უცხო_პლანეტელი Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 კინემატიკა – (ბერძნ. κινέω – მოძრაობა). მექანიკის დარგი, რომელიც იკვლევს სხეულთა მოძრაობის გეომეტრიულ თვისებებს მათი მასის და მათზე მოქმედი ძალების გათვალისწინების გარეშე. აქ განიხილება კლასიკური მექანიკის კინემატიკა. თუ სხეულები მოძრაობენ სიჩქარეებით, რომლებიც სინათლის სიჩქარესთან ახლოსაა, მათ მოძრაობას რელატივისტური მექანიკა აღწერს, ხოლო მიკროობიექტების მოძრაობას კვანტური მექანიკა სწავლობს. კვლევის ობიექტის მიხედვით კინემატიკა იყოფა ორ ნაწილად: 1) წერტილისა და მყარი სხეულის კინემატიკა; 2)დეფორმირებადი ნაწილაკის და დეფორმირებადი უწყვეტი გარემოს კინემატიკა. წერტილისა და მყარი სხეულის კინემატიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილების ან სხეულების მოძრაობის აღწერა მათემატიკური განტოლებების, გრაფიკების და ცხრილების საშუალებით და მათი მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლების განსაზღვრა. მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილის ან სხეულის მდებარეობას ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი q1,q2,...,qn პარამეტრების, ანუ კოორდინატების ერთობლიობა განსაზღვრავს, რომელთა რაოდენობა თავისუფლების ხარისხთა რიცხვს ემთხვევა. ეს რიცხვი წერტილის შემთხვევაში არ აღემატება 3–ს, ხოლო მყარი სხეულის შემთხვევაში არ აღემატება 6-ს. იმისათვის, რომ მოცემული ათვლის სისტემის მიმართ სხეულის მოძრაობა აღვწეროთ, უნდა ვიცოდეთ დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის მდებარეობა ამ სისტემის მიმართ. მათემატიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ qi კოორდინატების t დროზე დამოკიდებულება უნდა ვიცოდეთ. q1 = f(t),q2 = f(t),...,qn = f(t) (*) განტოლებებს, რომლებიც მოცემული ათვლის სისტემის მიმართ წერტილის ან სხეულის მოძრაობის კანონს განსაზღვრავენ, კინემატიკური მოძრაობის განტოლებები ეწოდება. სისტემაში შემავალი თითოეული f ფუნქცია ცალსახა და ორჯერ დიფერენცირებადი უნდა იყოს. პირველი მოთხოვნა იმ ფაქტის კონსტანტაციაა, რომ დროის ერთსა და იმავე მომენტში სხეული მხოლოდ ერთ წერტილში შეიძლება იმყოფებოდეს. მეორე მოთხოვნა ედება იმის გამო, რომ მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლები დროის მიხედვით პირველი და მეორე რიგის წარმოებულებს წარმოადგენენ. თავისუფალი წერტილის მოძრაობა აღიწერება (*) ტიპის სამი განტოლებით. მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლებია სიჩქარე და აჩქარება. მყარი სხეულის მოძრაობის უმარტივესი სახეებია გადატანითი მოძრაობა და ბრუნვითი მოძრაობა. გადატანითი მოძრაობის დროს სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს, ამიტომ საკმარისია მოცემული სხეულის მხოლოდ ერთი წერტილის – ე. წ. პოლუსის – მოძრაობის განხილვა. უძრავი ბრუნვის ღერძის გარშემო ბრუნვის დროს სხეულს ერთი თავისუფლების ხარისხი გააჩნია და მისი მდებარეობა მობრუნების φ კუთხით ხასიათდება. ამ მოძრაობის კანონია φ = f(t). მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლებია კუთხური სიჩქარე ω და კუთხური აჩქარება ε. დინამიკა არის მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს სხეულის აჩქარების გამომწვევ მიზეზებს. წყაროwiki Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 უახლოეს მომავალში ამ საგანსი მაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდა ჩასაბარებელი, სტატიკა ნელ-ნელა დავამუღამე, ეხლა დანარჩენი ორი ნაწილი მაქვს "მოსაყომარებელი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 მექანიკა -კინემატიკა, დინამიკა და სტატიკაეს საგანი თეორიული მექანიკა არ არის? ამ საგანსი მაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდა ჩასაბარებელირა სპეციალობაზე სწავლობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ეს საგანი თეორიული მექანიკა არ არის?ყველა თეორიულია, და არ ვიცი კონკრეტულად რა ქვია, მაგრამ ჩემს საგან პრაქტიკული მექანიკა ქვია და საკმაოდ მძიმე საგანია(ამ საგნით ცხრილავენ ხალხს ჩვენთან) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 უცხო_პლანეტელი ყველა თეორიულიაარა, საგანს ერქვა ასე რა, "თეორიული მექანიკა". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 არა, საგანს ერქვა ასე რა, "თეორიული მექანიკა".ხო მაგრამ თეორიულსი მე მგონი უფრო მათემატიკური მხარე ისწავლება, ხოლო ტერქნიკურში უფრო საინჟინრო განხრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIRST^_^ALIEN Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ეხლა მეც მაქ მაგის სწავლის ბედნიერება(( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 FIRST^_^ALIENკონკრეტულად რას სწავლობ? და სკრიპტისმაგვარი ხომ არ გქვს(ვირტუალური ვერსია)? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sv@mp Posted May 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2010 ამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ და რა გაინტერესებს კონკრეტულად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://ivisice.tugraz.at/downloads/meister_em/index.htmlძალიამ მაგარი რამა,ვისაც მექანიკა ცოტა გესმით, სეგიძლიათ ივარჯიშოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 sv@mpამ ფორუმზე ვინმე ფიზიკოსი თუ ხართ?? ან მომავალი ფიზიკოსი?? ან ბავშვები ვისაც ფიზიკოსობა გინდათ მე ბავშვობაში ფიზიკას ვსწავლობდი (ლონდონში არა მხოლოდ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.