Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია სონიერიქსონის ახალი Xperia სერიის მორიგი ტელეფონის შესახებ, რომელსაც ექნება კოდური სახელწოდება Arc.

ტელეფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე და აღჭურვილი იქნება 1 გიგაჰერცი სიხშირის მქონე პროცესორით.

 

http://www.mobi.ge/storage/assets/X12_a.jpg

 

გავეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს:

 

* GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 1900 / 2100 მეგაჰერცი სიხშირეები

* 480 x 854 პიქსელის მქონე 4,2 დუიმიანი სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით

* 8 MP კამერა სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქციით

* HD ვიდეო გადაღება განათებით

* HDMI პორტი

* Wi-Fi ინტერნეტი DLNA მხარდაჭერით

* ოპერაციული სისტემა Android OS, v2.3 (Gingerbread) (შესაძლებლობა რომ განახლდეს v3.0 ვერსიამდე)

* 1 GHz Qualcomm MSM8250 პროცესორი

* GPS ნავიგაცია

* 1500 mAh აკუმულატორი

* და სხვა მრავალი საფირმო ტექნოლოგია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს...

 

 

 

 

ზუსტი ინფორმაცია გამოსვლის თარიღზე და ფასზე ტელეფონის ოფიციალური ანონსის შემდეგ გვეცოდინება...

 

 

 

წყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია სონიერიქსონის ახალი Xperia სერიის მორიგი ტელეფონის შესახებ, რომელსაც ექნება კოდური სახელწოდება Arc.

რაღა არაოფიციალური,როცა ერთი კვირის წინ სონიმ ოფიციალურად წარადგინა და უკვე საიტზეც უდევს..

http://www.sonyericsson.com/cws/corporate/products/phoneportfolio/specification/xperiaarc

რაც შეეხება სმარტფონს..ლამაზი დიზაინი აქვს,მაგრამ ისევ აგვიანებს სონი -ერიქსონი..2011 წელს 1 გიგაჰერცი უკვე დაგვიანებულია კომპანიის ფლაგმანისთვის..

ლოს-ანჟელესსი უკვე მოტოროლამ(ძალიან მომეწონა) და LG-იმ აჩვენა ორბირთვიან პროცესორებზე მომუსავე სმარტოფონები..HTC-მაც დააანონსა 1.2გიგაჰერციანი სმარტფონი..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Xპერია 10 არაა ეგ კაცო?

 

რა დრო იყო 400 მეგაჰერციანი კომპი რომ მედგა სახლში....

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Xპერია 10 არაა ეგ კაცო?

არა ეს შემდეგი მოდელია..ჯერ მხოლოდ დაანონსეს და როგორც ამბობენ გაზაფხულზე დაიწყება გაყიდვები,ბევრად ჯობია xperia x10-ს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

მიუხედავათ იმისა,რომ შეეძლოთ უკვე ორბირთვიან პროცესორზე აეწყოთ(1 გიგაჰერციც არ არის ცოტა :givi: :givi:), მაინც მომწონს ეს აპარატი,როგორც იქნა გამოუშვეს ნორმალური კომუნიკატორი,რაც სასიხარულოა..კარგა ხანია სონი-ერიქსონის აპარატი არ მომწონებია,არა და ერთი პერიოდი მარტო მაგათ ტელეფონებს ვყიდულობდი..

კარგი რევიუ ვიპოვე..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

.

კარგა ხანია სონი-ერიქსონის აპარატი არ მომწონებია,არა და ერთი პერიოდი მარტო მაგათ ტელეფონებს ვყიდულობდი..

მეც ეგრე ვარ, აი ბოლოს ვივაზ ვიყიდე, ახლაც ეგ მაქვს და საშინლად უკმაყოფილო ვარ. ადრე მქონდა მუსიკალური ვარიანტი რომაა 8GB, სტაფილოსფერი უზორით, თაჩი იყო მგონი, აღარც მახსოვს, და უკამერო. აი ის უზომოდ მევასებოდა და რატომ გავყიდე ეხლაც არ ვიცი, იმ ფულით K850 ვიყიდე და ვინანე....

 

 

დამპალმა ვოდაფონმა არ გამომიგზავნა მოტოროლა დეფი, სხვა ოპერატორს კიდევ არა აქვს, თორემ ეგ მინდა...

 

ბარემ ერთი კითხვაც.... ნოკია N97მინის მაძლევს ჩემი ოპერატორი ჩემი ტელეფონის ნაცვლად და რა ვქნა? ვფიქრობ იგივე ქლიბი იქნება მეთქი და ვჭოჭმანობ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

დამპალმა ვოდაფონმა არ გამომიგზავნა მოტოროლა დეფი, სხვა ოპერატორს კიდევ არა აქვს, თორემ ეგ მინდა...

არა და სადაც კი არ წავიკითხე,ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს,მომხმარებლისაც და სპეციალისტებისაც..

 

ბარემ ერთი კითხვაც.... ნოკია N97მინის მაძლევს ჩემი ოპერატორი ჩემი ტელეფონის ნაცვლად და რა ვქნა? ვფიქრობ იგივე ქლიბი იქნება მეთქი და ვჭოჭმანობ...

მე(ეს ჩემი აზრია)ვთვლი რომ დღეს-დღეობით სუმბიანზე კომუნიკატორის ყიდვა უკან გადადგმული ნაბიჯია..თან N97-ში წინა სუმბიანია..მითუმეტეს რომ ახალი Symbian^3(Nokia N8 და C7) რომელიც 2010 გამოვიდა მოძველებულია სხვა პლატფორმებთან შედარებით..მე გირჩევ ანდროიდს,ძალიან საინტერესო პლატფორმაა, თან არის სხვადა სხვა ფირმის ბევრი აპარატი ანდროიდზე და ამ მიზეზით არის მისაღებ ფასებშიც(iPhone-სგან განსხვავებით)..

აქ ვადაფონს აქვს HTC desire და Wildfire(ეს desire-ს იაფიანი ვარიანტია,მაგრამ არა ცუდი)..მე პირადა ძალიან მომწონს HTC-ს კომუნიკატორები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

 

ბარემ ერთი კითხვაც.... ნოკია N97მინის მაძლევს ჩემი ოპერატორი ჩემი ტელეფონის ნაცვლად და რა ვქნა? ვფიქრობ იგივე ქლიბი იქნება მეთქი და ვჭოჭმანობ...

რა ტელეფონი გაქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

სონი ვივაზ... პირდაპირ ვიტყვი რომ ქლეობაა, ნუ მე ვერ შევეწყვე ვერანაირად :) ყველაფერი აქვს, ა-გპს, HD ვიდეო, 8 მპქს ფოტო, მარა სიმბიანია რა.... პლუს ამას ცუდად იჭერს სახლში სხვა ტელეფონებთან შედარებით.

 

 

 

დეფი მინდა უეჭველი, სხვას არ ვიყიდი ჯერჯერობით, არ მინდა კონტრაქტები ავურიო და გავიწეწო ძალიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

უარესი გამოდგება ჰარდუერით ვივაზი ჯობია თან უფრო ახალი მოდიფიკაცია

ამას პლუს ანდროიდის უპირატესობა

 

პირადად მე არ გირჩევ გაცვლას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვივაზს არა აქვს ანდროიდი კაცო, სიმბიანია gendolf

 

მოტოროლა მინდა, მარა არ მიგზავნის ვდაფონი, არალეგალი ვარ და კონტრაქტებს არ აფორმებენ. ეს ვივაზი ვოდაფონმა გამომიგზავნა ადრე, მარა კონტრაქტი არ გამიაქტიურა, ჰოდა შემრჩა ტელეფონი უფასოდ :D აღარ ბოლდებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...