Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში


Recommended Posts

http://netgazeti.ge/GE/79/News/6751/.htm

სააკაშვილი მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუს კინორეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მიწების წამღები“უწოდა, 29 ოქტომბერს რეჟისორის ქალიშვილის ქორწილს ეწვია.

 

ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილი საქართველოში, წინანდალში, 29 ოქტომბერს იყო. ქორწილისთვის საქართველოში თავად რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, თეოდორ ბონდარჩუკი და სხვა ცნობილი რუსი რეჟისორები ჩამოვიდნენ.

 

„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო“, –ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც, ასევე სტუმრად იმყოფებოდა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში.

 

ლაშა ბუღაძე ქორწილიდან პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:

 

„ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი– ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი... მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“,–ამბობს ბუღაძე.

 

ლაშა ბუღაძე და ქორწილში მყოფი სხვა სტუმრები– მწერალი დავით ტურაშვილი და ჟურნალისტი ნინო დარასელი– ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწილში მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა.

 

„ვერ გავიგე. ზუსტად რა თქვა. მგონი, გავიგონე, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და ეს ძალიან კარგიაო“, –ამბობს ბუღაძე.

 

უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში. მაშინ, როდესაც ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა რეჟისორს „ჩვენი ტერიტორიების წამღები“ უწოდა.

 

„ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.

 

ნიკიტა მიხალკოვის რუსეთის მმართველი პარტიისა და კონკრეტულად ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების ცნობილია.

 

ამას თავად რეჟისორის 20– წუთიანი ფილმიც „55“ ადასტურებს, რომელიც მან ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გადაიღო. რუსეთის საზოგადოებამ ფილმი, როგორც ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის საჩუქარი, ისე შეაფასა.

 

„პუტინი რამდენიმე თვეში თანამდეობას ტოვებს, ეს გადაწყვეტილი საქმეა, ამიტომ მის კრიტიკას ან შეფასებას აზრი არ აქვს. ვინც არ უნდა იყოს ის და რითაც არ უნდა დაკავდეს ჩვენი პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა მჯეროდეს და ბევრი იზიარებს, რომ ამ ყველაფერს ის ღირსეულად გააკეთებს , ისე, როგორც მამაკაცს და ოფიცერს შეეფერება“.–აღნიშნავდა რუსი რეჟისორი.

ნო კომენტ

:(

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ამას ეხმაურება დათო ზურაბიშვილის მიერ ფეისბუქზე დადებული ხოხმა:

 

 

David Zurabishvili

‎"ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველში ყველა ქურდს და კრიმინალურ ავტორიტეტს, ქურდული გაგება ის განძია, რომელიც ოდითგავე გვიანდერძეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა, ჩვენ ჩავაბნელებთ ქუჩებს და ოთახებს, დაგიბრუნებთ ლამპის შუშების რომანტიკას ენერგოკრიზისში, ჩვენ ავყრით მოასფალტებულ გზებს, იმ აყრილ გზებიდან გავყრით პატრულ…ს და აღვადგენთ გაიშნიკების ტრადიციულ ინსტიტუტს! ჩვენი დევიზია "კორუფცია უპირველეს ყოვლისა!" რაც იმას ნიშნავს, რომ ელიტარულ კორუფიას კვლავ დავაბრუნებთ ხალხის მასებში და ყველას მიეცემა ქრთამის აღების და ფულის მოპარვის საშუალება. ხუთწლიანი პროგრამის "მიეცი ქრთამსა გზა ფართო" ფარგლებში, კორუფციულ ურთიერთობებს გაეხსნებათ მწვანე გზა სახელმწიფო უწყებებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. და ეს ყველაფერი, რააკვირველია, განხორციელდება მართლმადიდებლობის სახელით და საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით. რეალობად იქცევა ლოზუნგი "საქართველო ქართველებისთვის" -ჩვენი ქვეყანა განიწმინდება ათასი ჯურის კათოლიკეებისგან, იაღოვლებისგან, სომხებისგან და პიდარასტებისგან. ჩვენ კატეგორიულად დავსვამთ საკითხს იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძისა და გიგლა ბერბიჭაშვილის წმინდანად შერაცხვის თაობაზე და იმედი გვაქვს, უწმინდესის და უნეტარესის მხარდაჭერისა ამ მამულიშვილურ წამოწყებაში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო მიზანს: დიახ, ზემოაღნიშნულ აქტივობათა შედეგად ყველაფერი დაგვირგვინდება იმით, რომ აღსრულდება ქართველი ერის ოცწლიანი ოცნება - ჩვენ დავბრუნდებით რუსეთის სახელმწიფოში! შევუერთდებით მას, როგორც რიგითი გუბერნია და ყოველი მოქალაქე მოსკოვის ავიარეისზე გადაიხდის მხოლოდ 37 ლარსა და 50 თეთრს! ურა ტავარიშჩი!..." -

 

ძალიან კარგია, - თქვა პრეზიდენტმა და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის მომზადებული პროექტის ტექსტი გვერდზე გადადო, - მაგრამ ეს ხომ მაინც ჩვენი შედგენილი დრაფტია და რომ არ თქვას ასეთი არაფერი, მაშინ რა ვქნათ?

- ტელევიზიები ხომ იტყვიან, რომ ასე თქვა? - შეეპასუხა შსს მინისტრი.

- დეპუტატებიც იგივეს გაიმეორებენ და იმ სიაფანდ ოპოზიციასაც რისთვის ვაჭმევთ პურს? - დაუმატა გენპროკურორმა.

- სირობაა ეს ყველაფერი, - შენიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა, - მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

- რაა ბიჭო სირობა? - აღშფოთდა პრეზიდენტი,- შენ ეჭვი გეპარება, რომ მართლა ასეთი რაღაცეები უნდათ? აბა თუ ეს არ უნდათ, მეც, შენც და ყველა ვინც აქ ვზივართ, ყველა ვინც ჩვენ გვემხრობა, ვისაც ჩვენი სჯერა, რა ცუდი ტიპები გამოვდივართ, ხომ წარმოგიდგენია?

- უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო, - ნაზად ჩაურთო ეკონომიკის მინისტრმა, - სირიელ ინვესტორთან შეხვედრა...

- და პაშოლ ონ ნა ხუი! - აფეთქდა უცებ პრეზიდენტი, - არ გამიტრაკეს ამ სირიით საქმე? წავედი მე მიხალკოვის შვილის ქორწილში და ამ საქმეს მიმიხედეთ. რომ მოვბრუნდები ყველაფერი დამთვრებული იყოს, - მოჭრა მან მკვახედ. მერე წამოხტა, გავარდა და კარი გაიჯახუნა.

- ჯობდა ის წასულიყო ქორწილში... - ჩაილაპარაკა შსს მინისტრმა - რას გაგულავდებოდა გოკაშვილი? "პუტინის დამქაში ოლიგარქი იპერიალისტი რეჟისორის შვილის ქორწილში!" ფუი, გოკაშვილი კი არა და გოკა ისა... რა გვარია?

"ეჰ, არაა",- სერიოზულად ჩაფიქრდა ეკონომიკის ექს-მინისტრი. "დროზე უნდა გავასწრო აქედან..." (დასარული იქნება)

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...