ქუთაისში, ბალახვანში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ რამდენიმე მაღაზია ერთდროულად დააყაჩაღეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს მდებარე მარკეტები შეარჩია, გამყიდველებთან შევიდა და იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. საერთო ჯამში, თავდამსხმელმა მაღაზიებიდან დაახლოებით 700 ლარამდე თანხა გაიტაცა და მიიმალა. აღნიშნულ ინფორმაციას შს იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. წყარო : http://www.frontnews.ge/?action=news_read&npid=20064&lang=geo