უცხო_პლანეტელი Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ალკოჰოლიზმი მისი გავრცელებული და ისტორიული გამოყენებით, ალკოჰოლიზმი ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფათოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებს აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა. ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მედიკამენტები, ჯგუფური თერაპიები და სხვა...წყარო ვიკი და რა მაინტერესებს როგორ ხდება დიაგნოზის დადგენა და რა საფეხურები არსებობს? მკურნალობის მეთოდებიც არ იქნება ურიგო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 უცხო_პლანეტელიმაინტერესებსმკურნალობის მეთოდები როგორი არარეალურიც არ უნდა ჩანდეს, ყველაზე ეფექტურ საშუალებად ფსიქოთერაპევტები და ნარკოლოგები მიიჩნევენ აუტოგენურ ვარჯიშებს.კერძოდ მათზე,ვინც სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის გავლისთანავე შეუდგება ასეთ ვარჯიშს. აქვე შემიძლია თვითშეგნების ფორმულები დავაკონკრეტო: 1.მე სავსებით მშვიდი ვარ,თვითდაჯერებული და თავისუფალი. 2.ალკოჰოლისადმი გულგრილი ვარ. 3.მსიამოვნებს,რომ ფხიზელი ვარ. 4.არაყი მეზიზღება.ღვინოს საძაგელი გემო აქვს. 5.მე მიხარია,რომ ალკოჰოლი არ მიტაცებს. 6.მთვრალი კაცი საძაგლობაა. 7.მე თავს მოვერევი და ა.შ. რათქმა უნდა ჩემთვის,პირადად,ეს სრული მარაზმია,მაგრამ ფაქტია, მედიცინაში ეს მეთოდიც აპრობირებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 რათქმა უნდა ჩემთვის,პირადად,ეს სრული მარაზმია,მაგრამ ფაქტია, მედიცინაში ეს მეთოდიც აპრობირებულია. შEნ რა ალტერნატივა გაქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 უცხო_პლანეტელიშEნ რა ალტერნატივა გაქვს? ,,შეკავების მექანიზმი'' უნდა აამოქმედო ანუ დაემხო მუხლებზე აანთო სანთელი და მაცხოვარს შენგან პირისგატეხვის შემთხვევაში ,,უბედურებების ბუკეტის'' მოვლინება შეთავაზო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 ,,შეკავების მექანიზმი'' უნდა აამოქმედო ანუ დაემხო მუხლებზე აანთო სანთელი და მაცხოვარს შენგან პირისგატეხვის შემთხვევაში ,,უბედურებების ბუკეტის'' მოვლინება შეთავაზო. პირველისგან ეგ არაფრით განსხვადება, უბალოდ პირველში პოზიტიური ასპექტები უფროა გათვალისწინებული ვიდრე მეორეში.ზოგადად "გუდიანი კაცებით" "თერაპიის" სასტიკი წინაააღმდეგი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 უცხო_პლანეტელიზოგადად "გუდიანი კაცებით" "თერაპიის" სასტიკი წინაააღმდეგი ვარ აბსოლუტურად გეთანხმები,მაგრამ ერთიცაა - მაგ.სტაჟიანი მწეველის მიერ,რომელსაც ხელთააქვს ფილტვების სიმსივნის დიაგნოზი,თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე,მომენტალურად სიგარეტის მიტოვების შემთხვევაში ექიმის, ასე ვთქვათ, ,,განაჩენი'' ,,გუდიანი კაცის'' ფაქტორი არაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 რომელსაც ხელთააქვს ფილტვების სიმსივნის დიაგნოზი,თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე,მომენტალურად სიგარეტის მიტოვების შემთხვევაში ექიმის, ასე ვთქვათ, ,,განაჩენი'' ,,გუდიანი კაცის'' ფაქტორი არაა? არა, დიაგნოზი ამ შენთხვევაში არის მისი (უპასუხისმგებლო)ქმედების "ამსახველო დოკუმენტი" ან ფაქტიც შეგვიძლია ვუწოდოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 არა, დიაგნოზი ამ შენთხვევაში არის მისი (უპასუხისმგებლო)ქმედების "ამსახველო დოკუმენტი" ან ფაქტიც შეგვიძლია ვუწოდოთ კითხვის ნიშნები მაინც რჩება. მოკლედ სფეროსებრი თემაა,კუთხეს რომ ვერ უპოვი ისეთი. რეზიუმეს სახით მარკ ტვენის გამონათქვამის პერიფრაზირება გამოდგებოდა ალბათ : ალკოჰოლზე თავის მინებებაზე ადვილი არაფერია,პირადად ეს მე ათასჯერ ვცადე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 მარკ ტვენის გამონათქვამის პერიფრაზირება გამოდგებოდა ალბათ :ალკოჰოლზე თავის მინებებაზე ადვილი არაფერია,პირადად ეს მე ათასჯერ ვცადემე ეგ ბერნარდ შოუსა და სიგარეტზე ვიცოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 asesino_141მე ეგ ბერნარდ შოუსა და სიგარეტზე ვიცოდი რა მნიშვნელობა აქვს კატა რა ფერია,მთავარია თაგვი დაიჭიროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 დიაგნიზი როდიდან ესმება ამა თუ იმ პიროვნებას, ხომ არ იცის ვინმემ. საქართველოში ბევრი(თუ ყველა არა) "ტრადიციულობით" ანუ "დამრტყმელი- პურისმჭამელით" ამართლებს თავისი ალკოჰოლიზმს, ამიტომ მაინტერესებს როდიდან იწყება "თავდავიწყება" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 უცხო_პლანეტელისაქართველოში ბევრი(თუ ყველა არა) "ტრადიციულობით" ანუ "დამრტყმელი- პურისმჭამელით" ამართლებს თავისი ალკოჰოლიზმს, ამიტომ მაინტერესებს როდიდან იწყება "თავდავიწყება" რეალურად, ჭეშმარიტად,, ტრადიციულ'' და ,,დამრტყმელ-პურისმჭამელ'' პიროვნებას ეს პრობლემა არ გააჩნია.ის გაწონასწორებული,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული,დინჯი ადამიანია,სერიოზული,მყარი კავშირებით,რომელიც თავის თანამეინახეებთან იმყოფება ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას. მისი და საკუთარი საძმო-სამეგობროს ,,სამოღვაწეო’’ არეალი შემოსაზღვრულია და გააჩნია ფეისკონტროლი,რომელიც განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანს იგნორირებას უკეთებს და ა.შ შესაბამისად მას ყოველდღიური მოთხოვნილებები,ანუ ,,თავდავიწყება’’,როგორც შენ უწოდე, სასმელზე ვერ ექნება,რადგან ყოველდღიურ რეჟიმში მოზრდილი კონტინგენტის ერთ განწყობაზე ყოფნა,დამეთანხმები ,არალეარულია.ინდივიდუალური,ფიზიოლოგიური მოთხოვნილება სასმელზე კი ირთგუნება რენომედან გამომდინარე.მოკლედ დაუწერელი კანონების ბუკეტია... ჩვენთვის საინტერესო პიროვნება კი არის ბუნებით არააგრესიული,უბოროტო,მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანი,რომელიც სიმთვრალეში ახდენს არარეალიზებული თვისებების კომპენსაციას ,,დამრტყმელ-პურისმჭამელის’’ შირმით და ეს ხდება,სხვათაშორის,უმეტეს შემთხვევაში საკუთარი დანახარჯებით,ვინაიდან როგორც ავღნიშნეთ სიფხიზლეში ერთი უჩინარი პიროვნებაა(რეალურად სხვაზე აღმატებულიც შეიძლება იყოს,მაგრამ კომპლექსის გამო არ აქტიურობს),ურთიერთობისთვის ნაკლებად საინტერესო,რომლის ,,ლიდერობას’’ სუფრაზე მანამ მოითმენენ,სანამ ჯიბეში მორიელი არ ესმევა და ხელის ჩაყოფა არ დაეზარება. როგორც წესი,კონტინგენტი შემთხვევითია და არა შერჩევითი,შესაბამისად არ გააჩნია შემაკავებელი ფაქტორები-პასუხისმგებლობა,საერტო ფასეულობები და სუფრის,, მახვშად’’ ყოფნა მისთვის ისეთი საცდურია,რომლის განცდისათვის მზარდ დალევის სიხშირეზე არ რეაგირებს,ანუ პროცესი მიშვებული ყავს.რომლის ბოლოსწინა პუნქტი სასმელზე დამოკიდებულებაა.ბოლო თავად ივარაუდე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 http://apps.who.int/classifications/apps/icd/icd10online/?gf10.htm+f10 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/23/Alcohol_use_disorders_world_map_-_DALY_-_WHO2002.svg/500px-Alcohol_use_disorders_world_map_-_DALY_-_WHO2002.svg.png http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/94/Alcohol_by_Country.png Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted August 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2010 უცხო_პლანეტელი ფსიქიკური და ქცევითი დარღვევებიA pattern of psychoactive substance use that is causing damage to health. The damage may be physical (as in cases of hepatitis from the self-administration of injected psychoactive substances) or mental (e.g. episodes of depressive disorder secondary to heavy consumption of alcohol). Psychoactive substance abuse Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 http://www.youtube.com/watch?v=2o-sRk1rdY0 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.