Jump to content
Planeta.Ge

ჩუპა

პლანეტელი
  • პოსტები

    411
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ჩუპა'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. პოლტერ და ბოდი სათქმელ ვთქომ ოღონდ არ იყოს წყენაო... აეგ მარჯვენა გაგიხმეთ რავა წაბილწეთ ენაო... მაჰნატრებია ვიგაცას ცხვირიდან სისხლის დენაო უზრდელებს უნდა გასწავლოთ თავიდან დედა-ენაო... :sicili: :sicili: :sicili: ქალას, ქართველსა ვინა სჯობს დაგინთებთ ცეცხლის ალებსა თქვენ კი მისტირით ჩათლახ და რუს-პრასტიტუტკა ქალებსა... მაიყვათ თუნდაც ნატაშა ოლღა, კატია, ტასია რომელ ერთ არის ნეტავი ამ ჩემი ფრჩხილის ფასია... ნუთუ თმის ფერი ბევრ ნიშნავს რომ ეტრფით ქერა ქალებსა თმის საღებავი იაფ ღირს არცა დავიდებთ ვალებსა... ანდა ცისფერი თვალები დღეს აღარ უკვირთ მთაშიაც ლინზა არსებობს ფერების სამი ფერი მაქ სახშია რაფერ შორტებსაც ჩავიცომ იმფერს გავირჭობ თვალშია... ვერც რომ სიმაღლით იკვეხონ ქუსლი არსებობს მისთვინა მადლობა მაინც მითხარით ასეთი შაირისთვინა...
  2. ერთადერთხელ ვუყურე, ისიც ქალიშვილობის დაკარგვაზე (რაც მაინტერესებდა) ისე... პორნოს პონტში არასოდეს მიყურებია... უინტერესოა ჩემთვის.
  3. ჩემი კაფია ბოდლერზე თხოვნით დავწერე ძმისაო (ბოდის) გუნება სულ გამიფუჭდა გამგონეს შენი ხმისაო... ვაჰმეე რა დღეა მითხარით რა დილა გამითენდაო ჩემ კაფიებსაც იწუნებს ეს ურითმობის დედაო... ჩემი დაჯაბნა გინდოდა მაგას გიწუნებ მარაო ცილს თუ ერთხელაც დამწამებ დაგცინებ წარა-მარაო...
  4. მაძღარ იერი კი არა მოგიხდებოდა სახრეო... ჯერ ჩემებრ ლექსი დაწერე მერე მოდი და მთათხეო... შენს ნაცოდვილარ ლექსებსა ვერ იქმდა ჭკუათმყოფელი, ცოტა ტვინ მაინც მოეცა რას გერჩის წუთისოფელი... გრძელი კაფია მიწუნე არ კი გრცხვენია ამისა, შენი კაფიის წამკითხავს თვალთ დამიბნელდეს ლამისა... ცოტა იყუჩე პოლტერო ლექსი შუას არ გაგიწყდეს, სადაცა შენი იკვეხო იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს...
  5. კაფია გააუზრდელეს აბა, საქმეა ესაო? სულ დავივიწყეთ ეს თემა, კალმებს არ ვკიდებთ ხელსაო... მაინც შამოველ, ამ გულმა ვეღარ გამიძლო დღესაო... არც რომ ტყუილად მოვედი, ამბავს გიამბობთ ერთსაო. ბოდლერის ლექსი ვიკითხე, კაცი აბჭობდა ღმერთსაო! ავტორი, მგონი, ცხოვრობდა ათას რაღაცა წელსაო... იმ საფრანგეთის პოეტმა ღმერთს უთხრა: "ისა, ესაო... ეშმა რაისთვის შაჰქმენი, გულებში ღვარძლს რად სთესაო? ქალს რად მიეცი სიტურფე ეშხი და ცეცხლი მწველიო? ცდუნებისა და ვნებისგან რად არ ხარ ჩემი მცველიო? რად მომეც პირი, თუ გძაგსა კადნიერება კაცისა? მეც გაგეჩინე პირუტყვად მსგავსად ცხვარ-ძროხა-ვაცისა! არ მჯერა შენი ბერების უტვინო ნაბოდვარიო, მსურს ჩემი თვალით ვიხილო რაც სასწაული არიო... ვწაღმა-უკუღმა რომ ვსცოდავთ, ეგ არის შენი ბრალიო, რაც გაგვაჩინე, ეგა ვართ, დალიე ცივი წყალიო!" ეს თავხედური ლექსები ინგლიშზე არის თარგმნული ისე ვიკითხე, ენაზე კბილები მქონდა დადგმული! გულში ვფიქრობდი, ნეტავი ეგ კაცი აგერ დამისვა, წელზე ხანჯალი მეკიდოს, ტარს ზედა ხელი გავისვა... ან ერთი წუთით მაჩვენა სახე მაგ უტიფარისა, ისეთი ვლეწო, ვერ შეძლოს ცნობა ნამგალა მთვარისა... ახლა ცოტათი დავწყნარდი, სიბრაზემ გადამიარა, მაგრამ პასუხს თუ არ გავცემ, გულზე დამრჩება იარა. ღმერთმა, სანამდის იტყოდე, უნდა იცოდე კარგადა: შექმნა ანგელოს ბრწინვალე, ის ეშმად იქცა თავადა. კაციც ხომ ჩნდება უმანკო, ჩვილი, პაწია ბაია... რომ იზრდება და ვირდება, აბა რა ღმერთის ბრალია? არ მითხრა ახლა, ცოდვაში რატომ არ გვიშლის ხელსაო? - არ უსმენ, თორემ მისი ხმა არყევს მთასა და ველსაო. თვის ნებაზე რომ გმართავდეს, ზღუდავდეს შენსა ნებასა, მყის მოაწყობდი მიტინგებს, შექმნიდი ამბოხებასა... შენ რომ ვნებებს ვერ თოკავდე, არც ეგ არს ღმერთის ბრალია, ტვინი ხომ გაქვს და გონება? ჰოდა მაშ შენი ვალია ვნება ტვინს დაუმორჩილო, მით მართო შენი თავია... ახლა ყველაფერს რომ მოვყვე, ვერ დავამთავრებ ხვალამდე... ერთს დავამატებ მხოლოდღა, ამ ფორუმიდან გასვლამდე: გაიხედ-გამოიხედეთ, სასწაულს რომ სთხოვთ ღმერთსაო, ამხელა სამყაროს შექმნა, ძალგიძთ რომელსა ერთსაო? ჰოდა, გახსოვდეთ, ის მუდამ აკეთებს უკეთესსაო, ფილოსოფიას მოეშვით, საქმეს მიხედეთ თქვენსაო!
  6. რით ვეღარ გადაეჩვიე უზრდელურ ენის ტრიალსა? დაუფიქრებლად რად ისვრი მაგ რითმას, ოხერ-ტიალსა? მე ერთხელ უკვე გითხარი, უწმაწურს ნუ შეეხები! ჰო კიდევ... ე მაგ მუქარით არვინ მომჭამოს ფეხები... ეხლა გიყურებ, იქნება მიხვდე, რომ არ ხარ მართალი. ვაჟკაცი ქალთან უზრდელობს, სადაა აქ სამართალი?
  7. BoDy-ის და polter-ს სუნი რომც არ მაწუხებდეს მაგ მძღნ...-იანი სიტყვების მაინც არ არის ლამაზი მე მგონი მიზეზს მიხვდებით... ნეტაი ცოცხლად შამამხვდეთ განახებთ ლექსის წერასა... მერე კი თავად გაყვებით... დიდ ქორს არწივს თუ ძერასა
  8. ეგ ლექსიკონი ამ თემას მალევე შამაეხსნების, "განავალების" თაყვანსა ყმა თავად ჩამაეხსნების, ყველა თავისით მიხვდება, რაც სხვისგან არ აეხსნების! ლექსის ხარისხით გაფასებთ, განა მძღ...-ის დოზითა ვერავის ვერ შეაშინებ გაფხორილ მამლის პოზითა...
  9. ბინძურ-უწმაწურ სიტყვები ბევრი უწერამს ბოდლერსა ეგ თქვენი მყრალი კაფია არ მასწონს თურმე მოდერსა... ეხა დააჭით ირივემ უწმაწურობის ბოდვებსა მურთაზას ბილიკს გაჰყევით მე მიგასწავლით ხოდებსა...
  10. შეყვარებულისათვის ჩემი სიგიჟე ჯერ არ მინახვებია მაგრამ... გუშინწინ ისეთი რამ გავაკეთე, ამას გიჟიც არ იზავდა. დღეს კი ეს თემა დამხვდა და მინდა რომ მოგიყვეთ. ერთი ჯგუფელი მყავს, ძალიან მსუქანი ბიჭია. ჩემი მაგარი ძმაა და ზალიან მინდა რომ გახდეს. რამოდენიმე კვირის წინ, სულ შემთხვევით წავაწყდი ერთ საითს ინეტში, ამერიკელების მიერ გამოგონილი ახალი "გახდომის წამალი" სახელად "REDUCTIL" ძალიან გამეხარდა და ჩემი სასწავლებლის ექიმს გამოვაწერინე რეცეპტი. ინსტრუქციაში გარკვევით წერია რომ ერთ აბზე მეტის დალევა დღეში აკრძალულია და ეს პრეპარატი იწვევს დეპრესიას თუ პაციენტი 120 კილოზე ნაკლებს იწონის. წამალის მოქმედება პირდაპირ კავშირშია ტვინთან და აკარგვინებს აპეტიტს პაციენტს. მე ჩემი მოკლე ტვინით გადავწყვიტე გამესინჯა სანამ ჩემ ჯგუფელს გადავცემდი წამალს. ფსიქოლოგია ჩემი პროფესიაა არაერთხელ უთქვამს ჩემს ლექტორს რომ ფსიქოლოგიურად 100%-ით მომზადებული ვარ, ჩემზე ვერანაირი ფსიქო-აქტი ვერ იმოქმედებს. ორი აბი ერთად გადავყლაპე და წყალიც მივაყოლე... მტერს, რაც მე დღე დამადგა... ცხოვრებაში ეგრე ცუდათ არ ვყოფილვარ, ვგრძნობ რომ შიგნიდან აფორიაქებული ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ, დავდივარ წინ და უკან... უაზროდ ვეჩხუბე ჩემ საუკეთესო დაქალს, რა არ ვეზახე - დებილი, დეგენერატი... სრულიად უაზროდ... თან ვხვდებოდი რომ რაღაც მჭირდა და მინდოდა გაჩერება მაგრამ... მერე მივარდი ჩემ მეგობარ ბიჭს, რომელიც ჩემ დაწყნარებას ცდილობდა. ვლანძღე უკანასკნელი სიტყვებით... მერე დავიწყე ყვირილი გაეთრიეთ ყველა მეთქი და ამივარდა ისტერიკული ტირილი... რათქმაუნდა გამაქანეს ექიმთან, კემბრიჯის ექიმმა - მე ამას ვერაფერს ვუშველიო, ნერვოპატოლოგი სჭირდებაო, კაკ მინიმუმ ფსიქიატრიო... მერე მივარდი მაგ ექიმს, შენ რა ექიმი ხარ თუ სხვასთან მაგზავნი მეთქი და (მრცხვენია მაგრამ), ისიც ვლანძღე უკანასკნელი სიტყვებით. ნერვოპატოლოგმა კი გამომიწერა წამალი "KALMANERVINI" დავლიე და 15 წუთში გავითიშე. დღის 5 საათიდან დილის 8 საათამდე მეძინა. დილით კი ახალივით ავდექი. ამაზე დიდი სულელობა ნამდვილად არ გამიკეთებია და აღარც მგონია გავაკეთო. დღეს ყველას ბოდიში მოვუხადე. "სიგიჟე გეწერა სიფათზეო" მოკლედ... მადლობა ღმერთს რომ თავის მოკვლამდე არ მივედი...
  11. გილოცავთ!!! წმინდა გიორგი გფარავდეთ, ხალხნო, ქართველნო, მწერალნო, ღმერთმა გიმრავლოსთ აზრები, თკბილი სიტყვების მღერალნო, კალამ დააშროს ფურცელმა, არ დაგლდეოდეთ კაფია, იქავ ტყე გაგშენებოდეთ რაიც მტერს გაუკაფია... გწყალობდეთ მებრძოლ წმინდანის მადლი და ძალი ნათელი, მალე სულ ერთად გვეხილოს ყოველი კუთხის ქართველი... მტერს მტრულად დავხვდეთ, მოყვარეს ღვინით ავსილი ფიალით, ჩვენებს სიმღერა ვუმღეროთ, სხვა შევაშინოთ ღრიალით... ეს წელი იყოს ქართველნო, გიორგის სახელობისა, ნუ მოგვიშალოს გამჩენმა სურვილი ქართველობისა... წმინდა გიორგის კალთა გფარავდეს!!! :love2: :love2: :love2: :love2: :love2:
  12. მე დავდივარ მაგალითად...
  13. რომანო და ალბანო პაუერი ... მაგარი ბედნიერი წყვილია დღესაც... ქალი ტანით დიდია. მერე რა? ვისთვის ტეხავს? ხალხის თვალისთვის? კაი რაა
×
×
  • შექმენი...