ვამზადებთ „Friedrich” უგემრიელესი წითელი ხიზილალით ორიგინალურ „გემები კვერცხითა და ხიზილალით“ ინგრედიენტები: კვერცხი (მოვხარშოთ იმდენი რამდენი გემის გაკეთებასაც ვაპირებთ. 1 კვერცხისგან გამოდის 2 გემი) ყველი წითელი ხიზილალა მაიონეზი მარილი პილპილი მომზადება: მოვხარშოთ კვერცხი გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული. გადავდოთ ცალკე თასში,გავხეხოთ ყველი, კვერცხის გული დავჭლიტოთ და შევურიოთ მარილი, პილპილი, მაიონეზი. მიღებული მასით სანახევროდ ამოვავსოთ ჩვენი გემებისთვის განკუთვნილი გულ–ამოღებული კვერცხი. ზემოდან დავაწყოთ წითელი ხიზილალა. გასაფორმებლად:დავჭრათ ყველი ოთკუთხედ თხელ ნაჭრებად დავამაგროთ პატარა ჩხირებზე და ჩავარჭოთ ჩვენს მომზადებულ კვერცხის გემებში.