოთ მოცემული თემისაგან ცოტა შორსაა ეს თეორია. იქ კატა ან აფეთქდება ან არ აფეთქდება მაგრამ კატა ვეფხვად ვერ იქცევა ვერცერთ შემთხვევაში, ჩემს გონებაში კი შეიძება კატა ლურჯ საწერ კალმად იქცეს, ბუნებაში კი ეს "გამორიცხულია"

     

    kelevra13 რომელ სამყაროში და პარალელურ რეალობაშიც არ უნდა რსებობდე შენ მაინც ფიზიკის კანონებს დაემორჩილები. ფაქტი ისაა რომ ამ სამყაროში ცხოვრობ და ამ სამყაროში კი ეს უცნაური კანონები მოქმედებს რაც სამწუხროდ თუ საბედნიეროდ რეალობაა და ეს ექსპერიმენტებით დამტკიცებული თეორიებია და არა ჰაერიდან მოტანილი იდეები. ხომ არსებობს ალბათობა, ნუ კამათელს რომ გააგორებ სანამ ის არ დაეცემა რომელიმე კონრეტულ მხარეს გაგორების პროცესში ვერავინ და ვერაფერი ვერ იწინასწარმეტყველებს თუ რომელ მდგომარეობაში დაეცემა კამათელი. ჩვენს ცხოვრებაშიც სწორედ ასეა როდესაც რაღაცას არ ვაკვირდებით და კონკრეტულად არ ვზომავთ სისტემას ის ანალოგიურ მდგომარეობაშია როგორც კამათელი გაგორების პროცესში. ერთი სიტყვით ეხლა რომ ზიხარ შენს ოთახში (თუ მანდ სხვა ვინმე არ არის) შენს ზურგს უკან იმის ალბათომაც არის რომ გრაფი დრაკულაც დგას შენი ვინმე ნაცობიც და სხვა ნებისმიერი რამ რისი წარმოდგენაც შეგიძლია იქამდე სანამ არ შეტრიალდები და ისევ კანონზომიერი რეალობის ფიქსაციას არ მოახდენ შენი დაკვირვებით. :titebi: სამყარო ალბათობაზეა დამყარებული და არა ბედისწერაზე და თუ შენ ალბათობის უფრო გწამს მაშინ ეს უფრო მისაღები იქნება შენთვის ვიდრე ის რომ უკან ისევ ის ხდებ რაც უნდა იყოს შენი დაკვირვების მიუხედავად. ეს სცენარი უკვე ბედისწერას უსვავს ხაზს რადგან ბედისწერა სხვა არაფერია თუ არა მოვლენის აუცილებლად დაწერილი სცენარით განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში :brr:

    ფიზიკის როგორც მეცნიერების აზრს ნუ მიხსნი :) არსებობს მოვლენები რომლესაც ფიზიკა ვერ ხსნის და არსებობს დრო სადაც ფიზიკა როგორც მეცნიერება არ არსებობდა მაგრამ ზეზვა და მზია მაინც მრავლდებოდნენ.. შენი ახსნა მოცემული თემას ნაკლებად ეხება. ანუ ფიზიკაზე მეტად ფილოსოფიის ან მხატვრული ლიტერატურის საკითხია

  3. მე ბიბლიიდან დავიწყებ მიუხედავად ჩემი ათეიზმისა და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მატერია არსებობას იწყებს იდეაში და მხოლოდ ამის შემდეგ მატერიალიზდება. როგორც ბიბლია ამბობს ჯერ იყო სიტყვა და შემდეგ მოქმედება. თქვა დაე იყოს ნათელი და გახდა ნათელი, დაახლოებით ასე. ვინაიდან და რადგანაც იდეა საწყისია, ჩვენი ფანტაზიის წყალობით საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს იდეებში, შესაბამისად დასაშვებია ნებისმიერი იდეა ოდესღაც რომელიმე დროში ან სივრცეში განხაორციელდეს.
  4. ისევ ფიზიკას მოვიყვან მაგალითად ოღონდ არ ჩამქოლოთ :titebi:ცოტა რთული იქნება თქვენთვის მაგრამ შევეცდები გავამარტივო. მოკლედ ალბათობის თეორიიდან გამომდინარეობს ამ კითხვის პასუხი. ფიზიკა და აქედან გამომდიანრე მათემატიკაც გვეუბნება რომ როდესაც დამკვირვებელი რაღაცას არ აკვირდება იქ ყველაფერი შეიძლება იყოს ერთდროულად. უფრო გასაგებად ავხსნი. კვანტური მექანიკა გვეუბნება რომ ელექტრონი, როგორც ელემენტარული ნაწილაკი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე. მაგალითად 2, 5, 30000, ან კიდევ უფრო მეტ ადგილას სვირცეში ერთდროულად, არა სხვადასხვა არამედ ერთი კონკრეტული ელექტრონი, ამ მოვლენას ქვია კვანტური სუპერპოზიცია. ზოგი მეცნიერი იმასაც ფიქრობს რომ ყველა ელექტრონი სამყაროში არის ერთი კონკრეტული ელექტრონის სუპერპოზიცია. კვანტები ანუ ელემენტარული ნაწილაკები რომლებისაგანაც შედგება ყველაფერი, არ წარმოადგენენ რაიმე კონკრეტული გაგების სუბიექტებს და აქედან გამომდიანრე მათ შეუძლიათ ერთდროულად იმყოფებოდნენ ყველა კვანტური მდგომარეობაში ერთდორულად. თუ ვერ გესმით ამ წიანადადების მნიშვნელობა და ზოგადად კვანტური მექანიკა ეს არ არის პრობლემა, რადგან არავის არ ესმის ამის. ჩვენ უბრალოდ ვიცით რომ ეს ესე ხდება მაგრამ არავინ არ იცის რატომ. მოკლედ როდესაც მთვარეს არავინ არ აკვირდება, ის ყველა კვანტურ მდგომარეობას იკავებს ერთდროულად და ყველგან არის სანამ მას დამკვირვებელი ისევ არ შეხედავს და ტალღოვან ფუნქციას არ დაარღვევს თავისი დაკვირვებით. ფიზკიოსს რომ კითხო როცა უკან არ ვიხედები ჩემს უკან რა არისო, ის გიპასუხებს რომ ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეგიძლია, იქამდე სანამ ისევ არ შეტრიალდები და შენი დაკვირვებით რეალობის კოლაფსირებას არ მოახდენ. ასე გვეღადავება ბუნება, რომელიც ყველაფრის არსებობას არ გამორიცხავს :titebi:

     

    მდაჰ, ორჯერ წავიკითხე, მაგრამ მაინც ვერ დავინახე არგუმენტები, ალბათ იმიტომ რომ ფიზიკაში ვერ ვერკვევი. უფრო სწორედ ის დავასკვენი რომ ფიზიკაში ნამდვილად ვერ ვერკვევი. ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკულად ჩემს ზურგს უკან ერთი და იმავე რამ ხდება ვუყურებ მე თუ არა მას. მე თუ არა სხვა ადამიანები ხომ ხედავენ. მე ხომ არავარ სამაყაროს ცენტრი, სამყარო ჩემს გარეშეც სამყაროა. დავუშვათ რომ ადამიანები გაქრნენ სამყაროც ხომ არ გაქრება ამით არაფერი შეიცვლება. მეც ისევე ვხედავ მაგიდას ფორმას როგორც ძაღლი ან ბუზი. ანუ არცერთი არ ვეჯახებით მას.

×
×
  • შექმენი...