Jump to content
Planeta.Ge

რელიგია და დანაშაული (მხოლოდ ფაქტები)


Recommended Posts

Guest ჭანო

ამ თემასი დაიშვება მხოლოდ ფაქტები და არაამც და არა, ვარაუდები ჭორები და ა.შ.

მოკლედ არათემატური პოსტები წაისლება, ხოლო შერაცხყოფის შემთხვევაში ვორნიც გაიცემა.

 

 

 

არსებობს ასეთი წიგნთა სერია, სადაც გერმნელმა მწერალმა თავი მოუყარა ქრისტიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.

Christianity's Criminal History

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

რელიგიის, ღმერთის და ქრისტეს სახელით უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ადამიანებმა. ფორუმის გვერდებიც შეიძლება არც კი ეყოს იმ ფაქტების დადებას, რაც არსებობს. განა არ ვიცით რომ რელიგიის სახელით, უამრავი საზიზღრობები, ადამიანთა განადგურება და ბოროტება ჩადენილა?

 

მე თუ მკითხავ, არცაა საჭირო ამ თემის არსებობა. რელიგიის სახელით დღესაც მრავალი რამ კეთდება, რაც დარწმუნებული ვარ არც ღმერთს მოსწონს და არც მრავალ ადამიანს. ამ საუკუნეში მომხდარი მსოფლიო ომების დროს, რომლებიც მილიონობით ჩვენმა თანამედროვემ გადაიტანა, რელიგიები ორივე მხრიდან აქეზებდნენ თავიანთ მიმდევრებს, დაეხოცათ ადამიანები. "დახოცეთ გერმანელები — დახოცეთ ისინი", — განაცხადა ლონდონის ეპისკოპოსმა. სხვა მხრივ, ქალაქ კელნის მთავარეპისკოპოსი ეუბნებოდა გერმანელებს: "გიბრძანებთ სახელითა ღვთისათა, იბრძოლოთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ქვეყნის ღირსებისა და დიდებისათვის".  კათოლიკეები ხოცავდნენ კათოლიკეებს, თავიანთი რელიგიური ხელმძღვანელების მოწონებით და ამასვე აკეთებდნენ პროტესტანტებიც. უფრო მეტიც, აგვისტოს ომში ორივე მხარე მართლმადიდებლებს წარმოადგენდნენ. მართლმადიდებელი მართლმადიდებელს კლავდა. სინამდვილეში, ორივე მხარის აზრით, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩვენ ერთი საძმო ვართო ამბობენ ხოლმე. რამდენი ქართველი და რუსი მართლმადიდებელი დაიღუპა აგვისტოს ომში?! ვინმემ შესაძლოა თქვას, რომ ეს პოლიტიკური ომი იყოო. პოლიტიკური ომი იყო თუ არაპოლიტიკური, ფაქტია, რომ ერთი რწმენის ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდა. მღვდელმა ჰარი ემერსონ ფოსდიკმა აღიარა: "ჩვენს ეკლესიებშიც კი აღვმართავდით საომარ ბაირაღებს. . . ბაგეების ერთი კუთხით მშვიდობის მთავარს ვადიდებდით, მეორეთი კი — ომს".

 

ღმერთი იმ რელიგიის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ასრულებს ღმერთის ნებას, ამავე დროს კი დაუნდობლად ხოცავს თანამორწმუნეს, ეს უკვე ქრისტიანობა აღარაა.  ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიების წევრების მიერ ღმერთის სახელით ჩადენილი საშინელი დანაშაულობების გამო, მილიონობით ადამიანმა (ათეისტებმაც და თეისტებმაც) ზურგი შეაქცია ღმერთსაც და ქრისტესაც. ისინი ღმერთს ადანაშაულებენ კათოლიკეებსა და მუსულმანებს შორის გაჩაღებული საშინელი რელიგიური ბრძოლების, ეგრეთ წოდებული "ჯვაროსნული ლაშქრობების" გამო და ასევე, მუსულმანებსა და ინდუსებს, მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლებს შორის, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის გამართული ომების გამო.

http://s59.radikal.ru/i165/1002/26/6ef9f66d4c26.jpghttp://s40.radikal.ru/i090/1002/7c/a1a05d0bbd5f.jpghttp://s02.radikal.ru/i175/1002/b9/e22fcb55883b.jpg

 

ისინი აგრეთვე მიუთითებენ ქრისტეს სახელით იუდეველთა დახოცვასა და ულმობელ კათოლიკურ ინკვიზიციაზე. ამ საზარელ დანაშაულობებზე პასუხისმგებელი რელიგიური ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ ღმერთი იყო მათი მამა. ამ დორს, კი რამდენიც გინდა იძახონ, ღმერთია ჩვენი მამაო, მხოლოდ სიტყვები ვერ გახდის ასეთების მამად სამყაროს შემოქმედ ღმერთს.

 

 

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს კათლიკოს პატრიარქი, მწუხარებას გამოთქვამდა რომ საქართველოს ერთმორწმუნე ერი ბომბავდა, ანუ მართლმადიდებლები მართლმადიდებლებს ხოცავდნენ. ამ დროს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ღმერთი უჭერდა მხარს წარმოებულ ომში.

http://www.rustavi2.com.ge/news/news_textg...mp;l=0&ddd=

 

http://s43.radikal.ru/i100/1002/6c/d7462564605c.jpg

 

როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ რელიგია მეცნიერულ პროგრესს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ცნობილია მისი სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი ფაქტი, აგრეთვე მისი თვალთმაქცობა და სისასტიკე, გასაგებია, თუ რატომ უარყო ზოგმა მეცნიერმა რელიგიური მრწამსი. პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში, ჯონ პოსტგეითი ამბობს: "მსოფლიოში არსებულმა რელიგიებმა. . . თავზარი დასცეს კაცობრიობას; მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიციები და გამართეს ხოცვა-ჟლეტა. რელიგიის ამ ბნელმა მხარემ დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში ხასიათი მიიღო. მეცნიერებისგან განსხვავებით რელიგია არ იცავს ნეიტრალიტეტს".

 

გულწრფელი ადამიანები ხშირად შეშფოთებული არიან რელიგიის სახელით ჩადენილი საშინელებების გამო. მაგალითად, ეკლესიაში მოსიარულე ბევრი ადამიანი გაოგნებულია, რადგან ის მღვდლები, რომლებიც ადამიანებს სისპეტაკის საუკეთესო მაგალითს უნდა აძლევდნენ, სინამდვილეში ჯიპებში გაბღენძილები, მრევლს ხელებში შეჰყურებენ აბა რამდენს გადაუხდი მკვდარზე წესის აგებასა და ჯვრისწერა-ნათლობაში. არ მითხრათ ფაქტები დადეთო! ყველამ კარგად ვიცით როგორც მუშაობს ეს "ბიზნეს-მანქანა".

 

http://s42.radikal.ru/i095/1002/9c/a852a9e0e7b3.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

აზრი

:givi:

ძალიან კარგი პოსტია, ამ თემაზე როგორც ზემოთ დავწერე არსებობს მრავალტომეული.

 

კარგი იქნება იგვენაირი გამოკვლევა საქართველოს მიმართ.

როგორც ისტორიულ წყაროებიდან მახსოვს მთასი მცხოვრებლები ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანობის არიარებას და მატ ძველი რელიგიაზე უარის თქმას.

საინტერესო იქნება ამის შესახებ კონკრეტული ფაქტების პოვნა.

 

ისე იგივე რელიგიური ნიშნით შეიძლება შუშანიკის და აბოს მკლელობა განვიხილოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ქართველ მართლმადიდებლებს რამდენი ირანელი და თურქი მუსლიმი

ჰყავთ დახოცილი ამაზე პასუხი არავინ არ უნდა აგოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Siknadmo

თემას კიდევ ტუ გაოფებ იზულებული გავხდები შესაბამისი ზომები მივიღო!!!

 

მე მგონი გარკვევით წერია სათაურში რელიგიური ნიშნით დანაშაულებზე, და არა ბრძოლის ველზე სხვა რელიგიური აღმსარებლების ხოცვა!!!

 

ჰყავთ დახოცილი ამაზე პასუხი არავინ არ უნდა აგოს?

დადევი კონკრეტული ფაქტები სადაც არასაომარ პირობებში, ანაც ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სხვადასხვა სახის ზეწოლა ტუ დანაშაული მიუძღვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინკვიზიციით უნდა დაგეწყოთ:(

ღმერთის სახელით ინკივიზიციამ გაანადგურა კაცობრიობის გენიოსები რომლებიც სიცოცხლის შემთხვევაში გაცილებით ბევრს გააკეთებდნენ თავის სფეროებში ჯვარონსული ლაშქრობები ღმერთის სახელით იყო შენიღბული ხოლო სინამდვილეში ოქრო-ვერცლხს და მიწებს იტაცებდნენ

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ინკვიზიციით უნდა დაგეწყოთsmile.gif

არა, ჯობია ქართულ ჭრილში გარჩევა.

 

FRIDRIX

ძალიან გთხოვ მომავალში მოერიდო ამდენ ენტერის გამოყენებას, ეგ ართულებს კითხვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლად და კათოლკედ წოდებული რელიგიური მიმდინარეობების დაპირისპირება, ხოცვა-ჟლეტა და ამ დროს საკუთარი თავის ქრისტეს მიმდევრად გაცხადების სამწუხარო და სასირცხვილო ისტორია არ ავიწყდება კაცობრიობას!

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ბალკანეთში კათოლიკე ხორვატები და მართლმადიდებელი სერბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორივე ჯგუფი აცხადებდა, რომ ქრისტეს მიმდევრები იყვნენ — ქრისტესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მოყვასი. მაგრამ, მათ დაპირისპირებას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სამოქალაქო ხოცვა-ჟლეტა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო შეძრა 500 000-ზე მეტი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილმა რომელიც რელგიიურმა ურთიერთ დაპირისპირებამ გამოიწვია.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეების შეჯახებაზე ხოცვა-ჟლეტაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულებზე:

http://www.orthodoxinfo.com/ecumenism/serb...newmartyrs.aspx

http://en.wikipedia.org/wiki/Serbs

http://libcom.org/library/role-catholic-ch...th-na-1941-1945

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...