Jump to content
Planeta.Ge

შეთქმულება თუ იდიოტიზმი


Recommended Posts

საკმაოდ წყანარად და მშვიდად ვგრძნობ თავს,

არ ვარ არც იმედგადაწურული და ბუნებრივია არც ეიფორიაში რომ რამე მომელანდოს,

მაგრამ ფაქტია,

 

ნაცმომ გაიმარჯვა, კიდევ ერთხელ,

ისიც მოხდება დიდის ალბათობით რომ 8-იანსაც გადააყირავებენ,

ხოდა საბოლოო ჯამში ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ მოვა ხელისუფლებაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით და მნიშვნელობა აღარ იქნება მიშა იქნება ნაცმოს სათავეში თუ გრიშა,

ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება,

 

ანუ მოსახლეობის მცირე ფენა თავზე დააკუკავს უმრავლესობას,

გაგრძელდება ხალხის გაღატაკება გამათხოვრება

 

და რა მაინტერესებს,

 

ნუთუ ნინო ისეთი იდიოტია და ვერ გათვალა რაც მოხდებოდა,

ან ეს კინწმარიშვილი რამ გამოაქლიავა, (გრჩიხაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი რა ქლიავიც იყო ის დარჩა)

 

ოქრუაშვილმა ხომ საერთოდ წერტილი დაუსვა რადიკალიზმს :givi:

 

და მეგობრებო, რა ხდება, როგორ დაეწყო ყველაფერი ისე როგორც ნაცმოძრაობას სურდა,

 

ხომ არ გათვალა ვიღაც ჭკვიანმა რომ ეს ტალღა თუ რაც იყო იმიტომ აეგორებინათ რომ საბოლოოდ გადაწურულიყო იმედი რადიკალური გზით რეჟიმის შეცვლის?

ანუ, ხომ სხედან სადმე ჭკვიანი ნაძირლები და გვასუქებენ ტყუილებით, რის გამოც ხალხი, იმედგაცრუებული მიჰყავთ იმ კონდიციამდე რომ ხელი ჩაიქნიონ და შეეგუონ ნაცმოძრობის ხანგრძლივ ბატონობას,

 

იქნებ ბურჯიკაც, ეროსაც და ოქრუაც ბანალურად რომ ვთქვათ იყიდეს ნაციკებმა და გაამარაზმებინეს რევოლუციური გზით ნაცმოძრობის შეცვლის იდეა?

აბა სხვანაირ ახსნას მე ვერ ვპოულობ,

მორეკეს სოფლებიდან საცოდავი ხალხი რომლებსაც პირის დაბანის შესაძლებლობაც კი არა აქვთ, არის ანტისანიტარია, ერჩიან ჟურნალისტებს,

მიტინგის წამყვანები რაღაც სისულეებს ბჟუტურობენ 1988-89 წლის სტილში

ბოლო ბოლო ხალხი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ისავ მიშა ჯობია

არადა, მიშას არანაირი რესურსი არა აქვს პრობლემების გადაჭრის, ხალხის მდგომარეობა უარესდება, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს,

 

ერთადერტი რაც შეუძლია გააკეთოს ქართველ ერს, შეეეგუოს სიღატაკეს და უპერსპექტივობას :yes:

ხოლო ხელისუფლების ერთადერთი იარაღი არის ის რომ მოსახლეობაში დანერგოს ნიჰილიზმი,

კი ჩვენ ვერაფერს ვერ მოგიგვარებთ, იქნებთ მშივრები და დაბეჩავებულები მაგრამ სხვა გზა და პერსპექტივა უბრალოდ არ გაქვთ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვარ არც იმედგადაწურული

პოსტის მიხედვით ხარ, მაგრამ არაა მდგომარეობა მასე უიმედო როგორც შენ აღიქვამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოსტის მიხედვით ხარ, მაგრამ არაა მდგომარეობა მასე უიმედო როგორც შენ აღიქვამ.

საქართველოს მდგომარეობით ვარ იმედგადაწურული, მაგრამ დეპრესიულ მდგომარეობაში არ ვარ თქვა პირადად მაგას ვიძახი,

მოსახლეობა დარწმუნდა ოპოზიციის არაადეკვატურობაში, ხოლო ხალხის უმრავლესობა ოპოზიციას ერთ ქვაბში ხარშავს, მათთვის ბურჯანაძე, ერ ფორუმი, რესპები და მემარჯვნეები ერთი და იგივეა, შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე, ან შურისგების მიზნით (ესეც ხდება) ხმას მისცემს ნაცმოძრაობას,

ხოდა მივიღებთ კვლავ ერთპარტიან პარლამენტს, მცირედი ოპოზიციით გარნირისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნაცმომ გაიმარჯვა, კიდევ ერთხელ,

მეც ასე მგონია,რაც სავსებით მოსალოდნელი იყო და უსუფა(და არა მარტო ის) სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა.თუმცა დარჩა ხვალინდელი დღე,რომელიც ალბათ როგორც მინიმუმი ცემა-ტყეპით დამთავრდება,რადგან კრებამ ხვალ ხომ თავისუფლებაზე უნდა გადაინაცვლოს და სადღაც 22 საათის შემდეგ ან უფრო ადრე, იძულებით დაატოვებინებენ მოედანს პარადის ჩატარების მიზეზით.

ისიც მოხდება დიდის ალბათობით რომ 8-იანსაც გადააყირავებენ,

აი ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით.შეიძლება არც.ამ კაცის ციტირებას დიდი აზრი არ აქვს,მაგრამ მაინც.

 

 

ნუგზარ წიკლაური - "ბელა, ჩაო" "ნინო, ჩაოდ" გადაიქცევა

14:54 24-05-2011

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეების ჰიმნი "ბელა, ჩაო" უახლოეს დღეებში "ნინო, ჩაოდ" გადაიქცევა.

"მე დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის - "ბელა, ჩაო" მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა "ნინო, ჩაოდ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში.

მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ გზა ეხსნება ცივილიზირებული ოპონირების პროცესს და არჩევნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქედან გამომდინარე, რომ საბავშვო ბაღშიც კი იციან ის, რომ დღეს მომენტალურად რადიკალური გზით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმები და საშუალებები არ არსებოს, ესენი ან მყარ იდიოტებად უნდა გამოვაცხადოთ, ან კიდევ მიშას გარე მოთამაშეებათ.

 

იგივე დამოკიდებულება აქვს ვთქვათ რუსეთს მიშასადმი :)

 

პ.ს. "ისიც მოხდება დიდის ალბათობით რომ 8-იანსაც გადააყირავებენ"

 

არ გეცინება :) ამათ რა გადაყირავება უნდათ, ისედაც გადაყირავებულები არიან.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ნუთუ ნინო ისეთი იდიოტია და ვერ გათვალა რაც მოხდებოდა,

ან ეს კინწმარიშვილი რამ გამოაქლიავა, (გრჩიხაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი რა ქლიავიც იყო ის დარჩა)

 

ხალხი გააბითურა მიშამ და ეგ არის მხოლოდ.

როგორც თავიდანვე ვწერდი აქ, ერთ თამაშს თამაშობენ. ნინო მიშას კახპა იყო და ისე დარჩა მის კახპად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ გზა ეხსნება ცივილიზირებული ოპონირების პროცესს და არჩევნებს.

ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ უახლოეს დღეებში რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, იმდენად დემორალიზირებულია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება რომ განვმეორდები, ან არ მივა არჩევნებზე, ან თუ მივა ნაცმოს მისცემენ ხმას

 

babuagiorgi

იქედან გამომდინარე, რომ საბავშვო ბაღშიც კი იციან ის, რომ დღეს მომენტალურად რადიკალური გზით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმები და საშუალებები არ არსებოს, ესენი ან მყარ იდიოტებად უნდა გამოვაცხადოთ, ან კიდევ მიშას გარე მოთამაშეებათ.

ნონო ბურჯანაძეზე, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსზე საკმაოდ ნეგატიური წარმოდგენა მაქვს მაგრამ აი იდიოტი, ან თუნდაც კინწმარიშვილი იდიოტი პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი გააბითურა მიშამ და ეგ არის მხოლოდ.

როგორც თავიდანვე ვწერდი აქ, ერთ თამაშს თამაშობენ. ნინო მიშას კახპა იყო და ისე დარჩა მის კახპად.

ნინოს საკუთარი თავის გარდა არავინ აინტერესებს, თავი გაისაზიზღა საბოლოოდ, მოახდინა პოლიტიკური თვითმკვლელობა, რის საფასურად, რაში სჭირდებოდა, ყოფილიყო წყნარად, მაგრამ ეტყობა ჰქონდა მოტივი ასე ემოქმედა, ძნელი დასაჯერებელია რომ მას არ გაეთვალა ის რაც მოხდებოდა,

მე ვფიქრობდი რომ მას დიდი ფულის წყალობით ჰყავდა მრავალრიცხოვანი აქტივისტები რომელთა საშუალებით ის მოახერხებდა სერიოზული დესტაბილიზაციის შექმნას, მაგრამ როგორც ვითარებამ გვიჩვენა ასე არ ყოფილა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ისიც მოხდება დიდის ალბათობით რომ 8-იანსაც გადააყირავებენ,

ეს უეჭველია...

 

აქ უკვე ხალხზეა.. ვითმენთ... გვიზავენ... :givi: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ უახლოეს დღეებში რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, იმდენად დემორალიზირებულია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება რომ განვმეორდები, ან არ მივა არჩევნებზე, ან თუ მივა ნაცმოს მისცემენ ხმას

ამ წელს რომ ჩატარდეს კი.

Siknadmo

მე ვფიქრობდი რომ მას დიდი ფულის წყალობით ჰყავდა მრავალრიცხოვანი აქტივისტები რომელთა საშუალებით ის მოახერხებდა სერიოზული დესტაბილიზაციის შექმნას, მაგრამ როგორც ვითარებამ გვიჩვენა ასე არ ყოფილა

აქტივისტები ნამდვილად ყავს,მაგრამ ალბათ რამდენიმე(ორი სამი)ათასი.ეს კი არაა საკმარისი.ხალხის მუხტი უნდოდა ამას,რაც დღეს არ არსებობს.სხვათა შორის ოქროს ჩამოსვლას რაღაც პროცესები შეიძლება გამოეწვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ეს უეჭველია...

 

აქ უკვე ხალხზეა.. ვითმენთ... გვიზავენ... :givi: :yes:

ის ადამიანებ ჩემს ირგვლივ, ვინც 2 წლის წინ აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, დღეს მიმდინარე მოვლენების მიმართ ინდეფერენტულები არიან, მათი სოციალური მდგომაროება არ შეცვლილა,

პოლიტიკა კიდიათ,

ოღონდ, ეს დაკიდება იმედგაცრუებითაა გამოწვეული და არა უზრუნველი ცხოვრებით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ უკვე ხალხზეა.. ვითმენთ... გვიზავენ

შეაგროვეთ ისეთი ხალხი, ვინც არაა დღეს პოლიტიკაში და ცნობადი, მეტნაკლებად ნდობით აღჭურვილი სახეა, გააერთიანეთ რვიანთან (ან მის ნაწილთან) და დააყენეთ შესრულებადი პირობები. არა "მიშას ხვალ დავამთავრებთ, ზეგ დავამთავრებთ", ეგ ზღაპარია, არამედ ის რაც შესრულებადია და ხელისუფლებაც უარს ვერ იტყვის. მიტინგებზე ჯოხები და ფარები არ წაიღოთ, საქართველოს დროშები წაიღეთ ბლომად. მოიწვიეთ უცხოური ტელეკომპანიები, დამკვირვებლები და ა.შ. მხოლოდ ამას მუშაობა უნდა. ეჰ ყველაფერი მე უნდა ვასწავლო ამ ხალხს რა :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

აქტივისტები ნამდვილად ყავს,მაგრამ ალბათ რამდენიმე(ორი სამი)ათასი.ეს კი არაა საკმარისი.ხალხის მუხტი უნდოდა ამას,რაც დღეს არ არსებობს.სხვათა შორის ოქროს ჩამოსვლას რაღაც პროცესები შეიძლება გამოეწვია.

აქციების დაწყებამდე ნინოს რეიტიგნი იყო საკმაოდ დაბალი,

რეიტინგი რომ აემაღლებიან მას სულ მცირე პროფესიონალურად უნდა ჩაეტარებიანა საპროტესტო აქცია, გაეთვალა ყოველი დეტალი,

ხოლო აქტივისტები მისი დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე 20 000 მაინც უნდა ჰყოლოდა, თანაც ბირთვი უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული და ელემენტარულად დაბანილ დავარცხნილი და არა ის გასაცოდავებული ხალხი რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე,

საძილე ტომრებითა და ბიოტუალეტებით მაინც უზრუნველყო ის საწყალი ადამიანები,

ბრიუს ვილისი და ალ პაჩინო რომ არ აბანავო და მინდორში დააძინო ეგენი დაემსგავსებიან ბომჯებს ორ დღეში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

რვიანში რა ხალხია ისე?

ანუ რა პარტიებია? თუ გნებავთ ჩამოგითვლით:

1.ქრისტიან-დემოკრატები

2.თავისუფალი დემოკრატები ანუ ალასანია

3.რესპები

4.ახლები

5.ფორუმი

6.კონსერვატორები ანუ ძიძიგური

7.ხალხის პარტია ანუ კობა

8.საქართველიოს გზა ანუ სალომეს პარტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...