ვინ არის მოღალატე? რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რუსეთში ქართველების მიმოსვლა, რუსეთთან ვაჭრობა, რა არის ეს? არის მხოლოდ ორი ვარიანტი: თუ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაშინ უნდა ვაღიაროთ ახალი რეალობა და ახალი საზღვრები. თუკი რუსეთი ოკუპანტია, მაშინ რა უნდა საქართველოს მოქალაქეს ოკუპანტის ტერიტორიაზე? წარმოიდგინეთ 1941 1945 წლებში საბჭოთა კავშირის მოქალაქეს დაესვენა გერმანიაში ან ევაჭრა იქ. წარმოგიდგენიათ? აზრი იმისა რომ, უნდა იყოს ვაჭრობა რუსეთთან, ეგეც თვალის ახვევაა. რუსეთში 140 მილიონი ცხოვრობს, უკრაინაში 50 მილიონი. რუსეთშიც და უკრაინაშიც ერთი და იგივე მომხმარებელია, რადგან სულით ნათესავები არიან. ამ ლოგიკიდან გამოდის რომ, საქართველომ უკვე არა მხოლოდ თავისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა, არამედ 50 მილიონიანი უკრაინაც და თუ არა რუსეთი, მაშინ მთელი პროდუქცია საქართველოს ჩაულპება. გჯერად ამისი? უბრალო ანალიზით ჩანს რომ, რუსეთთან ვაჭრობა მხოლოდ ბიზნესმენებს აწყობთ, რადგან იციან თუ როგორი კორუბციაა იქ და რა ადვილია რუსეთში უკანონო ფულის შოვნა. ჩვეულებრივ მუშას რა ხეირი რუსეთის ბაზრის გახსნით? თუ იტყვით რომ, უფრო მეტი საქონელი გაიყიდება და მეტი შემოსავალი იქნება ბიუჯეტში, ტყუილია. დარწმუნებული ვარ რომ, მხოლოდ უკრაინის ბაზარსაც კი ვერ აითვისებს საქართველოში წარმრებული პროდუქცია, ლაპარაკი აღარ არის სხვა ქვეყნბზე. მოღალატეა ყველა ის, ვინც რუსეთის, ჩვენი მტრის ბიუჯეტში იხდის საგადასახადოს "ნალოგს" ჩვენი მტრის ჯარის სასიკეთოდ და ჩვენ გმირებს მოხვედრილილ ტყვიები, მათი ხელშეწყობითაც არის. მაგალითად ვითომ ქართველი ბიზნესმენები გვარებით: პირველები, კანდელაკები, ებრალიძეები, თოფურიები, პავლიაშვილები და ა.შ. P.S. მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის ვინც რუსეთის სასიკეთოდ მუშაობს