Jump to content
Planeta.Ge

Mona

პლანეტელი
  • პოსტები

    25
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Mona'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. Proessor მე ეგ ციტატები მაგ წიგნიდან იმიტომ მომყავს, რომ მჯერა შენ იცი მაგ წიგნის ენა. აი ამიტომ მომყავს თორემ სოფლის ბირჟაზე სამოყიან თოხზე დაყუდებულ ხიხოს თავის დონეზე დაველაპარაკებოდი. იმიტომ, რომ მზაკვრულად მოიქეცი. უბრალოდ კითხვა არ დაგისვამს. ზემოთ ახედე გაიხსენებ რაც დაწერე. სწორედ ამიტომ არის იდიოტი რომ ვიღაცას უფლება მიცა მისთვის თავში რაღაც ჩაედო და არ გადაამოწმა ცნობიერება დაუბინძურეს თუ ჭეშმარიტება ასწავლეს. შეიძლება იყოს კიდევაც, ან არ იყოს, მაგრამ ეს აქ შენს საქციელთან არაფერ შუაშია, შენ ფაქტიურად უკეთ გცოდნია მე რა ნიჭს ვფლობ, როგორ ვაზროვნებ და ჩემს მაგიერ დასკვნებიც გამოგიტანია, აი ამაზე მაქვს საუბარი თორემ წმინდა წერილს რომ ბევრი ვერ იგებს და ბევრი კიდევ ვერც ვერასოდეს გაიგებს ეს ახალი ამბავი არ არის.
  2. LEONN გთხოვთ განავრცოთ გეთაყვა, პუბლიკას დეტალები აინტერესებს.
  3. Proessor ეხლა მითხარი ამას რატომ აკეთებ? ეს ხომ შენს უძლურებაზედ მეტყველებს? მოძველებული ილეთია, დააბრალო ოპონენტს რაღაც თან მესამე პირში სასხვათაშორისოდ, თან საალბათოდ (როგორც ჩანს თქმით) და მესამე მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ მე თურმე "ბუკვალისტური" ვიწრო გაგების მქონე ადამიანს შენ ფართოთვალსაწიერის მქონე ზე არსი მანათლებ. პირდაპირ არ მესმის მეტაფორულად დაწერილი და ამას წესით აქნობამდე უნდა მიხვედრილიყავი იქ სადაც სიტყვა ღმერთი ვახსენე "რა" კონტექსტში. ძალიან პრიმიტიულია, ფორუმის დონეზეც კი. იდიოტია ის ვისაც სჯერა რომ მატერიალური სამყარო სანდომიანი სახის კეთილმა მოხუცმა გამოძერწა და თან სულ რაღაც ექვს (და არა შვიდ) დღეში.
  4. Giorgi Kiskeidze აი სწორედ ამას გატყუებენ ნაცები, როდესაც გაჯერებენ რომ მთავრობაზეა თურმე რაღაც დამოკიდებული, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, რაც ერი ის ბერიო ხომ გაგიგია? ხელისუფლების წყარო ხალხია, თუ ხალხი დებილია მაშინ ხელისუფლებაში აფერისტები მოდიან, ჭკვიანი საზოგადოების ხელში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ეწოდება, ინტილიგენციის ხელში, ვერც კომპლექსმრავალი შიზოფრენიკი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი და ვერც ჭორვილიდან "პეტერბურღში" გადაპორტირებულ-თერგდალეული გლეხუჭა. ვერ გახდებოდა ფეხბურთელი მინისტრი და მეტრაკე ჟურნალისტი უშიშროების საბჭოს მდივანი. ასეთი ნაბიჭვრებისათვის კომუნისტებს უებარი წამალი ქონდათ "რასტრელ ბლიაწ". დაძალება თუ ჩემდა სასიკეთოდ მოქმედებს მოძალადეებს მადლობას ვეტყვი, დამაძალონ აბა დღესაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო, დამაძალონ აბა ბაზარში 4 ლარად კილოგრამი ხორცი, სიამოვნებით ვიქნები ასეთი ძალადობის მსხვერპლი. მაშინ როდის? ეს უკვე ბოლო დროს იყო 80-იან წლებში უკვე ძირგამომპალი რეჟიმის პირობებში თორემ, როდესაც სოციალიზმის პრინციპებს მკაცრი დამცველები ყავდა მაგალითად ანდროპოვი, იქ ფეხს ვერავინ გააფხაკუნებდა "ლევად". სააკაშვილმა ხომ გახსნა კგბ-ს არქივები, მეტრაკე კოკა ყანდიაშვილს, რომ ალამაზებინებდა სიუჟეტებს და სათავისოდ წარმოაჩენდა ვითომდა ახლადაღმოჩენილ დესპოტიზმის ფაქტებს, რათა ამით რუსეთის ანტიპიარი ეწარმოვებინა საზოგადოების თვალში, იქ მახსოვს ერთი სიუჟეტი იყო პოლიციელმა ქრთამი აიღო და მისი ფინალი იყო 24 საათში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, ჩაარჭეს თავში ტყვია და იცი რა მოხდა? იმ რეგიონში სადაც ეს პოლიციელი დასაჯეს 30 წლის განმავლობაში სიტყვა ქრთამის გაგონებაზეც კი ქვეშ იფსავდნენ, აი სწორედ რომ კომუნისტები ვინატრე "ციხის კადრების" ხილვისას. განა მარტო მტანჯველებს ციხის უფროსიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული 24 საათში ყველას სათითაოდ გამოწერილი ექნებოდა შუბლში ცხელი ტყვია, ის იუსტიციის მინისტრი რომ ერქვა ფასონად ის ბოზანდარა თავის საგვარეულოიანად ციმბირის მაღაროებში იქნებოდა მტვირთავად გადასახლებული და მერე აქ კი აღარ გახსნიდი თემას რას ეძახით სამარტლიანობის აღდგენასო, შენ თავად დაინახავდი როგორ კოხტად იზეიმებდა სამართალი "თვალი თვალისა წილ".
  5. Proessor სინამდვილეში 0 არ არსებობს ყველაფერი და ყოველივე ის 1-ია, 0 ეს ილუზორული წარმოსახვებია იმ 1-ის ცალკეული ნაწილებისა პიროვნული ეგოს ინდივიდუალურობის შეგრძნება ყოფს შვილს მამისაგან, ამიტომაც ვეღარ ამბობს უბრალო ადმიანი "მე და მამა ერთი ვართ", მაგრამ გვაქვს სიხარული და ხსნა, რომელიც ამბობს: 16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად. სულში იდენტობაზედ ვამბობ, თორემ პიროვნული სხვაობა აგერ ერთარსის სამ ჰიპოსტასს შორისაც არის. და თუ იმასაც გამოიკვლევ რა არის ღმერთი, მაშინ ამ სიტყვების არსსაც გაითავისებ: 1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი. 6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. 7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი. გაიგებ რა განსხვავებაა იმ ცოცხალ კაცსა (რომელსაც ღმერი უწოდა უფალმა) და იმ ჰომო საპიენსს შორის რომელზედაც ისევ უფალი ამბობს: 21 ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: ,,უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა ჩემი დავმარხო.“ 22 იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“ ასე რომ მართლ სიტყვას წერს აქ ხალხი "მკვდართა სიცოცხლეს" რა აზრი აქვს?
  6. Shaten სამარცხვინო იყო დიქტატორთა დესპოტიზმი და არა სოციალიზმი, ხშირად ეს ორი, ერთმანეთში ერევათ ხოლმე. ვისთვის როგორ, მე მაგალითად მივესალმები კერძო საკუთრების მინიმუმამდე შეზღუდვასა და კოლექტივიზაციას, მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება იყოს ქვეყნის მოსახლეობა თანასწორი, ნებისმიერ ასპექტში. მარქსი ურია არ იყო ხაზარი იყო, ევროპის არა კაპიტალისტური წეს წყობილების, ბურჟუაზიის, კაპიტალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მაღალგანვითარებულ და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოებშია მმართველობის მისაღები ფორმა, იქ სადაც მოსახლეობა სოციალურად დაცულია, აქვთ უფლება ვიღაც ვიღაცეებს დოვლათის ქონის, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში სადაც ხალხი შიმშილით სულს ღაფავს, ხომ ხედავთ როგორი თემები იხსნება? მაგალითად ასეთი "უნდა დადიოდეს თუ არა მღვდელი ასიათასიანი ჯიპით" ხედავთ როგორი პროტესტის გრძნობა უჩნდება ხალხს? სოციალიზმის პირობებში მღვდელს ასიათასიანი ჯიპი კი არა უბრალო მოსკვიჩი რომ მოეგო ლატარეაში კგბ წვერსა და თავს გადაპარსავდა სანამ კოლექტივის საკუთრების ბალანსზე არ შეიტანდა იმ მოგებულ მოსკვიჩს და გაზეთში სტატიას არ დააბეჭდინებდა სათაურით "ხალხს ვაჩუქე". კაპიტალიზმს აქვს თავისი პლიუსებიც დოვლათის სწრაფად დაგროვება შეიძლება როდესაც 1 ჭამს და ასიათასს მუცელზე ქამრები აქვს შემოჭერილი, სოციალიზმის პირობებში ეკონომიკა შეფერხებებით მაგრამ მაინც ვითარდება, რადგან იქ 1 კი აღარ ჭამს მხოლოდ არამედ დანარჩენი ასიათასიც თანაბარი ულუფებით. ჩვენს სამშობლოში რომელმაც სახელმწიფოებრიობა ჯერ ჯიდევ მე-18 საუკუნეში ისტორიას ჩააბარა და დღემდე ასე გრძელდება, არც სოციალიზმია და არც კაპიტალიზმი მონათმფლობელური ქვეყნების რიგს მივეკუთვნებით, ოღონდ ეს მონათმფლობელური მართვა გამგეობა ლამაზად არის შეფუთული, მონათმფლობელებს მენეჯერები ქვიათ, მონებს მერჩენდაიზერები. Giorgi Kiskeidze სხვა რა არ მოგწონს? დღეს რომ ხალხი ენაგადმოგდებული ძაღლივით დარბის და თუ გაუმართლა ისიც ჰაა ჰაა 300 ლარის ოდენნობის ხელფასის ანაზღაურებით იშოვოს დამამცირებელი სამსახური, სოციალიზმის პირობებში ბირჟაზე ვერ დადგებოდი ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ან უნდა გესწავლა, ან ჯარში გემსახურა, ან გემუშავა, მეოთხე გზა ციხისაკენ მიდიოდა. დღეს რომ უმაღლეს სასწავლებელს (რომელსაც ისიც იმ შემთხვევაში ბობოლა მამიკო თუ გყავს) დაამთავრებ და მერე ასევე ბობოლა ბიძების დახმარებით თუ იშოვი სამუშაოს, სოციალიზმის პირობებში სრულიად უფასოდ შეეძლო უმაღლესი განათლების მიღება უბრალო გლეხს, უბრალო ქარხნის მუშის შვილს და დიპლომის ხელში დაჭერის დღიდანვე შესაბამის სამსახურში საკუთარი სპეციალობის მიხედვით ნაწილდებოდა, დღეს რომ ავადმყოფს სპეციალურად, გააზრებულად კლავ იმიტომ რომ მაღალფასიანი მკურნალობის საშუალება არ გაქვს სოციალიზმის პირობებში ვაგზალზე დაგდებული ბომჟიც კი დაცული იყო სოციალურად და ჯან დაცვით უზრუნველყოფილი, დღეს რომ შენს ბავშვს სკოლაში დაცინიან 1 ზომით დიდი ფეხსაცმლის გამო, რადგან თანხა არ გაქვს ნორმალური ჩასაცმელი შეუძინო, სოციალიზმის პირობებში მოსწავლეს მოსწავლისაგან ვერ გაარჩევდი ჩაცმის სტილით, დღეს რომ აეროპორტი არც კი იცი სად არის დააბოლოვე ეხლა ცნობილი ტრაბახი ნატაშებთან საგრიალოდ რამდენ მანეთად დაფრინავდნენ შენი წინაპრები მოსკოვში. და ეს ყველაფერი იყო უტოპია არა? რა თქმა უნდა გაქსუებული წურბელა ბობოლებისათვის უსიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ 2 გაქსუებული წურბელის ინტერესებს უნდა შეწიროთ ხალხის მასის ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები?
  7. Giorgi Kiskeidze ჰო რეალობა, აი ეს რეალობა. http://www.youtube.com/watch?v=NFVDTyOwks8 შენ თუ ეს ჭორი გგონია, მაშინ კარგი ექიმის მისამართს მოგცემ და ეწვიე ხო? კომუნიზმი საერთოდ არ არის რეჟიმი, მმართველობის ფორმაა, რეჟიმი სოციალიზმია. საუკეთესო რეჟიმი არ არსებობს, რადგან მჯობნის მჯობი არ დაილევა, მაგრამ სოციალიზმი, რომ კაპიტალიზმს ჯობია და თან ბევრი ასპექტით ეს ისტორიამ დაგვანახა. სავალდებულო შრომა გამოგრჩა, მაღალი ხელფასითა და დაბალი საბაზრო ფასებით, გამოგრჩა მშრომელთა ოჯახებზე სახელმწიფოს მიერ გაწერილი ბინები და კიდევ მრავალი სხვა. ერთი მოხუცი კაცის სიტყვები გამახსენდა, კომუნისტებმა პირველი სროკი უმუშევრობის გამო ამკიდეს, ეხლა კი რომ დავენახე შრომის გმირის მედალს დამკიდებდნენ ამ სიბერეშო ოჯახის გადასარჩენად კირკა-ლაფატკა ვერ გამიგდია ხელიდანო. მე ის უფრო მიკვირს ბრმები კლავიატურით ბეჭდვას როგორ ახერხებენ.
  8. Giorgi Kiskeidze დოკუმენტური ფაქტებიდან. პატიმართა მონათხრობებიდან. ომბუდსმენის დასკვნებიდან. ცოტაა? ვიდეორგოლებში ასახული რეალობა ჭორებია შენის აზრით? აქაც ცდები ეს 21- ე საუკუნის კომუნიზმი კი არა ვათხანალიაა. შენ არ ვიცი რა ასაკის ხარ, მაგრამ თუ კომუნიზმის ეპოქაში არ გიცხოვრია და არ გაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, მაშინ მე გეტყვი ერთს: სოციალისტურ წეს წყობილებაზე უკეთესი რეჟიმი უბრალო, მშრომელი ხალხისათვის, ჯერ არც ერთ ჭკვიან თავს არ მოუფიქრებია. ბურჟუაზიულ კაპიტალისტური რეჟიმი კი სწორედ ის არის რასაც ვუყურებთ, მუშაობ 300 ლარზე, ბაზარში ხორცი 16 ლარი ღირს.
  9. Proessor მე ვსაუბრობ ადამიანის არსზე და არა იმაზე რომ ადამიანი დაცემული და არასრულყოფილია. რეალური არსი ადამიანისა = ღმერთს. ეხლა ნაკლოვანებები რომ მაქვს და ასე შემდეგ ეს გასაკვირი არ არის, მე ჯერ "ძერწვის" პროცესში ვარ დაუსრულებელი სურათი ვერ არის შედევრი.
  10. Giorgi Kiskeidze ხალხი რასაც იმსახურებს იმას მოიმკის. რომელი დეტალით გინდა გაამართლო ის რაც სასჯელაღსრულებით სისტემაში ხდებოდა? ვისზე უარესნი არიან ნაციონალებზე? საქმის კეთებაში კიი, გეთანხმები უარესები არიან, ნაციონალები რაღაცას მაინც აკეთებდნენ და აშენებდნენ, ამათი გაკეთებულ აშენებული კი ჯერ არ მინახავს მე.
  11. Proessor იმას, რასაც სოციალიზმი უხერხებდა ბანკებს, საბაზრო ეკონომიკა და ფასი სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, შედეგად ბანკები კი ვეღარ გააკონტროლებენ სახელმწიფო ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტები გააკონტროლებენ ბანკებს. სოვდაგრებს რომ მიეყიდნენ გროშებად ამის ბრალია ეს. საბანკო სისტემის მოსპობა არ არის საჭირო, საჭიროა მათი კონტროლი რომ შენი, სახელმწიფოს დადგენილი წესებით ითამაშონ გინდ საშინაო, გინდ საგარეო ბირჟაზე. ინვესტიციებზე არ უნდა გახდე დამოკიდებული! შენ ამის ძალა შეგწევს სახელმწიფოვ! და ის ვინც იძახის რომ ამის რესურსი არ გაგვაჩნია, ან უმეცარია ან მტერი. ამ მითით ჯერ კიდევ ტამპლერები აშინებდნენ ევროპას, სანამ საფრანგეთის მეფემ ზედ არ დაიხია ყველა თავისი ვალებიანად.
×
×
  • შექმენი...