ბარბარე გეგეშიძე 21 წლის ქალაქ თბილისიდან ვხატავ (მოყვარულის დონეზე), დამთავრებული მაქვს ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა 10 წლედი, ერთი პერიოდი მოთხრობებსაც ვწერდი და ძალიან ბევრი წიგნაკი დამიგროვდა, ვუკრავ გიტარაზე და როიალზე.. (დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცოდით) ამჟამად ვარ დავით აღმაშენებლის სახელობის გორის თავდაცვის აკადემიის სტუდენტი. მაინტერესებს: მაგია, ფილოსოფია, რელიგია, მითოლოგია. მიყვარს კატები, მყავს სამი კატა, სამივე შავები. კიკი, ბლექი და ინი. ვუსმენ როკს, ძირითადად მეტალს. თინეიჯერობა საზიზღარი მქონდა, ემო ვიყავი და ხან რომელ სასაფლაოზე ვეგდე და ხან რომელზე... ოღონდ კატებს არ ვკლავდი უბრალოდ კოცონთან ვისხედით და საშიშ ისტორიებს ვყვებოდით (სამაგიეროდ დედაჩემი და მამაჩემი მკლავდნენ მერე) ბავშვობა ასე თუ ისე ბედნიერი მქონდა და მეცინება სკოლის პერიოდზე... აი ისეთი ბავშვი ვიყავი დავალება სულ წესრიგში მაგრამ შატალოს ავტორი მე ვიყავი და საერთოდ თუ რამე გაფუჭდებოდა: -გეგეშიძე ფეხზე...! მასწავლებლები მწვალებელს მეძახდნენ ... ბავშვობაში ოქროსფერი თმა მქონდა, გასაკვირად ოქროსფერიც კი, ბუნებრივად წითური ვარ, მყავდა ბავშვობის თაყვანისმცემელი 5 წლისები ვიყავით და კარების უკან მემალებოდა როცა სამეგრელოში სტუმრად ჩავდიოდი და იქედან მიყირებდა (გამახსენდა ძველი გრძნობები). აზროვნებით ყოველთვის განვსხვავდებოდი იმიჯითაც(ჯანდაბა..! მე ხო ემო ვიყავი), სულ სერიოზულად ვიყავი, მარტო ერთ ადამიანთან ვგიჟობდი, ბავშვობის დაქალთან... აქტიურად დავდიოდი ლაშქრობებზე, სკოლაში გოგოების უმეტესობას არ "ვევასებოდი" )ნუ თვითონ ასე ამბობდნენ ) და მე რა თქმა უნდა ამაზე ვხალისობდი. ცოტა ეჭვიანი ვიყავი ადრე... ახლა ძალიან ეჭვიანი ვარ,თუმცა არასდროს ვამჟღავნებ, ჩემთვის ჩუმად მიყვარს გამოძიება, და ეს უფრო იოლია როცა ობიექტმა არაფერი იცის,. მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა რაც ახლა მაღიზიანებს.
ეგია ჩემი კომენტარი
დანარჩენს შევინახავ, ზოგიერთმა სულიერმა წინასწარ რომ არ იცოდეს რა დარტყმას მივაყენებ