Saturn Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 ამერიკელი მეცნიერები სერიოზულად არიან შეშფოთებული იმ უფსკრულით, რომელიც სამეცნიერო პროგრესსა და საზოგადოებრივ აზროვნებას შორის არსებობს. ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი ზრდასრული ადამიანების მიერ მეცნიერული თეორიების მიუღებლობას (შეწინააღმდეგებას) და ბავშვების ფსიქოლოგიას შორის. კერძოდ, ბავშვებისათვის დამახასიათებელია ჩვევა: თითოეული საგნისათვის იმ მიზნის განსაზღვრა, რისთვისაც ეს საგანი ვიღაცის მიერ იქნა შექმნილი. მეცნიერთა აზრით სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს კრეაციონიზმის საოცარ სიცოცხლისუნარიანობას.ცრურწმენების და ცრუმეცნიერული იდეების გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თანამედროვე მეცნიერების დასკვნები არ შეესაბამება ადამიანისა და საზოგადოების ფსიქიკაში არსებულ სტერეოტიპებს. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები პოლ ბლუმი და დინა ვაისბერგი მოგვითხრობენ ამ მოვლენის, რომელსაც ”მეცნიერებისადმი წინააღმდეგობა” (resistance to science) ეწოდა, ირგვლივ ჩატარებულ კვლევებზე.ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ამერიკელების 42% დარწმუნებულია, რომ ადამიანები და ცხოველები მუდმივად არსებობდნენ თავიანთი ახლანდელი სახით და არანაირი ცვლილება არ განუცდიათ. იმ პირთა შორის, ვინც აღიარებს ევოლუციას და ბუნებრივ შერჩევას, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია ზუსტად ახსნას ამ მოვლენის არსი. ”მეცნიერებისადმი წინააღმდეგობა” მხოლოდ ევოლუციას არ ეხება: ადამიანთა დიდ ნაწილს სჯერა მოჩვენებების, ასტროლოგიის და ა.შ. კვლევებმა აჩვენა რომ ”მეცნიერებისადმი წინააღმდეგობის” გარკვეული ასპექტები საერთოა ყველა ხალხისა და კულტურისათვის და გამომდინარეობს ბავშვის ფსიქიკის ორი ბაზისური თავისებურებიდან. პირველი დაკავშირებულია იმასთან თუ რა იციან ბავშვებმა ”თავიდან”, მეორე - როგორ ითვისებენ ისინი ახალ ცოდნას.პატარა ბავშვებმა იციან, რომ მატერიალურ ობიექტებს გააჩნიათ სიმკვრივე, რომ თუ ობიექტი რამეზე არ დევს, ის ვარდება. ესმით რომ ადამიანების საქციელი გააზრებული და მიზანმიმართულია, ადამიანების ემოციები კი გამოხატავს დამოკიდებულებას სხვადასხვა სიტუაციასთან. ეს საწყისი წარმოდგენები მომავალი ცოდნის მიღების საფუძველია, მაგრამ ხშირად ისინი ხელს უშლიან მეცნიერული იდეების აღქმას. მაგალითად, ბავშვის წარმოდგენა იმაზე რომ სხეული, რომელიც არაფერზე არ დევს, დაბლა ვარდება, ხელს უშლის მათ დაიჯერონ რომ დედამიწას სფეროსებრი ფორმა აქვს (მაშინ ხომ სფეროს ქვედა მხარეს მყოფი ადამიანები დაბლა ჩაცვივდებოდნენ ). ეს მეცნიერული კონცეფცია ბავშვის მიერ სრულად აღიქმება მხოლოდ 8-9 წლის ასაკში. რაც შეეხება ევოლუციის თეორიის (და სხვა ბიოლოგიური აღმოჩენების) მასობრივ მიუღებლობას, ამის მიზეზი იმალება ბავშვის ფსიქიკის მეორე თავისებურებაში. კერძოდ პატარა ბავშვებისათვის დამახასიათებელ თავისებურებაში დაინახოს ყველაფერში, რაც ირგვლივაა ვიღაცის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. მაგალითად კვლევებმა აჩვენა, ოთხი წლის ბავშვი აბსოლიტურად დარწმუნებულია იმაში, რომ ყველაფერი სამყაროში არსებობს ”რაღაცისთვის”: ლომი იმისათვის, რათა ზოოპარკში შეიძლებოდეს მისი ნახვა, ღრუბელი იმისათვის, რომ წვიმა წამოვიდეს და ა.შ. ასეთი იდეების მომხიბვლელობა არ სუსტდება ასაკის მატებასთან ერთად.ასეთი ინტუიტიური წარმოდგენები უშლიან ადამიანებს ევოლუციის იდეის მიღებაში ისევე, როგორც ფიზიკის კანონებზე საწყისი წარმოდგენები უშლის ბავშვს დაიჯეროს დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ.კვლევების შედეგად აგრეთვე დადგინდა რომ ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები ინფორმაციის სისწორის შეფასებისას ეყრდნობიან ინფორმაციის წყაროს ”სოლიდურობას” და ”წონას”. ანუ ისინი გაცილებით უფრო ენდობიან იმ ”ცოდნის წყაროს”, რომელიც ახდენს საკუთარ თავსა და სიტყვებში დარწმუნებულობის დემონსტრირებას. მეცნიერები მათი მუდმივი ეჭვებით და სიტყვებით: ” ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა” ბავშვებში არ იწვევს ნდობას. აქ დგება სკოლაში რელიგიასთან დაკავშირებული საგნების შესწავლის პრობლემაც.მკვლევარების დასკვნა ასეთია: ”მეცნიერებისადმი წინააღმდეგობა” იბადება იმ შეუსაბამობებისაგან, რომელიც არსებობს პატარა ბავშვების ინტუიტიურ წარმოდგენებსა და იმას შორის, რასაც ამ ბავშვებს ასწავლიან. ”წინააღმდეგობა” გადადის ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში მაშინ, როცა შესაბამის მეცნიერულ იდეებს არ აქვს ფართო მხარდაჭერა საზოგადოებაში, მაშინ როცა არსებობს ამ იდეების არასამეცნიერო ალტერნატივა და ეს ალტერნატივა არ ეწინააღმდეგება ”ელემენტარულ ჯანსაღ აზრს” და ეყრდნობა სოლიდურ, პატივცემულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ”წყაროებს”. ეს გახლავთ ჩემს მიერ სამი წლის წინ ნათარგმნი სტატიის მოკლე შინაარსი.სრული ვერსია რუსულად და ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ მისამართებზე:http://elementy.ru/news/430521http://www.sciencemag.org/cgi/content/abstract/316/5827/996 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2010 რაც შეეხება ევოლუციას, მისი ძირითადი ასპექტები იგივე დარჩა, თუმცა ცხადია დაიხვეწა და დამუშავდა - უკეთესი გახდა და არა უარესი (ან საერთოდ უარყოფილი) ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრი რაღაცის, შემოწმება მოხერხდა ექსპერიმენტულად. ხოლო რაც შეეხება იმ მეცნიერებს, რომლებიც არ აღიარებენ, ნებისმიერი მათგანი აიღე და უბრალოდ დაგუგლე, მაშინვე აღმოაჩენ, რომ ეს ხალხი ფულს არა სამეცნიერო მოღვაწეობით შოულობს, არამედ სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტებით ფინანსდებიან, ან თავად არიან ასეთი ორგანოები და ა.შ. რიჩარდ დოკინსის სიტყვებია, რომ ევოლუცია რელიგიის ჟანგივითაა, თითქოს არაფერი და ბევრი მორწმუნეც არის რომელიც ევოლუციას აღიარებს და მაინც რელიგიურია, იმ ახსნებით (გამართლებით) რომ თავიდან ღმერთმა მისცა ბიძგი ევოლუციასო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუ არსებობს ევოლუცია და ადამიანი მისი ნაყოფია, მაშინ არ არსებობს არანაირი Original Sin (საწყისი ცოდვა, რომელიც ყველას დაყვება, ანუ აკრძალული ხილის ამბავი) და თუ ის არ არსებობს, გამოდის ქრისტეს ამბავიც მინიმუმ მითია. ბევრი ამას არ უფიქრდება, ხოლო ბევრიც უფიქრდება და მათი ტვინი ან კოგნიტიურ დისონანს განიცდის (როცა ცდილობენ იპოვონ ორი დაპირისპირებული პირობის გამართლება, მაგალითად "ვიცი რომ მოწევა ცუდია, მაგრამ მინდა და რა ვქნა" და ა.შ.) და ცდილობენ გაამართლონ როგორმე აუარება ევოლუციის ფაქტი და ან Open mind ხდებიან. რაც საკმაოდ რთულია. ბევრ ათეისტს და მორწმუნესაც, ხშირად გონია რომ საკმარისია ღმერთი უბრალოდ უარყო და ეგაა - ათეისტი ხარ, სინამდვილეში, ღმერთის ცნება, ძალიან კომპლექსური და ძალიან რთული ცნებაა, ის ღრმადაა ადამიანის ფსიქოლოგიაში გამჯდარი და იმიტომ კი არა, რომ აბოლებდნენ ბავშვობიდან (ეგეც არის მარა...) არამედ იმიტომ, რომ ადამიანს თან სდევს, ამოუცნობის შიში და მის ახსნას ცდილობს, ხოლო რელიგია უფრო ადვილი ახსნაა ვიდრე საკითხში ძირფესვიანი გარკვევა და მეცნიერული, ხშირად არასაკმარისი ახსნის მოსმენა. ეს ქცევა ყველა ცხოველს ახასიათებს, გადაუგდე ძაღლს ბურთი ერთხელ, მეორეჯერ და მესამეჯერ უბრალოდ ხელი გაიქნიე... ძაღლისთვის ბურთი გაქრა და ის სასწრაფოდ დაიწყებს "გაქრობის" მიზეზის ძებნას, თუ ვერ მიხვდა შფოთვას იწყებს. ეს ქცევა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხოველებს ევოლუციამ მისცა, უფრო მომგებიანია ცოტათი პარანოიკი იყო, ვიდრე აუხსნელი საფრთხე დაიკიდო და მერე იქიდან გაგანადგურონ, ასე რომ რელიგიაც შესაძლოა სწორედ ევოლუციური თვისებაა, იმიტომ რომ ასე უფრო უკეთ გადარჩება კონკრეტული ადამიანი და ასეცაა, რას ნიშნავს ბუნებრივი გადარჩევა? survival of the fittest! ანუ ყველაზე უკეთ მორგებული გადარჩება, ხოლო ყველაზე უკეთ მორგებული სიტუაციაზე, სწორედ რომ რელიგიური ადამიანია! ხოლო ათეისტი შეიძლება სადღაცა მიაქოლონ და ეგ იქნება. ამბობენ, ადამიანების უმრავლესობას მართლა არ უნდა თავისუფლებაო, იმიტომ რომ თავისუფლებას პასუხისმგებლობა მოაქვს, ხოლო პასუხისმგებლობა საშიშიაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2011 Saturnცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ამერიკელების 42% დარწმუნებულია, რომ ადამიანები და ცხოველები მუდმივად არსებობდნენ თავიანთი ახლანდელი სახით და არანაირი ცვლილება არ განუცდიათ. იმ პირთა შორის, ვინც აღიარებს ევოლუციას და ბუნებრივ შერჩევას, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია ზუსტად ახსნას ამ მოვლენის არსი. ”მეცნიერებისადმი წინააღმდეგობა” მხოლოდ ევოლუციას არ ეხება: ადამიანთა დიდ ნაწილს სჯერა მოჩვენებების, ასტროლოგიის და ა.შ. იქაც ქონიათ იონტელექტის სერიოზული პრობლემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.