ამ თემას მგონი კიდევ ის აკლია პირველ პოსტში, აი არ ვიცი რა დავარქვა... უმრავლესობას რომ არ ევასები და აქედან გამომდინარე-"ესეიგი" მაგარი ტიპი ხარ. სიახლის მიღება რეალურად არ შეუძლია ზოგ ადამიანს მაგრამ იმის ჯინაზე რომ ძველი გადაფაროს რაღაც ახლით, და სულერთია რას წარმოადგენს არსით ეს სიახლე, მაინც ცდილობს ცნობიერებაში ძველის ჩანაცვლებას ამ ახლით. იმიტომ რომ ძველის მიმართ გაჩნდა რაღაც სტერეოტიპული უარყოფითი დამოკიდებულება. აი დებილ მაგალითს მოვიყვან, მეზარება უბრალოდ კარგი მაგალითის მოფიქრება. მაგალითად ადრე თუ არ დავდიოდით ჩახდილები, ახლა ჩახდილებმა უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ძველია და ბანძია. იმიტომ რომ გოიმობაა რაც ძველია. დიდ გავლენას ახდენს სულიერად სუსტ და არამდგრად ადამიანებზე ტელევიზია და ინტერნეტი. იმიტომ რომ არ კითხულობენ. ერთადერთი მათი სულიერი საზრდო ინტერნეტია და ინტერნეტში არაა ბევრი ინტერნეტბიბლიოთეკა, და თუ არის არ რეკლამდება. გადახვალ შემთხვევით ლინკზე და ან პორნო საიტია, ან რომელიღაც პრადვინუტი გოგჩოს მსჯელობა ცხოვრების ამაოებაზე და უკვე მეორე გოგჩოს ან ბიჭჩოს თვალში ვესი აქვს ავტომატურად ადამიანს რომელიც ტელევიზიით გამოდის და კითხვებს უსვამენ მაგალითად სტალინის ძეგლზე ან რასიზმზე ან ქალიშვილობაზე, ან ცოლქმრულ ურთიერთობაზე, ან რელიგიაზე.