lasha_alo Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 (edited) ირაკლი ალასანია სოციალურ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის საკითხებზე მერობის სახელისუფლო კანდიდატს ნებისმიერ ეთერში დებატებში იწვევს, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, სადაც თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ალასანიას განცხადებით, მათმა პროგრამამ ავტორიტეტული ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. “ჩვენი პროექტი არის ძალიან რეალისტური და ემყარება ბიუჯეტის იმ გათვლებს, რომელიც დედაქალაქს დღეს აქვს. ეს არის ეკონომიკურად და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამა. ჩვენი პროგრამა ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიას არა აქვს პრიორიტეტებში ჯანდაცვის პროგრამა”, – განაცხადა ალასანიამ. “ალიანსის” ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მერობის სახელისუფლო კანდიდატს ნებისმიერ ეთერში ესაუბროს. “პირდაპირ მივმართავ სახელისუფლო კანდიდატს და ვიწვევ მას ნებისმიერ ეთერში დებატებში. მზად ვარ, გიგი უგულავას თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვესაუბრო; ვისაუბრო იმ ხარვეზების შესახებ, რაც დღეს დედაქალაქის და მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემაში არსებობს და რას ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ალასანიამ დღეს წარადგინა, მოიცავს რამდენიმე კომპონენტს - ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს; სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს, უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს, აქედან სამ წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უფასო წამალი; უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი. ალასანია აცხადებს, რომ დღეს თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად, მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის 117 მლნ ლარი გამოიყოფა. უახლოეს პერიოდში ირაკლი ალასანია, ასევე, გამართავს სოციალური პროგრამის და განათლების პროგრამის პრეზენტაციასთან ერთვის დოკუმენტი განვიხილოთ აბაHealth_Final3.doc Edited April 13, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ფაქტიურად ალიანსი ამბობს, რომ იყოს კაცო მიშა და ნაცები, ოღონდ თბილისის მერი მე ვიქნები მასე გინდათ არჩევნების მოგება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 სიმართლე გითხრათ საყურადღებო პროგრამაა, მაგრამ უწერია განხორციელება? ანუ გაიმარჯვებს მისი ავტორი?. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არ არის პროგრამების პაექრობა, არამედ არჩევნები პიროვნული დაპირისპირების არენაა . ამიტომაც მგონია, რომ ეს და სხვა პროგრამები იქნება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის არჩევანის საფუძველი, უმრავლესობა კი არჩევანს სხვანაირად გააკეთებს, რაც ნაცების გამარჯვების საფუძვლიან ეჭვს მიჩენს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ფაქტიურად ალიანსი ამბობს, რომ იყოს კაცო მიშა და ნაცები, ოღონდ თბილისის მერი მე ვიქნები მასე გინდათ არჩევნების მოგება?არა, მაგრამ მერს მოეთხოვება საქმე....შემდეგი ეტაპია საპარლამენტო და საპრეზიდენტო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 lasha_alo ალასანიას სოციალური პლატფორმა, რა მოგვწონს, რა არაარაფერი.. ისე სერიოზულად თუ მივუდგებით,არ წავიკითხე აზრი არა აქვს..საქართველოში რომ დაპირებები იციან იცოცხლე,მაგრამ მერე ყველას ავიწყდება და პასუხსაც ვერ მოთხოვ,სრაზუ რუსეთის აგენტობას დაგაბრალებენ..ამიტომ არ ნრებულობ მონაწილეობას ამ არჩევნებში და არ ვაპირებ არც ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო ზღაპრების წაკითხვას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 იგივეს ვამბობდი გუშინ ჩემს თემაში: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=235686 სწორი გზით მიდიან, იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 რ ნრებულობ მონაწილეობას ამ არჩევნებში და არ ვაპირებ არც ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო ზღაპრების წაკითხვას..გიორგი68 შენი ნებაა, მაგრამ ამაზე ცემი აზრი მაქვს. ქე იცი არ გავიმეორებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ზერელედ გადავიკითხე და საწყისი ეტაპისთვის (ამჟამად ქვის ხანაში ვართ ამ დარგში) გენიალურია... უბრალოდ ერთი ნო... მაგალითად ტყიბულის ან სიტყვაზე დმანისის მოსახლეობას რა ეშველება, რომლის ბიუჯეტიც ვერ გაწვდება ამდენს? დასკვნა - კარგია რომ ალასანიას თბილისისთვის ასეთი გეგმა გააჩნია, მაგრამ ეს საკითხი ცენტრის დონეზე უნდა წყდებოდეს, ცენტრალური ბიჯეტით და არა თვითმართველობის დონეზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ისე მეც ვერ გაიგე. თბილისელი თუა ორსული ქალი დაუფინანსდება მშობიარობა, და თუ არაა თბილისელი არა? კიდევ რა მაინტერესებს? ასეთ საკითხვებს ჯანდაცვის სამინისტრო არ კურირებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 თუ მუნიციპალური პროგრამაა, რატომ არ შეიძლება თბილისში განხორციელდეს?ამას სამინისტრო წყვეტს?მე პირადად ვერაფრით ვერ გავაკეთემ ჯანმრთელობის პოლისი - ცალკე პიროვნებებს არ აზღვევენ და ჩემ სამსახურში არ აკეთებს რექტორი ( თუმცა თანახმანი ვართ ჩვენ გადავიხადოთ ხელფასიდან), იგივეა ჩემ მეუღლესთან ( ჰქონდათ 1 წლიანიო დაზღვევა და მორჩა ამით) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 McLaren კიდევ რა მაინტერესებს? ასეთ საკითხვებს ჯანდაცვის სამინისტრო არ კურირებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ისე მეც ვერ გაიგე. თბილისელი თუა ორსული ქალი დაუფინანსდება მშობიარობა, და თუ არაა თბილისელი არა?შენ ეგა თქვი რა. მთელი სოფელი გათბილისელდება და დაყრიან აქ ბავშვებს აღდგომა მხოლოდ იმიტომ მევასება, რომ მთელი გორსალობა წასულია. თბილისი თბილისს გავს ხოლმე. და ამას უნდა ეხლა მთელი სოფელი თბილისში გადმოწეროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 "ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს; სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს, უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს, აქედან სამ წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უფასო წამალი; უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი.ალასანია აცხადებს, რომ დღეს თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად" მარტო ამის გულისთვის არის ეს ტიპი აფერისტი.ეგ როგორ თბილისი სხვა კანონებით იცხოვრებს და სქართველო სხვა?ტუპიაკოიზმი.თუ ალასანია ქალაქის მერობის არჩევნბის პროგრამას ადგენდა, რომელიც "ექსპერტებმა" მოიწონეს, მაშინ ასეთი პროგრამ საქართველოში მომენტალურად მოქმედი კანონმდებლობიდან უნდა იყოს გამომდინარე.თუ საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო არჩევნების პროგრამაა, მაშინ რა ტუტუია უნდა მერობის არჩევნებში. "ცირკ უეხალ კლოუნ ასტალსა". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 მარტო ამის გულისთვის არის ეს ტიპი აფერისტი.მერის არჩევნებია :uh:ეგ როგორ თბილისი სხვა კანონებით იცხოვრებს და სქართველო სხვა?ესაა პლატფორმა და არა კანონი ანუ თვილისის მერის იურისდიქციაში ვერ შევა ვეჯინელი ვირების პატრონობა. ამას სხვა ნაჩალსტვა ყავს.თუ საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო არჩევნების პროგრამაა, მაშინ რა ტუტუია უნდა მერობის არჩევნებში.ამ წამს საუბარია მერის არჩევნებზე ანუ საუბარი შეეხება თბილისს. რაა კაცო გაუგებარი :uh: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.