Jump to content
Planeta.Ge

მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები -


Recommended Posts

რატომ იცხადებს თავს მართლმადიდებელი რელიგიური მიმდინარეობა და სხვა ქრისტიანული რელიგიები - ქრისტიანად?

 

 

მსოფლიოს ერთი მეოთხედი თავს ქრისტიანად იცახდებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან დაყოფილები არიან, თავს მაინც ქრისტეს მიმდევრებად იცხადებენ. რომის კათოლიკური ეკლესიის წელიწდეულის თანახმად http://www.zenit.org/article-28425?l=english, მსოფლიოში 1.166 მილიარდი კათოლიკეა. ხოლო აშშ-ს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტის თანახმად http://www.oca.org/QA.asp?ID=52&SID=3 მსოფლიოში დაახლოებით 300,000,000 მართლმადიდებელია. სინამდვილეში, მართლმადიდებელი ეკლეიის წევრები დაყოფილები არიან სხვადასხვა ეროვნულ ეკლესიებად განსხვავებული ლიტურგიული რიტუალებით. ვიკიპედიის თანახმად კი http://en.wikipedia.org/wiki/Protestantism_by_country 600,000,000 მილიონზე მეტს პროტესტანტები წარმოადგენენ, რომლებიც დაყოფილები არიან ეპისკოპალურ, ლუთერანულ, კალვინისტურ, პრესბიტერიანულ (რეფორმირებული), ბაპტისტურ, მეთოდისტურ და სხვა ეკლესიებად.

 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა ეს ელესია (რელიგიური მიმდინარეობა), თავის თავს იმ რელიგიად მიიჩნევს, რომელიც თურმე ქრისტეს მიერაა "დაფუძნებული", "მართლ მორწმუნეა" და "განსაკუთრებული პატივის მიგების ღირსია". აქ ჩამოთვლილ ეკლესიებს, ასობით სხვა ეგრეთ წოდებული "სექტებიც" (პატარ-პატარა დაჯგუფებებიც) შეიძლება მიემატოს, რომლებსაც ზემოდან დაჰყურებენ კათოლიკე, მართლმადიდებელი და პროტესტანტული ეკლესიების 'სრულფასოვანი' წევრები.

 

რადგან საქართველოში არსებულ რელიგიურ მიმდინარეობათა შორის, უმრავლესობას მართლმადიდებელი რელიგიური დაჯგუფება-მიმდინარეობა წარმოადგენს, რომელიც სინამდვილეში ერთერთ რელიგიურ განშტოებას (გამოყოფის შედეგად წარმოქმნილ დაჯგუფებამიმდინარეობას, ანუ სქიზმას) წარმოადგენს, ამ თემაში ვისაუბროთ მის რაობაზე, მის წარმოშობა-წარმომავლობაზე და მოღვაწეობაზე.

 

მართლმადიდებელი რელიგიური დაჯგუფება-მიმდინარეობის აღწერამდე, მისი ისტორიული წარმომავლობის გამომჟღავნებამდე, ამ თემას დევიზად მინდა მათი "ფილოსოფიის" შესატყვისი სიტყვები წავუმძღვარო:

 

«ან "მართლმადიდებელი" ხარ, ან "მწვალებელი"!»

 

სინამდვილეში, როცა ამ საკითხს მიუკერძოებელი მეთოდებით ისტორიულ ფონზე იკვლევს ადამიანი, აშკარა ხდება, რომ არათუ მართლმადიდებლური მიმდინარეობები, არამედ არცერთი ტრადიციული "ქრისტიანული" ეკლესია, არ წარმოადგენს ნამდვილ, თავდაპირველ ქრისტიანულ რელიგიას. მიზეზი ისაა, რომ თითოეული მათგანი, რომელიღაცას მოწყვეტილ, გამოყოფილ - დაჯგუფებას - წარმოადგენს, (თუნდაც ისინიც კი, ჯიპებში გამოჭიმულები რომ დაგრიმიტობენ ქუჩებში) კათოლიკები და მართლმადიდებლები, რომლებიც თავს ყველაზე უძველეს ეკლესიად იცხადებენ!

 

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუკი ამ თემაში გაწიწმატებული მართლმადიდებლები შემოვლენ და თავიანთ რისხვას გადმოაფრქვევენ. ცხადია, მათი აგრესია მხოლოდ იმით იქნება განპირობებული, რომ მათ არამც და არამც არ აწყობთ თავიანთი ისტორიის რეალური სურათის საქვეყნოდ გამომზეურება. საბედნიეროდ, დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა საღად მოაზროვნე ადამიანებს ეკლესიის თვითმარქვია მორწმუნეები ცეცხლზე ვეღარ წვავენ! ადმაიანებს ხმის ამოღებისათვის და არჩევანის თავისუფლად გამოხატვისთვის ვეღარ წაუკიდებენ ცეცხლს. მოკედ რომ ვთქვათ, ჩაიარა იმ "მატარებელმა" (დრომ და ბნელმა მექანიზმმა), როცა ამა თუ იმ ეკლესიის თვითმარქვია, ძალაუფლებით აღჭურვილი მორწმუნეები ლაღობდნენ და დაუცველ ადამიანებს ამწარებდნენ!

 

ამგვარად, თანამედროვე ვითარებიდან გამომდინარე, დღეს უადვილდებათ ადამიანებს უფრო თავისუფლად თქვან და თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი აზრი ვიდრე ეს იყო IV-ზე საუკუნეში, როცა წარმართი იმპერატორები წყვეტდნენ რა უნდა ყოფილიყო ქრისტიანული სწავლება, ინკვიზიციის დროს და არც თუ ისე დიდიხანი მას შემდეგაც!

 

დღეს XXI-თე საუკუნეა, სიტყვის, აზრის და აღმსარებლობის თავისუფლების ეპოქა!

 

მიუხედავად ამისა, დღესაც ცდილობენ ეკლესიის თვითმარქვია მორწმუნეები ადმაიანებზე ზეწოლის მოხდენას. ისინი ამისთვის იყენებენ სხვადასხვა "დოსტუპებს", მექანიზმებს და სხვადასხვა არაპატიოსან ხერხებს. მიუღებელი მეთოდების გარჩევებით რომ თემას არ გადავუხვიო, მანამ სანამ მართლმადიდებელი რელიგიური დაჯგუფების წარმოშობაზე დავწვრილებით დავწერდე, მინდა დავსვა შეკითხვა:

სად, როგორ და როდის წარმო-იქმნა (მოგვევლინა) მართლმადიდებელი რელიგიური დაჯგუფება-მიმდინარეობა?

 

აქვე აღვნიშნავ, რომ სასურველი იქნებოდა და გულითადაც ვთხოვ ყველას, განსაკუთრებით მართლმადიდებელი რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრებს, შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, თავი შეიკავონ აგრესიისგან უზომო გადმოფრქვევისგან, შეურაცხყოფებისგან და უსაგნო პოსტებისგან. თუ მხედველობაში არ მიიღებენ ამ დროულ თხოვნას და მაინც შეეცდებიან აგრესიული ფორმებით მათგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადმაიანების შეურაცხყოფას, განყოფილებაში არსებული წესების ამოქმედების შედეგად - დაისჯებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 174
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

Morfius   ტყუილი. წარმოადგინე სასამართლოს გადაწყვეტილება. მანამდე კი კვლავ მატყუარა და ცილისმწამებელი დარჩები.   არავითარ შემთხვევაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არავის არ აქვს ვინმე სცნოს დ

Nukriko

მკითხველს:     ვინმე იუზერი აზრი, ყველანაირად ცდილობს მართლმადიდებლობას და ზოგადად არაიეღოვლურ რელიგიურ მიმდინარეობებს, რამენაირად ჩირქი მოცხოს. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, უწყობს პროვოკაციებს და რ

აზრი

ეს არის ტყუილი და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.   რადგან, როგორც უკვე დავწერე:     შენგან განსხვავებით, ობიექტური მკითხველი დასკვნებს თვითონ გააკეთებს.

აზრი

როცა ამ საკითხს მიუკერძოებელი მეთოდებით ისტორიულ ფონზე იკვლევს ადამიანი, აშკარა ხდება, რომ არათუ მართლმადიდებლური მიმდინარეობები, არ წარმოადგენს ნამდვილ, თავდაპირველ ქრისტიანულ რელიგიას.

 

პირველ რიგში მოგესალმები, ხანგრძლივი განშორების შემდეგ :*

 

შეგიძლია მიყვე და დაასაბუთო ისტორიული ფაქტებით, მართლმადიდებლური ეკლესიის ,,არანამდვილობა", ტერმინი მართლმადიდებლობა, გვხვდება ჯერ კიდევ 1 საუკუნის წყაროებში, მაშინ როდესაც იერუსალიმი პატრიარქი იყო იესო ქრისტეს ძმა (მართალი იოსების შვილი), მეორეც საერო და საეკლესიო ისტორიიდან ვიცით და ამის არაერთი დამადასტურებელი წყარო არსებობს, რომ ყველა დანარჩენი ქრისტიანული მიმდინარეობები წარმოიქმნა მართლმადიდებლური ეკლესიიდან გასვლით, ანუ მართლმადიდებელი ეკლესია კი არ გავიდა, პირიქით მისგან გავიდნენ, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ინარჩუნებს იმ სწავლებას რომელიც დააწესა იესო ქრისტემ, შემდეგ მოციქულებმა, შემდეგ წმ. მამებმა მს. საეკლესიო კრებებზე... თუ ეს ასე არ არის დადე წყაროები, არ უნდა გაგიჭირდეს, თუ თვლი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ცხადია, მათი აგრესია მხოლოდ იმით იქნება განპირობებული, რომ მათ არამც და არამც არ აწყობთ თავიანთი ისტორიის რეალური სურათის საქვეყნოდ გამომზეურება. საბედნიეროდ, დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა საღად მოაზროვნე ადამიანებს ეკლესიის თვითმარქვია მორწმუნეები ცეცხლზე ვეღარ წვავენ!

 

აბა გისმენ, შენ გამოამზეურე, ყურადღებით მოგისმენ... ოღონდ ხომ იცი ფაქტები...

 

ადმაიანებს ხმის ამოღებისათვის და არჩევანის თავისუფლად გამოხატვისთვის ვეღარ წაუკიდებენ ცეცხლს. მოკედ რომ ვთქვათ, ჩაიარა იმ "მატარებელმა" (დრომ და ბნელმა მექანიზმმა), როცა ამა თუ იმ ეკლესიის თვითმარქვია, ძალაუფლებით აღჭურვილი მორწმუნეები ლაღობდნენ და დაუცველ ადამიანებს ამწარებდნენ!

 

 

კარგად გადახედე დღევანდელ ყოფას და მიხვდები, თავად სიტყვის, აზრის და აღმსარებლობის თავისუფლების მღაღადებელნი, როგორ ექცევიან მართლმადიდებლებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

გამარჯობა. :)

 

ორი პოსტი დაწერე, მაგრამ არცერთში არ გაეცი ჩემს პირველ პოსტში დასმულ შეკითხვას. თემის გაოფებას აზრი არ აქვს, ყველა უსაგნო პოსტები წაიშლება მაინც და თემას მიეცემა სასიამოვნო წასაკითხი ინფორმაციული სახე რომ ადმაიანებმა გაიგონ სინამდვილე.

 

შანსი გაქვს რომ დასმულ შეკითხვას უპასუხო. ამ დღეებში რომ მოვიცლი გავაგრძელებ თემის გარშემო წერას. შენ კი უპასუხე შეკითხვას თუ გსურს. სასურველია მოიყვანო იმ ხმამაღალი განცხადებების მხარდამჭერი მტკიცებულებები რომელსაც შენს პოსტში წერ. თუ არა და, მტკიცებულეების გარეშე მაღალ ამბიციური განცხადებები, მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება რომელსაც არაფერი აზრი არ აქვს თემაში არსებობისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაგრძელებ I-ელ პოსტში წამოწყებული საკითხის განვრცობას.

 

I-ელ პოსტში ვსაუბრობდი ქრისტიანული სამყაროს ტრადიციულ და არატრადიციული ეკლესიებისა და მიმდინარეობის რაოდენობაზე, მათ თვითნებურ განცხადებებზე რომ თითქოსდა ისინი (თითოეული მათგანი) I-ელ საუკუნეში ჩამოყალიბებული ქრისტიანობის "გამგრძელებელ", "ქრისტიანობის დამცველ", "მართლ მორწმუნე" ქრისტიანებს წარმოადგენენ. სინამდვილეში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, როცა ამ საკითხს მიუკერძოებელი მეთოდებით ისტორიულ ფონზე იკვლევ, აშკარა ხდება, რომ არცერთი ტრადიციული "ქრისტიანული" ეკლესია, არ წარმოადგენს ნამდვილ, თავდაპირველ ქრისტიანულ რელიგიას; და მიზეზი ისაა რომ თითოეული მათგანი, რომელიღაცას გამოყოფილ - დაჯგუფებას წარმოადგენს; კათოლიკებიც, პროტესტანტებიც და მართლმადიდებლებიც, რომლებიც ხშირად, თავს ყველაზე უძველეს ეკლესიად იცხადებენ ხოლმე!

 

ახლა გადავინაცვლოთ წარსულში, დასაწყისში, იმ დროს როცა ქრისტიანობას ჩაეყარა საფუძველი და დავიწყოთ იმის განხილვა, თუ რა როგორ იყო სულ თავიდან, და რა როგორ განვითარდა მოვლენები.

 

ისტორიიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ არაერთი ქალაქის დასახელება შეიძლება, რომლებიც ადრეულ ქრისტიანულ ცენტრებს წარმოადგენდა. ახლა რას ნიშნავს ეს:

ახ.წ-ით 33 წელს, როცა ქრისტიანობა დაფუძნდა, არც რომში და არც ბიზანტიასა თუ აღმოსავლურ ქალაქებში, ერთი ქრისტიანული საკრებულოც კი არ იყო ჩამოყალიბებული. ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული სამმართველო, ანუ საიდანაც ქრისტეს 12 მოციქული ქრისტიანობის გავრცელებას უწევდა ხელმძღვანელობას - ქალაქი იერუსალიმში იყო. როცა იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტეს მიმდევრები შეიკრიბდნენ და როცა ქრისტიანული საკრებულო ჩამოყალიბდა, ამ მოვლენას სხვადასხვა მხარიდან ჩამოსული ებრაელები და პროზელიტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც, როცა იერუსალიმი დატოვეს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ, ქრისტიანული საკრებულოები ჩამოაყალიბეს (დააფუძნეს). როგორც თავად ახალი აღთქმა იუწყება, იერუსალიმში ქრისტიანული საკრებულოს დაფუძნების ამ დღეს, დედამიწის მრავალი კუთხიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ. (საქმეები 2:5-11).

 

მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროს, (ანუ ქრისტიანობის დაფუძნებისას) არც რომიდან, არც ბიზანტიიდან და არც აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე ქალაქიდან არ ხდებოდა ადრეული ქრისტიანული კრებების საქმიანობათა ხელმძღვანელობა.

 

თავდაპირველად, სირიის ქალაქ ანტიოქიაში მყოფ ქრისტეს მიმდევრებს ეწოდათ ქრისტიანები.(საქმეები 11:26) - და არა რომში, ანდა აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებში არსებულ ქალაქებში მყოფ ადამიანებს.

 

I საუკუნეში, ქრისტიეს მიმდევრები, რომლებსაც სირიის ქალაქ ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები და რომლებსაც ქრისტეს მოციქულები ხელმძღვანელობდნენ ქალაქ იერუსალიმიდან, თავიანთი რელიგიური მრწამსის ქადაგება და გავრცელება დაიწყეს მაშინდელ მსოფლიოში. I საუკუნეში ქრისტიანობის დაფუძნების დღეს, როგორც თავად ახალი აღთქმა იუწყება საქმეების 2:9-დან 11-ში, იუდეველების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა მხარიდან ჩამოსული ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანებად მოინათლნენ: პართიიდან, მიდიიდან, ელამიდან, შუამდინარეთიდან, იუდეიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან. როცა ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, მათ შეიტანეს ახალი რწმენა და ჩამოაყალიბეს ქრისტიანული საკრებულოები - რაც თავისთავად, ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენდა.

 

http://s61.radikal.ru/i173/1008/14/08b52f98e923.jpg

 

მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი და არც ასე გაგრძელებულა მას შემდეგ. I საუკუნის მიწურულს, მოხდა რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რამაც ქრისტიანობის ისტორიაში დიდი ცვლალებადობა გამოიწვია! თუ რა ცვალებდაობა, ამას მომდევნო პოსტში გავაგრძელებ...

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაგრძელებ I-ელ და II-რე პოსტში წამოწყებული საკითხის განვრცობას.

 

წინა პოსტებს, მოკლე რეზიუმეს გავუკეთებ:

 

I-ელ პოსტში ვსაუბრობდი ქრისტიანული სამყაროს ტრადიციულ და არატრადიციული ეკლესიებისა და მიმდინარეობის რაოდენობაზე, მათ თვითნებურ განცხადებებზე რომ თითქოსდა ისინი (თითოეული მათგანი) I-ელ საუკუნეში ჩამოყალიბებული ქრისტიანობის "გამგრძელებელ", "ქრისტიანობის დამცველ", "მართლ მორწმუნე" ქრისტიანებს წარმოადგენენ.

 

II-რე პოსტში ვსაუბრობდი ქრისტიანობის თავდაირველ მოძრაობაზე, რომ I საუკუნეში ქრისტიანობის დაფუძნების დღეს, როგორც თავად ახალი აღთქმა იუწყება საქმეების 2:9-დან 11-ში, იუდეველების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა მხარიდან ჩამოსული ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანებად მოინათლნენ: პართიიდან, მიდიიდან, ელამიდან, შუამდინარეთიდან, იუდეიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან. როცა ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, მათ შეიტანეს ახალი რწმენა და ჩამოაყალიბეს ქრისტიანული საკრებულოები.

 

ახლა კი დადგა დრო, ვისაუბრო იმაზე, თუ რა მოხდა ამ მოვლენების შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რამაც ქრისტიანობის ისტორიაში დიდი ცვლალებადობა გამოიწვია!

 

ქრისტიანობის გამავრცელებელი ქრისტეს მიერ არჩეული ოცუქულები I-ელ საუკუნეში კცდებიან. მათ მაგივრობას წევს ქრისტიანულ საკრებულოებში დაყენებული ზედამხედველები, მამაკაცები, როლებიც წესით და რიგით, ქრისტიანული სწავლებების და საქმიანობის გამგრძელებლები და გამავრცელებლები უნდა ყოფილიყვნენ.

 

ქრისტიანული საკრებულო, ერთ დროს უბრალო, ღარიბი და ძალაუფლების არ მქონე ადამიანებისგან შემდგარ რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კი ეს უწყინარი ჯგუფი, ძლევამოსილ, ძალაუფლებით აღწურვილ, ადამიანების სამართავ დიდ მექანიზმად გადაიქცა. მაგრამ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო და რით, სწორედ მასზე ვისაუბრემ ახლა.

 

ქრისტიანი მოციქულები, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოებისქადაგებას და გავრცლეებას ხელმძღვანელობდნენ იერუსალიმიდინ, I საუკუნის ბოლოსთვის უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები. როგორც ისტორია იუწყება, უმრავლესობა მათგანი დევნისა და წამების შედეგად დახოცეს; მოციქულთაგან მხოლოდ ერთი, იოანე მოციქული მომკვდარა თავისი სიკვდილით. საერთო ჯამში, მოციქულთა სიკვდილმა, ფართე კარი გაუხსნა ქრისტიანობიდან განდგომილების განვითარებას.

 

პავლე მოციქული, ისევე როგორც იოანე მოციქული, იუწყებოდა რომ ქრისტიანობიდან განდგომილება მოხდებოდა. ქრისტეს ამორჩეული მოციქულები, ქრისტეს სწავლებას, ანუ ქრისტიანულ სწავლებას, "მასულდგულებელ მოძღვრებად" მიიჩნევდნე, ხოლო სწავლებებს, რომელსაც განდგომილი მამაკაცები გაავრცელებდნენ ქრისტიანულ საკრებულოებში - "ძღაპრებად" მიიჩნევდნენ.

 

როგორც ისტორია იუწყება, ქრისტიანობის ამ წვეყანაზე მოვლინებამდე, ერები სხვა და სხვა "ღვთაებებსა" და "ღმერთებს" ეთაყვანებოდნენ. ერები და ხალხები, მრავალ მითოლოგიურ ღვთაებებს ემსახურებოდნენ. ქრისტიანობის გავრცელებისას, ამ ადამიანებს იმ სწავლებების მოსმენა ხვდათ წილად, რომელსაც ქრისტეს მოციქულები "მასულდგმულებელ მოძღვრება" უწოდებდნენ.

 

მრავალი, ვინც მოისმინა ქრისტეს მიერ მოციქულებისთვის გადაცემული სწავლებები, ტოვებდა თავის რელიგიურ სწავლებებს, ადათებსა და ტრადიციებს და ქრისტიანობაზე ექცეოდა. დროთა განმავლობაში, I საუკუნეში იზრდებოდა ქრისტიანობაზე მოქცეულთა რაოდენობა. მოციქულთა სიკვდილის შემდეგ, I საუკუნის ქრისტიანულ საკრებულოებში ქრისტიან ზედამხედველებად ის მამაკაცები ინიშნებოდნენ, რომლებიც ერთ დროს, რომელიღაცა ერის თუ მხარის ტრადიციული რელიგიური წიაღიდან ქრისტიანობაში მოქცეულ ადამიანებს წარმოადგენდნენ.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქრისტეს ამორჩეული მოციქულები, სწავლებას (მოძღვრებას) რომელიც ქრისტესგან მიიღეს,"მასულდგმულებელ მოძღვრებას" უწოდებდნენ. მაგრამ მოციქულები იუწყებოდნენ რომ ამ სწავლებებს ადამიანები აღარ გაიზიარებდნენ და განდგებოდნენ, მისგან გადაუხვევდნენ და თავიანთ რელიგიურ მოძღვრებს (მასწავლებლებს) შემოიკრებდნენ და თავიანთ რელიგიური "ზღაპრებს" დაუბრუნდებოდნენ!

 

 

 

ყველასათვის კარგად ცნობილ "ახალ აღთქმაში, მოციქული პავლე წერდა:

 

"მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას". მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანული სწავლებების არ გაზიარებით არ დასრულდებოდა საქმე. მოვლენები კიდევ უფრო მკვეთრად შეიცვლებოდა და ისე განვითარდებოდა, როგორც მოციქულები წერდნენ. პავლე მოციქული, ახალ აღთქმაში აგრძელებს, თუ რა მოჰყვებოდა ქრისტიანული სწავლებების (ანუ "მასულდგმულებელი მოძღვრების) არ გაზიარებას. პავლე წერს:

 

"თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს[მასწავლებლებს]". მაგრამ რისთვის? პავლე თავადვე ხსნის:

 

"რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან". (2 ტიმოთე, თავი 4, მუხლები 3,4).

 

როგორც ხედავთ, მოციქულები ქრისტიანულ სწავლებებს (ანუ სწავლებებს რომელსაც თვითონ ავცელებდნენ და მის გავრცელებას ხელმძღვანელობდნენ) "ჭეშმარიტებას" უწოდებენ, ხოლო ამ სწავლებების არ გამზიარებლების მიერ, შემოკრებილი რელიგიური მასწავლებლების "საამო" სიტყვებს კი "ზღაპრებს". ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეთ რომ პავლე ამბობს: ზღაპრებს მიუბრუნდებიან-ო. სიტყვა "მიუბრუნდებიან" იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა ერების და ხალხების ტრადიციული რელიგიური წიაღიდან და სწავლებებიდან მოსული, ქრისტიანობაში მოქცეული ადამიანები, ქრისტიანული სწავლებებიდან თავიანთ ძველ რელიგიურ სწავლებებს, შეხედულებებს და ადათ წესებს დაუბრუნდებოდნენ.

 

მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა ქრისტიანული ისტორიის დასაწყისში, როგორც ახალ აღთქმაში ჩაწერილი მოციქულის სიტყვები ამბობდნენ. მოხდა ქრისტიანობიდან განდგომილება!

 

უკვე I-ელი საუკუნის მიწურულისთვის, ქრისტიანულ შესაკრებლებში გამოჩდნენ ისეთი ადმაიანები და რელიგიური ჯგუფები, რომლებმაც მოციქულთა მიერ დატოვებული ქრისტიანული სწავლებებიდან გადაუხვიეს, არაქრისტიანული სწავლებების ქადაგებბა დაიწყეს და შესაბამისად, საკითხებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულებებიც შეიცვალეს.

 

ასეთ რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენდა:

 

"ნიკოლაელთა" ჯგუფი, "არიანელთა" ჯგუფი, "ორთდოქსთა" (მართლის განმადიდებელთა) ჯგუფი, "კათოლიკეთა" (საყოველთაო ქრისტიანთა) ჯგუფი, "ნესტორიანელთა" ჯგუფი და სხვები და სხვები...

 

 

უნდა გვახსოვდეს რომ თითოეული ჯგუფი, თავიანთ რელიგიურ სწავლებებსა და შეხედულებებს მიიჩნევდა "მართლად", "სწორად" და "ორთოდოხსულ", "მართლ-მორწმუნედ", ხოლო სხვებასას კი - "ერეტიკულად".

 

ისტორია ნათლად წარმოგვიდგენს, რომ მათ შორის, საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა მწვავე კამათები, რელიგური შეხლა-შემოხლა, გაუთავებელი თეოლოგიური დებატები ერთმანეთს შორის და ერთმანეთის ერეტიკოსად გამოცხადების ცხარე პერიოდებს;

ძალაუფლებისთვის მებრძოლი ეს ჯგუფები ერთმანეთს არ ინდობდნენ, თავს სხვებზე მართლად მიიჩნევდნენ და გადაჭრით, ხმამაღლა უწოდებდნენ ერთმანეთს ერეტიკოსებად, საკუთარ თავს კი, "მართლმორწმუნეს".

 

როგორც ახალი აღთქმიდან ციტირებული მუხლებიდან დავინახეთ, მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მათი წასვლის შემდეგ განდგომილება მოხდებოდა, რაც მოხდა კიდეც. ამიტომ, დროთა განმავლობაში, განდგომილების ზრდასთან ერთად, სამღვდელოების კლასიც ჩამოყალიბდა, რომლეიც ნელნელა იხვეჭდა ძალაუფლებას. ქრისტიანულ საკრებებულოებში მყოფი წარჩინებული მამაკაცებიდან, ნელნელა წინა ხაზზე "ეპისკოპოსები" გამოჩდნენ. ძალაუფლებას მოწყურებული და ძალაუფლებისთვის მებრძოლი ეს მამაკაცები ერთმანეთის მოცილე განდგომილი ქრისტიანული ჯგუფების წინამძღოლები გახდნენ.

 

ისტორიიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ ადრეული პერიოდისთვის, არ არსებობდა ერთი რომელიმე კონკრეტული ქალაქი ანდა ეპისკოპოსი, რომელიც დომინირებას მოახდენდა სხვებზე. ნელნელა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლამ, თავის პიკს მიაღწია, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ქრისტიანობიდან განდგომილთაგან ერთერთი ჯგუფი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით უფრო დიდი ძალაუფლების მქონე აღმოჩნდა და ამ ჯგუფმა თავისი თავი განსაზღვრა "ორთოდოქსად" ანუ "მართლ-მადიდებლად" ("მართლმორწმუნედ), რამაც სხვა დანარჩენი ჯგიფები "ერეტიკოსებად" გამოაცხადა.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთერთი ნაშრომი ასეთ რამეს ამბობს:

 

"რას წარმოადგენდა ქრისტიანული ერესი? და აქედან გამომდინარე რას წარმოადგენდა ეკლესია? . . . [განდგომილმა] ქრისტიანობამ თავისი არსებობა არეულობით, დაპირისპირებულობითა და განხეთქილებით [სქიზმით] დაიწყო და ასევე განაგრძო. . . ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილისკენ ახ. წ. I და II საუკუნეებში რელიგიური იდეების უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა და ყველა თავისი იდეის დასაცავად იბრძოდა. . . იმ დროს თავიდანვე არსებობდა მრავალგვარი ქრისტიანობა, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა რამ თუ ჰქონდათ საერთო.

რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ჯგუფი წარმოადგენდა ქრისტიანობის დომინანტ ჯგუფს მესამე საუკუნის მიწურულამდე. ამგვარად, პირველი საუკუნის ბოლოს და ფაქტიურად, მთლიანად მეორე საუკუნის განმავლობაში მცხოვრებ ქრისტიანთა უმრავლესობას, განსხვავებული ქრისტიანულ-გნოსტიკური შეხედულებების სწამდა ან თავის თავს განმმახლებელ ჯგუფებს (სექტებს) მიაკუთვნებდა, რომლებიც ქარიზმატთა გარშემო ჯგუფდებოდა. . .

მართლმადიდებლობა ქრისტიანული დაჯგუდებებიდან უბრალოდ ერთერთი იყო, რომელიც მესამე საუკუნის განმავლობაში გამოიკვეთა, რომელიც ეუსებუსის დრომდე [4-ხე საუკუნის დასაწყისამდე] ვერ დომინირებდა". — A History of Christianity, by Paul Johnson. (პოლ ჯონსონის "ქრისტიანობის ისტორია").

 

 

მომდევნო პოსტში უფრო დაწვრილებით განვიხილავ ამ მოვლენების განვითარებას, განდგომილების შედეგად წარმოქმილ ეკლესიურ წიაღში წარმოშობილ "წამყვან" ლიდერებს, რასაც თან დავურთავ კონკრეტულ თარიღებს, თუ რომელ წელს რომელი რელიგიური ჯგუფიდან რომელი განშტოება წარმოიშვა, სადაც ადვილად ამოვიცნობთ დღევანდელი მართლმადიდებელი რელიგიური მიმდინარეობის წარმოშობის თავსა და დასაბამს.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაგრძელებ I-ელ და II-რე პოსტში წამოწყებული საკითხის განვრცობას.

 

III-მე პოსტში ვსაუბრობდი იმ რელიგიურ დაჯგუფებებზე, რომლებმაც I-ელ საუკუნეში დაფუძნებული ქრისტიანობიდან გადაუხვიეს და საკუთარი რელიგიური მოსაზრებების ღვთის სწავლებად გასაღება დაიწყეს. ვსაუბრობდი იმაზეც რომ ეს რელიგიური დაჯგუფებები, თავის თავს მართლ-მორწმუნე ორთოდოქსებად მიიჩნევდნენ. რომ თითოეული მათგანი თავს ორთოდოქსად, ქრისტიანული რელიგიის მართლ მორწმუნე მქადაგებელს წარმოადგენდა. რომ ეს დაჯგუფებები ერთმანეთს არ იდნობდნენ, დაუმთავრებლად კამათობდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ და ერთმანეთს ერეტიკოსებად აცხადებდნენ. ვსაუბრობდი იმაზეც რომ ამ დაჯგუფებებიდან, ერთერთმა, IV-ზე საუკუნეში, პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭისთანავე, თავი გამოიცხადა მართლის მადიდებელ, სწორ რელიგიად და ყველა სხვა თავისი თავის გარდა, ერეტიკოსად გამოაცხადა. IV-ხე საუკუნეში პოლიტიკური ძალაუფლებით აღწურვილი ეს დაჯგუფება გახდა საყოველთაო "ქრისტიანული" რელიგია, და ეს რელიგია, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ თავისი დაკნინებული იმპერიის ასაღორძინებლად და გასამაგრებლად სახელმწიფო რელიგიად აქცია. მას შემდეგ რაც რომის წარმართმა იმპერატორმა კონსტანტინემ ეს ე.წ. "კათოლიკურ-მართლმადიდებლური" რელიგიური დაჯგუფება სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, უფრო დიდი ძალაუფლებით აღჭურვა, რამას ცხვა რელიგიური მოსაზრებების მქონე ადამიანების დომინირებისთვის საკმარისი ძალაუფლებით აღჭურვა.

 

მას შემდეგ, ამ რელიგიურმა დაჯგუფებამ თანდათანობით კიდევ უფრო შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა, გაიზარდა, გაძლიერდა და ფინანსურადაც საკმაოდ მდიდარ რელიგიად იქცა. რომის კათოლიკური (ნიშნავს "საყოველთაოს) ეკლესია, წარმოადგენდა დასავლური, მდიდარი, ზეგავლენიანი და ძალაუფლებით აღწურვილი ადმაიანებისგან შემდგარი სახელმწიფო რელიგია.

თანდათანობით, ამ საყოველთაო "ქრისტიანულ" რელიგიაში წარმოჩდნენ ე.წ. "ეპისკოპოსები" და "პაპები". რომლებმაც ხალხის მართვა დაიწყეს. სწორედ ეს იყო ის, რის გამოც იმპერატორ კონსტანტინეს სურდა - დაკნინებამდე და დაქუცმაცებულობამდე მისულ იმპერიაში, რელიგიური მოსაზრებებით დაყოფილი ხალხის ერთად გაერთიანება და ერთი ძალაუფლების ქვეშ ყოფნა.

სინამდივლეში, ძალაუფლებას მოწყურებული ეს მამაკაცები (ეპისკოპოსები და პაპები) ერთმანეთის მოცილე განდგომილი ქრისტიანული ჯგუფების წინამძღოლებს წარმოადგენდნენ, რომელთა შორისაც დიდი უთანხმოებებმა იჩინა თავი. რომის კათოლიკური ეკლესია, რომელიც იმპერატორის მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიას წარმოადგენდა, თავის ძალაუფლებას ავრცელებდა აღმოსავლეთში. დრო და დრო, აღმოსავლეთში მყოფ "ეპისკოპოსებს" თავიანთი ეკლესიებითურთ, ფინანსურად ამაგრებდა. ერთხელაც, დადგა დრო, რომ აღმოსავლეთში მყოფმა ეპოსკოპოსებმა, გადაწყვიტეს რომის კათოლიკურ ეკლესიას, აღარ დამორჩილებოდნენ და თავი დამოუკიდებელ ელესიად გამოეცხადებინათ. სინამდვილეში, რომის კათოლიკურ ეკლესიასა და აღმოსავლეთში განწესებულ ეპისკოპოსებს შორის იწყება გაუთავებელი უკმაყოფილება, რაც თავის პიკს აღწევს და აღმოსავლეთის ეკლესიები რომის კათოლიკური ეკლესიისგან სრულ გამოყოფას იწყებს. შედეგად, 1054 წელს, იბადება ახალი რელიგიური განშტოება, რომელიც სახელად ირქმევს "ორთოდოქსიას" ("მართლმადიდებლობას"). ასეთი სახით, ორთოდოქსია, წუთისოფელს ევლინება რომის კათოლიკური ეკლესიისგან, გამოყოფილ, განდგომილ რელიგიურ დაჯგუფებად, რომელიც რიცხობრივი ზრდის გამო, არა დაჯგუფება, არამედ რომის კათოლიციზმისგან დამოუკიდებელი რელიგია ხდება. 1054 წელს რომის კათოლიკური ეკლესიისგან გამოყოფილი ეს ეკლსია, სქიზმაში მყოფ რელიგიურ მიმდინარეობას წარმოადგენს. მას შემდეგ, რომსა და აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, კიდევ იბადებიან სხვა მართლმადიდებლური განშტოებები. ისინიც ერთმანეთს გამოყოფილ დამოუკიდებელ (ავტოკეფალიურ) მართლმადიდებლურ რელიგიებად გვევლინებიან.

 

მართლმადიდებლობა, სინამდვილეში სქმიზმის (განხეთქილების, გამოყოფის) შედეგად წარმოქმნილ რელიგიურ მიმდინარეობას წამროადგენს. რომის კათოლიკურ ეკლესიას გამოყოფილი მართლმადიდებლობა, სინამდვილეში წარმოადგენს განდგომილი ქრისტიანებისგან წარმოშობილი რომის იმპერიის კათოლიკური ეკლესიის განშტოებას.

 

მოვლენები არც ამით არ დასრულებულა. ალხა ჩამვწერ ზოგიერთ მნიშვნელოვან თარიღს, რომლის დროსაც, რომის კათოლიკური ეკლესიიდან სქმიზმის შედეგად იქმნება ახალ-ახალი რელიგიები, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თითოეული მათგანი საკუთარ თავს მართლის მორმწუნე, ღვთის რელიგიებად მიიჩნევენ თავს.

 

სქიზმების (დახლეჩვის, დაყოების, განხეთქილებების) საუკუნეები:

 

"სქიზმა" (დახლეჩვა, გამოყოფა, დაყოფა, გამოთიშვა) განიმარტება როგორც "პროცესი, რომლის შედეგადაც ერთი რელიგიური სხეული იყოფა (იხლიჩება) ორად ან მეტ ცალკეულ, დამოუკიდებელ სხეულად".

 

 

ა) I-ლი საუკუნის მიწურულიდან IV-ხე საუკუნემდე, ნამდვილი ქრისტიანობიდან განდგნენ ადმაინები, რომლებიც განსხვავებულ რელიგიურ დაჯგუფებებს წარმოადგენნენ თავიანთი განსხვავებული რელიგიური მოსაზრებებითა და სწავლებებით.

 

ბ) IV-ხე საუკუნეში კათოლიკურ-მართლმადიდებლური დაჯგუფება პოლიტიკურ ძალაუფლებას იხვეჭს და წარმართი იმპერატორის კონსტანტინეს იმპერიაში რომის სახელმწიფო რელიგიად იბადება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო I საუკუნის ღარიბ და უბრალო, ძალაუფლების არ მქონე ქრისტიანობასთან, რომელიც იესო ქრისტემ დააფუძნა.

 

გ) ახ.წ-ით 330 წელს "ბერძნულ და ლათინურ ქრისტიანულ სამყაროს შორის განხორციელებული სქიზმა. . . . კონსტანტინოპოლში ‘ახალი რომის’ (ახ.წ-ით 330 წ.) დაფუძნებთ, რომელმაც 'ძველი რომის' - იმპერიის დედაქალქის ადგილი დაიკავა, სამომავლო ეკლესიურ მეტოქეობას ჩაუყარა საფუძველი რომელიც აღმოსავლელ ბერძნებსა და დასავლელ ლათინებს შორის განხორციელდა". — რელიგიის ენციკლოპედია.

 

დ) ახ.-წ-ით 330-867 წლებში "კონსტანტინოპოლის ეპარქიის დასაბამიდან 867 წლამდე არსებული დიდი სქიზმის აღმწერელი სია შეიძლება ჩამოიწეროს, რომელიც ურთიერთკავშირის დროებითი შეწყვეტის უზარმაზარი გამოხატულებას წარმოადგენს. . . იმ 544 წლიანი, (323-867) [რომელმაც ერთად აღებულმა, არა ნაკლებ 203 წელი შეადგინა], რომელიც კონსტანტინოპოლმა დაჰყო [ძველ რომთან სამებაზე და გამოსახულებების თაყვანისცემაზე კამათში] სქიზმაში ყოფნისას" — კათოლიკური ენციკლოპედია.

 

ე) ახ.-წ-ით 867 წელს "ეგრეთ წოდებული ფოთიოსეული სქიზმის პერიოდში, კონსტანტინოპოლის ეპარქიამ შეინარჩუნა თავისი პოზიცია რომთან მიმართებაში. როცა პაპმა ნიკოლას I-ლმა უკმაყოფილება გამოხატა ფოთიოსის მხრიდან [რომის კათოლიკური] პატრიარქატისადმი დაუმორჩილებლობაზე.. რომმა განკვეთა ფოთიოსი და საპასუხოდ, (867წ-ს) კონსტანტინოპოლის კრებამ, იგივე გაუმეორა, ნიკოლასთან [რომის პაპთან] გაწყვიტა კავშირი. ამ ორ ეპარქიას შორის არსებულ პრობლემას ეკლესიური უპირატესობა წარმოადგენდა". — ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკა.

 

ვ) ახ.წ-ით 1054 წელი. "აღმოსავლურ-დასავლური სქმიზმა, მოვლენა, რომელმაც საბოლოო განცალკევება გამოიწვია აღმოსავლურ [მართლმადიდებელ] ქრისტიანულ ეკლესიებს შორის . . . და დასავლურ [რომის კათოლიკურ] ეკლესიას შორის". — ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკა.

 

ახ.-წით 1378-1417 წლები. "დასავლური [დიდი] სქიზმა — პერიოდი. . . დასავლეთის ქრისტიანული სამყარო გაიყო ორ ნაწილად, და მოგვიანებით სამ ნაწილად, პაპისეული მორჩილება [მოწინააღმდეგე პაპები რომლებიც რომში იმყოფებოდნენ, ავაგნონი (საფრანგეთი), და პისა (იტალია)]" — ახალი კათოლიკური ენციკლოპედია.

 

ზ) ახ. წ-ით 16-ტე საუკუნე. ეს პერიოდი "წარმოგვიდგენს პროტესტანტულ რეფორმაციებს, . . . კათოლიკური ეკლესია ძირითადად იყენებს სიტყვას ერესს სქიზმის ნაცვლად". — Théo—Nouvelle encyclopédie catholique.

 

ეს გახლავთ განდგომილი ქრისტიანობისგან წარმოშობილი რელიგიები. განდგომილი ქრისტიანობის აღმოსავლური ვარიაციები, რომლებიც რომს მოსწყდა, არ გაერთიანებულან იმ ეპისკოპოსთან, რომელიც დედამიწაზე ქრისტეს ქორეპისკოპოსად აცხადებდა თავს. კონსტანტინოპოლის ეკლესიას (რომელიც აგრეთვე იწოდება 'ახალ რომად') აღმოსავლურ მართლმაიდდებლურ რეგიონებში "რომად" გადაქცევა სურდა. თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. დროთა განმავლობაში, აღმოსავლური "ორთოდოქსიზმი" ანუ "მართლმადიდებლობა" დააახლოებით 15-ეტ (ერთმანეთისგან) დამოუკიდებელ (ავტოკეფალიურ*) ეროვნულ ეკლესიებად დაიყო, რომლებიც მხოლოდ პატივს მიაგებდნენ კონსტანტინოპოლში (თანამედროვე სტამბულში) მყოფ არქიეპისკოპოსს. უფრო მეტიც, არსებობენ ისეთი აღმოსავლური ეკლესიებიც, რომლებიც არც რომს ცნობენ და არც კონსტანტინოპოლს. სინამდვილეში აღმოსავლური "ქრისტიანობა" დაყოფილ-დახლეჩილ სახლს წარმოადგენს.

 

__

*

 

ვიკიპედიის თავისუფალი ენვიკლოპედიის თანახმად http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90 : „ავტოკეფალია“* (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი), მართლმადიდებლობაში: ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან; პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. IV ს. შეიქმნა ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოგვიანებით ანტიოქიისას გამოეყო კვიპროსისა და ქართული ეკლესიები. ამჯამად არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ქართული, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები. ქართული ავტოკეფალია ეკლესიური დიფტიქით მეცხრეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ხო, ხო რა უმუშავია?

 

http://www.orthodoxy.ge/apologetika.htm

 

გაეცანით, პასუხებია ზემოდხსენებულ საკითხზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

gruzian_ka

 

ყველაფერი რაც ზემოთ მიწერია პოსტებში, ზუსტი ისტორიაა და შენს მიერ მითითებული პრავასლავნური ლინკი, ვერანაირად ვერ უწევს მას კონტრ-არგუმენტაციას. ასე რომ ტყუილად გაისარჯე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

საფიქრებელი კითხვები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით:

 

 

1. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან?

 

2. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა არ ინტერესდება, როცა ღვთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ ესაუბრებიან ხოლმე?

 

3. რატომაა, რომ სამღვდელოება, როგორც წესი ყოველთვის იმდენად დაკავებულია რომ არ ცალია ტაძრიდან გამოვიდეს და ბიბლიით ხელში ქრისტიანობა უქადაგოს მრევლსსა თუ მოყვასს? (ნუთუ ღორების ფერმის ან სხვა სახის ბიზნესი წამოწყება-განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქრისტეს სწავლებების ქადაგება-გავრცელება?)

 

4. რატომაა, რომ ერთ ტაძარში სალოცავად შესულ მართლმადიდებელთა უმრავლესობა გარეთ რომ გამოდის, ერთმანეთი არა თუ არ უყვართ როგორც ძმები, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს? (იესომ კი ნამდვილი ქრისტიანების ამოსაცნობ ნიშნათ, ურთიერთ სიყვარული დაასახელა; წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.)

 

5. რატომაა, რომ სამღვდელოება ტაძრების მშენებლობაში უშველებლად დიდ თანხას აბანდებს და მშენებლობით უფროა დაინტერესებული და დაკავებული, ვიდრე მრევლისთვისა და ქვეყნისთვის ბიბლიური განათლების მიცემით?

 

6. თუ ეკლესიას იმის ძალა შესწევს რომ თავისი ლოცვებით გარდაცვლილთა სულები აცხონოს, რატომაა რომ მკვდარზე წესის აგებისას ფულს იღებს? ადმაიანებისადმი სიყვარული ამოძრავებთ მათ თუ, ფულისადმი?

 

7. რატომაა, რომ მართლმადიდებელი მრევლი ტაძარში ლოცვისას, რა სახის [ნა]ხატებს აღარ ევედრება, მაგრამ ღმერთს კი არ ევედრება?

 

8. რატომაა, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ყველანაირი ხატის ნახვაა შესაძლებელი, მაგრამ ღვთის ხატის ნახვა კი შეუძლებელია?

 

9. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია რიტუალებს ატარებს ისეთ ენაზე, (ანუ ძველ ქართულ ენაზე) რომელიც ტაძარში მისული უმრავლესობისთვის ის უცხო ენასავითაა და გაუგებარია? (მაშინ როცა ქრისტეს მიმდევარი მოციქული პავლე გაუგებარ ენაზე შესრულებულ ღვთის მსახურებას უსარგებოდ მიიჩნევდა. წაიკითხეთ 1კორინთელთა 14:6.)

 

10. ნუთუ უსამართლობა არაა, რომ ყველა ცოდვილი ადამიანი, სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში უნდა დაიტანჯოს, მანამ სანამ ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება? (ეს ასეა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად.)

 

11. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა ეკლსიაში იმისთვის დადის, რომ თავი დაიმშვიდოს და რიტუალური მომსახურება მიიღოს, ნაცვლად იმისა ღმერთს ეთაყვანოს?

 

12. თუ უფალ იესომ თქვა, რომ "თქვენ ყველანი ძმები ხართ"-ო , რატომ არ უნდა შეეძლოს ეკლესიაში მისულ ადამიანს, სასულიერო პირს მიმართოს სიტყვით "ძმა"? (წაიკითხეთ მათეს 23:8.)

 

13. პატრიაქრი იწოდება "უწმინდესად". ნუთუ ის სხვა ქრისტიანებზე უფრო წმინდაა?

 

14. რატომ უნდა კოცნიდეს მრევლი მღვდლებს ხელებზე, ხოლო მღვდლები კი არ უნდა უკოცნიდეს ხელებს მრევლს?

 

15. რატომ მოიხსენიება ლიტურგიისას პატრიარქი როგორც "ჩვენი უწმინდესი მეუფე და სულიერი მამა"?

 

16. რითი განსხვავდება თანამედროვე დროს ეკლესიებში არსებული ჯიხურები რომლებიც საეკლესიო "წმინდა" ნივთებს ყიდიან იმ გამყიდველებისგან, რომლებიც I საუკუნეში იესომ მათრახით გამორეკა ტაძრიდან?

 

17. თუ ჯვარი ქრისტიანული სიმბოლოა და დამცველ ძალას წარმოადგენს, რატომ ითვლება ის მნიშვნელოვნად მხოლოდ მაშინ, როცა მას მღვდელი "აკურთხებს"?

 

18. რა კავშირი აქვს თაფლის, ვაშლის, მარილისა და თხილის "კურთხევას" ქრისტიანობასთან?

 

19. რატომ იცავს ეკლესია ძველაღთქმისეულ წესებს, თუკი იესო ქრისტემ გააუქმა ძველ აღთქმაში ჩაწერილი მოსეს კანონები?

 

20. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდანებად" მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აცხადებს ადამიანებს? ნუთუ სიცოცხლეშივე არ იყვნენ "წმინდანები" ასეთები?

 

21. ეკლესიის განცხადების თანახმად, ლოცვისას მართლმადიდებლები ხატებს კი არ ეთაყვანებიან თურმე, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებებს; თუ ასეა, რატომაა რომ ერთი კონკრეტული ხატი,მეორე ხატზე უფრო პატივგებულია, იმ დროს როცა ორივე ხატზე, ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული?

 

22. რატომაა რომ მაღალი სასულიერო პირები, ხშირ შეთხვევაში რიგით მართლმადიდებელზე ათასმაგად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან?

 

23. რატომ არ ძალუძს პატრულს, მთვრალი სასულიერო პირის ნარკოლოგიურში წაყვანა ანალიზების გასაკეთებლად?

 

24. რატომ აცხადებს ეკლესია რომ სახელმწიფოსგან სრულიად გამოყოფილი და დამოუკიდებელია, მაშინ როცა ისეთი პრივილეგიებით სარგებლობს, როგორც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე?

 

25. რატომ იცხადებს თავის თავს მართლმადიდებლობა ღვთის რელიგიად?

 

26. რატომ არ ცდილობს ეკლესია თავის გამოცემულ ბიბლიებში არსებული უამრავი შეცდომების ჩასწორებას, მაშინ როცა ბრწყინვალედ იცის ამის შესახებ?

 

27. რატომ გამოაცხადა ეკლესიამ ძველი დროის "ეკლესიის მამები" წმინდანებად, მაშინ როცა ისინი თავიანთ სიცოცხლეში ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებს უჭერდნენ მხარს? (ამ დროს ეკლესია აცხადებს რომ ისინი სული წმინდით იმართებოდნენ).

 

28. რატომ აკურთხა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი პატრიარქმა და რატომ არ გამოაცხადა ის ეკლესიის მოღალატედ, როცა მმკ-ს ხელმძღვანელის მეთაორიბით მმკ-ში გაერთიანებულმა მართლმადიდებლებმა უამრავი სისაძაგლე ჩაიდინეს? (მაგალითად თანამორწმუნე მართლმადიდებლები არაერთხელ გალახეს და კერძო საკუთრება დაუზიანეს).

 

29. რატომაა, რომ ეკლესიამ, რომელიც თავისი აცხადებს რომ მკითხაობის, ჯადოს და ცრურწმენის "წინააღმდეგია", მთელი თავისი ისტორიია განმავლობაში, ვერ აღმოფხვრა იგი თავისი მრევლისგან?

 

30. 2008 წელს წარმოებული ომის დროს, რომელშიც რუსი და ქართველი მართლმადიდებლები ხოცავდნენ ერთმანეთს, რატომ ლოცულობდა თითოეული მხარის სამღვდელოება, მეორე მხარეს მებრძოლ მართლმადიდებლებზე გამარჯვებისთვის? (რაც არ უნდა "საფუძვლიანი" მიზეზი დასახელდეს, ნუთუ ერთი სარწმუნოების მიმდევრების მიერ ერთმანეთს ხოცვა, ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის მაჩვენებელია? წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

1. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან?

რადგან ეშმაკი ებრძვის, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ვისკენაც არის ჭეშმარიტება ეშმაკი გაასმაგებულად ებრძვის ვიდრე სხვა რელიგიას, რომელიც მასთან არ არის ჭეშმარიტება.....

რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა არ ინტერესდება, როცა ღვთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ ესაუბრებიან ხოლმე?

არ შეესაბამება სიმართლეს, ამაში შეგიძლია დარწმუნდეს ადამიანი ეკლესიაში მისვლით, რომელიც გავსებულია მრევლით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან?

აზრი

 

რადგან ეშმაკი ებრძვის

:givi:

 

რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა არ ინტერესდება, როცა ღვთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ ესაუბრებიან ხოლმე?

 

არ შეესაბამება სიმართლეს, ამაში შეგიძლია დარწმუნდეს ადამიანი ეკლესიაში მისვლით, რომელიც გავსებულია მრევლით

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფიქრებელი კითხვები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით:

 

 

1. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან?

 

 

და ვინ აღიარა ასეთი ადამიანები ქრისტიანებად? ამაში ვერ დაგეთანხმები ,ასეთი ადამიანები ფორმალურად არიან ქრისტიანები და თუ სასულიერო პირს ჰკითხავ მათზე იგივეს გეტყვის .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ლაპარაკია სქიზმებზე მართლმადიდებლურ წიაღში თუ ერეტიკულ და სექტანტურ ეკლესიებზე?

 

წვალება არის ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლებიდან გადახვევა.

სქიზმა არის ეკლესიის კანონიკური წყობა-მმართველობისადმი დაუმორჩილებლობა, მისგან გამოყოფა.

სექტა კი - ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი რელიგიური შეხედულობები, მაგრამ სქიზმისგან და წვალებისგან განსხვავებით დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ეკლესიასთან.

 

აქედან, მართლმადიდებელი ეკლესია არცერთ ჯგუფს არ განეკუთვნება: მას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები, არის კანონიკური ეკლესია, არ გადაუხვევია ჭეშმარიტი სწავლებიდან. მოკლეთ, ეს ეკლესია გაყოფაში არასდროს ყოფილა, ანუ არის ორიგინალური, სამოციქულო ეკლესია. ნუ თუ ვინმე თუ არ იზიარებს მართლმადიდებლურ თეოლოგიას ეგ მაგის პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...