აზრი Posted September 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2010 პირველ რიგში მინდა ყველას თხოვნით მივმართო, ვინც ამ თემაში შემოიხედავს რომ ყურადღებით წაიკითხოს ის, რაც ამ თემაში დაიწერება და სხვა ადამიან[ებ]ის მოსაზრებას პატივი სცეს. ბევრს, განსაკუთრებით მართლმადიდებელ მორწმუნეს, თემის სათაური შეიძლება არც მოეწონოს, რადგან შესაძლოა დარწმუნებულია იმაში რომ თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები ზუსტი და სანდოა. სინამდვილეში, თუკი ობიექტური კუთხით განვიხილავთ ამ საკითხ[ებ]ს, დავრწმუნდებით რომ თურმე ისე არაა ყველაფერი, როგორც ასწავლიან ხოლმე მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი, ავტორიტეტული სასულიერო პირები და ცნობილი ადამიანები. ყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ თემის მიზანი არაა ვინმეს გაბრაზება, გულის დაწყვეტა, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშო მოღვაწე მთარგმნელების დამცირება ან ხელის კვრა. არა, პირიქით, ბიბლიის თითოეული მთარგმნელი პატივისცემას იმსახურებს, რადგან ბიბლიის თარგმნა არაა იოლი საქმე და არც ნაკლებად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო. უბრალოდ, ყველამ ერთად მინდა ჩვენი აზრი თავისუფლად გამოვხატოთ, ყოველგვარი აგრესიის გარეშე. ჩვენ არ ვცხოვრობთ IV საუკუნეში, სადაც რელიგიური შეხედულებების ხმამაღლა გაცხადებისთვის, ეკლესია და იმპერატორი დასჯის მიზნით სადმე გადაგვასახლებდა. არც X საუკუნეში ვართ,(გიორგი მთაწმინდელის პერიოდში) როცა ეკლესია დიდ ძალაუფლებას ფლობდა და ადმაიანები ერიდებოდნენ თავისი აზრის გამოხატვას, ვაი და "ერეტიკოსად" არ გადაეცა ეკლესიას ვინმე. არც კომუნისტურ რეჟიმს დაქვემდებარებულნი ვართ რომ ვინმეს ცენზურის ქვეშ გატარდეს ჩვენი საკუთარი მოსაზრება და მერე გამოქვეყნდეს. დღეს, XXI საუკუნეა და თითოეულ ჩვენგანს, რა რწმენის და რა მოსაზრებების მომხრეც არ უნდა ვიყოთ, სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ ფოუმზე, სადაც ყველა ადამიანს გარანტირებული აქვს სიტყვის თავისუფლება! ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ რომ წლების მანძილზე დაგროვილი (თეოლოგიური და ბიბლიოლოგიური) ცოდნა და გამოცდილება, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც სათაურშია ჩადებული, ფორუმის გვერდებზე დავწერო და იმ ადმაინებს რომლებსაც აინტერესებთ თუ რატომ არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები დედნისეულ ხელნაწერებს, ამ თემაში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან სკაითხს გაეცნობა. ამ თემას დავყოფ რამოდენიმე ნაწილად, რადგან ეს საკითხი იმდენად ღრმა და ვრცელია, ერთ პოსტში მისი მოთავსება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ერთად, წასაკითხადაც რთული იქნება დიდი პოსტები. ამიტომ მკითხველს მოთმინება ესაჭიროება ფეხდაფეხ მიჰყვეს შემდგომაში დაწერილ პოსტებს და მასში გადმოცემულ საკითხებს, ფაქტებსა და არგუმენტებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted September 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2010 საინტერესოა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika1995 Posted September 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2010 აზრიყველაფერი რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 (edited) nika1995ყველაფერი რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები ნიკა ჯერ არაფერი არ დაუწერია და უკვე ტაშს უკრავ? მაოცებთ დძალიან, ოგონდ მართლმადიდებლებზე ვინმემ საპირისპირო თქვას და ყველაფერში ეთახმებით. აცალე ჯერ თქვას და მერე დაეთახმეაზრიყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ თემის მიზანი არაა ვინმეს გაბრაზება,არა აზრი არ გავბრაზდებით ამის პირობას გაძლევ, მასე რაიმე ცუდს გავიგებ მართლმადიდებლობის მოძღვრების წინააღმდეგ და სულ ვბრაზდებოდე კარგად იქნება ჩემი საქმე ამ თემას დავყოფ რამოდენიმე ნაწილად, რადგან ეს საკითხი იმდენად ღრმა და ვრცელია, ერთ პოსტში მისი მოთავსება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ერთად, წასაკითხადაც რთული იქნება დიდი პოსტები. ამიტომ მკითხველს მოთმინება ესაჭიროება ფეხდაფეხ მიჰყვეს შემდგომაში დაწერილ პოსტებს და მასში გადმოცემულ საკითხებს, ფაქტებსა და არგუმენტებსაბა ბატონო აზრი გისმენთ რას შემოგვთავაზებთ და დაგვიწერთ, ოღონდ ჩემი დიდი თხოვნა იქნება ვინმეს სტატიას თუ დადებთ რომელ ლიტერატურიდან არის და ვისი დაწერილია სახელი და გვარიც მიუწეროთ, წინაწსარ დიდი მადლობა Edited September 14, 2010 by lasha kakauridze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 nika1995 ნიკა ჯერ არაფერი არ დაუწერია და უკვე ტაშს უკრავ?lasha kakauridze რაც დავწერე, იმაში მეთანხმება. შენ თუ იმხელა პოსტს არაფერს ეძახი, ყოჩაღ შენ. არა აზრი არ გავბრაზდებით ამის პირობას გაძლევ არ გავბრაზდებითო წერ, შენ არ იცი სხვები გაბრაზდებიან თუ არა... :TAT: ჩემი დიდი თხოვნა იქნება ვინმეს სტატიას თუ დადებთ რომელ ლიტერატურიდან არის და ვისი დაწერილია სახელი და გვარიც მიუწეროთ, წინაწსარ დიდი მადლობა არავისი სტატიის დადებას არ ვაპირებ. საკმაოდ გარკვევით მეწერა წინა პოსტში: "ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ რომ წლების მანძილზე დაგროვილი (თეოლოგიური და ბიბლიოლოგიური) ცოდნა და გამოცდილება, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც სათაურშია ჩადებული, ფორუმის გვერდებზე დავწერო და იმ ადმაინებს რომლებსაც აინტერესებთ თუ რატომ არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები დედნისეულ ხელნაწერებს, ამ თემაში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან სკაითხს გაეცნობა". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 (edited) აზრიარა აზრი არ გავბრაზდებით ამის პირობას გაძლევარ გავბრაზდებითო წერ, შენ არ იცი სხვები გაბრაზდებიან თუ არაკარგად მაცინე მარტო მე შემოვდივარ ამ ფორუმზე და გინდ მხოლობითში ილაპარაკე და გინდ მრავლობითში აზრი არ აქვს, ისე პრინციპში მომწონს ეს ფორუმი, ქაოსი არ არის Edited September 15, 2010 by lasha kakauridze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 აზრი კარგად მაცინე მარტო მე შემოვდივარ ამ ფორუმზე და გინდ მხოლობითში ილაპარაკე და გინდ მრავლობითში აზრი არ აქვს,lasha kakauridze ამ ფორუმზე მარტო შენ არ შემოდიხარ, ასე რომ მნიშვნელობა აქვს მხოლობითში იტყვი თუ მრავლობითში. ისე პრინციპში მომწონს ეს ფორუმი, ქაოსი არ არისმეც მომწონს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2010 ნაწილი პირველი მოგეხსენებათ რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ამიტომ მათ, ვისაც სურთ ბიბლიის წაკითხვა, თარგმანით სარგებლობენ. ქართველები ართული თარგმანით, რუსები რუსულით და ა.შ. დღეს ბიბლია მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის წაკითხვა 2 500-ზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ზოგ ენაზე ბიბლიის არაერთი თარგმანიც კი არსებობს. ქართული ენა, იმ ენებს მიეკუთვნება, რომელზეც გაკეთებულია რამდენიმე ბიბლიის თარგმანი; თუმცა, ამ ეტაპზე, ყურადღებას გავამახვილებ ერთერთი რელიგიის - "მართლმადიდებელი" ეკლესიის - მიერ შესრულებულ თარგმანებზე. როგორც თემის სათაურშივე ჩანს, საკითხი ეხება იმას, თუ რატომ არ შეესაბამება "მართლმადიდებელი" ეკლესიის ბიბლიის თარგმანები ბიბლიის დედნისეულ ხელნაწერებს. ამ თემაში ძირითადად ვისაუბრებ ბიბლიის მეორე ნაწილზე - "ახალ აღთქმაზე", რომელიც თავდაპირველად დაიწერა (არა ქართულ ენაზე, არამედ)ბერძნულ ენაზე იესო ქრისტეს მიმდევრების მიერ. კლასიკური ბერძნული ენის პერიოდი ძვ. წ. IX საუკუნიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე გრძელდებოდა. ეს იყო ატიკური და იონური დიალექტების ხანა. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი ძველი წელთაღრიცხვით V–IV საუკუნეებში მოღვაწეობდა ბევრი ბერძენი დრამატისტი, პოეტი, ორატორი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი, რომელთაგან პლატონმა, სოკრატემ, ჰეროდოტემ, ჰომეროსმა და სხვებმა დიდი სახელი მოიხვეჭეს. ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. VI საუკუნემდე პერიოდი ცნობილია როგორც კოინე ბერძნულის ხანა. ამ ენის განვითარება ძირითადად ალექსანდრე მაკედონელის საბრძოლო ლაშქრობების წყალობით მოხდა, რომლის არმიაც საბერძნეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან ჩამოსული მეომრებისგან შედგებოდა. ისინი ბერძნული ენის სხვადასხვა დიალექტებზე ლაპარაკობდნენ და ამ დიალექტების შერევის შედეგად განვითარდა ახალი დიალექტი, კოინე, რომელიც ფართოდ გავრცელდა. ალექსანდრემ დაიპყრო ეგვიპტე, ასევე აზია ინდოეთამდე, რის შედეგადაც კოინე საერთაშორისო ენად იქცა და მრავალი საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა ეს სტატუსი. ბერძნული "სეპტუაგინტაც" ალექსანდრიაში გავრცელებულ, ძველი წელთაღრიცხვით III–II საუკუნის კოინეს იყენებს. "სეპტუაგინტა" გახლავთ ბიბლიის (პირველი ნაწილის, ანუ "ძველი აღთქმის" ბერძნული თარგმანი; [ბიბლიის პირველი ნაწილი დაიწერა ებრაულ ენაზე]). იესოსა და მისი მოციქულების დროს კოინე რომის იმპერიაში საერთაშორისო ენა იყო. ამის მტკიცებას ბიბლიაშიც ვნახულობთ. როდესაც იესო ძელზე გააკრეს, მის ზემოთ წარწერის გაკეთება საჭირო იყო არა მარტო ებრაულზე, იუდეველთა ენაზე, არამედ ლათინურზე, ქვეყნის ოფიციალურ ენაზე და აგრეთვე ბერძნულზე, რომელსაც იერუსალიმის ქუჩებში ისევე ხშირად გაიგონებდა ადამიანი, როგორც რომში, ალექსანდრიასა და თვით ათენში (იოან. 19:19, 20; საქ. 6:1). საქმეების 9:29–დან ნათლად ჩანს, რომ პავლემ ქრისტეს ნაქადაგები ცნობა სიტყვიერად გადასცა იერუსალიმში მცხოვრებ ბერძნულენოვან ებრაელებს. ამ დროისათვის კოინე ცოცხალი, დინამიური, ჩამოყალიბებული ენა იყო, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა ქრისტეს მიერ დავალებული საქმის განსახორციელებლად, კერძოდ კი ხალხისთვის "ღვთის სიტყვის" წერილობით გადასაცემად. ამრიგად, I საუკუნიდან, ქრისტიანებმა, თავიანთი მასწავლებლის - იესო ქრისტეს მიერ გადაცემული ცნობა და სწავლებები - წერილობით ფორმაში დაუტოვეს კაცობრიობას. ბიბლიის მეორე ნაწილი (ანუ "ახალი აღთქმა") თავის თავში 27 წიგნს აერთიანებს. მანამ სანამ "მართლმადიდებელი" ეკლესიის მიერ შესრულებულ, სახე შეცვლილ ბიბლიის თარგმანზე გადავიდოდე, მინდა განვიხილო თუ ამ 27 წიგნის თავდაპირველმა ბერძნულმა ტექსტმა როგორ მოაღწია ჩვენს დრომდე, რადგან ამის ცოდნა, მჭიდროდაა გადაჯაჭვული იმასთან, რაც დაგვანახვებს თემის სათაურში წამოჭრილი საკითხის მნიშვნელოვნებას, რეალურობას და სისრულეს. პ.ს.მომდევნო ნაწილში გავაგრძელებ საკითხის განვრცობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2010 მინუსებით და პლიუსებით რა ხმალაობა მიდის აქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 ნაწილი მეორე წინა პოსტში აღვნიშნე: მანამ სანამ "მართლმადიდებელი" ეკლესიის მიერ შესრულებულ, სახე შეცვლილ ბიბლიის თარგმანზე გადავიდოდე, მინდა განვიხილო თუ ამ 27 წიგნის თავდაპირველმა ბერძნულმა ტექსტმა როგორ მოაღწია ჩვენს დრომდე, რადგან ამის ცოდნა, მჭიდროდაა გადაჯაჭვული იმასთან, რაც დაგვანახვებს თემის სათაურში წამოჭრილი საკითხის მნიშვნელოვნებას, რეალურობას და სისრულეს. "ქრისტიანულ-ბერძნული წერილების" (ანუ "ახალი აღთქმის") 27 კანონიკური წიგნი დაიწერა I საუკუნეში საერთო ბერძნულ ენაზე. ის დაწერა: მათემ, რომელმაც ებრაულ ენაზე დაწერა თავისი სახარება, ხოლო დანარჩენებმა ბერძნულ ენაზე დაწერეს და ესენი იყვნენ: მარკოზი, ლუკა, იოანე, პავლე, პეტრე, იაკობი და იუდა. ამ მამაკაცებმა, თავიანთი წიგნები, როგორც აღვნიშნე, კოინეზე, საერთო ბერძნულზე, დაწერეს. ეს ენა გასაგები იყო როგორც ქრისტიანებისთვის, ისე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისთვის. ქრისტიანულ-ბერნული წერილების დამწერებმა, ის იმ ენაზე დაწერეს, რომ თავიანთი თანამედროვე ადმაიანებისთვის გასაგები ყოფილიყო. ანალოგიურად, დღეს, როცა "ახალი აღთქმა" ბერძნულიდან რომელიმე ენაზე ითარგმნება, აუცილებლად უნდა ითარგმნოს თანამედროვე ქართულ ენაზე, რათა დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისთვის ადვილად გასაგები იყოს ის. სამწუხაროდ, "მართლმადიდებელი" ეკლესია, "ახალი აღთქმის" დამწერებისგან მაგალითს არ იღებს და უპირატესობას აქცევს ისეთ (ძველ) ქართულ ენას, რომელიც უმრავლესობისთვის გაუგებარია. რელიგიურ ლიტერატურაში, რელიგიური რიტუალების ჩატარებისას თუ წორვა-ლოცვის ჩატარების დროს, "მართლმადიდებელი ეკლესია" ძველ ქართულ ბიბიურ თარგმანებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ისეთ ენაზეა შესრულებული, რომელიც ხალხის უმრავლესობისთვის გაუგებარია. ქრისტეს მიმდევრების მიერ დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები (ანუ "ახალი აღთქმა"), დრო და დრო, გადამწერების მიერ ხელით იწერებოდა რათა შემორჩენილიყო და დღემდე მოეღწია. დღეს ("ახალი აღთქმის) 27 კანონიკური წიგნის მრავალი ხელნაწერი არსებობს. ამ ხელნაწერებიდან ზოგში წმინდა წერილების ვრცელი მონაკვეთებია, ზოგში კი მხოლოდ ფრაგმენტები. ცნობილია, რომ დღეისათვის, ორიგინალურ ბერძნულზე 5 000-ზე მეტი ხელნაწერი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ენებზე შესრულებული 8 000-ზე მეტი ხელნაწერი. ასე რომ, ხელნაწერების რაოდენობა საერთო ჯამში 13 000-ს აჭარბებს. ეს ხელნაწერები, რომლებიც ახ. წ. II—XVI საუკუნეებითაა დათარიღებული, დედნის ტექსტის დადგენაში ეხმარება მეცნიერებს. ყველაზე ძველ ხელნაწერად ითვლება იოანეს სახარების ფრაგმენტი, რომელიც პაპირუსზეა შესრულებული და მანჩესტერში (ინგლისი), ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკაში ინახება. მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა P52. ის მეორე საუკუნის პირველი ნახევრით, დაახლოებით ახ. წ. 125 წლით თარიღდება. ამრიგად, ეს ასლი ორიგინალის დაწერიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგაა შესრულებული. ძველ კლასიკოსთა ნამუშევრების უმეტესობა მხოლოდ ერთეული და, ხშირად, საუკუნეების შემდეგ შესრულებული ხელნაწერების საფუძველზეა აღდგენილი. ჩვენს განკარგულებაში კი უამრავი ძვირფასი ხელნაწერია, რომელთაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების (ანუ "ახალი აღთქმის") თავდაპირველ ტექსტამდე მივყავართ. ამ სახით, დღემდე მოაღწია ქრისტეს მიმდევრების მიერ დაწერილმა წერილობითმა ცნობა, რომელიც თანამედროვე დროში მთარგმნელების მიერ თანამედროვე ენებზე ითარგმნება. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, უპირატესობას ძველ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს ანიჭებს, რომლეიც მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე (თითზე ჩამოსათვლელ) ხელნაწერზეა დაფუძნებული და არაა სრულყოფილი. თუ რატომ ამაზე უკვე მომდევნო ნაწილში ვისაუბრებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 თემის ავტორი ცალსახად ჩახედულია რელიგიურ თემატიკაში.ამავე დროს მე უკვე წინასწარ შემაქვს ეჭვი მის ობიექტურობაში.ერთი რამის გამო.მე რამდენადაც ვიცი, ვერავინ! ვერცერთი რელიგიური კონცესიის წარმომადგენელი ვერ იტყვის და ვერ დაადასტურებს რომ მას აქვს დედანის სრული და უეჭველი თარგმანი.ვცდები? ავტორი მზადაა ეს დაამტკიხოს რომელიმე კოცესიის სასარგებლოდ? მე შემიძლია მივცე მისი ტელეფონი ჩემზე გაცილებით კომპეტენტურ ადამიანს, ან ავიღო ჩემს თავზე ონლაინ განხილვის ორგანიზება.და ვნახოთ თუ არ ვცდები და... )მაშინ ნება მომეცით ამ სიტყვებშI ძალიან დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვი შევიტანო ყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ თემის მიზანი არაა ვინმეს გაბრაზება, გულის დაწყვეტა,ეს რომ არ ზდომებოდა თემის ავტორს, ზოგადად თარგმნის სისწორეს განიხილავდა და არა კონკრეტულად მართლმადიდებლურ თრგმანს მაგრამ...აზრიყველაფერი რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები რაღაზე უნდა გელაპარაკოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 თემის ავტორი ცალსახად ჩახედულია რელიგიურ თემატიკაში.dire კი ბატონო, არ გამოვრიცხოთ რომ მასე იყოს, მაგრამ, რატომ ფიქრობ მასე? ახსენი. ამავე დროს მე უკვე წინასწარ შემაქვს ეჭვი მის ობიექტურობაში.ერთი რამის გამო.მე რამდენადაც ვიცი, ვერავინ! ვერცერთი რელიგიური კონცესიის წარმომადგენელი ვერ იტყვის და ვერ დაადასტურებს რომ მას აქვს დედანის სრული და უეჭველი თარგმანი.რას გულისხმობ სრულ და უეჭველ თარგმანში? სრული თარგმანი როგორ არ არსებობს? ბიბლიის თარგმანი რომ კეთდება, სრულ ბიბლიას თარგმნიან, მხოლოდ ნაწილ[ებ]ს არა. რაც შეეხება უეჭველ თარგმანს, სწორედ მაგას ეხება თემა. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები, ნამდვილად არაა ბიბლიის დედნისეულ ტექსტთან ახლოს. ანუ არ შეესაბამება მას. თუ რატომ, ამ თემაში უკვე დავიწყე ამ ყველაფრის ახსნა და დროთა განმავლობაში დავასაბუთებ. ერთ ან ორ პოსტში შეუძლებელია ყველაფრის ერთად მოქცევა. ვცდები? კი, ჩემი აზრით ცდები. მაგრამ საწყენად არ მიიღო. ჩემი აზრია და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ისევე როგორ შენ. ავტორი მზადაა ეს დაამტკიხოს რომელიმე კოცესიის სასარგებლოდ? ამ თემის ავტორს, რომელიმე კონფესიის სასარგებლოდ ან დასამტკიცებლად არ გაუხსნია ეს თემა. საერთოდ რა შუაშია აქ რომელიმე კონფესია. მე შემიძლია მივცე მისი ტელეფონი ჩემზე გაცილებით კომპეტენტურ ადამიანს, ან ავიღო ჩემს თავზე ონლაინ განხილვის ორგანიზება.და ვნახოთ თუ არ ვცდები და... ) ეს თემა იმისთვის არაა გახსნილი ერთმანეთზე კომპეტენტური ადამიანების ტელეფონები გავცვალოთ და მერე ვიძახოთ აი შენ ცდები მე მართალი ვარო. თემა შემეცნებითი ხასიათისაა და თუ არ ხარ ამ საკითხში კომპეტენტური, ბევრ რამეში გაერკვევი და კომპეტენტურ ადამიანებს თუ იცნობ, მათგანაც შეგიძლია ბევრი რამის სწავლა. შენი აზრის ჩვენთვის გაზიარებაც კარგი იქნებოდა, თუმცა კომპეტენტური როცა არ ხარ, ცოტა გაგიჭირდება შეფასებების გაკეთება მანამ, სანამ კარგად არ გაერკვევი აქ წამოჭრილ საკითხში.... მაშინ ნება მომეცით ამ სიტყვებშI ძალიან დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვი შევიტანო ვის აზრს დაეთანხმები და ვისას არა, ეს შენი ნებაა. თუმცა დასაბუთებით არაფერი დაგისაბუთებია. ეს რომ არ ზდომებოდა თემის ავტორს, ზოგადად თარგმნის სისწორეს განიხილავდა და არა კონკრეტულად მართლმადიდებლურ თრგმანს მაგრამ...თუ რატომ გაამახვილა თემის ავტორმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგმან[ებ]ზე რამოდენიმე მიზეზია და ზოგიერთს ჩამოვთვლი: 1. მართლმადიდებელი რელიგია, საქართველოში არსებული რელიგიებიდან უმრავლესობას წარმოადგენს.2. საქართველოში უმთავრესად მართლმადიდებელი რელიგიის მიერ გამოცემული ბიბლიით სარგებლობენ ადმაიანები.3. არამართლმადიდებლურ ბიბლიის თარგმანებს ხალხი ნაკლებად იცნობს.4. არ არსებობს ქართულ ენაზე კათოლიკური ბიბლიის თარგმანი რომ მის შესახებ გვესაუბრა. აქ ჩამოთვლილი მიზეზები, სრულიად საკმარისია რომ მართლმადიდებელი რელიგიის ბიბლიის ნაკლოვანებზე ვისაუბროთ. რაღაზე უნდა გელაპარაკოთ? რაზეც გინდა. მთავარია თემის ირგვლივ იყოს და რაც გინდა და რაზეც გინდა, იმაზე ისაუბრე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 ბევრი სიტყვა და ცოტა აზრი.მოკლე კითხვა მაქვს.და თუ შეიძლება ასეთივე მოკლე ( კი ან არა ) პასუხი გამცეთ. 1. შეგიძლიათ თქვათ რომ რომელიმე კონცესიის მიერ შესრულებული თარგმანი არის ერთადერთი სწორი? 2. თუ პასუხია კი მაშინ იქნებ დამისახელოთ. 3. თუ პასუხია იქნება არა, მერე აგიხსნით ჩემს აზრს, იმაზე თუ რატომ, რა ფორმით და რისთვის გაქვთ ეს თემა ჩამოყალიბებული.სულ ესაა.წინასწარ დიდი მადლობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 26, 2010 (edited) ბევრი სიტყვა და ცოტა აზრი.მოკლე კითხვა მაქვს.და თუ შეიძლება ასეთივე მოკლე ( კი ან არა ) პასუხი გამცეთ. 1. შეგიძლიათ თქვათ რომ რომელიმე კონცესიის მიერ შესრულებული თარგმანი არის ერთადერთი სწორი? 2. თუ პასუხია კი მაშინ იქნებ დამისახელოთ. 3. თუ პასუხია იქნება არა, მერე აგიხსნით ჩემს აზრს, იმაზე თუ რატომ, რა ფორმით და რისთვის გაქვთ ეს თემა ჩამოყალიბებული.სულ ესაა.წინასწარ დიდი მადლობა dire თემის მთავარი მიზანი ის არაა რომ რომელიმე რელიგიის თუ რელიგიური მიმდინარეობის მიერ შესრულებული თარგმანი საყოველთაოდ ცნობილი გახადოს. ამ თემის მთავარი შინაარსი და არსი ისაა რომ ქართველი მკითხველისთვის ცნობილი გახდეს, თუ რატომ არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებული ბიბლიის თარგმანები დედნისეულ ხელნაწერებს. დღეს ბევრს ჰგონია რომ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიას გადაშლის იმ ბიბლიას კითხულობს, რომელიც I საუკუნის ქრისტიანებმა დაწერეს. არადა, სინამდვილეში, მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიები ძალიან ცდება დედნისეულ ხელნაწერებში ჩადებულ შინაარსს. მკითხველმა კი ეს არ იცის. რაც შეეხება შენ შეკითხვებს, სათითაოდ გავცემ პასუხს: 1. შეგიძლიათ თქვათ რომ რომელიმე კონცესიის მიერ შესრულებული თარგმანი არის ერთადერთი სწორი? დღეს დღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი ბიბლიის თარგმან არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან მკვეთრდად განსხვავდებიან. ბიბლიის ერთი თარგმანი, მეორე თარგმანზე გაცილებით უკეთესია, მაგრამ ვერცერთ თარგმანზე ვერ ვიტყვით რომ ის სრულყოფილი თარგმანია. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამოდენიმე თარგმანის დასახელება, რომელიც მაქსიმალურადაა ახლოს ბიბლიის დედნისეულ ტექსტებთან და გაიცლებით ზუსტია ვიდრე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები, სადაც ბევრი მუხლი საერთოდ ან ამოგდებულია, ან ჩამატებული ანდა გადაკეთებული. 2. თუ პასუხია კი მაშინ იქნებ დამისახელოთ. ქართველები არ ვართ განებივრებულები ბიბლიის ქართული თარგმანებით. საერთაშორისო ინგლისურ ენაზე ესრულებული ბიბლის თარგმანებიდან რამდენიმეს დასახელებაა შესაძლებელი. მაგალითად, ცნბილი ენათმენციერის კოლველის წესის გამოყენების მიხედვით, ბიბლიის თარგმანები განისაზღვრა და ამ ბმულზე მოცემულია სია, თუბიბლიის რომელმა თარგმანებმა დააგროვეს მაღალი ქულები. შეგიძლია თავად გადახედო http://www.quotedstatements.com/bible-files/colwell.htm ბმულს: Translation Agrees with the Critical Text Agrees with the later Textus Receptus OtherNew World Translation 64 0 021st Century NT* 64 0 0Goodspeed* 64 0 0Rotherham 62 2 0Byington/BLE 61 3 0New Revised Standard 60 3 120th Century NT 59 4 1Lattimore 59 5 0New American Standard 59 5 0Westminster 58 6 0American Standard Ver. 58 6 0Revised Version 1885 57 7 0Beck's An American Trans 56 8 0New Jerusalem Bible 56 8 0Revised Standard Version 56 8 0New American Bible 56 7 1Moffatt 56 7 1New Berkeley Version 56 7 1Riverside New Testament 55 9 0Barclay's New Testament 55 8 1Kleist & Lilly New Test. 55 9 0Wuest's Expanded Trans. 54 10 0New English Bible 53 9 2Holman Christian Standard 53 11 0God's Word Translation 53 11 0Weymouth's New Test. 53 11 0Williams New Testament 52 12 0English Standard Version 52 10 2Spencer 51 13 0New International Version 51 10 3Basic English Bible 51 12 1New Century Version 51 12 1International Standard Ver 50 14 0Ferrar Fenton 50 14 0Good News Bible 50 12 2Jerusalem Bible 49 15 0Recovery NT 49 15 0NET Bible 49 13 2Jewish NT 49 13 2The Message 48 13 3Centenary Version 47 16 1Contemporary English Ver 46 15 3JB Phillips 45 17 2Living Bible 42 15 7New Living Translation 41 19 4Amplified Bible 37 27 0Confraternity Version 35 27 2Concordant Literal NT 25 28 1Knox Version 33 29 2Challoner 25 27 2Hebrew Names Version 8 55 1New King James Version 0 63 1Revised Webster 0 64 0King James Version 0 64 0 როგორც სიაში ჩამოწერილი ბიბლიის თარგმანებში ჩანს, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა ბიბლიის სამმა თარგმანმა. ამ სამიდან არცერთი არ წარმოადგენს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიის თარგმანს. ბუნებრივია ვერც იქნებოდა მასში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებული თარგმანი, რადგან (როგორც უკვე აღვნიშნე) მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიის თარგმანებმა არ შეესაბამება დედნისეულ ხელნაწერებს და ვერ ჩაითვლება საუკეთესო ბიბლიის თარგმანებად. Edited September 26, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tokogio75 Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 საერთო აზრში არ გეთანხმები. მარა გეთანხმები იმაში რომ შეიძლება 1 და 2 სიტყვა შეცდომით ეწეროს მარა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არასწორადაა ნათარგმნი, ისე დღეს-დღეობით როგორც მე ვიცი საეკლესიო მაღაზიებში იყიდება ისეთი წიგნები (ლოცვები, ბიბლია და ა.შ) რომელიც არ უკურთხევია საპატრიარქოს და იქ კი არის მგონი შეცდომები მრავლათ დაშვებული, მაგრამ როდესაც ამბობ რომ ზოგიერთი სასულიერო პირი არასწორად ასწავლისო არ არის მართალი, მერწმუნე რომ მათ ჩვენზე მეტი იციან , აქვთ ერთმანეთში კონტაქტი და უბრალოდ დაუშვებელია რომ არასწორი ნათარგმნი გადასცენ ხალხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.