მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!). რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია: ბიბლია
ძველი აღთქმა
(თანამედროვე ქართულ ენაზე)
წიგნი პირველი
დაბადება
(ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით თეოსოფი ღვთისავარ ჩაბრავას მიერ რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია)
თავი პირველი: 1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება. 2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა, ბინარული კინეტიკური ენერგიების სინგულარული პროტომატრიცა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წ####ბის წიაღში. 3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი). 4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი). 5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდეს ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა). 6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი. 7. მოხდა სასიცოცხლო ეთერული ენერგიის (პრანას, პრანაშაკტის) კოსმიური აფეთქება და გაჩნდა ნაპრალი უსასრულო სუპერსივრცეში, ამოანთხია სუპერსივრცემ მცირე სივრცე. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა), მოახდინეს მათ მყარის ანუ სივრცეთაშორისი ენერგეტიკული ბარიერის პროექცია და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე. 8. მყარს (სივრცეთაშორის ენერგეტიკულ მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. გავიდა 400 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეორე იომი (მეორე ერა). 9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო. 11. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). გავიდა 1 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მესამე იომი (მესამე ერა). 12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. გავიდა 3 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა). 13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. გაჩნდნენ ტირანი ანგელოზები (უმდაბლესი ბოროტი ელოჰიმები). შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა (ტირანმა ანგელოზებმა) პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. გავიდა 9 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).] 14. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს. 15. შექმნეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი. მთვარის ანგელოზებმა, ტირანმა ანგელოზებმა (უმდაბლესმა ელოჰიმებმა) მისცეს პირველ ადამიანებს ეთერულ-ასტრალური ფანტომური სხეულები. 16. აკურთხეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ. 17. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. 18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. გავიდა 11 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა).
თავი მეორე: 1. ასე აღსრულდა ცა (365 სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (365 მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით. 2. დაასრულეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში). 3. გამოსახა მეექვსე იომში უმდაბლესმა ელოჰიმმა, სახელად ილდაბაოთმა (ფსიქიკურმა ძალამ, ფსიქიკურმა კინეტიკურმა ენერგიამ) ანდროგენი ადამის, ადამ კადმონის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან (კოსმიური ეთერისაგან) და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ).
ბიბლიური "ღმერთი" იაჰვე-საბაოთი: მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. ძველი აღთქმა. ესაია 63:3-6).
მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია. ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულეობა) შედარებით, მიზოგინია ხშირად მიიჩნევა, როგორც ქალთა წინააღმდეგ ზოგი მამაკაცის დამოკიდებულება, თუმცა მიზოგინისტური შეხედულებები თავად ქალებსაც შესაძლოა ჰქონდეთ. ფემინისტურ თეორიაში მიზოგინია პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა, რასიზმისა და ანტისემიტიზმის მსგავსად, რაც ამართლებს ქალთა მამაკაცდამი სუბორდინაციას. პატრიარქატი (სიტყვასიტყვით მამის ძალა, ძველი ბერძნული πατήρ - "მამა" და ἀρχή - "დომინირება, დასაწყისი, ძალა", ასევე ანდრარაქია და ანდროკრატია) არის სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელშიც ადამიანი არის პოლიტიკური ძალაუფლების მთავარი მორალური ავტორიტეტი, ახორციელებს ქონებაზე კონტროლის განხორციელებას და ოჯახის მამები ან უფროსი მამაკაცი წევრები წამყვან პოზიციას იკავებენ. კაცობრიობის ისტორიაში პატრიარქატი გამოიკვეთა სხვადასხვა კულტურის სოციალურ, იურიდიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციაში. პატრიარქატს ასევე ძლიერი გავლენა აქვს თანამედროვე კაცობრიობაზე, თუმცა მე -20 საუკუნის განმავლობაში მრავალი კულტურა გადავიდა უფრო თანასწორუფლებიანი საზოგადოებებისკენ. პატრიარქალური მსოფლმხედველობის რუსული ვერსიის თავისებურებაა მსხვერპლად ყოფნის დაუშვებლობა. ამის გამო, რუსეთის პატრიარქალურ საზოგადოებაში მსხვერპლს ადანაშაულებენ თავდასხმის ან დამცირების შემდეგ. სექსიზმის იდეოლოგია არამარტო ყოფს კაცებად და ქალებად, არამედ უპირისპირებს მათ ერთმანეთს და პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებს ერთი სქესის წარმომადგენელთა უპირატესობას სხვაზე. იგი მათ შორის არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ უთანასწორობას ხსნის ბუნებრივი არსის განსხვავებით. სოციალურ მეცნიერებებში, სექსიზმი საყოველთაოდ გაგებულია, როგორც იდეოლოგიისა და პრაქტიკის კომპლექსური სისტემა, რომელიც მხარს უჭერს პატრიარქატს, ან მამაკაცთა ბატონობას და გაჟღენთილია ყველა სოციალური ინსტიტუტისა და სოციალური ორგანიზაციის დონეზე. ”სექსიზმის” კონცეფციის უფრო ვიწრო ინტერპრეტაცია, განსაზღვრა იგი, როგორც გარკვეული პიროვნებების ცრურწმენები, სტერეოტიპები ან დისკრიმინაციული ქცევა.
როგორ ვინატრო სტალინიზმი ან მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი? არადა აშშ-ს ულტრამემარცხენე ანარქისტებმა, რომლებიც ანგრევენ სახელმწიფოს, სწორედ ეგ მომანდომეს. თომას ჰობსის ლევიათანი გამახსენდა, სადაც ჰობსი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო, როგორც მონსტრი აუცილებელია, რათა იყოს წესრიგი და მშვიდობა. ეს "უფლებადამცველები", რომლებიც დახტიან და ანგრევენ ყველაფერს რაც გზად დახვდებათ, ცხოველებივით რომ იქცევიან, სულით ავადმყოფებივით რომ იმზირებიან, თქვენი აზრით რამდენი წუთი გაძლებდნენ საბჭოთა კავშირში, მაოისტურ ჩინეთში, ფაშისტურ იტალიაში, შიიტურ ირანში ან ვაჰაბიტურ საუდის არაბეთში? სწორია. მაქსიმუმ ხუთი წუთი, რის შემდეგაც საერთოდ გააქრობდნენ მაგ უბედურ ქაჯებს, ამიტომაც სძულთ "პროგრესისტ" მემარცხენეებს ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოებები. ტყუილად კი არ აკრძალა ნეოლიბერალური ორგანიზაცია "ამნისტი ინტერნეშენელ" ინდოეთის მთავრობამ. პირადად ჩემი რჩევაა ტრამპისათვის; შემოიღოს საგანგებო რეჟიმი, აკრძალოს დემოკრატების პარტია, ტრიბუნალზე გაასამართლოს ყველა ანარქისტი და ფრანკფურტის სკოლის ადეპტი ნეომარქსისტი და დახვრიტოს, ზუსტად ისევე, როგორც ამას იზამდა დუჩე, სტალინი, აიათოლა ჰომეინი, მაო ძე დუნი ან მართალი ხალიფა აბუ ბექრი. ჭკუაზე მოდით ამერიკელებო გირჩევთ, სანამ გვიანი არაა. ისე ურიგო არ იქნება თუ ტექსასი გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და გამოვა აშშ-ს შემადგენლობიდან.
სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა.
რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვარდა და არც ახლა მოსდის თვალში, გასაგებიცაა რატომ. ფემინისტების 98% იმავე გზით მიდის, რა გზითაც რელიგიური ადამიანების 99% დედამიწაზე, უბრალოდ მათ (ფემინაცისტებმა), თავიანთი იდეოლოგიიდან ამოიღეს და სანაგვეში გადაისროლეს ღმერთი. მათი მეთოდია კლასიკური დაყავი და იბატონე, დაყავი კაცობრიობა ქალებად და კაცებად, შეაჯახე ეს ორი სქესი ერთმანეთს, გააღრმავე მათ ტვინებში მატერიალისტური სტერეოტიპები და იბატონე მსოფლიოზე, შექმენი ახალი მსოფლიო წესრიგი. სწორედ ეს იყო და არის "ჰუმანური" ბავარიელი ილუმინატების საუკუნის ოცნება, რომელიც მალე ასრულდება, სამყარო სექსის და რელიგიის გარეშე. მათი მიზანია კაცობრიობის დამონება და გადაშენება. თუმცა მაინც არის განსხვავება როცა ვუსმენ ფრიგიდულ მორწმუნეს და როცა ვუსმენ ფრიგიდულ ათეისტს, მორწმუნე ამბობს, რომ სექსუალური ლიბერალიზმი ცოდვაა, ის ეყრდნობა აბსოლუტის, როგორც მეტაკოსმიური საწყისის ავტორიტეტს, ხოლო როცა უფლებებზე საუბრობს ათეისტი ფემინისტი, ის უარყოფს ღმერთის არსებობას და უბრალოდ ამბობს, რომ არის ქალთა უფლებები და მათ თრგუნავენ გარყვნილი კაცები. არავითარი ღვთაებრივი ავტორიტეტი არ დგას ფემინაცისტური ათეიზმის უკან, მათ მიღმა მხოლოდ ონტოლოგიური ნიჰილიზმია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება მაჰაიანურ ბუდიზმში არსებული მერეოლოგიური ნიჰილიზმისგან. ფემინაცისტებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ჰეტეროსექსუალი დედებიც, რომლებმაც გაბედეს და კაცებთან სექსით შვეს ბავშვები.
ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული ცოფიანი პირუტყვების დაცვა. ხვალ რომ ინდუისტების რომელიმე ღვთაებამ შეცვალოს წესები და საპირისპირო თქვას, ინდუსი დიდი სიამოვნებით გაავლებს მუსრს მთელ ფაუნას. ინდუსი ფაუნაზე კი არა საკუთარ სულზე ზრუნავს. მაგის გარდა ყელშია უკვე ამოსული ქუჩებში მაწანწალა ძაღლები და მათი ჰიპსტერი დამცველები თავის ტვინის კიბოთი. პლიუს: რა უფლებებზეა საუბარი პირუტყვთან? საიდან მიიღეს ეგ "უფლებები" ძალიან მაინტერესებს. დროა შეწყვიტონ უაზრო თამაში ეკოაქტივისტებმა და მოეშვან ფარისევლობას. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ადარდებთ და თამაშობენ მორალის მცველი ანგელოზების როლს. მინახავს მათი "მორალი" კომენტარებში ინტერნეტში, რას აგინებენ ვინც მათკენ არაა იმათ ყველას. ტიპიური სექტაა ეგ ეკოლოგიზმი და ბევრი ბაიყუში ეკოლოგისტი ინდური რელიგიებითაცაა ვითომ "გატაცებული" და თან ისე, რომ ზედაპირულად თუ იციან ინდური რელიგიები. ძალადობა ყოველთვის არ იკრძალება ინდუიზმში, ეგრე რომ იყოს ინდოელი ჯარისკაცები ქაშმირში ჩინელ ჯარისკაცებს თითსაც არ დააკარებდნენ, არადა დიდი სიამოვნებით ხოცავენ მტრებს ბრძოლის ველზე. ეკოლოგისტების წყალობით ჩვენი ბინძური ქუჩებიც ბრძოლის ველად იქცნენ. დედაჩემი ძაღლებმა მილიონჯერ კინაღამ შეჭამეს და თურმე მათი დაძინება "არ შეიძლება". უკვე გამზადებული აქვთ იდეალური "ეთიკა" მაგ საზიზღარ ბუნების დამცველ ჯორებს. ერთმა სტუდენტმა ერთხელ ისიც მომახალა ინდუიზმით ვარ დაინტერესებული და ვეგატარიანელი გავხდიო, თან ბოდავდა იმას, რომ ცხოველი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებაო. ლექტორს თვალები შუბლზე აუვიდა სემინარზე. ინდურ რელიგიებს რაც შეეხება ფეხები იცის და არა ინდუიზმი.)) წესიერად ერთი უცხო ენაც არ იცის და სოფლური ლაპარაკიც უყვარს ეტყობა, ისეთი ორატორია პირდაპირ შემშურდა. პირს რომ აღებს იქიდან ოქრო გადმოსდის ტკბილად ჟღერადი.)) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედმეტად ბევრს ვინც მედიტირებს ფაუნაზე (ცხოველებზე), კარმული კანონის გამო შემდეგ ინკარნაციაში ცხოველის სხეულს მიიღებს. მედიტაცია ნიშნავს კონცენტრაციას. ჰოდა დაემართებათ სათავისო. ერთხელ ერთმა ბუდისტმა ბლოგერმა თქვა: ზოგიერთი ადამიანი ზედგამოჭრილია ცხოველის სხეულში არსებობისათვის, ის რომ ზოგს სხეული ადამიანის აქვს და წერა-კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველის სხეული არ გამოადგებოდა. ერთია ვეგატარიანელობა და მეორეა დაბინძურებული ქუჩები და კბენა ერთ ადგილას.
რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს. რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.
Further reading Jain Rāmāyaṇa of Hemchandra (English translation), book 7 of the Trishashti Shalaka Purusha Caritra, 1931 Ramayana, translated in English by Griffith, from Project Gutenberg Willem Frederik Stutterheim (1989). Rāma-legends and Rāma-reliefs in Indonesia. Abhinav Publications. ISBN 978-81-7017-251-2. Vyas, R.T. (ed.) Vālmīki Rāmāyaṇa, Text as Constituted in its Critical Edition, Oriental Institute, Vadodara, 1992. Valmiki Ramayana, Gita Press, Gorakhpur, India. Ramesh Menon, The Ramayana: A Modern Retelling of the Great Indian Epic ISBN 0-86547-660-8 F.S. Growse, The Ramayana of Tulsidas Jonah Blank, Arrow of the Blue-Skinned God: Retracing the Ramayana Through India ISBN 0-8021-3733-4 Kambar, Kamba Ramayanam.
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბიოცენტრისტებს (ინვირომენტალისტებს). შენ შეგიძლია გსურდეს ბუნების დაცვა, მაგრამ ბუნება მუდამ შეეცდება დაგახრჩოს, დაგწვას, შეგჭამოს ან შიმშილით მოგკლას. ბუნება არაა ადამიანის მეგობარი და არც თანასწორობა და დემოკრატია არსებობს ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა და ადამიანთა სამყაროში. თანასწორობა არსად არ არის, სამაგიეროდ ყველგან არსებობს მკაცრი იერარქიული სუბორდინაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ; სამსახურში, სკოლაში, არმიაში, ბაგა-ბაღში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ცხოველებში და ა.შ. თვით ანარქისტულ და ულტრა-ლიბერალისტურ საზოგადოებებშიც კი არის სუსტი და მკრთალი, მაგრამ მაინც იერარქია. პოლითეისტურ რელიგიებში ასევე, მკაცრი იერარქია და სუბორდინაცია ღვთაებებს შორის. როცა ეკოლოგი იცავს ნიანგს, საზარელ მტაცებელ რეფტილიას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ყველა ცოცხალი არსება თანასწორია, როგორღა დაიცავს იმ ანტილოპას ან კამეჩის უფლებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან წყალში ჩაითრევს ნიანგი და ნაკუწებად აქცევს? ნუთუ პლაკატებით ხელში მიტინგს დაიწყებენ ნიანგის ცხვირწინ? სრული უაზრობაა ეგალიტარიზმი. ერთმა რუსმა ეკოლოგმა ერთხელ ბრძანა, რომ ცხოველის მოკვლა იგივეა, რაც ბავშვის... ვინმეს სჯერა ამ უაზრობის? ბავშვი ადამიანის და ძაღლი ერთი და იგივეა? ნიუტონი და ქუჩაში მცხოვრები ოლიგოფრენი ბომჟი ერთი და იგივეა? ბეთჰოვენი და ჰიტლერი ერთი და იგივეა? მაჰათმა განდი და რუსთაველი მანიაკი ერთი და იგივეა? მარტინ ლუთერ კინგი და ჰანიბალ ლექტერი კრავთა დუმილიდან თანასწორები არიან? "კანონის წინაშე თანასწორი"? ეს როგორ? სრული აბსურდია ეგალიტარიზმი, ტკბილი სიზმარი ფსიქიურად დაავადებული ლიბერალების დამჭკნარ ტვინში.
ათენა (ძვ. ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) — საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტოსი, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი,სიბრძნის, ომის და სამართლიანობის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოზარდა. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტისი, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
ათენა მარადქალქული ქალღმერთა რამაც განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალასი რომელიც ბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო „არგოს“ კიჩოზე.
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლო). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.
ლიტერატურა Burkert, Walter, 1985. Greek Religion (Harvard). რობერტ გრეივზი, (1955) 1960. The Greek Myths revised edition. Kerenyi, Karl, 1951. The Gods of the Greeks (Thames and Hudson). Harrison, Jane Ellen, 1903. Prolegomena to the Study of Greek Religion. Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds., Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation (Hackett). Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994. The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes (Durham, NC).