newstudio Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 ერთ დღესაც რადიოში ვარ და მიმყავს ჩემი გადაცემა „ცენტრი“ რეკავს ხნიერი კაცი. გამყავს ეთერში. ხმაზე ვცნობ - მუდმივი მსმენელია. ყველა რადიოს ჰყავს ოცამდე ერთგული და მუდმივი მსმენელი, ხალხი რომლიც ხშირად რეკავს პირდაპირ ეთერში. ეს ბატონიც ასეთია. გაბრაზებულია ამ მთავრობაზე, ლანძღავს მიშას.ამბობს ამათ არაფერი არ ვეშველება - უნდა ვაჯანყდეთო, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და ესენი დავამხოთო. თან ასეთი ტექსტი ადრეც ბევრჯერ უთქვამს. ვერ ვითმენ და ვეკითხები „ბატონო იქნებ თქვენი სახელი და გვარი მითხრათ მეთქი“ ეგრევე ჩუმდება და მერე უკვე მე მიწყებს ჩხუბს, პროვოკატორს მიწოდებს, მემუქრება რომ სასამართლოში მიჩივლებს. ჩემთვის უკვე ყოველივე ცხადი ხდება ... ამ ბატონს ეშინია, რაც სრულიად ბუნებრივია. ხელისფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხალხში ამაზრზენი ქვეწარმავალი - შიში შემოცოცებულიყო. უბრალოდ არ მომწონს, როცა ადამიანები ანონიმურად გულში მჯიღს იბრახუნებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება ჩირგვებში იმალებიან. რა ზიანი მოაქვს შიშს? დაშინებული კაცი ვერ მოიგებს სასურველი ქალის გულს, მშიშარა მუშაკი ვერ შეეკამათება უფროსს, რომ იქნებ ასე სჯობია საქმის კეთებაო, მშიშარა ჯარისკაცი ვერ მოიგერიებს რუსს, მშიშარა სპორტსმენი ვერ აწევს შტანგას, მშიშარა პოეტი ვერ დაწერს ისეთ ლექსს, რომლის წაკითხვისას ტანში გაგაჟრიალებს, მშიშარა ჟურნალისტი გააკეთებს მოდელირებულ ახალ ამბებს და არ იტყვის, რომ დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე ვეტერანები დაარბიეს. შიში ვირუსია რომელიც არა მხოლოდ ხალხს შეიძლება შეეყაროს. ესაა ვირუსი, რომელიც თანაბრად ერჩის როგორც მსხვერპლს - ისე ამ ვირუსის გამავრცლებლებს. ხომ სცემა უიარაღო ხალხი მიშამ 7 ნოემბერს, დააშინა ქართველები ...მაგრამ მერე თავად მოუცოცდა ეგ ვირუსი აგვისტოში და მტვერში აგორავა. შიში გბოჭავს, გთრგუნავს, თავს გაძულებს. კაცებს განსაკუთრებით გვერჩის შიში. ერთხელ ღრმა ახალგაზრდობაში ვიღაც ვიგინდარამ უშნოდ მომაძახა რაღაც. მაშინ შემეშინდა, თავი ჩავღუნე და გავიარე ... დღესაც განვიცდი ამას, ძალიან განვიცდი... ბევრ რამეს დავთმობ დროის მანქანა რომ მქონდეს. უკან დავრბრუნდებოდი და იმას ერთი სილას გავაწნავდი. მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვატარებ ამ სირცხვილს, მაშინდელი შიშის გულისამრევ განცდას მთელი ცხოვრება. ხშირად როცა რაიმე ისეთს ვაკეთებ რასაც სხვამ სითამამე შეიძლება დაარქვას იმ ჩემი შიშის ხარკს ვიხდი. ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი და ყველაზე დიდი მტერი კაცობრიობისა შიში მგონია. ამასთან შიშს კი მხოლოდ ირაციონალური, გონით აუხსნელი საფუძველი აქვს. საკმარისია პირადპირ შევხედოთ შიშის ჩამნერგავ სუბიეტებს რომ ეს მწვანე ნისლი გაიფანტება და ჩვენ კომპლექსებით აღსავსე მარადი ჭაბუკი პრეზიდენტი, ღრმა მენტალური პროვინციიდან ჩამოსული მთავარი პოლიციელი, მზის შუქს რომ ემალება ისეთი იუსტიციის რუხი მინისტრი შეგვრჩება. მათი ძალა ჩვენს შიშშია...სხვა ძალა მათ არა აქვთ. ჩვენ ვკვებავთ მათ, ჩვენ ვაძლიერებთ. როცა გამირბიხართ კამერებით მოსულს, როცა ვერ მეუბნებით მიშა სააკაშვილის ნაკლს, როცა კაცები უტყვად დგახართ და მზერას მარიდებთ, მაშინ ჩვენ ამათ უფლებას ვაძლევთ ჩვენი ქალები შეურაცხყონ, წაგვართვან სახლი, სამსახური, მართლი სიტყვა და რაც მთავარია ღირსება. და რა მერე ... რა? განა თუ შეგვეშინდება გადავრჩებით? მე ხომ ვიცი, შეგვეშინდება და გავჩუმდებით, ოღონდ მერე, ჩემი არ იყოს, ყოველდღე გავიხსენებთ ამ სირცხვილს და ყოველდღე ნელ-ნელა მოვკვდებით. არა ღირს... ნამდვილად არა ღირს - შალვა რამიშვილი არ გეცნობათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 დაშინებული კაცი ვერ მოიგებს სასურველი ქალის გულს, მშიშარა მუშაკი ვერ შეეკამათება უფროსს, რომ იქნებ ასე სჯობია საქმის კეთებაო, მშიშარა ჯარისკაცი ვერ მოიგერიებს რუსს, მშიშარა სპორტსმენი ვერ აწევს შტანგას, მშიშარა პოეტი ვერ დაწერს ისეთ ლექსს, რომლის წაკითხვისას ტანში გაგაჟრიალებს, მშიშარა ჟურნალისტი გააკეთებს მოდელირებულ ახალ ამბებს და არ იტყვის, რომ დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე ვეტერანები დაარბიეს. ვერ არიან ჯერ ბოლომდე შეშინებულები.გამიგია შეშინებულ თხას მგელი უხმარიაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 გაგვაციმბირებენ ე.ი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 ყველა ერი რაღაცაზე დგას, რუსები უწოდებენ სტერჟენ-ს,ქართველი ერის სიმყარე მისი რწმენიდან მოდიოდა, დაკარგა ეს რწმენა და დასუსტდა,ცნობიერება შეეცვალა,იტოგში გადედლდა რა, ამიტომაც იყო რომ ბოლშევიკებსაც ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა, ხოლო კომუნისტების დროსქურდების პალაჯენიე დამყარდა და მერე აღმოჩნდა რომ თურმე ხალხს შავების გარეშე ცხოვრება უსწორდება არადა ყოველი მეორე ვენებს იხსნიდა, რა უნდა ქართველ კაცს-ჭამა და ზეგზი, ეს უნდა, ხოდა ბრზოლა რომ დაიწყოს და მერე პატიმრობაში აღმოჩნდესრა იქ დაიკმაყოფილებს თAვის სექს. თუ კულინარულ აპეტიტს? არ არსებობს მტკიცედ გამჯდარი ფასეულობები, ყველაფერი მოჩვენებითია, ძმაკაცობაც, ნათესავობაც, სამშობლოც,თქვენ წარმოიდგინეთ რწმენაც კი-იმიტომ რომ ზედაპირულია ყველაფერი,პრობლემა იმაშია რომ ადამიანი, ნორმალური ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს დაემსგავსოს უფალს,ხოდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში ვის ვგავართ, გვაქვს კი სურვილი რომ გავხდეთ .. ნამეტნავი მომივდა 20 კილო მაქვს დასაკლები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს დაემსგავსოს უფალს პერიოდულად გოგირდის წვიმა უნდა დაატეხოს თავს სხვებს და ხანდახან წყალშიც ჩაახრჩოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 newstudioკი მაგრამ იმედში რა უნდოდა...აი ეგ რომ არა უძაანმაგრეის იქნებოდააა. თუმცა ორშაბათს მაინც მივდივარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2011 mtidanგამიგია შეშინებულ თხას მგელი უხმარიაო. ზუსტად)))PEPE.აი ეგ რომ არა უძაანმაგრეის იქნებოდააა.შალვა მონა არაა, თორე მაგის "პრინციპულობა" არ გაიშვას არსად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2011 შალვა გამოირჩევა ამ უსახური, გაყიდული და უნიჭო ჟურნალისტების ფონზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.