Jump to content
Planeta.Ge

2010 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება (?)


Recommended Posts

ჩემი ანალიზი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში განვითარებულ ამბებს, განსაკუთრებით კი რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობას ეფუძნება, მასთან ერთად რამდენიმე კულუარულ ინფორმაციას, რომელიც ამ დღეებში შევიტყე. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, დაჯერებას არავინ გთხოვთ, უბრალოდ ლოგიკურად მიხვდებით, რომ ეს ინფორმაცია დაუჯერებელთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაშ ასე:

 

ეს ბოლო თვეებია აშშ-რუსეთის. ნატო-რუსეთის და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ისე გააქტიურებულია, როგორც არასდროს, ყოველ შემთხვევაში ისტორიის უახლოეს უკანასკნელ მონაკვეთში. უკვე ათეულობით შეხვედრა გაიმართა ამ ქვეყნებისა და ორგანიზაციების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელთა უშუალო მონაწილეობით. თითქმის ყველა შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. თითოეული ამ ქვეყნის და ნატოს ხელმძღვანელთა ოფიციალური განცხადებები ცხადყოფს, რომ ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით სრულდება, რომლითაც ყველა მონაწილე მხარე კმაყოფილია და შეხვედრებზე მიღწეულ შედეგებსა და გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს.

მხარეები შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ავღანეთის საკითხებზეც კი. 2010 წლიდან იგეგმება ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც. თითქმის ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები და გამოცემები მუდმივად აშუქებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების, იქნება ეს ბარაკ ობამა, დიმიტრი მედვედევი, ჰილარი კლინტონი, ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ნიკოლა სარკოზი თუ ანგელა მერკელი, განცხადებებს, რომ კმაყოფილები არიან რუსეთთან (აშშ-სთან, ნატოსთან, ევროკავშირთან) გამართული კონსტრუქციული შეხვედრებით, რომ ამ შეხვედრებზე მათ შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომ მხარეებს შორის რამდენიმე საკითხის გარდა ყველა ძირითად საკითხზე ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები შედგა და რომ მთავარია იმ რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხის გამო არ უნდა დაიბლოკოს სხვა ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეთანხმდნენ და ორივეს ინტერესებშია მათი განხორციელება.

ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის ეს რასაც ნიშნავს. კარგად ესმის, რომ შეუთანხმებელ საკითხთა შორის საქართველოც იგულისხმება და რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ შეხვედრებიდან გზავნილი, ე.წ. "მესიჯი" საქართველოსთვის სრულიად ნათელია: დიდ ქვეყნებს დიდი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის მზად არიან პატარა პრობლემებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდნენ ან საერთოდ გაურკვეველი ვადით დააკონსერვონ და უბრალოდ ისევე დატოვონ ეს პატარა პრობლემები, როგორც არის.

ალეგორიულად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანს ერთდროულად აწუხებს მცირე ასტიგმატიზმი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და ავტოავარიაში მიღებული ქვედა კიდურის ღია მოტეხილობა მთავარი არტერიის დაზიანების თანხლებით, ასეთ დროს ადამიანი ჯერ სასწრაფო ოპერაციას იკეთებს ქვედა კიდურზე, კარგა ხნის სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ის გულსისხლძრღვთა სისტემასაც უმკურნალებს. ამ ყველაფერს დიდი დრო, ფინანსები და ნერვები უნდა და ამ პერიოდში ასტიგმატიზმი არც არავის გაახსენდება. თუ გაახსენდება ყველა პრობლემის მოგვარების შემდეგ, როდესაც სხვა ავადმყოფობა აღარ შეაწუხებს;

მსოფლიო პოლიტიკა კი ნამეტანი ჭირიანი, ავადმყოფი და ფათერაკიანი "ადამიანია"...თითქმის არასოდეს სცალია ასტიგმატიზმისთვის.

კულუარული ინფორმაციით კი ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია გამალებით ცდილობს მასთან ოფიციალური შეხვედრის ორგანიზებას. თითქმის ყოველდღიურად ოფიციალური მიმართვები და წერილები იგზავნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელზე, სადაც სხვადასხვა "მიზეზით" მიწვევების და შეხვედრების ხან სურვილსა და ხან აუცილებლობაზე მიუთითებენ. სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ სპეციალურად დაამთხვია მისი ვოიაჟები ობამას ვიზიტებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის უკანასკნელად კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო ფორუმს გლობალური დათბობის საკითხებზე. მას ოფიციალური მიწვევაც კი არ ჰქონდა ამ ფორუმზე და თავად გააგზავნა მიმართვა, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, რაზეც რა თქმა უნდა უარს არ მიიღებდა. მოკლედ, ამ ფორუმზე საერთოდ კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილა ეს ჩვენი მიშიკო, რადგან ჯერ კიდევ წასვლამდე გაუგზავნია წერილი ობამას ადმინისტრაციაში, რომ "შეიტყო რომ ისი (ობამაც) აპირებდა კოპენჰაგენში გასამართ ფორუმზე მონაწილეობის მიღებას და მოხარული იქნებოდა თუ მოხდებოდა მათი იქ შეხვედრის ორგანიზება", რაზეც პირადად ობამამაც კი არ უპასუხა და ადმინისტრაციიდან უპასუხეს ადმინისტრაციას, რომ მისტერ პრეზიდენტის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და მისი შეხვედრების განრიგი უკვე შედგენილი და შემდეგისთვის მოიფიქრებდნენ. უშუალოდ კოპენჰაგენში ჩასვლის შემდეგ სააკაშვილმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან და სთხოვა რამდენიმე წუთი დაეთმო მისთვის აშშ-ს პრეზიდენტს, რაზეც იგივე პასუხი მიიღო. ბოლოს იმდენად გამათხოვრდა, რომ კაი ძველი ძმაკაცივით მივიდა და სხვებთან მოსაუბრე ობამას მიესალმა და პირადად სთხოვა შეხვედრა, რაზეც ობამამ მიუგო, რომ "ეხლა ძალიან დაკავებული იყო და სამწუხაროდ ვერანაირად ვერ მოახერხებდა", შემდეგ კი მიტრიალებულა და საუბარი გაუგრძელებია.

არადა ამ ჩვენს ბედოვლათს სამივე ნაციონალური არხი ჰყავდა წაყვანილი და გეგმავდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ხუთწუთიანი შეხვედრის ჩართვა მაინც მოეხერხებინა და შემდეგ ეს გაეპიარებინა, როგორც საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივია ობამა დიპლომატიურ ეთიკას და ნორმებს არ დაარღვევდა და იტყოდა, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიას და ყველას მოუწოდებს დაემორჩილონ საერთაშორისო შეთანხმებებს :(

...

...

...ჩემი მოკრძალებული აზრით მიშას "მოქესტვა" გადაწყვეტილი ამბავია. ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს გასარკვევი და გადასაწყვეტი (მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით). მოხდება ეს ყველაფერი ხავერდოვნად და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ თუ არა და რა ტიპის შეთანხმება შედგა ორ ზე-სახელმწიფოს შორის. იქნება ეს შევარდნაძის მსგავსი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ფრთხილ და დროში გაწელილ პოლიტიკას აირჩევს, "არც მწვადი დაწვა და არც შამფური" პრინციპით თუ პირდაპირ "ზვიოზდას" დაგვაკოსავებენ კინკრიხოზე.

 

P.S. შევარდნაძის დედაც ##################, მაგაზე არ გამომეკიდოთ ეხლა არავინ, გთხოვთ. მე მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში მისეულ ტაქტიკაზე ვსაუბრობ, კონკრეტულად აშშ-რუსეთთან ურთიერთობებზე და არა მის საშინაო პოლიტიკაზე და სხვა ცოდვა-დანაშაულებებზე.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

...ჩემი მოკრძალებული აზრით მიშას "მოქესტვა" გადაწყვეტილი ამბავია.

რასაც ამბობ ლოგიკურია, მაგრამ მიშაა არაპროგნოზირებადი. იმ შემთხვევაში თუ ის დაინახავს, რომ ჩიხშია, მან შეიძლება ჩვეული იმპულსურობით ისეთი გაუაზრებელი და შეუწონელი ნაბიჯი გადადგას, რომ მთელი ქვეყანა დაღუპოს. ესეც იციან შტატებში და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მოვლენების ფორსირებას არ შეეცდებიან...analgin

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

...ჩემი მოკრძალებული აზრით მიშას "მოქესტვა" გადაწყვეტილი ამბავია. ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს გასარკვევი და გადასაწყვეტი (მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით). მოხდება ეს ყველაფერი ხავერდოვნად და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ თუ არა და რა ტიპის შეთანხმება შედგა ორ ზე-სახელმწიფოს შორის. იქნება ეს შევარდნაძის მსგავსი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ფრთხილ და დროში გაწელილ პოლიტიკას აირჩევს, "არც მწვადი დაწვა და არც შამფური" პრინციპით თუ პირდაპირ "ზვიოზდას" დაგვაკოსავებენ კინკრიხოზე.

მიშAს ისე მოუვიდა, როგორც ორი ბატონის მსახურს - თან ორივეს ცალ-ცალკე ეფიცებოდა, მარა რუსებმა მოშნად გამოიყენეს, შტატებმა კი მისი იმპულსური და არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, რაზეც სათავისოდ სწორი გათვლა გააკეთეს რუსებმა, რეგიონში სერიოზული პარტია დათმეს, შესაბამისია მიშასადმი დამოკიდებულებაც ობამას ადმინისტრაციაში.

მიშასთვის თავს არც ერთი და არც მეორე არ მოიკლავს. ასე რომ უმტკივნეულოდ და ფრთხილ პოლიტიკაზე ნუ ვიოცნებებთ, რადგან ეს არც მათი სურვილია და არც მიშას აქვს საამისო ნებისყოფა. ასე რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესები იქნება იმდენად მკვეთრი, რამდენადაც ვითAრება დამძიმდება

Jonathan Livingston

არჩევნებით გამორიცხულია

სხვა გზებით 50/50.

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

analgin

გეთანხმები საკმაოდ დიდ ნაწილში, ევროპას და ამერიკას ჭირდება რუსეთი ფინასური კრიზისი და გლობალური თათბობის დასაძლევად.

 

ლ ი ც ი

რასაც ამბობ ლოგიკურია, მაგრამ მიშაა არაპროგნოზირებადი.

სწორედ მაგის გამო უნდათ მოცილება, მე მქონდა რამოდენიმე გერმაელ პოლიტიკოსთან მაგ თემაზე საუბრის საშუალება და ცალსახ ყველამ ეს განაცხადა რომ არაპროგნიზირებადია(ძალიან ნეგატიურ კონტექსტში)

 

analgin

ვინ არის შენი ფავორიტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

არაპროგნოზირებადი ნამდვილადაა, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დიპლომატია ჰქვია და საერთოდ ფსიქიურად არამდგრადი ადამიანია. იმაშიც გეთნხმები, რომ მოვლენების ფორსირებას არ შეეცდებიან ამერიკაში, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთში შეეცდებიან დამეთანხმები. აქაც ალბათ როგორც ყოველთვის უსინდისოდ და უმასშტაბოდ გააყალბებენ არჩევნებს, ხალხი უარესად დაიძაბება ვიდრე 2007-ში ან შარშან გაზაფხულზე და იძულებული გახდება ძია სემი რამე მოიმოქმედოს, თორემ აღარაფერი დარჩება მერე. ისე, რას გულისხმობთ მიშას სავარაუდო გაუაზრებელ ნაბიჯში, საინტერესოა სამსჯელოდ. თუ აგვისტოს ომის მსგავს კამპანიას, ეგ გამორიცხულია, ჯარი არ დაემორჩილება. მე ველაპარაკე ძალიან გამოცდილ ექსპერტებს და სხვათაშორის არა "ოპოზიციონერ ექსპერტებად" ცნობილებს, არამედ გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს და მითხრეს, ეხლა ომი პირდაპირ ქართული არმიის საბოლოო განადგურებას ნიშნავს, რადგან რუსულ ჯარს საქართველოში არსებული სტრატეგიული წერტილების 80-90% უკავიაო. მოკლედ, ეს ცალკე თემაა და ეს თვითონაც კარგად ესმით, რომ ომის შემთხვევაში ნახევარ დღეში დაკარგავენ იმას, რისთვისაც უნდა იბრძოლონ (თანამდებობებს და პრივილეგიებს). თვითონაც იციან რო დიდი დღე აღარ უწერიათ და შეგუებულები არიან. ეხლა მხოლოდ ფულს უფრთხილდებიან და დროს წელავენ მაქსიმალურად.

 

ჭანო

 

ეეეხ :D

ფავორიტი რომ მყავდეს რა მიჭირს...ჩემს შემთხვევაში ამათგან ვინმეს ამორჩევა თითქმის იგივეა, რაც ვეგეტარიანელს გააკეთებინო არჩევანი საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცს შორის :D:

ალასანია ერთი შეხედვით ნორმალური, გაწონასწორებული, ფრთხილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სწორედ ამ ზედმეტი სიფრთხილით მაბნევს და მეც სიფრთხილით ვუყურებ მას. ეხლა დაკვირვების პროცესში ვარ.

პრინციპში ფორუმი (სანიკიძე-შარტავა და ა.შ.) თუ გაუერთიანდება ალიანსს, უფრო ამათკენ გადავიხრები. ცალკე ალიანსმა მეშინია იგივე კურსი არ გააგრძელოს რაც მიშას აქვს აღებული...სალომესაც არ ვუყურებ ცუდი თვალით.

ერთი რაც ვიცი ბურჯანაძის, ნოღაიდელის და ოქრუაშვილის მხარდამჭერი ზუსტად ისევე არ ვარ, როგორც მიშასი. კონსერვატორები და კობა ძალიან ატრაკებენ ამ ბოლო ხანს. შალვა უბრალოდ დებილია და ვსიო.

აი ედპ და ქრისტიან-დემოკრატები ბევრად მიუღებელია ჩემთვის ვიდრე დაჟე ნაციონალები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები და მათი კუმირი კომუნისტების ტრადიციაა - ყველა განსხვავებულად მოაზროვნე გიჟია... თქვენ მაგ ზღაპრებიტ მიიღეთ შვება.....

 

თქვენთვის მიუღებელი ჩვენთვის მისაღებია

Edited by lasalexx
იარლიყების გარეშე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
საერთოდ ფსიქიურად არამდგრადი ადამიანია.

ამაში ვერ დაგეთანხმები, საკმაოდ ჭკვიანი და გაქნილია(იმჰო)

ალასანია ერთი შეხედვით ნორმალური, გაწონასწორებული, ფრთხილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სწორედ ამ ზედმეტი სიფრთხილით მაბნევს და მეც სიფრთხილით ვუყურებ მას. ეხლა დაკვირვების პროცესში ვარ.

ამასიც გეთანხმები, სიმამაცე და პრინციპულობა ანუ თავისი გზა და მიზანი აკლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მიშამ გადაიმტერა ყველა სოციალური ფენა, ასე რომ ბოლო ახლოა იდეაში...

ხო მაგრამ ვერ ჩავწვდი რატომ?

ნუთუ მართლა გაქცევა უნდა და პროვოკაციას აწყობს?

მეორეს მხრივ საკმარისი დენტი იყო ამისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

მეორეს მხრივ საკმარისი დენტი იყო ამისთვის.

დენთი ეხლაც არის - მაგრადაა ხალხი დაბოღმილი, ქარტულად არ ვიცი - глухая злоба

სიმართლე გითხრათ ძალიან მეშინია ამის - უმართავი პროცესი ძალიან საშიში რამაა

 

და ამავ დროს არც არავინ ჩანს რეალური ალტერატივა ოპოზიციაში - თუ კი გამოჩნდა იმ წამსვე ნაცები დისკრედიტაციას ახორციელებენ, თან ეს თვ ხომ საერთოდ პროპაგადითაა მხოლოდ დაკავებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ხო მაგრამ ვერ ჩავწვდი რატომ?

ნუთუ მართლა გაქცევა უნდა და პროვოკაციას აწყობს?

მე მგონი უბრალოდ რეალობას მოწყდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები და მათი კუმირი კომუნისტების ტრადიციაა - ყველა განსხვავებულად მოაზროვნე გიჟია... თქვენ მაგ ზღაპრებიტ მიიღეთ შვება.....

 

თქვენთვის მიუღებელი ჩვენთვის მისაღებია ტოვარიშჩი პუტინლენდა...

Edited by lasalexx
გთხოვთ, კორექტულად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

3 კვირა პარიზში მკუნალობდა მიშა...სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს მართლა :))

ნუ, როგორც ეგეთი, გიჟი ანუ შიზოფრენიკი არ არის, მაგრამ რაღაც სხვა დაავადება სჭირს, ზუსტი სახელი არ მახსოვს, მგონი მანიაკალური დეპრესია, მაგრამ სიმპტომები მახსოვს, გაუწონასწორებელი, არამდგრადი ხასიათი, ძალიან მძაფრი და ხშირად არაადეკვატური ემოციები, მუდმივი უხასიათობა.

ბავშვობაში გადატანილი მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ემართებათ ეგ ავადმყოფობა, როგორც წესი და ქრონიკულია, არ იკურნება ბოლომდე. პატარა ბავშვივით ეგოისტური ხასიათი აქვთ ასეთებს და თუ საწადელს ნებისმიერი საშუალებით ვერ მიაღწევენ - საშინლად განიცდიან (მძიმე დეპრესიული შეტევები ემართებათ). პათოლოგიურად ეჭვიანები, მშიშრები და ბოღმიანები არიან.

ჩემი მოგონილი არ არის ეს. ფსიქიატრები ძალიან ადვილად ატყობენ ადამიანს ასეთ რაღაცეებს. ფსიქიატრია ხომ მედიცინის ისეთი დარგი არ არის ანალიზები ან აპარატურით კვლევა სჭირდებოდეს დიაგნოზის დასმას, ფსიქიატრიაში დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება და ჰკითხე ნებისმიერ ფსიქიატრს თუკი საახლობლო-სანაცნობოში ასეთი ვინმე გეგულება :)

და პარიზში რომ 3 კვირა მკურნალობდა 2007 წლის ზაფხულში ეს 100 000%-ით ვიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...