Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თერმოდინამიკა (ბერძნ. Therme — სითბო + Dynamis — ძალა) — ფიზიკის განყოფილება, რომელიც შეისაწლის სითბოსა და სხვა ენერგიების გარდაქმნას.

 

თერმოდინამიკის პირველი კანონი

 

თერმოდინამიკის პირველი კანონი ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონს,რომელიც ვრცელდება სითბურ მოვლენებზე,თერმოდინამიკის პირველი კანონი ეწოდება. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილება ტოლია გარე ძალთა მუშაობისა და სისტემაზე გადაცემული სითბოს რაოდენობის ჯამისა:

ΔU = A + Q

 

-------------------

 

XIX ს-ის შუა წლებში, ენერგიის მუდმივობის კანონის აღმოჩენის შემდეგ, შეიქმნა სითბური პროცესების პირველი მეცნიერული თეორია _ თერმოდინამიკა.

 

თერმოდინამიკა ფიზიკის ნაწილია, რომელიც სითბოსა და სხვა სახის ენერგიების უერთიერთგარდაქმნებს შეისწავლის ისე, რომ არ ითვალისწინებს სხეულთა მოლეკულურ აგებულებას.

 

თერმოდინამიკის დარგის ჩამოყალიბება და მისი კანონების აღმოჩენა ძირითადად XIX საუკუნეში მოხდა, მაგრამ მოვლენებისადმი ინტერესი შეინიშნებოდა ადრეულ პერიოდებშიც. მაგალითად, მეხუთე საუკუნეში ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ნემისიოს ემისელის ნაშრომი "ბუნებისათვის კაცისა" ფიზიკისა და გეოფიზიკის საკითხების ცოდნის შესანიშნავ ნიმუშს იძლევა. მასში წარმოდგენილია მასალები ნივთიერების დისკრეტული აღნაგობის, სხეულთა შემადგენელი ნაწილაკების ურთიერთქმედი ძალების, სხეულთა მოძრაობისა და სხვა მრავალ საკითხზე. ეს ნაშრომი XII საუკუნის დასაწყისში გელათში მოღვაწეობის დროს ქართულად თარგმნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და სახელმწიფო მოღვაწემ იოანე პეტრიწმა. ნაშრომის ქართული თარგმანი, რომელსაც ვრცელი კომენტარი გაუკეთა ი.პეტრიწმა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ საქართველოში, რაც იმის დამამტკიცებელია, რომ XII საუკუნეში ქართველებს კარგად ესმოდათ მისი შინაარსი და მნიშვნელობა. ი.პეტრიწის კომენტარების საშუალებით ეს ნაშრომი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა საქათველოში. თერმოდინამიკის საკითხებთან დაკავშირებით საინტერესოა ი. პეტრიწის ერთი ასეთი კომენტარი: "სითბოს მეშვეობით დედამიწიდან აორთქლებული წყალი კვლავ დედამიწაზე ბრუნდება". ამ კომენტარში დედამიწა, ატმოსფერო და წყალი, მათი შემადგენელი ნაწილებით, თერმოდინამიკური სისტემის ელემენტებადაა წარმოდგენილი, ხოლო აორთქლებული წყლის კონდენსაცია და უკანვე დედამიწაზე დაბრუნება - სისტემის წონასწორობისაკენ მისწრაფების მიმანიშნებელია.

 

თერმოდინამიკის პრობლემების გადაწყვეტაში დიდი ღვაწლი მიუძღვით XIX საუკუნის ცნობილ მეცნიერებს: ფრანგ - სადი კარნოს (1796-1832 წწ.), გერმანელ - რუდოლფ კლაუზიუსს (1822-1888 წწ.), ინგლისელ - უილიამ ტომსონს (1824-1907 წწ.) და სხვებს. მათი ძალისხმევით თერმოდინამიკა მეცნიერების ცალკე დარგად ჩამოყალიბდა.

 

უაღრესად დიდია თერმოდინამიკის როლი ბუნებაში მიმდინარე მოვლენების შესწავლაში, ასევე ცოცხალი სისტემების მეცნიერული ანალიზის სფეროში, რადგან მრავალი სითბური პროცესი ბუნებაში, ასევე ცოცხალი სისტემების ფუნქციონირება და სასიცოცხლო პროცესები მათში თერმოდინამიკის კანონებს ემორჩილება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ადამიანის მიჩნევა ღია თერმოდინამიკურ სისტემად და მასში მთელი რიგი სასიცოცხლო პროცესების ახსნა თერმოდინამიკის კანონებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი - ფიზიკა XI-XII კლ

2. ბ.გოგალაძე, ო.ზურაბაშვილი - ფიზიკა X კლ

წყარო

http://lemill.net/content/webpages/10d710d...0db10d810d910d0

 

 

----

 

ორთქლზე მომუშავე მოტორი

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8a/Triple_expansion_engine_animation.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბმულზე შეგიძლიათ ბევრი საინტერესო ვიდეო ნახოთ ამ თემაზე

http://www.physik.uni-wuerzburg.de/video/t...rmodynamik.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...